|
sxalTa
(XIII s)
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
ეკლესია, მცირე ეკლესია, მარანი, სამარხები
2. mniSvnelovani da saintereso informacia
სხალთის კომპლექსი თავდაპირველი და შედარებით სრულყოფილი სახით დაცული ძეგლია აჭარაში.
სხალთის დიდი დარბაზული ტაძარი შუა საუკუნეების საკულტო არქიტექტურისა და მონუმენტური კედლის მხატვრობის ერთადერთი ნიმუშია აჭარაში.
3. adgilmdebareoba
სხალთის კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხულოს მუნიციპალიტეტში, ხულოდან ???? კმ-ში, მდინარე სხალთის (ხიხანის) ხეობაში, სოფელ ყინჩაურში.
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
ეკლესიის აშენების შესახებ ისტორიულ წყაროებსა და თვით ფრესკებზე დაცულ წარწერებში ცნობები არ მოიპოვება. ხალხში დარჩენილი ზეპირთქმულებები სხალთის აგებას თამარ მეფის სახელს უკავშირებს.
სხალთის ხეობა, შუა საუკუნეებში საკმაოდ დაწინაურებული რეგიონი იყო. აქ გადიოდა აჭარიდან არტაანისკენ მიმავალი უმოკლესი გზა. კუთხის კულტურული აღმავლობა საქართველოს პოლიტიკურ–ეკონომიკური ძლიერებისა და აჭარაში აბუსერისძეთა მმართველობის პერიოდს უკავშირდება. აბუსერისძეები განსაკუთრებული სიქველითა და ღვთისმსახურებით გამოირჩეოდნენ. ცნობილია, რომ მათ მიერ არის აგებული აჭარაში ვერნების, ხიხანის და თხილვანას ეკლესიები. XII-XIII საუკუნეების მიჯნის მოღვაწისა და მწერლის აბუსერისძე ტბელის მემკვიდრეობა კი ქართული ლიტერატურის მნიშვნელოვანი შენაძენია. სხალთის ტაძრის აგება და ფრესკებით შემკობა აბუსერისძეთა სახელს უნდა უკავშირდებოდეს.
ძეგლს 1939 წელს ჩაუტარდა გაზომვა-გამოკვლევა და 1944 წელს დამატებითი მასალების შეგროვების და ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ სხალთის ტაძარი XIII საუკუნის შუა წლებს განეკუთვნება, ხოლო სამხრეთის კარიბჭე ცოტა მოგვიანებით იქნა მიშენებული.
1957, 1989 წლებში ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად (რესტავრატორები ლ. ხიმშიაშვილი, ლ. ოთარაშვილი) ტაძარი კვლავ განახლდა, ხოლო 1990 წლიდან მოქმედ ეკლესიათა რიგში ჩადგა. ამჟამად, იგი წარმოადგენს სხალთის ეპარქიის საკათედრო ტაძარს.
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
ხალხში დარჩენილი ზეპირთქმულებები სხალთის აგებას თამარ მეფის სახელს უკავშირებს და არც მის ამშენებელ ოსტატს ივიწყებს.
ხიხანის ხეობის ხელოსნები განთქმულნი იყვნენ თავიანთი ოსტატობით, ამას ადასტურებს ხალხში დარჩენილი ლეგენდა სხალთის ეკლესიის აშენების შესახებ: ეკლესიის მშენებელი ოსტატი ისეთი გონიერი და დიდი ანგარიშის მცოდნე ყოფილა, რომ მას წინასწარ გამოუთვლია რამდენი ცალი ქვა დასჭირდებოდა ამ ეკლესიის ასაგებად. ადგილზე ქვები მოჰქონდათ ხელიდან ხელში გადაცემით. როცა შენობის დამთავრებას ერთი ქვაღა აკლდა, აღმოჩნდა, რომ ქვების მარაგი გათავებულიყო. ოსტატმა რა დაინახა, ანგაშში მოვტყუვდიო, სირცხვლის ვეღარ გაუძლო და თავი მოიკლა.
როცა აჭარას აღმოსავლეთით ურდოები შემოესიენ, მაშინ თამარ მეფემ ხიხანის ციხეს შეაფარა თავი და იქიდან მიწისქვეშა საიდუმლო გზით სხალთის ეკლესიაში დადიოდა სალოცავად. როცა მტერმა მიაგნო მის გზას და შეპყრობას უპირებდა, თამარ მეფე მტერს არ ჩაბარდა და საწამლავი დალია.
7. arqiteqturuli aRwera
|
|
zedxedi |
marnis karebi |
|
gengegma |
ა) სხალთის ეკლესია დარბაზული ტიპისაა და შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდან (გაუქმებულია) აქვს. კედლები მოპირკეთებულია თლილი ქვის კვადრებით, რიყის ქვები მხოლოდ კამარის შუაგულშია გამოყენებული. შენობის ფართო და მაღალი შიდა სივრცე ნახევარწრიული კამარით არის გადახურული. ნაგებობის გრძივი კედლები სამშვერილიანი პილასტრებითაა დანაწევრებული. კედლიდან მძლავრად გამოწეულ პილასტრებს კედლის თაღები და კამარის საბჯენი თაღები ეყრდნობა. კედლის პილასტრების საფეხუროვანი ნაშვერები, დაახლოებით 5 მ–ის სიმაღლეზე, მოქნილი მრუდის მეშვეობით კვლავ წინ არის გამოწეული და ამით მაღლა თაღების უფრო ღრმა უბეებია შექმნილი. თაღების ზემოთ, პილასტრების იმპოსტების დონეზე ვიწრო სარტყელია გავლებული. უკანასკნელი აფსიდზეც გადის. თაღის მალებში კარები და სარკმლებია გაჭრილი. ამის გარდა, აქ მოწყობილია ფართო, ღრმა ნიშები.
სამხრეთის კედლის შუა მალში მაღალი და ფართო კარია გაკვეთილი. ორ განაპირა მალში მაღალი სარკმლებია მოთავსებული. დასავლეთის მალის ქვედა ნაწილი თაღოვან ნიშს უკავია. იგი საკუთარი მცირე, მრგვალი სარკმლით ნათდება. ნიშის აღმოსავლეთის კედელში მცირე ზომის ნახევარწრიული ფორმის კონქით გადახურული ნიშია გამოყვანილი.
ჩრდილოეთის კედლის გადაწყვეტა ზოგად ხაზულებში ემსგავსება სამხრეთისას. შუა მალი ხაზგასმულია ზევით მაღალი სარკმლით, ხოლო ქვევით – ფართო ნიშით.
|
Wrili |
განაპირა მალებში აღმოსავლეთით მცირე კარია მოთავსებული, ხოლო დასავლეთით დიდი თაღოვანი ნიში, რომლის აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლებში დამატებითი მცირე ნიშებია გამოყვანილი.
ტაძრის საკურთხევლის ნაწილი გამოყოფილია დამატებითი განიერი თაღით, რომელიც სქელ, მძიმე, წაკვეთილ პილასტრებს ეყრდნობა. მათგან სამხრეთის პილასტრი უფრო ძლიერად არის წინ წამოწეული.
აფსიდის სამი თანაბარი სიდიდის სარკმელი მოთავსებულია ერთ დონეზე. სარკმლების ქვემოთ სამი ნიშია, რომელთაგან შუა გამოირჩევა თავისი სიდიდით. მარჯვენა ნიშის თაღის ერთი ქვა ჩუქურთმით არის დაფარული. ასეთივე მოჩუქურთმებული ქვები ჩაყოლებულია კიდევ ძეგლის კედლების სხვადასხვა ადგილას. საინტერესოა ჩრდილოეთ ფასადის კედელში ჩატანებული ქვა, რომლის ჩუქურთმის მოტივი X-XI საუკუნეთა მიჯნით თარიღდება.
აფსიდის გვერდითს ნაწილებში მცირე კარებია, რომლებსაც მივყავართ პატარა სადგომში სამხრეთის მხარეს და ჩრდილოეთის მხარეს, ნიშში. სამხრეთის სადგომის კარის ზევით უფრო მცირე ზომის კარია გამოყვანილი. მოპირდაპირე მხარეს ნიშის თავზე, ამავე სიმაღლეზე, აგრეთვე კარის ხვრელი იყო. ზედა ხვრელები მოჩარჩოებულია წაკვეთილი პილასტრებით.
დასავლეთ კედელში ჭადრაკისებურად განთავსებულია კარი, უფრო ვიწრო, ვიდრე სამხრეთისა, და სამი დიდი სარკმელი. მთელ ამ კომპოზიციას დასავლეთის კუთხის პილასტრები და მათზე გადაყვანილი საფეხურებიანი თაღი აქვს შემოვლებული.
ტაძრის გარეგანი ფორმები მასიურია და მძიმე. ისინი შედგებიან შენობის ძირითადი კორპუსისაგან, წახნაგოვანი აფსიდისაგან, რომელიც ამ უკანასკნელს ეკვრის, და სამხრეთის მინაშენისაგან, მისი დიდი, ფასადის თითქმის ერთი მესამედის მომცვლელი ცენტრალური ნაწილით.
|
gegma |
დარბაზული სივრცის ძირითადი მასივი დახურულია მაღალი ორქანობიანი სახურავით. ამჟამად, რესტავრაციის შემდეგ, გადახურვა მთლიანად თუნუქისაა. აფსიდი გადახურულია თავისთაად უფრო დაბალი კონუსისებური სახურავით, ხოლო მინაშენს აქვს ცალკე გადახურვა.
ტაძარი დადგმულია ორსაფეხურიან ცოკოლზე. რთული პროფილირებული კარნიზი აგვირგვინებს მის კედლებს.
ფასადების დიდი გლუვი სიბრტყეები მხოლოდ კარ–სარკმლების მოჩუქურთმებული საპირეებით არის მორთული. ყველაზე მდიდრულად მორთული იყო აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფასადები.
აღმოსავლეთის ფასადის შვიდწახნაგოვანი აფსიდის სამი შუა წახნაგის სარკმლების მოჩუქურთმებული საპირეებიდან გადარჩენილია მხოლოდ სამხრეთის სარკმლის საპირე და შუა სარკმლის საპირის ნაწილი. ჩრდილოეთის სარკმლის საპირე, ისევე როგორც ამ ფასადის მთელი ჩრდილო ნახევრის მოპირკეთება, დაკარგულია. რესტავრაციის შემდეგ ტაძარს გაუკეთდა მოპირკეთება. ამ ნაწილში შემორჩენილია ძველი მოპირკეთების მხოლოდ ქვედა რიგი და ცოკოლი.
სამივე სარკმელი მოთავსებულია მარლა და ერთ დონეზე. სამხრეთის საპირე მოჩუქურთმებულ ოლესა და მისი მომჩარჩოებელი ლილვებისაგან შედგება. გარეგან ლილვებს თაღის ქუსლთან და ქვევით კვადრატები აქვს გამოყოფილი. ლილვებს ამ კვადრატებთან მცირე ბურთულები და მოჩუქურთმებული სარტყელები ამკობს. ამგვარად, გვერდითს ლილვებს ნახევარსვეტების სახე აქვს მიცემული.
|
|
sarkmeli |
sakurTxeveli |
შუა სარკმლის საპირე საერთო აგებულებით სამხრეთისას წააგავს, ოღონდ აქ ლილვები უწყვეტლივ უვლის მოჩუქურთმებულ ოლეს. საპირის მორთულობაში დამატებითი მოტივია შეტანილი: გარეგანი ლილვები ორ ადგილას ინასკვება.
სარკმელთა თავზე, მხოლოდ ერთი რიგის საპირე ქვების გამოტოვებით, გავლებულია კარნიზი. ფასადს აგვირგვინებს მაღალი, კონუსისებური სახურავი.
სამხრეთის ფასადის კომპოზიცია სწორკუთხა კედელზეა გაშლილი. ფასადის ცენტრში მოთავსებულია ფართო, მაღალი კარი, რომელსაც ირგვლივ სწორკუთხა მოჩუქურთმებული საპირე უვლის. აქეთ–იქით ორი სარკმელია, კარის მიმართ სიმეტრიულად განლაგებული. ჰორიზონტალური კარნიზი ამთავრებს ამ კომპოზიციას. ფასადის სიმეტრიული აგება ოდნავ ირღვევა სარკმელთა საპირეების განსხვავებული ფორმებით, აგრეთვე მცირე მრგვალი სარკმლით, რომელიც დაბლა კარის გვერდითაა.
ფასადის ორივე ზედა სარკმლის საპირე განსხვავდება აღმოსავლეთის ფასადის საპირეებისაგან. ისინი კედლის სიბრტყეშია შეწეული, ჩაღრმავებული. აღმოსავლეთის სარკმლის საპირედან გადარჩენილია მხოლოდ ქვედა ნაწილი. იგი აგებულებით აღმოსავლეთის ფასადის სამხრეთის სარკმლის საპირეს ემსგავსება, მაგრამ აქ საპირის გარეგანი ლილვები კედლის სიბრტყეს უსწორდება, ხოლო ორნამენტული ოლე შეზნექილია და შიდა ლილვებიც, ამგვარად, კედელშია შეღრმავებული.სამხრეთის ფასადის დასავლეთის სარკმლის საპირე, რომელიც გაცილებით ვიწროა აღმოსავლეთისაზე, უფრო მარტივი პროფილისაა. მოჩუქურთმებულ ოლეს გარედან მხოლოდ ერთი ლილვი უვლის, იგი აქაც შეზნექილია, ისე რომ მთელი საპირე კედლის სიღრმეში შეწეული გამოდის. მცირე, მრგვალი სარკმელი, რომელიც სამხრეთის ნიშს ეკუთვნის, აგრეთვე მოჩუქურთმებული საპირით არის მორთული. საპირე ორ ლილვსა და მის შუა ოდნავ ამოზნექილ მოჩუქურთმებულ ოლესაგან შედგება.
კარის მოჩარჩოება სარკმელთა საპირეებთან საერთო ხასიათისაა. კარის ხვრელის აქეთ–იქით, ცოკოლზე, დადგმულია ორი მოჩუქურთმებული კვადრატი, ჩუქურთმათა სხვადასხვა მოტივებით დაფარული. ბურთულებისა და მოჩუქურთმებული სარტყელების თავზე აღმართულია ლილვები. ლილვებს შორის ფართო მოჩუქურთმებული ოლეაა გაყოლებული. ეს საპირე კარის ხვრელს უვლის და საზეიმო სახეს აძლევს შესასვლელს.
|
Wrili |
ტაძრის დასავლეთის ფასადი სადაა. იგი სულ რამოდენიმე მეტრითაა დაშორებული ხრამს, რის გამოც ფასადი მოკლებულია ხედვის წერტილს. ფასადის გლუვი კედელი მთავრდება მაღალი, წვეტიანი ფრონტონით, რაც ზრდის ფასადის სიმაღლეს. ფასადის ცენტრში მოთავსებულია კარი, მის ზემოთ სამი სარკმელია. შუა უფრო მაღალაა, ვიდრე გვერდებისა. მარჯვენა სარკმლის ირგვლივ მცირედ ჩაკვეთილი სიბრტყეა. ფასადზე დეკორატიულად მხოლოდ კარია გაფორმებული. მისი საპირე ზემოდან თაღოვანი მოყვანილობისაა. იგი სამხრეთის კარის პორტალზე უფრო სადაა. ლილვებს შორის ჩაზნექილი ოლე მოჩუქურთმებულია. საპირის მარცხენა გადარჩენილი ნაწილის ქვედა კვადრატი კი მორთულია ჩუქურთმით. კვადრატის თავზე ლილვები პარალელური ჭდეებით არის დაკენჭილი, ტიმპანის ლილვებს კი ასეთი არ გააჩნია, შესაძლოა, ეს პორტალი თვით ოსტატს დარჩა დაუმთავრებელი.
|
moxatuloba |
ჩრდილოეთის ფასადს შერჩენილი აქვს ძველი საპირე ქვების მხოლოდ ნაწილი აღმოსავლეთ მონაკვეთში. ეს ფასადი მთას გადაჰყურებს და სავარაუდოდ იგი თავიდანვე მოურთველი დატოვეს.
ტაძარი კარიბჭითურთ მთლიანად იყო მ ო ხ ა ტ უ ლ ი. მოხატულობის ძირითადი თეოლოგიური იდეა უფლის გამოცხადება – მეორედ მოსვლას უკავშირდება. დღეისათვის ფრესკები ძირითადად საკურთხეველში, კამარაზე და დასავლეთ კედელზე შემორჩა. მხატვრულ–სტილისტური თავისებურებები სხალთის მოხატულობა XIV-XV საუკუნეების პალეოლოგოსთა სტილის ქართული კედლის მხატვრობის ნიმუშებთან აკავშირებს. 1997 წელს ჩატარებული ფართო მაშტაბის სარესტავრაციო სამუშაოების შემდეგ (რესტავრატორი გ. ჭეიშვილი) წარმოჩნდა, რომ სხალთის მოხატულობა ქართული მონუმენტური ფერწერის ერთ–ერთ საინტერესო და თავისი დროის გამორჩეული ნიმუშია. სხალთის ტაძრის მომხატველი ოსტატები მრავალფეროვანი იკონოგრაფიული წყაროებით საზრდოობდნენ, იცნობდნენ თანამედროვე ქართული და ბიზანტიური ფერწერული სკოლების ნიმუშებს.
ბ) მარანი, რომელიც გზის პირას, ტაძრიდან მოშორებით მდებარეობს, სწორკუთხა ფორმის მოზრდილი ნაგებობაა. შესასვლელი მარანს სამხრეთი მხრიდან აქვს. მისი შიდა გადახურვა კამაროვანია. აქ დღესაც ინახება ძველი საწნახელი და მიწაში ჩამარხული უზარმაზარი ქვევრები. სამწუხაროდ, საბჭოთა ხელისუფლების დროს, საავტმობილო გზის გაყვანისას, მარანის მეორე სართული მთლიანად განადგურდა. ამჟამად, გზა მარანის პირველი სართულის თავზე გადის.
გ) სხალთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, განსაკუთრებით კი მცირე ეკლესიის მახლობლად, შუა საუკუნეებშივე გაჩნდა სასაფლაო, რომელიც რამდენიმე ასეული წელი ფუნქციონირებდა. სამაროვანის სიდიდე და მრავალფეროვანება მოწმობს, რომ განვითარებულ შუა საუკუნეეში სხალთის მოსახლეობა საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო. 1981 წელს წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად სამარხთა ოთხი ძირითადი ტიპი გამოვლინდა: ორმო–სამარხები, ამოშენებულკედლიანი სამარხები, ქვის სამარხები და აკლდამა. მოსახლეობის სოციალურად დაწინაურებული ფენის ნაწილი ტაძარში და მის გარეთ, აღმოსავლეთის კედელთან იყვნენ დაკრძალული. საინტერესოა, რომ წარმართული რელიგიისათვის დამახასიათებელი სამარხეული ინვენტარის ჩაყოლების წესი აქ ქრისტიანულ საფლავებშიც შემორჩა: სასმისები, რკინის და ბრინჯაოს ჯვრები, ზანზალაკები, მონეტები და ა. შ.
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
სხალთის საკათედრო ტაძარი სხალთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. იგი მოქმედია.
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
1. რ. მეფისაშვილი – სხალთის ხუროთმოძღვრული ძეგლი“ – ქართული მატერიალური კულტურის ძეგლები აჭარაში, 1955წ.
2. შ. მამულაძე – „აჭარისწყლის ხეობის მატერიალური კულტურის ძეგლები“, გზამკვლევი, 2000წ.
10. marSruti
დადგინდება
11. bmulebi
http://ka.wikipedia.org
http://www.nplg.gov.ge
http://nini-sxalta.blogspot.com/
|