Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

foto

სვეტის ეკლესია
(X s.)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

eklesia da koSki.

 

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება;

3. adgilmdebareoba

ეკლესია  მდებარეობდა თურქეთში, ართვინის პროვინციაში, ართვინის რაიონში, ისტორიულ მხარე კლარჯეთში, ქალაქ ართვინის მახლობლად, სოფელ სვეტთან (ვაზირკოი) (Vazırköy), მდინარე ჭოროხის ხეობაში.

 

4. ruka

map

5. istoriuli mimoxilva

სვეტის ეკლესიას თურქები ქაფიზი-ქილესეს (Kapise-Kilise - `ბჭის ეკლესია~) უწოდებდნენ. ამ კომპლექსისაგან მხოლოდ გაურკვეველი კედლის ფრაგმენტია გადარჩენილი. ქაფიზი-ქილისე ცნობილია მხოლოდ ა. პავლინოვის 1888 წლის ექსპედიციის მასალებით (მოკლე აღწერა, კოშკის სქემატური გეგმა, ეკლესიის გეგმა, გრძივი და განივი ჭრილები, ჩრდილოეთ ფასადის ნახაზი, ერთი ფოტოსურათი) და პრ. უვაროვას მოკლე ცნობით. მომდევნო ხანის არცერთ მკლევარს ეს ნაგებობები აღარ უნახავს, ყოველ შემთხვევაში არავინ იძლევა დამატებით ინფორმაციას მათ შესახებ. ამჟამად ისინი არ იძებნება, მიუხედავად იმისა, რომ სახელწოდება `ქაფიზი-ქილისე~ დაკარგული არ არის – ასე უწოდებენ ახლა ძველი შენობის ნაშთს, რომელიც მოიცავს ერთ ძლიერ დაზიანებულ კედელსა და მისი მართობული კედლების ფრაგმენტებს კუთხეებში. ეს ნაშთი დარბაზული ეკლესიის დასავლეთ კედელს ჰგავს. მისი ზედა ნაწილის მოხაზულობა – შუაში შემაღლებული, კიდეებისკენ დაფერდებული – თითქოს ორკალთიან სახურავს უნდა გულისხმობდეს. ზემოთ ცენტრში ერთი ვიწრო სარკმელია, შიგნიდან მცირედ გაფართოებული. საპირე წყობა, რომელიც მხოლოდ ფასადზე შემორჩა, შედგება დიდრონი, პირითი მხრიდან მოსწორებული, არასწორი გეომეტრიული ფორმის ქვებისაგან. მთლიანად ეს ფრაგმენტი არ ეთანხმება ა. პავლინოვის ნახაზებსა და ფოტოსურათს და ძნელი წარმოსადგენია, რომ ის მათზე დაფიქსირებული შენობების ნაშთი იყოს. შესაძლოა ის ნაშთია სხვა ეკლესიისა, რომელზედაც მოსახლეობამ გადმოიტანა გამქრალი (დანგრეული) ეკლესიის სახელწოდება.


6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება;

7. arqiteqturuli aRwera

gegma

ა) ა. პავლინოვის ნახაზებით ცნობილი სვეტის ეკლესია წარმოადგენდა მეტად თავისებურ ნაგებობას – უგუმბათო ტეტრაკონქს. მის ბირთვს შეადგენდა დასავლეთ-აღმოსავლეთ ღერძზე მცირედ წაგრძელებული დარბაზული სივრცე, გადახურული ნახევრადცილინდრული კამარით. ამ მართკუთხა დარბაზს ოთხივე მხრიდან უკავშირდებოდა მომცრო აფსიდები (მათი სიგანე დარბაზის გრძივი გვერდის 2/5-ს, ხოლო განივი გვერდის 3/5-ს შეადგენდა). ჩრდილოეთ და სამხრეთ აფსიდების აქეთ-იქით მოწყობილი იყო სულ პატარა, გეგმაში მეოთხედწრიული სათავსები – ა. პავლინოვის აზრით, სამალავები. მთელი ეს სტრუქტურა იწერებოდა 16 წახნაგაში, რომლის ცენტრშიც ამოიზრდებოდა ორი ქანობით დახურული შუა ცალნავიანი მოცულობა. თითოს გამოტოვებით წახნაგებში შეჭრილი იყო სამკუთხა ნიშები. ქვედა კორპუსს შემოწერდა ერთიანი დეკორაციული არკატურა. წახნაგთა შუა არეებზე გამოყვანილი თაღები ერთმანეთს ჰორიზონტალური გადანაკეცებით ებმოდა. ეკლესიას ჰქონდა ორი შესასვლელი (სამხრეთისა და დასავლეთის არეებში) და ხუთი სარკმელი (თითო აღმოსავლეთის, სამხრეთის და ჩრდილოეთის აფსიდებში და თითოც დარბაზის აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში მაღლა, აფსიდების ზემოთ).
საკურთხევლის აფსიდის წინ იდგა კანკელი, უკვე ძლიერ დაზიანებული 1888 წელს. შიგნით კედლები მოხატული იყო. ა. პავლინოვმა აღნიშნა მხატვრობის ერთი შემორჩენილი ფრაგმენტი – წითლად დაფერილი ჯვარი შავ ჩარჩოში, თუმცა კი არ მიუთითა თუ რა ადგილას ნახა ის. სამხრეთიდან და დასავლეთიდან ეკლესიას ჰქონდა იმდროს უკვე სანახევროდ დანგრეული მინაშენები. რამდენადაც ფოტოსურათით შეიძლება ვიმსჯელოთ, საფასადო წყობას შეადგენდა წესიერად დამუშავებული კვადრები. ორნამენტული შემკულობა შენობას, როგორც სჩანს, არა ჰქონია – ის არც ფოტოსურათზე განირჩევა, არც ნახაზზეა დატანილი და არც ტექსტში არ იხსენიება. ამ მონაცემების მიხედვით სვეტის ქაფიზი-ქილისე სავარაუდოდ X საუკუნის შუახანებით შეიძლება დათარიღდეს.

sveti, eklesia da koSki
ბ) ეკლესიის ჩრდილოეთით, 7-8 მეტრის მოშორებით იდგა რამდენიმე სართულიანი მართკუთხა კოშკი. სართულები ერთმანეთს შიდა კიბით უკავშირდებოდა. სართულშუა გადახურვები კამაროვანი იყო. ჩვეულებრივი შესასვლელი, ა. პავლინოვის თქმით, კოშკს არ ჰქონია – ღიობები იყო მაღლა, მიწიდან 4-5 მეტრის სიმაღლეზე. თუ ეს, მართლაც, დაყუდებული ბერის კოშკია, ესე იგი სვეტია, როგორც ივარაუდა ა. პავლინოვმა და როგორც მიგვანიშნებს თვით პუნქტის სახელწოდებაც, შესასვლელის ამგვარი მოწყობაც გამართლებულია. ამჟამად კოშკი – ისევე, როგორც ქაფიზი-ქილისე – არ იძებნება, ის ალბათ მთლიანად განადგურებულია.

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi:

სვეტის ეკლესია თურქეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის დაყოფით სამცხე–ჯავახეთის და ტაო–კლარჯეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi

  1. დ. ხოშტარია – „კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები“. 2005წ.
  2. ვ. ბერიძე – „Архитектура Тао-Кларджети“, 1981წ.
  3. მასალა და ფოტოები აღებულია ინტერნეტ ბმულ http://www.virtualtao-klarjeti.com-დან

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://www.virtualtao-klarjeti.com

 

 


megobari saitebi

   

08.05.2016