afxazeTi

aWara

gudamayari

guria

erwo-TianeTi

Tori

TrialeTi

imereTi

kaxeTi

leCxumi

mTiuleTi

mesxeTi

raWa

samegrelo

samcxe-javaxeTi

svaneTi (zemo)

svaneTi (qvemo)

fSavi

xevi

 


tao

eruSeTi

TorTomi

klarjeTi

parxali

tao (amier)

tao (imier)

SavSeTi



 

 

 

 

 


daqiurTa
(nasoflari)
gviand. Sua saukuneebi

1. nasoflaris kuTvnili Zeglebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva, legendebi da zepirsityvieri gadmocemebi
6. arqiteqturuli aRwera
7. Zeglis daqvemdebareba da statusi
8. gamoyenebuli masalebi da bibliografia
9. marSruti
10. bmulebi

1. nasoflaris kuTvnili Zeglebi

I. საცხოვრებელი სახლი.
II. ციხე-სახლი.
III. მიქელ-გაბრიელის ხატი

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება

3. adgilmdebareoba

დაქიურათას ნასოფლარი მდებარეობს საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ მხარე თუშეთში, ისტორიულ პირიქითა (აღმა) თემში, სოფელ ომალოდან დაახლოებით 50 კილომეტრში მდებარე სოფელ გირევიდან 500 მეტრში.

4. ruka

map

5. istoriuli mimoxilva, legendebi da zepirsityvieri gadmocemebi

სოფელი დაცარიელდა 1917 წლის მერე. ამ დრომდე აქ 14-15 კომლი ცხოვრობდა, შემდეგი გვრებისა: მოზაიძე, ხელიძე, ხუტიძე. ზოგი ჩამოვიდა ბარში, თუშეთის მიმდებარე კახურ სოფლებში, ზოგიც – ახლო მდებარე სოფელ გირევში.

6. arqiteqturuli aRwera

I. საცხოვრებელი სახლი დგას ნასოფლარის განაპირას. იგი (4.6X5.4 მ) ორსართულიანია, დანგრეულია, შემორჩენილია 4 მ. სიმაღლეზე. ნაგებია ფიქალი ქვით, წყობა მშრალია. ჩამონგრეულია სახურავი და სართულშუა გადახურვა. მეორე სართულის კედლები შელესილია ნაკელნარევი მიწით. I სართული საქონლის სადგომი იყო, სამრეთ-აღმოსავლეთიდან ჰქონდა ერთი შესასვლელი 1.8 მ. სიმაღლეზე. სამხრეთ-აღმოსავლეთ კედელში ორი სარკმელია, ჩრდილო-აღმოსავლეთ კედელში – დიდი სწორკუთხა ღიობი. მეორე სართული საცხოვრებელი იყო და შესასვლელი სამხრეთ-დასავლეთიდან ჰქონდა. სართულშუა გადახურვა ხის იყო, რაზეც მეტყველებს ხის კოჭების შემორჩენილი ბუდეები. გადახურვა ცალფერდა იყო, ფიქლის.
II. ციხე-სახლი დგას ნასოფლარის შუაში. ეკუთვნოდა ხელიძეებს. ნაგებია ფიქლით. წყობა მშრლია. II, III და IV სართულები მიწანარევი ნაკელითაა შელესილი. შენობა დაზიანებულია, ჩამონგრეულია სახურავი და სართულშუა გადახურვა. ციხე-სახლი (6.25X6 მ) ხუთსართულიანია, გეგმით ოთხკუთხა. ყველა სართულს დამოუკიდებელი შეისრულთაღოვანი შესასვლელი აქვს. I სართულზე შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა, II-ზე - სამხრეთიდან. ამ სართულის აღმოსავლეთ კედელში ორი ფართო სარკმელი და ერთი სათოფურია. I და II სართული საქონლის სადგომად იყო გამოყენებული. III სართულის შესასვლელი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთ კედელში ორის სარკმელია, ჩრდილოეთისაში - ნიში და სათოფური. დასავლეთ კედლის შუაში განიერი პილასტრია, რომელიც ჭერამდე ადის. IV სართულზე შესასვლელი დასავლეთიდანაა, ამ სართულის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში 2-2 სათოფურია, აღმოსავლეთ კედელში კი ერთი ფართო სარკმელი. V სართულზე შესასვლელი დასავლეთიდანაა. ამავე კედელში ერთი სათოფურია. სამხრეთ კედელში - ორი სათოფური და დიდი ოთკუხთხა ღიობი, ჩრდილოეთისაში ერთი ასეთივე ღიობი, აღმოსავლეთისაში – ორი ღიობი და ერთი სარკმელი. IV და V სართულები სათავდაცვო ყოფილა, სართულშუა გადახურვა ხის იყო (შემორჩენილია კოჭების ბუდეები). აღმოსავლეთიდან ციხე-სახლს ეკვრის ტერასა (7.5X8.4 მ), რომლის აღმოსავლეთ კედელში 0.7 მ. სიმაღლეზე ჩასმულია ცხენის მისაბმელი ფიქლის შვერილები. II სართულზე სამხრეთიდან მიდგმულია სწოკუთხა ნაგებობა (3.3X2.8 მ), რომელშიც ქვის კიბით ადიოდნენ.

7. Zeglis daqvemdebareba da statusi:

დაქიურთა თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე მდებარეობს და იგი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

8. gamoyenebuli masalebi

1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, 2ტ, თბ. 2008წ.
2. გიორგი ბოჭორიძე – “თუშეთი”, 1993წ.
3. სერგი მაკალათია – “თუშეთი”, 1983წ.

9. marSruti

დადგინდება;

10. bmulebi

არ მოგვეპოვება


megobari saitebi

   

23.09.2014