afxazeTi

aWara

gudamayari

guria

erwo-TianeTi

Tori

TrialeTi

imereTi

kaxeTi

leCxumi

mTiuleTi

mesxeTi

raWa

samegrelo

samcxe-javaxeTi

svaneTi (zemo)

svaneTi (qvemo)

fSavi

xevi

 


tao

eruSeTi

TorTomi

klarjeTi

parxali

tao (amier)

tao (imier)

SavSeTi



 

 

 

 

 


თუშეთის ზოგადი აღწერა

1. zogad geografiuli aRwera
2. Temebis aRwera
3. arqeologia da istoria
4. arqiteqturuli Zeglebi
5. gamoyenebuli masalebi da bibliografia

1. zogad geografiuli aRwera

თუშეთის ისტორიული მხარე მდებარეობს საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში. იგი მთლიანად მოქცეულია კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთით. მას ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩეჩნეთი (რუსეთის ფედერაცია), აღმოსავლეთით – დაღესტანი (რუსეთის ფედერაცია), სამხრეთით – კახეთი, დასავლეთით – ისტორიული ფშავი და ხევსურეთი. საეთო ფართობი 825 კვ. კმ. ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი წერტილი თებულოსმთაა (4492 მ), ყველაზე დაბალი (1490 მ) – მდინარე თუშეთის ალაზანი (ანდის ყოისუ) დაღესტნის საზღვართან.
სამხრეთ საზღვარი გადის კავკასიონის მთავარი ქედზე, პატარა ბორბალოს მთიდან (3313 მ) მწვერვალ შავიკლდემდე (3578 მ), დასავლეთის – აწუნთას ქედზე, პატარა ბორბალოდან თებულოსმთამდე (4492 მ).  ჩრდილოეთის – თუშეთის ქედზე, თებულოსმთიდან დიკლოსმთამდე (4285 მ), ხოლო აღმოსავლეთის – ახათლისა და ბუციბაცის (სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ) ქედებზე, რომელთა შორის მიედინება მდინარე თუშეთის ალაზანი.
გარდა იმ ქედებისა რომლებიც თუშეთის საზღვრებს წარმოადგენს, იგი ორად იყოფა პირიქითა ალაზნის (მაკრატელას) ქედით, რომელიც აწუნთას ქედიდან იწყება, აღმოსავლეთისკენ მიემართება და მდინარეების პირიქითა ალაზნის და თუშეთის ალაზნის შესართავთან მთავრდება. ქედის უმაღლესი წერტილია მთა ცივა (3380 მ).
თუშეთში ორი ძირითადი მდინარეა თავისი მრავალრიცხოვანი, მცირე თუ საშუალო, შენაკადებით. ეს მდინარეებია თუშეთის (გომეწრის) ალაზანი და პირიქითა ალაზანი, რომელებიც ერთმანეთს უერთდებიან და შემდეგ დაღესტანში ანდის ყოისუს სახელითაა ცნობილი. თუშეთის ალაზნის ყველაზე მნიშვნელოვანი შენაკადებია – ხისოს ალაზანი (ჭანჭახოვანისწყალი), წოვათისწყალი, ორწყალი და სხვ. ზემო დინებაში პირიქითა ალაზანს ქვახიდისწყალი ჰქვია. პირიქითა ალაზანს ძირითადი შენაკადებია – ლაროვანისწყალი, დიდი ხევი. ქვახისდისწყლისა და ლაროვანისწყლის შესართავიდან მდინარეს პირიქითა ალაზანი ჰქვია.
თუშეთში ტბები ძალიან ცოტაა და ზომითაც პატარებია. მათგან აღსანიშნავია ორეთის (უძირო) ტბა, რომელიც შედარებით ადვილი მისასვლელია.
რადგანაც თუშეთი მაღალმთიანია მას ცივი კლიმატი აქვს. წლის საშუალო ტემპერატურა +5 გრადუსია. თოვლი, დასახლებულ პუნქტებში, შეიძლება სექტემბერშიც მოვიდეს და ივნისამდე გასტანოს. ზამთარში ტემპერატურა შეიძლება -20 გრადუსზე ქვემოთ დაეცეს და ამ შემთხვევაში მდინარეებიც იყინება. წლიური ნალექი 1000 მმ–ს აღემატება და ძირითადად თოვლის სახით მოდის.
ალპურ ზონის ქვემოთ, ხეობები უმთავრესად ტყითაა დაფარული. ეს სახეობებია: ფიჭვი, ცაცხვი, არყის ხე (ალპურ ზონასთან ახლოს, დომინირებს), ჭნავი, ბოკვი, მურყანი, ვერხვი და სხვ. თუშეთი მდიდარია ალპური მდელოებით სადაც ზაფხულში თუშები ცხვრებს აძოვებენ. აქ ბევრია სათიბი, სადაც მაღალი ხარისხის თივა მიიღება.
ცხოველებიდან აღსანიშნავია: ჯიხვი, თხა, ვაცი, ირემი, დათვი, მგელი, აფთარი, მაჩვი, მელა, კურდღელი. სამივე ალაზანში არის კალმახი. თუშეთში ქვეწარმავლებიდან გვხვდება შხამინი გველიც, რომლის ნაკბენი არაა სასიკვდილო.

 

2. Temebis aRwera

დღეს თუშეთში 50–ზე მეტი სოფელი თუ ნასოფლარია შემორჩენილი. მხოლოდ რამოდენიმე მათგანში ცხოვრობს მოსახლეობა მთელი წლის მანძილზე. ეს სოფლებია ომალო (ადმინისტრაციული ცენტრი), შენაქო, დართლო(?) და დიკლო(?). ბევრია სოფლები რომლებშიც ყოველ წელიწადს ზაფხულში ადის მოსახლეობა: გირევი, ჭეშო, კვავლო, ჭონთიო, დოჭუ, ხისო, ბოჭორმა და ა.შ. ზაფხულის პერიოდში მოსახლეობა რამოდენიმე ასეულს შეადგენს.
ბოჭორიძე თუშეთს ყოფს რვა თემად. ესენია: გომეწარი, ივანაურთა, პირიქითა (აღმა), სამციხი, ჩაღმა, წოვათა, ჭანჭახოვანი, ხეცურთა. ეს დაყოფა განსხვავდება მაკალათიას არწერისგან, სადაც ოთხი თემია მოცემული: პირიქითა, ჩაღმა, გომეწარი, წოვათა. განსხვავება იმაშია, რომ გიორგი ბოჭორიძე ამ თემებს კიდევ ყოფს ნაწილებად. იქ სადაც ეს ორი მკვლევარი ერთმანეთს ეწინააღმდეგება, ჩვენ ბოჭორიძის აღწერას მივანიჭებთ უპირატესობას. ეს დაყოფა და სოფლები რომელიც აქ იქნება მოცემული, ასახავს იმ მდგომარეობას რომელიც ბოჭორიძეს დახვდა XX დასაწყისში (უფრო ადრე, ვიდრე იმოგზაურა მაკალათიამ) და რათქმაუნდა წარმოადგენს მხოლოდ საბოლოო დაყოფას, რომელიც შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავებული ყოფილიყო სხვადასხვა საუკუნეებში.
გომეწარის თემი მოიცავს თუშეთის ალაზნის ორივე მხარეს, წოვათისწყლის შესართავიდან ბეღელასხევის შესართავამდე. თემი მოიცავს შემდეგ სოფლებსა თუ ნასოფლარებს: ალისგორი, ბიქუ[უ]რთა, გუდაანთა, დადიკაურთა (დადუკურთა), ვაკისძირი, ვერხოვანი, ვეძისხევი, კოკლათა, ჯვარბოსელი.
ივანაურთას თემი მთლიანად მოიცავს მდ. ორიწყალის ხეობას, თავისი ყველა შენაკადით.  თემი მოიცავს შემდეგ სოფლებსა თუ ნასოფლარებს: გოგრულთა (გორულთა), ვესტმო, ვესტომთა, საბუე, საჩიღოლო.
პირიქითას (აღმა) თემი მთლიანად მოიცავს პირიქითა ალაზნის ზემო დინების (სოფელ ჭეშომდე) ხეობას თავისი განშტოებებით და შენაკადებით (ლაროვანისწყალი, ქვახიდისწყალი...). თემი მოიცავს შემდეგ სოფლებსა თუ ნასოფლარებს: ბასო, ბოჭორმა (გამქრალი სოფელია, ჩაღმას თემის ბოჭორმაში არ უნდა აგვერიოს), გირევი, დაქიურთა, ნაკუდურთა, უქა (გამქრალი სოფელია), ფარსმა, ჭონთიო, ჰეღო.
სამციხის თემი მოიცავს პირიქითა ალაზნის ხეობას სოფელ ჭეშოდან სოფელ ჩიღოს ჩათვლით (შავი-ქვიშის ქედამდე). თემი მოიცავს შემდეგ სოფლებსა თუ ნასოფლარებს: დანო, დართლო, კვავლო, ჩიღო, ჭეშო.
ჩაღმას თემი მოიცავს პირიქითა ალაზნის ხეობას მარცხენა მხარეს სოფელ ჩიღოს (შავი-ქვიშის ქედის აღმოსავლეთით) ქვემოთ, სანამ შუერთდება თუშეთის ალაზანს. თუშეთის ალაზნის მარცხენა მხარეს, მდინარეების - ორიწყალისა და ხისოს ალაზნის შესართავებს შორის და თუშეთის ალაზნის მარჯვენა მხარეს, ხისოს ალაზნის შესართავიდან ვიდრე შეუერთდება პირიქითა ალაზანს. და საბოლოოდ ანდის-ყოისუს ხეობა მთლიანად, დაღესტნის საზღვრამდე. თემი მოიცავს შემდეგ სოფლებსა თუ ნასოფლარებს: აგეურთა, ბოჭორმა, დიკლო, იბცოხი, ომალო, ქუმელაურთა, შენაქო, ცოკალთა, ჭერო.
წოვათას თემი მოიცავს თუშეთის ალაზნის და წოვათისწყლის ხეობებს, ვიდრე მდინარეები ერთმანეთს შეუერთდებოდეს.  თემი მოიცავს შემდეგ სოფლებსა თუ ნასოფლარებს: ეთელთა, ინდურთა, მოზართა, საგირთა, შავწყალი(ა), წარო.
ჭანჭახოვანის თემი მთლიანად მოიცავს ხისოს ალაზნის ხეობას, განშტოებებით. თემი მოიცავს შემდეგ სოფლებსა თუ ნასოფლარებს: ნაციხვარი, ჟველურთა, შტროლთა, ჩიგლაურთა, ხახაბო, ხისო.
ხეცურთას თემი მოიცავს თუშეთის ალაზნის ხეობის ორივე მხარეს, ბეღელასხევის ხეობიდან და შესართავიდან, მდინარე ორიწყალის შესართავამდე. თემი მოიცავს შემდეგ სოფლებსა თუ ნასოფლარებს: ბეღელა, ბუხურთა, დოჭუ, ილიურთა.

გარდა ამ სოფლებისა ცნობილია კიდევ სხვა სოფლებიც (ნახსენებია სხვადასხვა წყაროებში), მაგრამ მათი მიახლოებითი (თემი) ადგილმდებარეობაც კი უცნობია. ასეთებია მაგ.: ნადირთა და ნაზართა. ასევე ზოგიეთი სოფელი რომელიც მთლიანად გამქრალია (მაგ. უქა, ბოჭორმა...). ცნობილია მათი თემობრივი კუთვნილება მაგრამ ჯერ–ჯერობით უცნობია თუ სად მდებარეობდნენ ზუსტად და საერთოდ თუ არსებობდნენ. ამაში გასარკვევად არქეოლოგიური გათხრებია აუცილებელი.

 

3. arqeologia da istoria

თუშეთის შესახებ ისტორიულ წყაროებში ძალიან ცოტა მასალაა. დაწყებული ძველბერძნულიდან, დამთავრებული XVII საუკუნით, არსებული წერილობითი წყაროები მხოლოდ ზედაპირულ, ზოგად ინფორმაციას გვაწვდიან თუშეთის შიგა მოწყობაზე – ეთნოგრაფია, სამართალი, ადმინისტრაციული წყობა თუ სხვა. ცნობილია მხოლოდ თუ რომელ ომებში, როდის და რა სახით მიიღეს მონაწილეობა, დაახლოებითი და ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მათი წარმომავლობის შესახებ (ეს საკითხი ჯერაც არ ითვლება გადაწყვეტილად). ასევე ცნობილია მათი სხვადასხვა სახის ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან, საერისთავოებთან თუ თემებთან. შემდეგ, XVIII საუკუნეში ვახუშტი ბაგრატიონის მოღვაწეობამ ცოტა გაამდიდრა მონაცემები თუშეთის შესახებ. სამწუხაროდ არც ეს ინფორმაცია წარმოადგენს საფუძვლიან და მრავალმხრივ კვლევას. ზოგ შემთხვევაში უხეში შეცდომებიცაა დაშვებული. საქართველოს სამეფოს რუსეთის იმპერიაში შესვლიდან, XIX საუკუნე, იწყება შედარებით უფრო სანდო, ფაქტობრივი მასალის მოგროვება, მაგრამ არც ამ დრომ შემოგვინახა სამეცნიერო კვლევის დონეზე შესრულებული აღწერა.
მხოლოდ XX საუკუნის დასაწყისში, ერთმანეთის დამოუკიდებლად, იმოგზაურა ორმა მკვლევარმა და შეეცადა მეცნიერულად აღეწერა ეს მხარე (დღეს არსებული ყველა ნაშრომი ეყრდნობა ან ერთი–ერთზე იმეორებს ამ ორი მკვლევარის ინფორმაციას. განსაკუთრებით ეს ეხება ტოპო– და ჰიდრონიმებს, ფოლკლორს და ეთნოგრაფიას, ნაწილობრივ არქიტექტურასაც). ეს ორი მკვლევარია: სერგი მაკალათია და გიორგი ბოჭორიძე. დღეს, მათ მიერ შეგროვებული და დამუშავებული მასალა უპირველესი წყაროა ამ საკითხით დაინტერესებულთათვის, იქნება ეს სპეციალისტი თუ მოყვარული. ეს მასალა კიდევ იმითაა მნიშვნელოვანი, რომ მათ მიუსწრეს თუშეთის იმ მგომარეობას როდესაც ის ძირითადად არ იყო დაცარიელებული, ან ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ის თაობა რომელსაც ახსოვდა ზოგიერთი სოფლების დაცარიელების ისტორია და იქ მცხოვრები ხალხის ვინაობა (გვარები, სახელები, ისტორიები, თქმულებები და სხვა). განსხვავებით XVIII–XIX საუკუნეების მასალებისგან, მაკალათიას და ბოჭორიძის მოგზაურობისას ბევრი რამე მნიშვნელოვნად იყო შეცვლილი (მაგ. ზოგიერთი სოფელი საერთოდ განადგურებული იყო ისე, რომ მათი მხოლოდ ზოგადი ადგილმდებარეობა, რომელიღაც ხეობაღა, დგინდებოდა).
მაკალათიამ მოასწრო და გარდაცვალებამდე ბოლომდე მიიყვანა თავისი ნაშრომი, რომელიც წიგნად, მისივე სიცოცხლეში გამოიცა. ეს პირველი გამოცემა შეიცავდა უამრავ წვრილმან შეცდომებს, რომლებიც ბოჭორიძემაც მიუთითა. შეცდომები შემდეგ გამოცემებში, მაკალათიას გარდაცვალების შემდეგ გასწორდა. რაც შეეხება ბოჭორიძეს, მან სამწუხაროდ ვერ დაასრულა თავისი ნაშრომი და საბოლოო სახე ვერ მისცა წიგნს. დარჩენილი მასალები 90–იანი წლების დასაწყისში დაამუშავა ნანული აზიკურმა და წიგნად გამოსცა. ამ წიგნს არა აქვს ისეთი დასრულებული სახე როგორიც სერგი მაკალათიას „თუშეთს“, მიუხედავად იმისა რომ მასში მეტი ეთნოგრაფიულ–ფოლკლორული მასალაა მოგროვილი და მთელ რიგ შემთხვევებში ფაქტობრივი ინფორმაციითაც (ტოპონიმები, ძეგლთა და გვარების ჩამონათვალი) უფრო მდიდარია.
მაკალათიას და ბოჭორიძის ნაშრომები ხშირ შემთხვევაში ეწინააღმდეგება ერთმანეთს. მაგალითად ბოჭორიძე თუშეთს ყოფს 8 თემად, ხოლო მაკალათია 4–ად. სამწუხაროდ დღეს უკვე აღარ არსებობს ამ განსხვავებების გადამოწმების საშუალება და ისღა დაგვრჩენია მივუთითოდ თუ რომელი მკვლევარის აზრს ვითვალისწინებთ. ამ გარემოებას ისიც ემატება, რომ თუშეთში არასდროს ჩატარებულა კვალიფიციური და ფართომასშტაბიანი არქეოლოგიური გათხრები. არის მხოლოდ შემთხვევითი სახის აღმოჩენები და სხვადასხვა მოგზაურის მიერ ნაპოვნი და ზედაპირულად აკრეფილი ნივთები მათგან აღსანიშნავია: ბრინჯაოს ირმის ორი ქანდაკება, რომლებიც ფრაგმენტებია და ქვედა ნაწილი აკლიათ. სტილისტურად XII-IX საუკუნეებით ჩვ. წ. არის დათარიღებული. ეს ორივე ქანდაკება სამკაული არ უნდა იყოს. მათი დანიშნულება უფრო რიტუალურია, რომელსაც იმდროინდელი ადამიანი თაყვანს სცემდა. კიდევ აღმოჩენლია უფრო გვიანდელი დროის ბრინჯაოს ბალთა, რომელიც დაფანჯრულია და ზედ გამოსახულია წაჩოქილი ცხენები. სტილისტურად V-I საუკუნეებით ჩვ. წ. არის დათარიღებული.

brinjaos irmis qandakeba.
Cv.w. XII-IX ss
brinjaos irmis qandakeba
Cv.w. XII-IX ss
brinjaos balTa.
Cv.w. V-I ss
ამავე საუკუნეებს უნდა ეკუთვნოდეს თუშეთში აღმოჩენილი მამაკაცის ბრინჯაოს ქანდაკება, რომელსაც ხელში მოკლე კომბალი უკავია. ეს ალბათ ღვთაების გამოსახულება უნდა იყოს.
პირველად თუშეთი პტოლემაოსის გეოგრაფიულ თხზულებაში იხსენიება: „კავკასიისა და კერაუნის მთებს შორის არიან ტუსკები („ტუსკოი“ – თუშები) და დიდური (დიდოელები)“.
ქართულ მატიანეში თუშეთი პირველად იხსენიება წმ. ნინოს მიერ ქართლის მოქცევაში, როდესაც მირიან მეფემ (323 წ.) მთიელების გასაქრისტიანებლად გაგზავნა წმ. ნინო ერისთავის თანხლებით და „დადგეს ჟალეთსა და უქადაგეს ერწო – თიანელთა, ხოლო მათ შეიწყნარეს და ნათელიღეს. ხოლო ფხოველთა (ფშავ–ხევსურები) დაუტოვეს ქვეყანა მათი და გარდავიდეს თუშეთს და სხვანიცა მთიულელნი უმრავლესნი არა მოიქცეს. არამედ დაუმძიმა მათ მეფემან ხარკი ოდეს არა ინებეს ნათლისღება“.
თუშეთი საუკუნეების მანძილზე იყო თავშესაფარი ბატონებისგან გამოქცეულ ყმებისთვის, მეფის სამსახურისთვის თავის ასაცილებლად ან რელიგიური თუ პოლიტიკური შევიწროვების დროს. აგრეთვე იგი ასრულებდა ქართული კულტურისა და გავლენის ავანპოსტის როლს ჩრდილო კავკასიაში, როგორც მეფეებისთვის ასევე მრავალი თავადისთვის. გახიზვნის პროცესი, რომელიც საუკუნეების მანძილზე გრძელდებოდა, ხელს უწყობდა ქართველი ტომების შეჭრას და გაძლიერებას ჩრდილო კავკასიაში.
IV-VII საუკუნეებში, ჩრდილო კავკასიაში ხაზარები ბატონობდნენ. ამ პერიოდში ქართველი მეფეები და თავადები ცდილობდნენ შეკრულიყვნენ ჩრდილო–კავკასიელებთან და ერთიანად ეწარმოებინათ თავდაცვითი ომები ხაზარებთან. ქართლის მეფეები ძურძუკთა ასულებსაც ირთავდნენ, გადმოჰყავდათ მათი მეომრები და ასახლებდნენ სამეფოს ჩრდილო საზღვარზე. ამ საუკუნეებში მოხდა პანკისის ხეობაში ძურძუკების, ხოლო თუშეთში  წოვა–თუშების ჩამოსახლება. (ესენიც ძურძუკთა ტომს ეკუთვნოდნენ). წაროს (წოვათის თემი) აკლდამებიდან ამოღებული ნივთების შედარების შემდეგ გაირკვა რომ ეს სოფელი VIII-IX სს დასახლებული იყო. ამ გადმოსახლების მიზეზი შეიძლება ძურძუკეში (ჩეჩნეთ–ინგუშეთი) მოსახლეობის სიჭარბე იყო. შედეგად ნაწილი გამოეყო მათ და თუშეთში გადმოვიდა, ზოგი კახეთშიც (პანკისში) კი ჩამოვიდა.
ადმინისტრაციულად თუშეთი, საუკუნეების მანძილზე, კახეთის სხვადასხვა საერისთავოებში შედიოდა.
ძურძუკეთში აღმოჩენილია ქართული ტაძრები. მათ შორის თხაბა–ერდის 830 წლით დათარიღებული ქართული ტაძრები. ეს იმას ნიშნავს რომ IX საუკუნეში ქრისტიანობა ძველ ჩეჩნეთზე გავრცელდა. კერა საიდანაც ქრისტიანობა გავიდა ჩეჩნეთში თუშეთი იყო. ე.ი. სულ მცირე IX საუკუნეში თუშეთი უკვე ქრისტიანულია.
XV საუკუნემდე მატიანეებში არანაირი ცნობა არ არის თუშეთის შესახებ.
კახეთის მეფე გიორგის I (1471–1492) მეფობის დრო თუშები აღარ ემორჩილებოდნენ მეფეს, მაგრამ ეს განდგომა დიდხანს აღარ გაგრძელებულა და ლევან II (1520-1574) თუშეთი ისევ შემოიმტკიცა: მათი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად მან თუშებს ალვანის ველები უბოძა საძოვრებად. სამაგიეროდ თუშებს კახეთის მეფისთვის ბეგარა უნდა ეხადათ და ლაშქრითაც დახმარებოდნენ საჭიროების შემთხვევაში. ამ საძოვრებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მეცხვარე თუშებისთვის. 1658 წ. სპარსეთის შაჰმა კახეთის მმართველად სელიმ–ხანი დანიშნა. ამან საშიშროება შეუქმნა თუშების მეცხვარეობას, რადგან ლევან მეფის ნაბოძები ალვანის ველები ბახტრიონ–ალვანის ფარგლებში შედიოდა და იქ სელიმ ხანმა თათრები ჩაასახლა. როდესაც ერწო–თიანეთის–არაგვისა და ქსნის ერისთავებმა სელიმ ხანის წინააღმდეგ გაილაშქრეს მათ თუშებიც შეუერთდნენ. შედეგად ქართველებმა აიღეს ბახრტიონი და სელიმ–ხანი გააქციეს. თუშებმა კი ზამთრის საძოვრები დაიბრუნეს.
დაქვემემდებარების მიუხედავად, რომელიც ყოველთვის ნომინალური იყო, თუშეთი არ გასცდენია თემურ წყობილებას. იმ დროსაც კი როდესაც თუშეთი რომელიმე საერისთავოში შედიოდა, თემის შიგა საკითხებს მთლიანად ხევისბერები წყვეტდნენ, ხოლო საერთო საკითხები კი სათემო ყრილობაზე წყდებოდა. ეს სათემო შეკრება ყოველთვის სოფელ ჩიღოში ხდებოდა, სადაც არის თუშების საერთო სალოცავი – ლაშარის ჯვარი (იგივე სახელის ხატი არის ფშავშიც და მთიულეთშიც).
თუშები ფშავ–ხევუსრებთან ერთად თეიმურაზ I და მოსკოვის მეფის ალექსი მიხეილის ძეს შორის დიპლომატიურ ურთიერთობაშიც მონაწილეობდნენ და 1657 წელს მოსკოვში თავისი წარმომადგენლები, ხევისბერები, გაგზავნეს.
XVII-XVIII საუკუნეებში თუშები ძალიან ზიანდებოდნენ, როგორც ლეკებისგან ასევე სპარსელებისგან. მეფე დავით III–ის (ლეკების ბელადი ამ დროს იმამ-ყული-ხანია 1703–1722 წწ) დროს დროებითი ზავი იყო კახეთსა და ლეკებს შორის, მაგრამ თუშებმა ეს ზავი დაარღვიეს და დაესხნენ თავს ლეკებს და დიდძალი ნადავლით დაბრუნდნენ. ამაზე აჯანყდა იმამ–ყული–ხანი და მოინდომა თუშების დატყვევება, მაგრამ საბოლოოდ დავით III თუშებს მხოლოდ ნადავლი დააბრუნებინა.
თეიმურაზ II და ერეკლე II მეფობის ხანაში თუშეთს დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა როგორც დაღესტნის მოსაზღვრეს. ამას ყურადღებას აქცევდნენ კახეთის მეფეები და ბეგარისგანაც კი გაანთავისუფლეს თუშ–ფშავ–ხევსურნი. ერეკლე II ხშირად სტუმრობდა თუშ–ფშავ–ხევსურეთში და შედეგად მთიელებს უყვარდათ კახეთის მეფეები. მას თავის გარემოცვაშიც კი ჰყავდა თუშ–ფშავ–ხევსურნი.
მეორეს მხრივ თვითონ თუშები ერეკლე  II–ში ხედავდნენ როგორც ძალას ლეკებისგან თავდაცვისათვის. ამასთანავე კახეთში მდებარეობდა თუშებისთვის საციცოხლო მნიშვნელობის ალვანის ზამთრის საძოვრები.
1757 წელს სამეფო სიგელით ალვანის ველები სამუდამო ხმარებაში გადაეცა თუშებს. ამ სიგელში ეწერა რომ აიკრძალებოდა კახეთში ამ მიწებზე რაიმეს აშენება თუ სახნავ–სათეს მიწებად გადაქცევა, რაც უზრუნველყოფდა თუშებისთვის საძოვრების ხელშეუხებლობას. ამ ფაქტმა უკმაყოფილება გამოიწვია ბახტრიონელებში, ფშაველებში და ლალისყურელებში, რომლებსაც ნაწილობრივ ამ ტერიტორიებზე სახნავ–სათესები უკვე ჰქონდათ. დაიწყო მოპარვა გატაცება თუშებსა და ბახტრიონელებს, ფშაველებს და ლალისყურელებს შორის. საქმე ძალიან გართულდა და მხოლოდ მეფის ჩარევის შემდეგ მოხერხდა დამშვიდება.
საძოვრების სამაგიეროდ თუშები ერეკლეს ყველა ომში მონაწილეობდნენ და ყველაფერში მხარს უჭერდნენ მას. მათ თავი ასახელეს ასპინძის ასევე ომარ–ხანთან ბრძოლაში.
მას შემდეგ რაც საქართველო რუსეთის იმპერიაში შევიდა თუშებს მდგომარეობა დაუმძიმდა. ჩრდილო კავკასიელები გააფთრებით ებრძოდნენ რუსეთს, თუშები კი მათი წინააღმდეგი იყვნენ, რადგანაც კახეთი რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო, ისინი კი კახეთს ემორჩილებოდნენ.
თუშები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ შამილთან და დაღესტანთან ბრძოლებში. ისტორიულად ისინი ძალიან შეწუხებული იყვნენ ლეკებ–ჩეჩენ–ინგუშებისგან და ამიტომ მათაც აწყობდათ ეს გალაშქრებები. შამილს თავიდან დამეგობრება უცდია და დიპლომატიური მოლაპარაკეკებიც უწარმოებია, მაგრამ ვერ შეთანხმდა თუშებთან და ხათილ მუხამა გამოაგზავნა თუშების დასასჯელად. მათ ეს ბრძოლა მოიგერიეს დიდი ზარალით უკან გააბრუნეს ხათილ მუხამა. მოგერიების მიუხედავად თუშები ძალიან შეწუხებული იყვნენ შამილისაგან და ისინი გადასახადს მაინც უხდიდნენ მას.
მას შემდეგ რაც შამილი დაატყვევეს ლეკებ–ჩეჩენ ინგუშები აღარ ესხმოდნენ სამხრეთ კავკასიელებს. ერთის მხრივ თუშებმა ამოისუნთქეს და შედარებით გამდიდრდნენ. მათ ბევრი ცხვარი გაუჩნდათ და შედარებით მშვიდ გარემოში ცხოვრობდნენ. ამავე დროს რუსეთის ხელისუფლებამ დროთა განმავლობაში დაიწყო თემური წყობილების მოშლა, რაც უარყოფითად აისახა მთლიანად საქართველოს მთიანეთზე, მათ შორის თუშეთზეც. აირია ადათ წესები, წყობა, სამართალი.
ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ მოხდა მთის მოსახლეობის გეგმობრივი ჩამოსახლება ბარში. ამ წლებიდან იწყება საქართველოს მთიანეთის დაცარიელება, რათქმანუდა თუშეთისაც. ნელ–ნელა დაიკარგა თუშური კილო და ხელოვნება. სულ უფრო მეტი სოფელი გაუკაცრიელდა და მივიწყებულ იქნა ტოპონიმიკა – ღელეების, მთების, სოფლების, ადგილების და ა.შ.

დღეს, ტურიზმის განვითარების გამო, ნაწილობრივ დაიწყო კახეთში მცხოვრები თუშების დაბრუნება მშობლიურ მიწაზე, მაგრამ ეს პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობს. სულ 2–3 სოფელია, 50–დან, სადაც მთელი წლის განმავლობაში ცხოვრობენ.

 

4. arqiteqturuli Zeglebi

არქიტექტურული ძეგლების მხრივ თუშეთი მდიდარია. რადგან არ არსებობს პირდაპირი ინფორმაცია მათ შესახებ (წარწერა, ისტორიული წყარო და ა.შ.) ძეგლების დათარიღება სტილისტურად და სხვა არაპირდაპირი ხერხით ხდება. გარდა სოფელ წაროს აკლდამებისა, თუშეთში არსებული ყველა შემონახული ძეგლი აშენებულია არა უადრეს XVII საუკუნისა. წაროს აკლდამებში ნაპოვნი ნივთები მიუთითებს, რომ იგი VIII-IX საუკუნეებში დასახლებული ყოფილა, მაგრამ ამ დროინდელი შენობები არაა შემონახული. XVII საუკუნის ძეგლი რამოდენმეა თუშეთში, XVIII საუკუნისა საკმარისად ბევრი, ხოლო ყველაზე მეტი XIX–XX-სი. სტილისტურად პირიქითა ალაზნის ხეობის კოშკები და აკლდამები ძალიან გავს ჩეჩნეთ–ინგუშეთისა და დაღესტნის ამავე დროის ძეგლებს, მაგრამ ჯერაც ბოლომდე გაურკვეველია თუ ვისი აშენებულია ეს შენობები: თუშეთიდან გავიდა ეს სტილი ჩეჩნეთ–ინგუშეთსა და დაღესტანში, თუ პირიქით. ზეპირსიტყვიერებამ შემოგვინახა ცნობა იმის შესახებ, რომ ფარსმისა და გირევის კოშკები ქისტ მამა–შვილს აუგია. ასეთივე ტიპის ცნობებია შემონახული დაღესტანში და ჩეჩნეთ–ინგუშეთში. ძირითადად 6 ტიპის ნაგებობა შეიძლება გამოვყოთ: საომარი ანუ თავდაცვითი კოშკი, საცხოვრებელი ციხე–კოშკი, საცხოვრებელი სახლი, ხატი ანუ სალოცავი, ეკლესია და აკლდამები. თუშეთში რამოდენიმე ათეული კოშკია (მათ შორის დანგრეულებიც), საკმაოდ ბევრია სახლები და აკლდამები. ეკლესია სულ 5–6. ეს ციფრი დამოკიდებულია იმაზე რამდენად ჩაითვლება თუ არა ეკლესიად ესა თუ ის ნანგრევი. რაც შეეხება სალოცავებს ისინი ყველა სოფელშია, ზოგში რამოდენიმე. არის აგრეთვე ხევსურების სალოცავები, რადგანაც სხვადასხვა ეპოქაში ხევსურები ნებით თუ ძალდატანებით ჩამოსულან თუშეთში და თავისი სალოცავებიც აუგიათ. შემდეგ როცა ისინი ბრუნდებოდნენ ხევსურეთში ეს სალოცავები თუშებისა ხდებოდა, მაგრამ ხალხში მუდამ ამბობდნენ რომ ეს სალოცავი ხევსურებისააო. ზოგჯერ დღესასწაულებზე ხევსურები გადმოდიოდნენ და ლოცულობნენ თავის სალოცავებში. თუშების საერთო სალოცავი ლაშარის ჯვარია რომელიც სოფელ ჩიღოში მდებარეობს. ამავე სალოცავში წყდებოდა თუშების საერთო საკითხები. ყველაზე მეტი კოშკი პირიქითა (აღმა, სამციხი) თემშია, რადგანაც იგი ესაზღვრება ჩეჩნეთს და ეს მხარე საჭიროებდა ყველაზე მეტ დაცვას. ასევეა ჩაღმაშიც რადგან ჩაღმას თემი დაღესტანს ესაზღვრება.

გავრცელებული არქიტექტურული ნაგებობები:

საომარი კოშკი (ციხე) ორი ტიპისაა:
პირველი პირიქითა ალაზნის ხეობაშია (აღმა და სამციხის თემები). ეს კოშკები ვიწრო და მაღლებია (5–6 სართული, არა უმეტეს 20 მეტრის სიმაღლის), ფუძეში ოთხკუთხა, პირამიდული სახურავით და ჩარდახებით ბოლოვდება, ზემოთკენ თანდათან ვიწროვდება. ნაშენებია ფიქლით და დუღაბით. ესეთი კოშკები მთლიანი სახით შემდეგ სოფლებშია შემორჩენილი: დართლო, გირევი, ჭონთიო და კვავლო. პირველ სართულზე ტყვეებს ათავსებდნენ, შემდეგი სართულები (ბოლოს გარდა) თითქმის არ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან როგორც ფორმით ასევე დანიშნულებით – კედლებში სათოფურებით, სარკმელებით და შეიძლება რომელიმე მათგანში კარიც ყოფილიყო, ამოსასვლელი კიბე კი შიგნით შენობაში შეჰქონდათ. ამ სართულებში მეკომურები იხიზნებოდნენ. ბოლო სართული თაღოვანი, პირამიდული გადახურვით მთვარდებოდა, ჰქონდა სამზირები და ყველა მხარეს ჩარდახები.

 
koSki gegma  

მეორე გავრცელებულია ჩაღმას თემში და გომეწრის ალაზნის მთელ ხეობში. ეს კოშკები 3–4 სართულიანია და ერთფერდა სახურავი აქვს (ფიქლით გადახურული). პირველი ტიპისგან განსხვავებით უფრო დაბლები და განიერებია. ასეთებს მიეკუთვნება ომალოს და წაროს ციხე–კოშკები. ზოგიერთს ბოლო სართულზე ჩარდახებიც აქვს, რომლიდანაც თუშები მტერს ქვებს ესროდნენ. ეს კოშკები უმეტესად ფიქლით მშრალად, უდუღაბოდაა ნაგები.
ძველებური თუშური სახლი (ჩარდახებით, სათოფურებით და ა.შ.) გარეგნულად ციხე–კოშკს მოგვაგონებს, მას ციხესაც კი ეძახიან. ისინი დიდი ზომისაა და ასეთ შენობაში მთელი ოჯახი, ზოგჯერ კი ოჯახები (მაგ. ფარსმა) ცხოვრობდნენ. სახლი 3–4 სართულიანია. ყველაზე კარგად ამ ტიპის სახლები სოფელ ჩიღოშია შემორჩენილი. პირველ სართულს "ბაშტე" ჰქვია და საქონლის სადგომი იყო. აქ ჭერში ერდოა გაჭრილი და მეორე სართულზე, "შუა", კიბით ავდივართ. "შუა" სართულზე კერაა მოწყობილი და ოჯახი აქ ცხოვრობს (შეიძლება სათოფურებიც ჰქონდეს). თუ ციხე–სახლი 4 სართულიანია მესამეს "ზედა შუა" ქვია და მეორე სართულის მსგავსი დანიშნულება აქვს (ეს ართული იმ შემთხვევაში არსებობს თუ ოჯახი ძალიან დიდია და ვერ ეტევა ერთ სართულზე). მეოთხეს "ჭერხო" ქვია. მშვიდობიანობის დროს საკუჭნაოა, ხოლო ომიანობისას თავდაცვით ფუნქციას იძენს.

Zveleburi TuSuri saxli

Tanamedrove tipis saxli
თანამედროვე ტიპის სახლი XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აშენდა, მას შემდეგ რაც ჩრდილო კავკასია დამშვიდდა და თუშებს თავს არავინ ესხმოდა. ეს სახლები 1–2 სართულიანია, აივნებით, კარ–ფანჯრებით, ოთახებით. თუ სახლი ერთსართულიანია, როგორც წესი გადატიხრულია 2 ოთახად. ერთ–ერთში საქონლის სადგომია, მეორეში თვითონ ოჯახი ცხოვრობს. ორსართულიანის შემთხვევაში საქონელი პირველ სართულზე (რომელიც შეიძლება მაინც იყოს გადატიხრული და საქონელი ორივე ოთახში არ იდგეს). ეს სახლები ნაშენია ფიქალით და დუღაბით. გადახურულია ფიქლით. სახურავი ერთ– ან ორფერდიანია.
სალოცავები (ხატი) მარტივ სახის შენობებს წარმოადგენს. ფუძეში ოთხკუთხა, სიმაღლით ერთმანეთისგან განსხვავებული. გადახურვა როგორც ბრტყელი ასევე საფეხურიანი პირამიდისებრი. აქვს ნიში რომელშიც სანთელს ანთებენ (ზოგ შემთხვევაში სასანთლე ცალკეა და შენობა კი სალოცავ ადგილს წარმოადგენს). მნიშვნელოვან სალოცავებს (მაგ. ლაშარის ჯვარი სოფელ ჩიღოში) ბევრი სხვა დამხმარე შენობები აქვს, რომლებიც მარტივ სალოცავებს საერთოდ არა აქვთ.
ეკლესიები სულ რამდენიმეა და ყველა (შენაქოს ეკლესიის გარდა) დანგრეულია. ისინი ყველა დარბაზულებია და ზოგ შემთვევეაში აფსიდიც კი არ გააჩნიათ. ისინი არ წარმოადგენენ რაიმე განსხვავებულ არქიტექტურულ ფორმას. რაც შეეხება შენაქოს ეკლესიას, ის XIX საუკუნეშია აგებული, თავისუფალი ჯვრის ტიპის გუმბათოვანი ტაძარია.
აკლდამები ყველა სოფელში არ გვხვდება. ისინი მსგავსია ხევსურეთის, ოსეთის, ჩეჩნეთ–ინგუშეთის და დაღესტნის აკლდამებისა. აკლდამა ფუძეში წაგრძელებულ მართკუთხედს წარმოადგენს, რომელიც საფეხურიანი სახურვით მთავრდება. ყველა მათგანი ერთსართულიანია, შიგნით სიპი ქვებით კედელში თაროებია მოწყობილი, რომლებზედაც მიცვალებულის ცხედრებს ასვენებდნენ. გვხვდება დართლოში, წაროში და ა.შ.

5. gamoyenebuli masalebi da bibliografia

1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, 2ტ. 2008წ.
2. გიორგი ბოჭორიძე – „თუშეთი“, 1993წ.
3. სერგი მაკალათია – „თუშეთი“, 1983წ.

სტატიის ავტორი – დავით გაჩეჩილაძე;

 


megobari saitebi

   

19.02.2016