afxazeTi

aWara

gudamayari

guria

erwo-TianeTi

Tori

TrialeTi

imereTi

kaxeTi

leCxumi

mTiuleTi

mesxeTi

raWa

samegrelo

samcxe-javaxeTi

svaneTi (zemo)

svaneTi (qvemo)

fSavi

xevi

 


tao

eruSeTi

TorTomi

klarjeTi

parxali

tao (amier)

tao (imier)

SavSeTi



 

 

 

 

 


saingilos zogadi aRwera

1. zogad geografiuli aRwera
2. warmomavloba
3. istoria
4. arqiteqturuli Zeglebi
5. gamoyenebuli masalebi da bibliografia

1. zogad geografiuli aRwera

საინგილო ანუ შიდა კახეთის ისტორიული ნაწილი, სახელდობრ ჩრდილო აღმოსავლეთი კახეთი, რომელსაც „გაღმა მხარეს“ ეძახდნენ, ისტორიული ჰერეთის ტერიტორიაზე მდებარეობს.
თანამედროვე საინგილოს ტერიტორია მოიცავს: ბელაქნის, ზაქათალისა და კახის რაიონებს. ამღამად იგი მოქცეულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვრებში. მას უკავია კავკასიის მთაგორიანი ქედის სამხრეთი ფერდობების ტყით დაფარული ხეობები და მდინარე ალაზნის მარცხენა ნაპირის დაბლობი ადგილები.
თანამედროვე გეოგრაფების მიერ მოპოვებული მასალების საფუძველზე ძველ წყაროებში მოცემული საინგილოს საზღვრები კორექტირებულია და დაზუსტებული. დადგენილია, რომ საინგილოს ჩრდილოეთით საზღვრავს კახეთის კავკასიონის ქედი, დასავლეთით – მდ. მაწიმის წყალი (მაზმიჩაი), სამხრეთით – მდ. ალაზანი, ხოლო აღმოსავლეთით საზღვრავს მდ. გიში წყალი, „რომელიც ქ. ნუხასა და სოფ. გიშს შორის მიედინება და მდ. ეგრიჩაის („მრუდე წყალს“) უერთდება“.
ამ მონაცემების მიხედვით საინგილოს დაახლოებით 4,8 ათასი კილომეტრი ფართობი უკავია.
საინგილოს ტერიტორია კონტრასტული ადგილმდებარეობით ხასიათდება; მისი ვაკისა და მაღალმთიანი ადგილების ბუნება და კლიმატური პირობები ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავდება. ამ ფაქტორების გამო განსხვავებულია მოსახლეობის შრომა–საქმიანობაც.
საინგილო რელიეფის თავისებურებით სამ ნაწილად განიყოფება: კახეთის კავკასიონის სამხრეთი ფერდობი, ალაზნის ვაკე და დაშიუზის დაბალი ქედი, მის სამხრეთით მდებარე აჯინოურისა და სარჯას ვაკეებით. რელიეფის ამ დიდ ფორმებს ერთი საერთო – ჩრდილო–დასავლეთიდან სამხრეთ–აღმოსავეთური მიმართულება აქვს.
ჰავა – საინგილოს ტერიტორიას, ისევე როგორც შიგნიკახეთს, ჩრდილოეთიდან ჰაერის ცივი მასების შემოჭრისაგან იცავს კახეთის კავკასიონი, რის შედეგადაც ამ მხარეში შესანიშნავი ჰავაა. მთისწინეთი და ვაკე ხასიათდება მშრალი სუბტროპიკული ტიპის ზომიერად თბილი ნახევრად ნოტიო ჰავით. კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე, რელიეფის სიმაღლის მატებასთან ერთად, ჰავა თანდათან ზომიერად თბილიდან ზომიერად ცივზე (1000–2000 მ) და შემდეგ კი ცივზე (2000–2700 მ) გადადის; 2700მ–ზე მაღლა იგი მთის ტუნდრი ტიპისაა.
ნალექებით საინგილო საკმაოდ მდიდარია. საონგილოში არ იცის ცივი და მშრალი ქარები.
საინგილოს ტერიტორია უფრო ხშირი მდინარეული ქსელით ხასიათდება, ვიდრე შიგნიკახეთის დანარჩენი ნაწილი. ისინი წყალუხვნი არიან და მდიდარი ენერგეტიკული რესურსები აქვთ. აქაური მდინარეები გაზაფხულობით, ზოგჯერ კი ივლის–აგვისტოში, დიდდებიან.
გაზაფხულ–შემოდგომის მძლავრი წვიმები ხშირად კატასტროფულ ღვარცოფებს იწვევს; აქაური მდინარეები (მაწიმი, ბელაქნისწყალი, კატეხისწყალი, ქურმუხი, შინჩაი, გიშისწყალი და სხვა) ხასიათდებიან ტიპიური ღვარცოფებით, რომლებსაც ზოგჯერ სტრუქტურული (ქვატალახიანი) ხასიათი აქვთ. ისინი დიდ ზარალს აყენებენ სახალხო მეურნეობას, ანადგურებენ სასოფლო–სამეურნეო სავარგულებს, ანგრევენ გზებს, სარწყავ არხებს და ზოგჯერ აზიანებენ დასახლებულ პუნქტებს (ქ. ზაქათალა, კავახჩელი, კახი, ალიბეგლო და სხვ.)
საინგილო ხასიათდება მდიდარი და მარავალფეროვანი მცენარეული საფარით, ალაზნის ვაკეზე მორიგეობს მდელოსა და ტყის მცენარეულობა. მას მოსდევს დაბლობის შერეული ფოთლოვანი მცენარეული ლიანებით. კახეთის კავკასიონის სამხრეთი ფერდობის ქვედა ნაწილში გავრცელებულია მთის ფართოფოთლოვანი მცენარეული: წიფერლი, რცხილა, თელა, ცაცხვი, ჭადარი, იფანი, მუხა, კაკალი, წაბლი, თხილი, პანტა, მაჭალო, რომელსაც ზემოთ ერევა წიწვიანი მცენარე – ნაძვი, ფიჭვი, უთხოვარი. უფრო ზემოთ ხარობს მაღალმთის სუბალპური მდელოს და მდელო–სტეპის მცენარეული, რომელიც თხემურ ზოლში მაღალმთიან ალპურ მთა–მდელოს მცენარეულში გადადის.
დაშიუზის ქედის მიდამოები წარმოდგენილია მთისა და წინამთების სტეპის მცენარეულით – უროიანი, კაპუეტა და სხვა ბალახეული.
საინგილოს მიდამოები მდიდარია გარეული ცხოველითა და ფრინველით, რომელთაგან შეგვიძლია დავასახელოთ გარეული ღორი, ენოტი, ფოცხვერი, ჯიქი, დათვი, ჯიხვი, შველი, ციყვი, კვერნა და სხვ. აგრეთვე ხოხობი, ტყის ქათამი, მტრედი, გვრიტი და სხვა.
ადრე საინგილოს სასარგებლო წიაღისეულით ღარიბ კუთხედ მიიჩნევდნენ, მაგრამ ხანგრძლივი ძიების შედეგად გამოირკვა, რომ იგი მადნეულით საკმაოდ მდიდარია. ბელაქნის რაიონში, კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე, აღმოჩენილი და შესწავლილი იქნა მეტად ძვირფასი მადნეული – სპილენძი, ტყვია, თუთია და სხვა – რომელიც თავისი ხარისხით და მარაგით საკავშირო მნიშვნელობის საბადოდ ითვლება. საინგილოს ტერიტორიაზე გვხვდება, აგრეთვე, მინერალური წყაროები. მათგან შეიძლება დავასახელოთ სოფ. ელისუს სამხრეთ–აღმოსავლეთით 7 კმ–ზე ცხელი გოგირდოვანი წყაროები, რომელთა ტემპერატურა 40O–მდეა. ცივი გოგირდოვანი წყაროები გვხვდება სოფლების – ყიმურლუსა და ალიბეგლოს მახლობლად.

2.warmomavloba

საინგილო ეწოდება მხარეს, რომელიც საქართველოს სამხრეთ–აღმოსავლეთით მდებარეობს და ამჟამად კახის (კაკის – ასე ეწოდებოდა მას XX საუკუნის 20–იან წლებამდე), ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებით აზერბაიჯანის ფარგლებშია მოქცეული. წარსულში ეს მხარე პოლიტიკურ-სოციალური და ეკონომიური განვითარების შედეგად ტერიტორიულად ხშირად განიცდიდა ცვლილებებს - შესაბამისად იცვლებოდა მისი გეოგრაფიული სახელწოდებებიც: ჰერეთი, ელისენი, ალბანეთი, ალვანეთი. ეს სახელწოდებები საუკუნეების მანძილზე ერთმანეთის სინონიმებს წარმოადგენდნენ.
მისი უძველესი სახელწოდება „ჰერეთი“ (ალბანეთი), მოხსენიებულია V საუკუნის ქართული ორიგინალური მწერლობის ისეთ ძეგლში, როგორიცაა იაკობ ცურტაველის (ხუცესის) „წამებაი. ჰერეთი მოხსენიებულია „ქართლის ცხოვრებაშიც“, როგორც ქართული მიწა–წყალი, კახეთის სამეფოში შემავალი გეოგრაფიული ერთეული; ამიტომ ორი სატომო სახელი – ჰერეთი და კახეთი ისტორიულად ხშირად ერთ კომპოზიტად გვეხმიანება, ასე მაგალითად: („კახეთ–ჰერეთი“, „ჰერ–კახნი“, „ჰერთა და კახთა“ და სხვ.)
ჰერეთი ბერძნულ და ლათინურ წყაროებში მოხსენიებულია ალბანეთის სახელწოდებით, ხოლო სომხურში „ალვანად“ („აღვანქ“).
გეოგრაფიული სახელწოდება „საინგილო“ („ინგილო“), როგორც ტერმინი, ხმარებაში შემოდის XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან. ტერმინ „ინგილოს“ შესახებ სხვადასხვა აზრი არსებობს:
გამაჰმადიანებულ ქართველებს უწოდებდნენ „ინგილოს“, რაც თურქულად ნიშნავდა „ახალს“ – „ახლად მორჯულებულს“, იმ გაგებით რომ ქართველებს ქრისტიანული რჯული (რწმენა) დააგმობინეს და მაჰმადიანური მიაღებინეს. სახელწოდება „ინგილო“ მიღებული ჩანს ძველი თურქული იანგილი→იანგილო ფორმიდან (yangili→yangilo), ხოლო „ინგილოდან“ წარმოსდგა სახელწოდება „საინგილო“ ამგვარად კახეთის აღმოსავლეთმა ნაწილმა XVIII საუკუნეში მიიღო სახელწოდება „საინგილო“. ანუ, „ინგილო“ არა ეთნიკური, არამედ სოციალური შინარსის ცნებაა, ე. ი. „ინგილო“ როგორც ერი არ არსებობს, ინგილოები ქართველები არიან!
დღეს საინგილოს ტერიტორიაზე სხვადასხვა ეროვნების ხალხი მოსახლეობს. ქართველები, აზერბაიჯანელები, ლეკები, მუღალები, რუსები, სომხები და სხვები.
საინგილოს ქართველი მოსახლეობა დაყოფილია ორ ნაწილად: ქრისტიან ქართველებად და მაჰმადიან ქართველებად.
ქრისტიანი ინგილოები ძირითადად კახის რაიონში მოსახლეობდნენ: კახინგილოში, თოფახში, ალიბეგლოში, პატარა და დიდ ალითემურში, ქოთოქლოში, ხარაბთალაში, ყორღანში და სხვ. „მაჰმადიანი ინგილოები სამივე რაიონში ცხოვრობენ და ისინი რაოდენობით ქრისტიან ქართველებს ჭარბობენ. მათი სოფლები უმეტესად ალაზნის ვაკის სამხრეთ მხარეში მდებარეობს: ალიაბადი, მოსული, ზაგამი, თასმალო, მარსანი, ჰენგიანი, ვერხვიანი, შოთავარი, ითითალა, სოსკანი (სოსიკაანთკარი), ლალაფაშა, ქაფანქჩი, ყანდახი, ფალდარო და სხვ.“.
საყურადღებოა, ქართულად მოლაპარაკე მაჰმადიანი ინგილოები უფრო სალიტერატურო ქართულს ლაპარაკობენ, ვიდრე ქრისტიანი ინგილოები, რაც, ალბათ, იმით არის გამოწვეული, რომ მუსულმან ინგილოთა სოფლები, ქვემოთ, ალაზნის მახლობლად მდებარეობენ და საქართველოსთან, დედოფლისწყაროს რაიონის ქართველებთან უფრო მეტი ურთიერთობა – კონტაქტი აქვთ. ქრისტიან ინგილოებს შედარებით მეტად აქვთ შემორჩენილი XVII საუკუნის ქართული ენისათვის დამახასიათებელი თავისებურებები.


3. istoria

ჰერეთი უძველეს დროში ალვანეთის ფარგლებში მყოფ მის დასავლეთ პროვინციას (საერისთაოს) წარმოადგენდა და დასახლებული იყო ჰერებით – ქართველთა მონათესავე ხალხით. ჰერეთი უშუალოდ ესაზღვრებოდა ქართლის სამეფოს (კახეთის საერისთასთაოს) აღმოსავლეთიდან. კახელ და ჰერთა ტომებს შორის, ამ ორი დიდი სახელმწიფოს (ქართლი-ალბანეთი) მოსაზღვრე ზოლში, მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობა არსებობდა. ამასთან ერთად ქართული მოსახლეობის მიგრაცია თანდათანობით აღმოსავლეთით – ჰერეთისაკენ ხდებოდა. ამას შედეგან მოჰყვა ის, რომ „უძველესი დროიდანვე დასავლეთი ალვანეთის (ჰერეთის) მოსახლეობა ქართული კულტურის ორბიტაში მოექცა, ქართული ენა შეითვისა და გაქართველდა.
პირველი ათასწლეულის მეორე ნახევარში (ძვ. წ. აღ.) საქართველოს აღმოსავლეთ ტერიტორია – ჩრდილო და სამხრეთ–აღმოსავლეთი მთლიანად იბერიის (ქართლის) სამეფოს ეკავა.
იმხანად ისტორიული კამბეჩოვანი (ქიზიყი), რომელსაც უცხოელი მკვლევარები კამბისენად, იხსენიებენ, მიტაცებული იყო მეზობელ სახელმწიფოთა მიერ.
იბეერიის ანუ ქართლის სამეფო ახ. წ. I – IV საუკუნეებში სამხრეთით იერთებს არა მარტო თავისი ტერიტორიის იმ მიწა–წყალს, მეზობელ სახელმწიფოებს რომ ჰქონდათ მიტაცებული, არამედ თავის საზღვრებში – აერთიანებს იმდროინდელი სომხეთის სამეფოს მიერ დაკავებულ გელაქუნის ტბამდე (თანამედროვე სევანის ტბა) მდებარე ტერიტორიებსაც.
ამ დროისათვის საქართველოს რუკაზე უკვე ვხედავთ კახეთის, კუხეთის და ჰერეთის სახით ე.წ. ლოკალიზებულ გეოგრაფიულ ერთეულოებს. უფრო გვიან, VIII-IX საუკუნეებში აღნიშნული გეოგრაფიული ერთეულებიდან წარმოიშვა კახეთის საქორეპისკოპოსო და ჰერეთის სამეფო, რომლებიც XI საუკუნის დასაწყისში ერთიანდებიან და საქართველოს ფეოდალური მონარქიის ქვეშ ექცევიან.
შიდა კახეთის ჩრდილო–აღმოსავლეთის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი – განსაკუთრებით დიდი კავკასიის მაღალმთის ფერდობები ადრე ქართველი ტომებით ყოფილა დასახლებული, მის ჩრდილოეთით მომიჯნავე დაღესტნის ტერიტორიაზე სახლობდა მრავალ დიალექტზე მოლაპარაკე სხვადასხვა ეროვნების ხალხი. მდინარე მტკვირს აუზის გასწვრივ კარგად ცნობილი დიდი სავაჭრო გზა გადიოდა, რომელიც უძველესი დროიდანვე იზიდავდა უცხოელებსა და მახლობლად მცხოვრებ სხვადასხვა სარწმუნოებისა და ეროვნების ხალხს.
იმ დროისათვის კახეთში მკაცრი ბატონყმური ურთიერთობა არსებობდა; ხოლო მის ჩრდილოეთით ქედს გადაღმა „ლეკურ“ მთის მოსახლეობაში XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან სრულიად საწინააღმდეგო საზოგადოებრივი ურთიერთობის ფორმა წარმოიშვა ე. წ. „უბატონო თემების“ სახით.
დაღესტნის მთის მოსახლეობაში „უბატონობამ“ კახეთის (ძველი ჰერეთის) გლეხბის ყურადღება მიიქცია; გახშირდა კახელ ყმა–გლეხთა გაქცევისა და უბატონო თემებში გასავლის (თავშეფარების) შემთხვევები. გაქცეული ყმა–გლეხი „უბატონობის“ მიზნით „გალეკებასაც“ კი აღარ ერიდებოდა.
„ტენდენცია გლეხთა მიერ ლეკებისათვის „პირის მიცემისა“ XVIII საუკუნი პირველ მეოთხედის დასასრულამდე მაინც შემორჩა, რის შემდეგ მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა. მოსული ლეკის წინააღმდეგ გაერთიანდა გლეხი და თავადი, რადგან „ლეკიანობა“ მათ ერთნაირად ანადგურებდა“.

kaxeTi da saingilo XVIII saukuneSi

როგორც ირკვევა, ასეთი „გაერთიანება“ უკვე დაგვიანებული აღმოჩნდა, ვინაიდან გარეშე და შინაური მტრები იმდენად მომძლავრდნენ, რომ საქართველო თანდათანობით მათ გარემოცვაში მოექცა და მოზღვავებულ თავდასხმებს ვეღარ უმკლავდებოდა.
საინგილოს ადგილობრივი მოსახლეობის მასობრივი განადგურება და მათი აყრა აწიოკება მონღოლ–თათრების შემოსევის დროიდან იწყება, მაშინ როდესაც “XIII საუკუნეში აღმოსავლეთის კულტურული მსოფლიო დიდი ისტორიული განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა“. იმ დროიდან მოყოლებული საქართველოს მტრები ისწრაფვიან მოსპონ ქართველი ერი, მისი სარწმუნოება და თვითმყოფი კულტურა. უცხოელი დამპყრობლები „არღვევდნენ სასახლეებს, ციხეებს, ეკლესია–მონასტრებს, სწვავდნენ სოფლებს და ყოველგვარ სამეურნეო შენებულებას... ნანგრევებად იქცა ქალაქები, სასახლეები, ფერფლად იქცა სოფლები, მშვიდობიან ქვეყანაზე საშინელმა გრიგალმა გადაიარა. დაიცალა და დაყრუვდა აყვავებული მხარე (კახეთი), დიდი ხნით თითქმის შეწყდა აქ სიცოცხლის მაჯისცემა, ტყე და ნადირი დაეუფლა ადამიანის ნასადგომევს“.
საინგილოს მკვიდრთა ამოჟლეტაში, მათი სოფლებისა და საცხოვრებელი ადგილების აოხრებაში დიდი როლი შეასრულა „ლეკიანობამ“.
ამ დროისათვის ლეკების მიერ პირველად იქნა დაკავებული მთლიანად მდინარე კატეხის ხეობა; უპატრონოდ მიტოვებულ, გაძევებულ და ამოჟლეტილ ქართველთა ადგილ–მამულებს, საცხოვრებლებს და ეკლესიებს ლეკები დაეპატრონენ და შიგ ჩასახლდნენ. ამ ადგილებში „ლეკური“ მოსახლეობა თანდათანობით ფეხს იკიდებს და“... მოახალშენეები საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ და გაფორმდნენ დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულებად ჭარ–ბელაქნისა და ელისუს სასულთნოს სახით და შემდგომ XVIII საუკუნეში მთელ მანძილზე ლეკთა ჩამოსახლების პროცესი საქართველოსათვის მეტად სწრაფი და მეტად მტკივნეული აღმოჩნდა“.
ამრიგად XVIII საუკუნის პირველ ნახევარში ეს „ლეკური“ პოლიტიკური ერთეული საქართველოს საზღვრებიდან გაიმიჯნა.
საინგილოს ტყეებსა და ზოგიერთ მიუვალ ადგილებში დღემდე შემორჩენილია აწ განაშენებული ქართული ნამოსახლარი ადგილები, ნარ–ეკლებში გახვეული – საცხოვრებელ და სამეურნეო ნაგებობათა ნაშთები; ნაწისქვილარები, ღია ცის ქვეშ მოწყობილი მარნის ნაშთბი, ქვევრები, ბუხრები, ქვატახტები, ეკლესიების ნანგრევები, რაც ადგილობრივი ქრისტიანული მოსახლეობის ფართო გავრცელებაზე მეტყველებს.
საუკუნეების მანძილზე მომდინარეობდა საინგილოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველთა გამაჰმადიანება, რის შედეგადაც ზოგიერთ პროვინციაში მათი სრული ასიმილაციაც კი მოხდა. აღნიშნული პროცესი XIX საუკუნის პირველ ნახევრამდე გრძლდებოდა, შემდეგ კი შესუსტდა.
ქართულმა ხუროთმოღვრულმა ძეგლებმა თუ სულ არა, ნაწილობრივ მაინც გაუძლეს ნგრევასა და მოსპობას, ყოველ შემთხვევაში, იმ სახით მოაღწიეს ჩვენამდე, რომ გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნიან იმდროინდელ ქართულ ხუროთმოძღვრებაზე.
ცნობილია, რომ XI საუკუნის მიწურულში თურქეთის შემოსევებმა საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების პროცესი ერთგვარად შეაფერხა, მისი გაერთიანებისა და აყვავების ხანა მხოლოდ დავით აღმაშენებლის გამეფების დროიდან (1089 წ) იწყება.
დავით აღმაშენებელმა კახეთ–ჰერეთის სამეფო შემოიერთა 1103 წელს. საქართველოს გაძლიერება და მისი საზღვრების გაფართოება დავით აღმაშენებლის შემდეგ პერიოდშიც გრძელდებოდა მის მემკვიდრეთა მეფობის ხანაში, განსაკუთრებით თამარის დროს (1184–1213). ამრიგად, XIII საუკუნის დასაწყისში გაერთიენებული საქართველოს რუკაზე ვხედავთ შიდა და სასაზღვრო ზოლში არსებულ მსხვილ საერისთავოებად დაყოფილ მხარეებს; ერთ–ერთ ასეთ ისტორიულ სანაპირო საერისთაოს (მხარეს) წარმოადგენდა ჰერეთი.
XIV საუკუნის დამლევსა და XV საუკუნის დამდეგს თემურ ლენგის შემოსევებმა კიდევ უფრო დააქვეითა საქართველოს მეურნეობა და მკაცრად შეაფერხა მისი საზოგადოებრივი განვითარების პირობები.
XV საუკუნის მეორე ნახევრიდან შეიქმნა კახეთის სამეფო, რომლის საზღვრებშიც მოექცა ჰერეთის მიწა–წყალი. ჰერეთის ტერიტორია XVI საუკუნის პირველ ნახევარშიც საქართველოს ისტორიულ რუკაზე კახეთის სამეფოს გეოგრაფიულ საზღვრებში ვხედავთ.
კახეთის სამეფოს ჩამოყალიბების პერიოდში (XV საუკუნის 60–იანი წლები) ძლიერდება საქართველოს მოსაზღვრე ორი მტრული სახელმწიფო ირანი და ოსმალეთი, რომელთა აგრესიულ გეგმებში მთავარი ადგილი საქართველოს დაპყრობას, ქრისტიანული მოსახლეობის სრულ მოსპობას ეკავა; სამთავროებად დაქუცმაცებულმა საქართველომ მათთან გამუდმებულ ბრძოლებში დაკარგა თავისი მიწა–წყლის მნიშვნელოვანი ნაწილი.
ამ პერიოდში ირანი და ოსმალეთი ერთმანეთს ეცილებიან ჩრდილო კავკასიისა და აღმოსავლეთით მოსაზღვრე მაჰმადიანურ ქვეყნებზე ზეგავლენის მოსაპოვებლად. „კახეთისათვის მაშინ იმდენად პირადად თვით ოსმალეთიც არ იყო შემაწუხებელი, რამდენადაც ჩრდილოეთით მოსახლე დაღსეტნელი მთიულები, მეტადრე შამხალის ქვეშევრდომნი:
ისინი ქურდულად, ღამღამობით დაეცემოდნენ ხოლმე კახეთს და ვისაც მოახელებდნენ, თან მიჰყავდათ, ტყვედ. შემდეგ დატყვევებულებს ძალას ატანდნენ, რომ ქრისტიანობა უარეყოთ და გამაჰმადიანებულიყვნენ“. გამუდმებული თავდასხმების გამო მკვიდრი მოსახლეობის ნაწილი ამოწყდა, ნაწილიც გადაიხვეწა; ასეთ ვითარებაში კახეთის სამეფოს ჩრდილო–აღმოსავლეთი რაიონები (ელისუს) სამოურავო დაღესტნელმა ფეოდალებმა დაიპყრეს.
ჰერეთი, როგორც უძველესი გეოგრაფიული სახელი საქართველოს ისტორიულ რუკაზე კახეთის სამეფოს წარმოშობის დღიდან (XV ს.) აღარ იხსენიება. იგი მივიწყებას ეძლევა ქართლ–კახეთის სამეფოს ჩამოყალიბების პერიოდიდან (XVIII ს. მეორე ნახევრიდან) მას შემდეგ, რაც მისი ჩრდილო–აღმოსავლეთი ნაწილი ლეკებმა დაიპყრეს.
ლეკთა მიერ კახეთის სამეფოსაგან მოწყვეტილ ტერიტორიაზე ორი პოლიტიკური ერთეული შეიქმნა: ჭარ–ბელაქნის ლეკთა „უბატონო თემების“ სამფლობელო და ელისუს სასულთნო. „ამრიგად, როგორც ვხედავთ, ასწლოვანი სასტიკი და თავგამოდებული ბრძოლის შემდეგ, საქართველო იძულებული შეიქმნა თავისი მიწა–წყლის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ლეკებისათვის დაეთმო“.
ქართლ–კახეთის ერთ სამეფოდ გაერთიანება და მეზობელი სახანოების დამორჩილება მიზნად ისახავდა „გაერთიანებული საქართველოს“ ტერიტორიების თავის უფლებებში აღდგენას. ეს იყო საქართველოს დაქუცმაცებული ტერიტორიების „გაერთიანების პოლიტიკა“. მტრულად განწყობილი მაჰმადიანური სახელმწიფოების გარემოცვიდან თავის დაღწევისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის საჭირო იყო ახალი გზის გამონახვა“. ეს ახალი გზა საქართველოს პოლიტიკურ მესვეურებს რუსეთთან კავშირში ეხატებოდათ“.
ქართლ–კახეთისა და რუსეთის სამეფოების საერთო ინტერესებს შედეგად ის მიჰყვა, რომ 1783 წლის 24 ივლისს ქ. გიორგიევსკში რუსეთსა და საქართველოს შორის მეგობრობის ხელშეკრულება (ტრაქტატი) დაიდო, რომლის საფუძველზე საგარეო საქმეების მოწესრიგებას რუსეთი კისრულობდა ყოველგვარ შინაურ საქმეებში ჩაურევლად. რუსეთის სამეფო დაპირებას იძლეოდა, რომ საქართველოს დაეხმარებოდა მტრისაგან მიტაცებული ტერიტორიის დაბრუნებაში. აღსანიშნავია, რომ ტრაქტატში საინგილო („კაკი“) ქართლ–კახეთის სამეფოს შემადგენლობაშია მოხსენიებული.
აღნიშნულ პერიოდში ისტორიული ჰერეთი, როგორც ქართლ–კახეთის სამეფოში შემავალი გეოგრაფიული ერთეული, სრულიად გაქრა და ნაცვლად ამისა წერილობით წყაროებში გაჩნდა სახელწოდება „ჭარ–ბელაქანი“, რომელიც დღეს საინგილოს სახელწოდებითაა ცნობილი.
რუსეთთან შეერთების დღიდან დაქუცმაცებული საქართველოს ტერიტორიები თანდათანობით იწყებს მეფის რუსეთის თვითმპყრობელური მმართველობის ქვეშ ერთ გეოგრაფიულ ერთეულად გაერთიანებას.
მიუხედავად ამისა, ყოფილი ჰერეთის ტერიტორიაზე და უფრო შორსაც, ქართლ–კახეთის სიღრმეში, ლეკების მძარცველური თავდასხმები არამცთუ შემცირდა, არამედ გახშირდა კიდეც და უფრო ტრაგიკული გახდა. ასეთი ვითარების გამო რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებს – ციციანოვს, პასკევიჩს და სხვებს არა ერთი და ორი ბრძოლა მოუხდათ, როგორც ჭარ–ბელაქნელებთან, ისე ყაჩაღურ თავდამსხმელთა წამქეზებლებთან (1830წ).
1860 წელს კახეთის ჩრდილო–აღმოსავლეთი მხარე (საინგილო) ბელაქნის, ზაქათალის და კახის რაიონების ტერიტორიები რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციული დაყოფის მიხედვით გაერთიანებული იყო ზაქათალის ოლქში.
XIX საუკუნის დასასრულს და XX საუკუნის დასაწყისში, საინგილოს საზღვრის ხაზი ქ. ნუხამდე აღწევდა (სურ. 2).
საინგილოს შემოერთების შემდეგ ინგილოთა მდგომარეობა ნაწილობრივ შემსუბუქდა. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ საინგილოს ყველა ქართველი XIX საუკუნის დასაწყისისათვის, ირანის, თურქეთისა და ლეკ ხელისუფალთა ხანგრძლივი ბატონობის შედეგად გამაჰმადიანებული იყო. მათი უმრავლესობა სხვათა დასანახავად ლოცულობდა მაჰმადს, ფარულად კი ქრისტიანულ ადათ–წესებს მისდევდა და ქრისტიანობის აღდგენაზე ოცნებობდა, რადგან იმდროინდელი გაგებით ქრისტიანობის დაკარგვასთან ერთად ქართველობასაც ჰკარგავდნენ. საინგილოს ქართველებს ქრისტიანობის აღდგენის მომენტი რუსეთთან შეერთების შედეგად დაუდგათ; 1850 წელს 8 ინგილო, ივანბაბა ბულუღაშვილის ხელმძღვანელობით ფეხით ჩამოვიდა თბილისში და „წარუდგნენ მეფისნაცვალ ვორონცოვს, რომელმაც ისინი პირადად მონათლა სიონის ტაძარში. ამის შემდეგ ვორონცოვი თვითონ ჩავიდა საინგილოში. ამით წახალისებული საინგილოს ადგილობრივი ადმინისტრაციაც ხელს უწყობდა ქრისტიანობის აღდგენის საქმეს. 1851 წელს კაკში მღვდელიც დაინიშნა“.
ამას შედეგად ის მოჰყვა, რომ საინგილოს ქართული სოფლების მცხოვრებთა უმრავლესობამ რამდენიმე წელში ქრისტიანობა აღიდგინეა, რისთვისაც რუსეთის მთავრობამ ისინი ლეკთა ყმობისა და სახელმწიფო გადასახადებიდან გაანთავისუფლა.
1850–იანი წლებიდან დაიწყო ძველი ქრისტიანული ძეგლების აღდგენა და ახალი ეკლესიების აშენება (კაკში, ალიბეგლოში, ყორაღაში, მეშაბაშში, ქურმუხში, ჰენგიაში, ძაგამსა და თასმალოში), ამავე დროს გაიხსნა ქართული დაწყებითი სკოლები კაკში, ალიბეგლოსა და ყორაღაში. ინგილოები უფრო მჭიდროდ დაუკავშირდნენ საქართველოს.
საინგილოში ქრისტიანობის მფარველობითა და მუსულმანობის შევიწროებით მეფის რუსეთის მთავრობა საკუთარ მიზნებს ახორციელებდა. მართალია, ასეთმა პოლიტიკამ ქრისტიანი ინგილოების მდგომარეობა საგრძნობლად გააუმჯობესა, მაგრამ სამაგიეროდ საინგილოში მცხოვრებ მუსულმანებსა და ქრისტიანებს შორის შუღლი დიდად გაამწვავა. რუსეთის იმპერიის მესვეურებმა ასეთი პოლიტიკით საკუთარი საქმეები მოაგვარეს. კავკასიის მთლიანად დაპყრობის შემდეგ (1864 წ. მაისი) რუსეთს ამ მხარის მაჰმადიანური ქვეყნების დაკარგვისა აღარ ეშინოდა, რის გამოც მეფის რუსეთმა XIX საუკუნის 60–იანი წლებიდან საინგილოს ქრისტიანობის მფარველობაზე ხელი აიღო, ხოლო მუსულმანობას პრივილეგიებიც კი მიანიჭა. ამ დროიდან მოყოლებული რეაქციული მოლების წყალობით, საინგილოში ქართველების, ქართული ენისა და კულტურის მდგომარეობა უაღრესად მძიმე პირობებში მოექცა. კვლავ დაიწყო ინგილოების შევიწროება და გამაჰმადიანება, ქართული ენის დაკარგვა. „ ...მოლების ჩაგონებით, 1863–1864 წლებში უარყვეს ქრისტიანობა შემდეგმა სოფლებმა: სოსკანმა (სოსიკაანთ–კარი), ლალაფაშამ, თასმალომ, ძაგამმა, ვერხვიანმა, ალიაბადმა, ჰენგიანმა, მოსულმა, ბელაქანმა და მრავალმა სხვათა“. ზემოხსენებულ სოფლებში დღესაც მაჰმადიანი ინგილოები ცხოვრობენ, ზოგიერთ სოფელში ქართული ენა მთლიანად დავიწყებულია (სოსკანი, ლალაფაშა, ფალდარო, ყანდახი, ვერხვიანი, გოგამი, ბელექანი და სხვა), ზოგში ქართული მარტოღა მოხუცებმა იციან (ჰენგიანი, ქაფანახჩი). არის სოფლები, სადაც ქართული მხოლოდ ბავშვებმა არ იციან (ძაგამი, თასმალო). დანარჩენ სოფლებში კი დღესაც ქართულად ლაპარაკობენ (ალიაბადი, მოსული და ითითალა).
ინგილო გლეხისათვის აუტანელი იყო იმ ლეკების ბატონობა, რომლებიც დაღესტნიდან იყვნენ ჩამოსახლებულები მეგობრობისა და ყმობის პირობით. ისინი ბოლოს მუხანათურად მოიქცნენ, ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობა – ქართველები დაიმორჩილეს და ყმებად გაიხადეს. ყმა ინგილო (ასევე მუღალი) მებატონე ლეკისათვის იხდიდა დიდძალ გადასახადს, რომელსაც „ქეშქელი“ ეწოდებოდა.
XX საუკუნის დასაწყისიდან ისტორიულ–პოლიტიკური ვითარება მკვეთრად იცვლება. ეს გამოწვეული იყო ცარიზმის წინააღმდეგ წამოწყებული რევოლუციური მოძრაობით. მისი ჩახშობის მიზნით მეფის რუსეთი იმპერიის სამხრეთ განაპირა რაიონებში (კავკასიის ხალხებში) ეროვნულ შუღლსა და მტრობას აღვივებდა. განსაკუთრებით მძიმე იყო საინგილოს ქართველი მოსახლეობის ხვედრი აზერბაიჯანში მუსავატური მთავრობისა და საქართველოში მენშევიკური მთავრობის პერიოდში. მუსლიმანური ფანტაზიით შეპყრობილი მუსავატური პარტია ქრისტიანული მოსახლეობის მიმართ განსაკუთრებით მტრულად იყო განწყობილი.
1921 წელს საქართველოში შემოიჭრა წითელი არმია და დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება.
1921 წლის 5 ივლისს სტალინმა და ორჯონიკიძემ აზერბაიჯანს გადასცეს ზაქათალას ოლქი (ისტორიული საინგილო). საინგილო, საქართველოს გეოგრაფიული ერთეული, აზერბაიჯანის საზღვრებში მოექცა.
სამწუხაროა, რომ საქართველოში დღესაც ქართველთა ერთი ნაწილი საინგილოს არ იცნობს; არ იცის ინგილოთა წარსული და ახლანდელი ცხოვრების პირობები. ზოგიერთი მათგანი მაჰმადიან ინგილოებს „თათრებს“ უწოდებს, რაც ინგილოთა სამართლიან გულისწყრომას იწვევს. ასევე სამწუხაროა ის ფაქტი, რომ საინგილოში ზოგიერთი ქრისტიანი ინგილო მაჰმადიან ინგილოებს „თათრებს“ უწოდებს, რაც ალბათ, დაუფიქრებლობით მოსდით. ამით ისინი ქრისტიან და მაჰმადიან ინგილოთა კეთილ დამოკიდებულებას ზიანს აყენებენ. საინგილოს ქართველთა გამაჰმადიანება მათი სურვილის წინააღმდეგ მოხდა, იძულებითი რელიგიის გამოცვლით და ენის დავიწყებითაც კი ეროვნება არ იცვლება. ასე რომ თუნდაც საინგილოში ქართველთა ერთი ნაწილი მაჰმადიანია, ისინი მაინც ქართველებს წარმოადგენენ (გავიხსენოთ ფერეიდნელი ქართველთა მაგალითი), თუკი მათ თავიანთ შეგნებაში ქართველობა არ უარუყვიათ და თვითონ არ სურთ ეროვნების ან გვარის შეცვლა, რაც სათანადო ინსტანციებში ფორმდება. მაჰმადიან ინგილოებს ამჟამად გვარიც მაჰმადიანური აქვთ. ზოგმა ინგილომ 1950–60–იან წლებში თავიანთი ქართული გვარები და ეროვნება „ქართველი“ აღიდგინა.


4. arqiteqturuli Zeglebi

ცნობილია, რომ კახეთი და ჰერეთი ძველ საქართველის ერთ მთლიან მხარეს წარმოადგენდა. ამიტომ იყო, რომ "ზოგჯერ ჰერეთი თითქმის მთელ კახეთს ეწოდებოდა, ხშირად კახეთი ჰერეთსაც შეიცავდა" ეს გარემოება კულტურის სფეროშიც აისახა; განსაკუთრებით იგი შეეტყო ქრისტიანულ ხუროთმოძღვრებას, რის გამოც საინგილოს და კახეთის ქრისტიანული ძეგლები ერთმანეთისადმი აშკარა მსგავსებას იჩენენ.
საინგილოს და კახეთის ქრისტიანული მონუმენტური ძეგლების მსგავსება, უპირველეს ყოვლისა, გეგმების გადაწყვეტაში და მოცულობითი აღნაგობაში შეინიშნება, ასევე მათ შორის იდენტურობა, ადგილობრივი საშენი მასალებისა და მათი შესატყვისი სამშენებლო ტექნიკის ერთგვაროვნებით იხსნება. საინგილოს ტერიტორიაზე ძირითად საშენ მასალად გამოყენებულია "სიპი" ქვები. ადგილობრივი საშენი ქვის სხვა სახე აქ ძნელად იძებნება, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ნაწილობრივ "შირიმის“ ქვებს (მას აქ შირიმდაშს ეძახიან) შირიმის ქვა კარგად ითლება, მაგრამ მისგან სუფთა ზედაპირის მიღება ძალიან ძნელია და თანაც დროთა ვითარებაში იფიტება. ამ ფაქტორებმა თავისებური გავლენა იქონია ძეგლების არქიტექრურაზე. რიყის ქვებისაგან აგებული ძეგლების არქიტეტურას ჩამოსცილდა ქვის მხატვრული დამუშავების ხელოვნება, რის გამოც საინგილოს მონუმენტურ არქიტექტურაში ორნამენტს იშვიათად ვხვდებით.
საინგილოს ძეგლებისთვის დამახასიათებელი ზემოხსენებული სფეციფილური თვისებები კახეთის ძეგლებისთვისაც ტიპურია, რის გამოც ისინი ეროვნული არქიტექტურის ჩარჩოში ექცევიან; კახეთის ძეგლებისთვისაც ძირითად ადგილობრივ საშენ მასალას უბრალო რიყის ქვა წარმოადგენდა, ამის გამოა, რომ სამშენებლო წარწერები კახეთ–ჰერეთის თითქმის არცერთ ძეგლს არ გააჩნია.
გარდა რიყის ქვისაგან აგებული ძეგლებისა, საინგილოში ადრე ფეოდალური ხანიდან მოყოლებული ვხვდებით ისეთ მონუმენტურ ძეგლებს, რომლებშიაც მხოლოდ ნაწილობრივ კარგად გამომწვარი აგურია გამოყენებული. გვიანი პერიოდის ზოგიერთი მონუმენტური ძეგლი კი ხშირად მთლიანად აგურისგანაა აგებული.
თაღოვან–გუმბათოვანი მონუმენტრი არქიტექტურის გავრცელებამ საინგილოს ტერიტორიაზე იმთავითვე დააყენა საკითხი ახალი სამშენებლო მასალის გამოძებნის შესახებ. ასეთი მასალა საინგილოში შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ აგური, ვინაიდან მის დასამზადებლად საჭირო თიხებით მდიარი იყო საინგილოს ტერირორია. ეს იმითაც დასტურდება, რომ აქ უძველესი დროიდან იცნობდნენ კერამიკულ წარმოებას, როგორც ჰერული კულტურის ერთ–ერთ დაწინაურებულ დარგს.
დღემდე მოღწეული ძეგლების ნაშთების მიხედვით ირკვევა, რომ ძველი საინგილოს ტერიტორიაზე ძელთგანვე გავრცელებული ყოფილა, როგორც ბაზილიკური, ისე ცენტრალურ გუმბათოვან ნაგებობათა ტიპური სახები.
ბაზილიკური ტიპის ძეგლები თავის მხრივ ორი სახისა გვხვდება: მცირე მოცულობის ეკლესიების (საყდრებისა) და დიდი მოცულობის ტაძრების სახით, ცენტრალურ გუმბათოვანი მონუმენტური ტაძრებიც გვხვდება, როგორც მცირე, ისე დიდი მოცულობისა.
საინგილოს ქრისტიანული ძეგლები ქარცეცხლიან ეპოქებში შეიუმუსრავთ, დროთა მსვლელობაში ქრისტიანობის აღდგენასთან ერთად ზოგიერთი მათგანი განუახლებიათ კიდეც, მაგრამ მცირე მოცულობის საყდარ–ეკლესიების უმეტესი ნაწილს ქრისტიანული ქართული მოსახლეობის მოსპობის შემდეგ არ ღირსებია განახლება. ეს მცირე ეკლესია–ტაძრები საუკუნეთა სიღრმეში ისე ჩაძირულან, რომ დღეს მათი ნაშთების მიკვლევაც კი ძნელდება. იმ დროინდელ ნანგრევებად ქცეული ძეგლებიდან ზოგიერთის ნაშთები დღესაც მრავალი იძებნება–ფიფინეთის, მუხახაი, კატეხის წყლისა და გიშის წყლის ხეობათა მიდამოებში.
საინგილოს ძეგლებიდან აღსანიშნავია ქრისტიანული არქიტექტურის ისეთი ნაგებობები, როგორიცაა: ლექართის, ყუმის, ქურმუხის, გიშის, პატარა ალავერდის, კასრის, მადლის, ზაგემის ანუ ბახთალის, ძელი ცხოველისა და სხვ. ტაძრები და საყდარ–ეკლესიები.

alibeglos nino wmindis saydari giSis saydari qurmuxis wm. giorgi

საინგილოს ტერიტორიაზე სხვა ძეგლთა შორის ყურადღებას იქცევს საფორტიფიკაციო ნაგებობათა დღემდე გადარჩენილი ნაშთები, როგორც მთის, ისე ბარის ზონაში. აღნიშნული თავდაცვითი ნაგებობები ძირითადად გვხვდება შემდეგი სახის: გალავანი ანუ კედელი, სათვალთვალო და საბრძოლო კოშკები, ციხე–სიმაგრეები და სხვ.
გალავანი ანუ კედელი უფრო მეტად გვხვდება ბარის ზონაში, სათვალთვალო და საბრძოლო კოშკები კი გავრცელებულია ბარისა და მთის ზონაში, ხოლო ციხე–სიმაგრეები კი მეტწილად მთა ადგილებშია განლაგებული. "ციხეები, სხვა სიმაგრეებისგან განსხვავებით, აუცილებლად სტრატეგიულად გამაგრებულ ადგილზე უნდა მდგარიყო. მათ უნდა დაეკეტათ საზღვრებზე გადმოსასვლელები, შიგნით კი– გზაჯვარედინები და სხვ".
საინგილოს ტერიტორიაზე საფორტიფიკაციო ნაგებობათა სიმრავლე მკვიდრი მოსახლეობის მაღალ ბრძოლის უნარიანობაზე მეტყველებს.
საინგილოს საფორტიფიკაციო ნაგებობათა ზოგადმა შესწავლამ გვიჩვენა, რომ მათი წარმოშობა და ტიპობრივი სახეების ჩამოყალიბება დასახლების ფორმების შესაბამისადაა განვითარებული, სადაც მთავარ როლს სტრატეგიული ფაქტორები ასრულებდა.
გალავნის ტიპის ნაგებობებიდან აღსანიშნავია "კავკასიის დიდი გალავანი".
აქ თითქმის უმეტესი ნაწილი ციხე–კოშკებისა თამარ მეფის სახელთანაა დაკავშირებული. ხალხური გადმოცემით, ამ ციხეების უმრავლესობას თამარის ციხეს ანუ ფერი–ყალას ეძახიან.
თამარ მეფის ციხეების გარდა ცნობილია "ქურმუხის ციხე", სოფ. თეთრიწყაროს (ახჩაის) ახლოს, "მეწმეს ციხე" მაწიმის წყლის წყლის ახლოს, "ჩინარლუს ციხე–კოშკი" სოფ. ჩინართან და მრავალი სხვ.
თამარ მეფის სახელის მატარებელ საინგილოს ციხე–კოშკებიდან განიხილება მხოლოდ ბელაქნის რაიონში არსებულ "თამარის ციხეს" ანუ "ფერი–ყალას" და "ჩინარლუს ციხე–კოშკს". საფორტიფიკაციო ნაგებობათა ტიპების განხილვა განპირობებულია მათი უშუალო გენეტიკური კავშირით ხალხური ხუროთმოძღვრების ძეგლების სამშენებლო ტექნიკასა და დასახლების უძველესი ფორმების განვითარებასთან.



5. gamoyenebuli masalebi da bibliografia

1. ილია ადამია - „ქართული ხალხური ხუროთმოძღვრება. საინგილო“; 1979 წ;
2. გიორგი ჩაგანაშვილი - "საინგილო (გეოგრაფიულ-ისტორიული ნარკვევი)", მეცნიერება, თბილისი, 1970 w.





megobari saitebi

   

23.09.2014