afxazeTi

aWara

gudamayari

guria

erwo-TianeTi

Tori

TrialeTi

imereTi

kaxeTi

leCxumi

mTiuleTi

mesxeTi

raWa

samegrelo

samcxe-javaxeTi

svaneTi (zemo)

svaneTi (qvemo)

fSavi

xevi

 


tao

eruSeTi

TorTomi

klarjeTi

parxali

tao (amier)

tao (imier)

SavSeTi



 

 

 

 

 


guro (nasoflari)
XVII-XVIII ss - gviand. Sua saukuneebi

1. nasoflaris kuTvnili Zeglebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva, legendebi da zepirsityvieri gadmocemebi
6. arqiteqturuli aRwera
7. Zeglis daqvemdebareba da statusi
8. gamoyenebuli masalebi da bibliografia
9. marSruti
10. bmulebi

1. nasoflaris kuTvnili Zeglebi

I. კოშკი
II. მთავარანგელოზის ჯვარი
ა) დარბაზი
ბ) დარბაზის კარი
გ) საზარე

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება

3. adgilmdebareoba

ნასოფლარი გურო მდებარეობს საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ ხევსურეთში (პირიქითა), მდინარე არღუნისა ხეობაში, შატილიდან სამხრეთ-დასავლეთით 7.5 კილომეტრში.

4. ruka

map

5. istoriuli mimoxilva, legendebi da zepirsityvieri gadmocemebi

როგორც ვიცით 1812 წელს მოხდა კახელების აჯანყება მეფის რუსეთის წინააღმდეგ. ერევნიდან გადმოსული ალექასნდრე ბატონიშვილი (ერეკლე II-ის ძე) მათ შეუერთდა. მათვე წამოეშველნენ ფშავ-ხევსურებიც, მაგრამ დამარცხდნენ. ალექსანდრემ თიანეთის გავლით შატილს შეაფარა თავი და მთელი ზამთარი იქ გაატარა. კავკასიის მთავარმართებელმა რტიშჩევა სიმონოვიჩის მეთაურობით რუსების ლაშქარი გაუშვა შატილისკენ. რუსებსა და ხევსურებს შორის დიდი შეტაკება მოხდა სოფელ გუროსთან. ხევსურებს ქისტებიც მიეშველნენ. რუსების სიმრავლემ და მაღალი დონის შეიარაღებამ (მათ ზარბაზნებიც კი ჰქონდათ) სძლია მთიელების მამაც და გულუბრყვილო რაზმებს: რუსები გაუცობეია ამ უცნაური "ველურების" ქცევას. ისინი ფეხზე მდგომები ესროდნენ თითქმის გაუმცდრად, დაჭრილ ჩვენ ჯარისკაცებს მეორედ აღარ ურტყამდნენ და წამოდგომაში ეხმარებოდნენო - წერდნენ მათივე წარმომადგენლები. გუროსთან შეტაკების შემდეგ რუსებმა გურო და შემდეგ შატილი გადაწვეს და ააოხრეს.

6. arqiteqturuli aRwera

koSki

ნასოფლარი არქიტექტურულ-არქეოლოგიური ძეგლია. გუროს კოშკი დაზიანებულია, მას ბათაკათ ციხეს უწოდებენ და ეკუთვნის გოგოჭურთ გვარს. ციხის თვითოეული სართული ისტორიულ წარსულში თავის დანიშნულებას არულებდა. პირველი სართული საოჯახო ქონების სამალვი იყო, ზოგჯერ იქ ტყვეებსაც ამწყვევდნენ. მეორე, მესამე და მეოთხე სართულებში მტრიანობის დროს მეკომურები იხიზნებოდნენ. მეხუთე სართულში მოლაშქრენი იდგნენ, იქიდან მტერს ზვერავდნენ და სათოფურებიდან თოფებს ესროდნენ; ჩარდახებიდან კი კარზე მომდგარ მტერს ქვებს უშენდნენ.

I. კოშკი ნასოფლარის ტერიტორიაზეა. განეკუთვნება XVII-XVIII სს. გეგმით კვადრატულია (4.4ხ4.4 მ), ხუთსართულიანი (სიმ. 15 მ). ნაგებია ფიქლით და ნატეხი ქვით. კოშკის ზედა ნაწილი მოგვიანებით შეუკეთებიათ, რის გამოც ნაგებობის ზედა და ქვედა ნაწილებში ქვის წყობა განსხვავებულია. შესასვლელი სამხრეთიდანაა, II სართულზე, მიწიდან 3.7 მ-ზე. I სართული ყრუკედლებიანი სამალავია. II, III და IV სართულები - საცხოვრებელი, V - სათავდაცვო. III და IV, აღმოსავლეთით, თითო დაბალი ნახევარწრიულთაღიანი სარკმელია. ორივე სართულზე სამ-სამი სათოფურია. ბოლო სართულს ოთხივე მხარეს სალოდეები აქვს. სართულშუა გადახურვა გამართულია ხის კოჭებზე. კოშკს საფეხურებიანი პირამიდული გადახურვა აქვს, რომლის წვერზე დადგმულია კონუსური ფორმის ქვა.
II. მთავარანგელოზის ჯვარი საკულტო ძეგლია და მდებარეობს შატილიდან სამხრეთ აღმოსავლეთით. ხატის კომპლექსში შედის დარბაზი, დარბაზის კარი და საზარე.
ა)დარბაზი ფიქლის მშრალი წყობით ნაშენი, გეგმით ოთხკუთხა ნაგებობაა, რომლის კედლებად სამი მხრიდან კლდეა გამოყენებული. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. დაბალი, სწორკუთხა კარის გვერდით პატარა ნიშია. კარის წინ ფიქლის საფეხურებიანი კიბეა.
ბ) დარბაზის წინ დარბაზის კარია - შემორჩენილია ფიქლის მშრალი წყობით ნაშენი კედლების ფრაგმენტები. შესასვლელი ჩრდილოეთიდან აქვს. შუაში ფიქლის კერაა. კედლების გასწვრივ ქვის სკამებია.
გ) საზარე დგას დარბაზის სამხრეთ კედელთან. ესაა ფიქლის მშრალი წყობით ნაშენი მცირე ზომის კოშკისებრი ნაგებობა, რომელსაც სამხრეთ-დასავლეთით მცირე ზომის თაღოვანი ნიში აქვს.


7. Zeglis daqvemdebareba da statusi:

არ მოგვეპოვება

8. gamoyenebuli masalebi

1. .მიხა ჭინჭარაული – "შატილი" (გზამკვლევი), 2008წ.
2 .საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერა, ტ2. 2008წ.

9. marSruti

დადგინდება;

10. bmulebi

http://lemill.net


megobari saitebi

   

23.09.2014