Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

ალექსეევკა-დრანეთის ეკლესია
(წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძარი)

 (X_XI სს)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია

2. mniSvnelovani da saintereso informacia

vercxlis kandeli

ეკლესიის საპროექტო-კვლევითი-გაწმენდითი სამუშაოების დროს, აღმოაჩინეს უნიკალური ვერცხლის კანდელი ძეგლის აღმოსავლეთ მონაკვეთზე, ჩაქცეული კრამიტისა (სახურავის) და ნანგრევი ქვა-ღორღის (კამარის) ფენებს შორის აღმოჩნდა. პალეოგრაფიული ნიშნებისა და ორნამენტის მოტივის მიხედვით, კანდელი განვითარებული შუასაუკუნეებით თარიღდება მისი ანალოგიები იშვიათია სამეცნიერო პუბლიკაციებში და მუზეუმის ფონდებში.
დრანეთის კანდელი შუასაუკუნეების ქართული ჭედური ხელოვნების მნიშვნელოვანი ნიმუშს წარმოადგენს.

ინფორმაციის წყარო: http://www.heritagesites.ge/?lang=geo&page=207&news=827

 

3. adgilmdebareoba

დრანეთის წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძარი მდებარეობს საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მისგან დასავლეთით 9 კმ–ში მდებარე სოფელ ალექსეევკას სამხრეთ–დასავლეთით 1 კმ–ში მდებარე ნასოფლარ დრანეთში,  ტორნეს ხევის მარჯვენა ნაპირზე.

 

4. ruka

bana

5. istoriuili mimoxilva

ნასოფლარი დრანეთი მდებარეობს დღევანდელ სოფელ ალექსეევკის სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 1 კმ-ში, ტორნეს ხევის მარჯვენა ნაპირზე. `ტორნე~ ამ მდინარის ძველი, ქართული სახელწოდებაა, თუმცა XIX საუკუნეში აქ ჩასახლებული რუსები მას `ასლანკას~ უწოდებდნენ. `...ერთვის ქციას ხევი ტორნე, ირაგის ხეობის მდინარე. გამოსდის ბენდერის მთას, მოდის სამხრით. არამედ ხეობა ესე არს ვენახოვანი, ხილიანი, ტყიანი, ნადირ-ფრინვლიანი, მოსავლიანი...~ XX საუკუნის 40-50-იან წლებში ქვემო ქართლის ისტორიულ-არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი ნ. ბერძენიშვილი) მნიშვნელოვანი სამუშაოები აწარმოა თრიალეთში. გათხრის შედეგად მოსინჯული და ფიქსირებულ იქნა არაერთი ნასოფლარი, ტაძარი თუ სამაროვანი. ძეგლის პირველი მეცნიერული პუბლიკაცია და ნასოფლარ დრანეთის იდენტიფიკაცია-ლოკალიზაციაც სწორედ ამ ექსპედიციის სახელთან არის დაკავშირებული. 1701-1711 წლების აღწერაში ეს სოფელი მოხსენიებულია, როგორც `დრანეთი~, ხოლო 1721 წლისაში – `დრიანეთი~. ვახუშტის გეოგრაფიაშიც ეს სოფელი `დრანეთის~ სახელს ატარებს.
ეკლესიის სახელობა დაკარგული იყო და სამეცნიერო ლიტერატურაში ის იწოდებოდა, როგორც დრანეთის, ან ალექსეევკა-დრანეთის ეკლესია. არქეოლოგიურ სამუშაოებისას გაირკვა, რომ ტაძარი წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობაზეა აგებული.
8.VI.2010-13.VI.2010 ძეგლზე ჩატარდა არქეოლოგიური და სარესტავრაციო-საპროექტო სამუშაოები (ხელმძღვანელი: ნინო ნოზაძე). ექსპედიციის შემადგენლობა: ნინო ნოზაძე, თამარ ითაშვილი, კობა მორგოშია – არქიტექტორ-რესტავრატორები; გიორგი პატაშური – ხელოვნებათმცოდნე; გიორგი ლაღიაშვილი – არქეოლოგი და ოთხი ადგილობრივი მუშა.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

samxreTi fasadi

დრანეთის წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძარს გარს უვლიდა კლდის ნატეხი ქვით ნაგები გალავანი. იგი ამჟამად მიწის პირამდეა დანგრეული, თუმცა მისი კონფიგურაცია ნათლად იკითხება. ეკლესიის ეზოში გვხვდება საფლავის ქვები, მათ შორის ბრტყელი და შეკაზმული ცხენის გამომსახველიც.
ტაძარი წარმოადგენს ორსაფეხურიან ცოკოლზე აღმართულ, მოზრდილ დარბაზულ ნაგებობას, მინაშენით სამხრეთი ფასადის მთელ სიგრძეზე. ის ნაგებია კლდის ნატეხი ქვით, დუღაბზე. ფასადები მოპირკეთებულია ყვითელი (ე.წ. "ალგეთის") ტუფით. ალაგ-ალაგ პერანგში ჩართულია შავი ბაზალტის თლილი ქვებიც.
ეკლესიის ინტერიერი დანაწევრებულია ერთი წყვილი ძლიერ შვერილი, სამსაფეხურიანი პილასტრით, საიდანაც გადადის როგორც კამარის საბრჯენი ორსაფეხურიანი თაღი, ისე თითო-თითო თაღი გრძივ კედლებზე – დასავლეთით და აღმოსავლეთით. დასავლეთი კედლის კუთხეებზე ეკლესიას ასევე სამსაფეხურიანი პილასტრი აუყვება. ნახევარწრიული აფსიდის კუთხეებთან ორი მაღალი და ღრმა სწორკუთხა ნიშაა მოთავსებული (სამხრეთი ნიშა ნახევრად ამოქოლილია). ეკლესია ნათდება ოთხი თაღოვანი სარკმლით. მათგან ორი XIV საუკუნეში ათავსებს, თუმცა შესაძლოა იგი XV საუკუნისაც კი იყოს.
დიდი ზომის კარგად ნათალი კვადრების სწორი რიგები X საუკუნის ნიშნად უნდა ჩაითვალოს, მით უფრო ამ რეგიონში – ქვემო ქართლსა და ჯავახეთში. ეკლესიის თარიღს კიდევ უფრო აზუსტებს აღმოსავლეთი ფასადის სარკმლის საპირე და მისი ორნამენტული მორთულობა. სარკმლის განიერი საპირე მოჩარჩოებულია გრეხილი წყვილედი ლილვით.  საპირის ორნამენტი შედგება ორი სახისგან, თუმცა ორივე წარმოადგენს XI საუკუნეში ფართოდ გავრცელებული S-ისებური ორნამენტის ერთგვარ წინასახეს. საპირის ზედა ნაწილი შედარებით გრაფიკული ხასიათისაა და ბოლოში “მოკაუჭებული” წვრილი ხაზებისგან შედგება, ხოლო ქვედა ნაწილი გაცილებით პლასტიკურია და უფრო ფოთლოვან ორნამენტს წააგავს. X-XI საუკუნეების მიჯნაზე მიგვითითებს ასევე ინტერიერში მასიური პილასტრების კაპიტელები, რომლებიც შემკულია ორრიგად დალაგებული მოზრდილი, სადა წრეებით, რომელთა შიგნით ბურთულებია ჩასმული. ამ ორნამენტითაა გაფორმებული ინტერიერის ყველა კაპიტელი. გეგმის მიხედვით ტაძარი უფრო X საუკუნის ძეგლების რიგში მოექცევა. ამრიგად, ტაძრის თარიღად თავისუფლად შეგვიძლია მივიჩნიოთ X საუკუნის ბოლო ან X-XI საუკუნეთა მიჯნა.
ძეგლზე არქეოლოგიური შესწავლის ძირითად ობიექტს ტაძრის მინაშენი წარმოადგენდა.

aleqseevka draneTis eklesia

მისი აღმოსავლეთი მხარე მთლიანად დანგრეულია. დარჩენილია შესასვლელი მონაკვეთი და დასავლეთი ნაწილი, რომლებიც გადახურულია ნახევარწრიული კამარით. შემორჩენილი კამარა ეყრდნობა ორ საბრჯენ თაღს ტაძარში შესასვლელი კარის ორივე მხარეს. თვით თაღები კი კონსოლებზეა შეკიდული. მინაშენის დასავლეთი ნაწილი, მოგვიანებით მშრალი წყობით ნაგები ტიხარით გამოუყვიათ მისი დანგრეული (აღმოსავლეთი) ნაწილისაგან.
საინტერესოა ამ ტიხარში გამოყენებული სარკმლის თავსართი (მეორადი გამოყენება). იგი ამჟამად გადმობრუნებულია. ვიწრო, თაღოვან სარკმელს გადაევლება სადა და ბრტყელი წარბი გადანაკეცებით. წარბის ზემოთ, მარჯვენა მხარეს, გადანაკეცთან გამოსახულია მედალიონში მოთავსებული ბოლნური ჯვარი. სავარაუდოდ, ეს თავსართიც X საუკუნეს უნდა განეკუთვნებოდეს, თუმცა ამ ტაძარზე მისი ადგილის განსაზღვრა რთულია. შეიძლება ვიფიქროთ, რომ იგი იყო მინაშენის აღმოსავლეთი სარკმლის თავსართი. ჩრდილოეთ მხარეს მინაშენი ეკლესიის კედლისკენ გახსნილია სწორკუთხა ბურჯებზე დაყრდნობილი თაღებით. ეკლესიის შესასვლელთან თაღი დანარჩენებთან შედარებით განიერი და მაღალია. კარის მარცხენა მხარეს ბურჯის კაპიტელზე მოთავსებულია რელიეფური ბოლნური ჯვარი, რომელიც ფრაგმენტულადაა შემორჩენილი. მის მოპირდაპირედ, შესასვლელის მეორე მხარეს, ბურჯზე ამოკაწრულია ოთხსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა. ი. ციციშვილის წაკითხვით იგი ასეთი შინაარსისაა:
ქრისტე შეიწყალე . . . გალატოზი იოანე და მისნი ძენი ამინ.
მკვლევარი ამ წარწერას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს და მას XVII-XVIII საუკუნეებს აკუთვნებს. თუმცა პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორ გიორგი გაგოშიძეს იგი არაუგვიანეს X-XI საუკუნისად მიაჩნია (ეს მოსაზრება ბატონმა გიორგიმ გაგვიზიარა პირად საუბარში). არქეოლოგიური სამუშაოებისას ეკლესიის ფასადებთან და ინტერიერში გაიჭრა სადაზვერვო შურფები და გაითხარა მინაშენის დანგრეული (აღმოსავლეთი) ნაწილი. იგი მოქცეული იყო კამარისა და კედლების ნგრევისაგან წარმოქმნილ მოზრდილ ბორცვს შორის და მისი კედლების კონფიგურაციაც კი არ იკითხებოდა.
სამხრეთი კედლის გამოსავლენად მინაშენის გადარჩენილი ნაწილის სამხრეთი ფასადიდან, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით გაივლო თხრილი. ამ უბანზე მიწის თანამ ზედაპირიდან 0,7-0,8 მ. სიღრმემდე ვრცელდებოდა ნანგრევი ქვაღორღის ფენა, რომელიც შეიცავდა კლდის ნატეხი ქვისა და ბაზალტის სამშენებლო ლოდებს, ღარიანი და გვერდებაკეცილი კრამიტის ფრაგმენტებს, მოუჭიქავი სასუფრე და საოჯახო დანიშნულების (ჯამები, დოქები, ქილები, ჭრაქი) ჭურჭლის ნატეხებს. ყურადღებას იპყრობს ამ კონგლომერატში დადასტურებული მოგრძო, სამკუთხაგანივკვეთიანი კლდის ქვა, რომელსაც მხოლოდ ერთი სიბრტყე აქვს დამუშავებულ-გათლილი. ამ სიბრტყეზე რელიეფურად გამოსახულია კვარცხლბეკზე მდგომი ტოლმკლავა ჯვარი.
მინაშენის აღმოსავლეთ მონაკვეთზე, ინტერიერის სავარაუდო ფართობზე ჰუმუსური ფენის მოხსნის შემდეგ დადასტურდა 0,3-0,4 მ. სისქის სტერილური შრე, რომელიც წარმოქმნილი იყო კირის ნაფხვენითა და ნაშალი მიწით. ამ ფენის აღების შემდეგ ჩაქცეული კრამიტის (ღარიანი და გვერდებაკეცილი) სახურავი გამოჩნდა. მის ქვეშ კი იატაკის დონემდე, უშუალოდ კამარისა და კედლების ნგრევისაგან წარმოქმნილი ქვა-ღორღის ფენა იდო, რომელიც შეიცავდა კლდის ნატეხ ქვასა და მოჩუქურთმებულ კონსტრუქციულ დეტალებს, აგრეთვე გვიანი შუა საუკუნეების მოუჭიქავი ჯამებისა და დოქების ფრაგმენტებს, ობსიდიანის უფორმო ნატეხებს, ირმის, შვლისა და არჩვის ძირგადახერხილ რქებს. ნანგრევი ქვაღორღის კონგლომერატში აღმოჩნდა ნახშირიც (ნახანძრალი). განსაკუთრებულ ინტერესს აღძრავს ამ უბანზე მოპოვებული კანდელი, რომელიც ჩაქცეული სახურავის ფენასა და კამარის ნანგრევს შუა, მიწის თანამედროვე ზედაპირიდან 0,6 მ. სიღრმეზე იქნა დადასტურებული. იგი დამზადებულია ვერცხლის თხელი, მთლიანი ფირფიტისაგან. მისი ტანი ორნამენტირებულია, ხოლო მხარზე შემოუყვება ასომთავრული წარწერა. არქეოლოგიური გათხრებისას ასევე გამოჩნდა მინაშენის ჩრდილოეთი თაღნარის ბოლო, მეშვიდე სვეტი და აფსიდის ჩრდილოეთი კუთხე, რომლებშიც გამოყენებული იყო ადრეული ქვაჯვარების ორნამენტული სვეტები. კვადრატული განივკვეთის მქონე სვეტის კუთხეები მომრგვალებულია, ხოლო ყოველი წახნაგის ორნამენტი შემოფარგლულია წვრილი ხაზებით. სვეტის წინა პირზე სამხრეთ სიბრტყეზე გამოსახულია ერთმანეთის გადამკვეთი რომბები, ხოლო მათ მიერ შექმნილ ცარიელ მონაკვეთებში პატარა ბურთულებია მოთავსებული. რომბები შექმნილია ერთი ღარით გაყოფილი ორი წვრილი ხაზისაგან. სვეტის დასავლეთ სიბრტყეზე გამოსახული ორნამენტი ცუდად განირჩევა, როგორც ჩანს, აქ ფოთლოვანი მოტივი უნდა იყოს წარმოდგენილი. აღმოსავლეთ სიბრტყეზე გამოსახულია ერთგვარად გოლგოთის ჯვრის სახე: სამსაფეხურიან კვარცხლბეკზე აღმართულია მაღალი გაფოთლილი ღერო, რომელიც სრულდება წრეში ჩასმული ბოლნური ჯვრის გამოსახულებით. ასეთივე გამოსახულება მეორდებოდა სვეტის ქვედა ნაწილში, რომელზეც ახლა მხოლოდ ჯვარი და მისი ღეროს ფოთლებია შემორჩენილი. როგორც ჩანს, სვეტი აქ გაკეთების დროს იყო გადატეხილი და მშენებელმა მისი ერთი ფრაგმენტი ერთგვარად სვეტისთავის მაგივრად მას გვერდულად, ზემოდან დაადო. მის წინა პირზე კი ანალოგიური წრეში ჩასმული ჯვარი, ფოთლები და მომდევნო გოლგოთის ჯვრის კვარცხლბეკის ფრაგმენტი მოჩანს.
აფსიდის ჩრდილოეთ კუთხესთანაც ძველი ქვაჯვარის სვეტია ჩასმული. წინასთან შედარებით იგი ოდნავ ვიწროა და გრეხილ ღეროზე ასხმული ვაზის ორნამენტი აქ მხოლოდ სამხრეთ სიბრტყეზე იკითხება. სვეტის კუთხეები მომრგვალებულია და ორნამენტს, წინა სვეტის მსგავსად, ვიწრო ხაზი შემოფარგლავს. ორივე ქვაჯვარის სვეტი არაუგვიანეს VI-VII საუკუნეს უნდა განეკუთვნებოდეს. პარალელისთვის საინტერესოა ქვეშის ეკლესიის კედელში ჩატანებული VI საუკუნის ქვაჯვარის სვეტი, სადაც ერთ მხარეს ვაზის ორნამენტია, ხოლო მეორეზე დრანეთის ეკლესიის ქვაჯვარის მსგავსი გოლგოთის ჯვრებია გამოსახული. ქვეშში ეს ორივე ორნამენტი შედარებით გრაფიკული და მოუხეშავი ხასიათისაა, ხოლო დრანეთის ორნამენტები უფრო პლასტიკურია და შედარებით უკეთესი ხარისხის. ამიტომაც, შესაძლებლად მიგვაჩნია ვივარაუდოთ, რომ ისინი VII საუკუნეს განეკუთვნება.
ამრიგად, როგორ ჩანს, X საუკუნეში ამ ადგილას ეკლესიის აგებამდე, სოფელს სალოცავად ქვაჯვარები ჰქონდა აღმართული.

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

დრანეთის წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძარი მანგლისისა და წალკის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.


9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

  1. გიორგი ლაღიაშვილი, გიორგი პატაშური – ჟურნალი `ძველი ხელოვნება დღეს~, #1, 2010წ.
  2. ფოტოები აღებულია ამავე ჟურნალიდან;

 

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://www.1tv.ge

 

 


megobari saitebi

   

08.05.2016