nakudurTa
(nasoflari)
(XVIII-XIX ss.)
1. nasoflaris kuTvnili Zeglebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva, legendebi da zepirsityvieri gadmocemebi
6. arqiteqturuli aRwera
7. Zeglis daqvemdebareba da statusi
8. gamoyenebuli masalebi da bibliografia
9. marSruti
10. bmulebi
1. nasoflaris kuTvnili Zeglebi
I. ციხე-სახლი.
ა) დასავლეთის კოშკი
ბ) აღმოსავლეთის კოშკი
II. ციხე-სახლი.
ა) ციხე-სახლი
ბ) მინაშენი
2. mniSvnelovani da saintereso informacia
არ მოგვეპოვება
3. adgilmdebareoba
ნაკუდურთას ნასოფლარი მდებარეობს საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ მხარე თუშეთში, ისტორიულ პირიქითა (აღმა) თემში, სოფელ ომალოდან დაახლოებით 50 კილომეტრში მდებარე სოფელ გირევიდან 500 მეტრში.
4. ruka
5. istoriuli mimoxilva, legendebi da zepirsityvieri gadmocemebi
ნაკუდურთას სოფელი დაცარიელდა 1917 წლის მერე. დაცარიელებამდე 3 კომლი ცხოვრობდა, ქელეხიძეს გვარის. ზოგი ჩამოვიდა ბარში, თუშეთის მიმდებარე კახურ სოფლებში, ზოგიც - ახლო მდებარე სოფელ გირევში.
6. arqiteqturuli aRwera
|
sarTulebis gegma |
I. ციხე-სახლი დგას ნასოფლარის დასავლეთით 200 მეტრში, კლდოვანი მთის კალთაზე. ციხე შედგება ორი ერთამანეთზე მიდგმული კოშკისგან, მათგან აღმოსავლეთის კოშკი უფრო ადრეა ნაგები. ორივე ნაშენებია ფიქლით, წყობა მშრალია.
ა) დასავლეთის კოშკი: ხუთსართულიანი ყოფილა, გეგმით ტრაპეციული (10X8 მ). იგი აღმოსავლეთ კოშკზე დიდია. დაზიანებულია: IV და V სართულების ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლების ნაწილებიღაა შემორჩენილი. სართულშუა გადახურვა ჩამონგრეულია. I სართული თითქმის მთლიანად მიწითაა ამოვსებული. კოშკში განირჩევა სხვადასხვა დროის მშენებლობის ნაწილები. I სართულის თაღოვანი შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა, დასავლეთ კედელში პატარა კვადრატული ნიშია. II სართულსაც ერთი თაღოვანი შესასვლელი აქვს აღმოსავლეთიდან. კარების სამხრეთით ორი სათოფურია, დასავლეთ კედელში ორე თროჯან სარკმელია, სამხრეთ კედელში ორე, ხოლო ჩრდილოეთისაში ერთი თროჯან სათოფური. III სტარტლე შესასვლელი ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ კიდეშია. ამავე კედელში ორი სათოფურია. დასავლეთ კედელში ორი თაღოვანი სარკმელი და ერთი სწორკუთხა ნიშია, სამხრეთ კედელში კი ერთი თაღოვანი სათოფური და ერთი კვადრატული ნიში. IV სართულზე შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. სამხრეთ კედელში ორი სათოფურია. დანარჩენი კედლები დანგრეულია. V სართულზე ჩრდილო და სამხრეთ კედლებზე თითო სალოდეა.
ბ) აღმოსავლეთის კოშკი: მხოლოდ აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ კედლების ნაშთებია შემორჩენილი. I სართული დასავლეთ კოშკის II სართულს უსწორდება. იგი მთლიანად მიწითაა ამოვსებული. II სართულის აღმოსავლეთ კედლის ღერძზე, გაჭრილია თაღოვანი კარი, ჩრდილოეთ კედელში თაღოვანი სათოფურია.
II. ა) ციხე-სახლი დგას ნასოფლარის სამხრეთ ნაწილში. გეგმით ტრაპეციულია (6.5X6.5მ ), შემორჩენილია 6 მ. სიმაღლემდე. სამსართულიანია, ნაგებია ფიქლით. წყობა მშრალია. კედლები შიგნიდან მიწანარევი ნაკელითაა შელესილი. სართულშუა გადახურვა ჩაქცეულია. I სართულზე თაღოვანი შესასვლელი სამხრეთ კედელშია გაჭრილი. დანარჩენი კედლები ყრუა. Aამ სართულს საქონლის სადგომად იყენებდნენ. II სართულის თაღოვანი შესასვლელი დასავლეთიდანაა. ამავე კედელში ორი სათოფურია: ორი - ჩრდილოეთ კედელში, ერთიც - სამხრეთისაში. აღმოსავლეთ კედელში ორი თაღოვანი სარკმელია, რომელთაც საფეხურებად დამუშავებული რაფა აქვთ. II სართული საცხოვრებელი იყო. III სართულში შესასვლელი დასავლეთიდანაა. ამ კედელში, აგრეთვე ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში, ორ-ორი სათოფურია, სამხრეთისაში ორი შეისრული სარკმელი. ამ სართულს სათავდაცვო დანიშნულება ქონდა.
ბ) ციხე-სახლზე დასავლეთიდან მიდგმულია სამსართულიანი მინაშენი (3.25ხ5.4მ), შემორჩენილია 4 მ. სიმაღლემდე. I სართულს კარი არ აქვს, ჩასასვლელი II სართულიდან ჰქონია. II სართულზე შესასვლელი სამხრეთიდანაა, მიწის დონიდან 1 მ. სიმაღლეზე. კარი თაღოვანია. შესასვლელის გვერდით (აღმოსავლეთით) ფიქლით ნაგები სწორკუთხა სვეტი (სიმ. 1.8 მ) დგას. ამავე სართულის დასავლეთ კედელში დიდი თაღოვანი სარკმელია. ერთი სარკმელი სამხრეთ კედელშია. მინაშენს ცალფერდა სახურავი ჰქონია. ციხე-სახლსა და მინაშენში შემორჩენილია სართულშუა გადახურვის ხის კოჭების ბუდეები.
7. Zeglis daqvemdebareba da statusi:
ნაკუდურთა თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე მდებარეობს და იგი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაქვემდებარებაშია.
8. gamoyenebuli masalebi
1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, 2ტ, 2008წ.
2. გიორგი ბოჭორიძე – “თუშეთი”, 1993წ.
3. სერგი მაკალათია – “თუშეთი”, 1983წ.
9. marSruti
დადგინდება;
10. bmulebi
არ მოგვეპოვება
|