kvavlo (nasoflari)
gviand. Sua saukuneebi
1. nasoflaris kuTvnili Zeglebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva, legendebi da zepirsityvieri gadmocemebi
6. arqiteqturuli aRwera
7. Zeglis daqvemdebareba da statusi
8. gamoyenebuli masalebi da bibliografia
9. marSruti
10. bmulebi
1. nasoflaris kuTvnili Zeglebi
I კოშკი
II
საქვაბე
III
ციხე–სახლი
IV
სალოცავები
ა) სადროშაე
ბ) სატაბლეო
გ) ღვთისმშობელი
დ) კარატის ჯვარი
ე) ხახმატის ჯვარი
ვ) კარუკუღმართი
ზ) საგანძური
2. mniSvnelovani da saintereso informacia
არ მოგვეპოვება
3. adgilmdebareoba
კვავლოს ნასოფლარი მდებარეობს საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ მხარე თუშეთში, ისტორიულ სამციხის (პირიქითა) თემში, სოფელ ომალოდან 7–8 კილომეტრში, მდინარე პირიქითა ალაზნის მარცხენა ნაპირზე, მდინარის ნაპირიდან მაღლა მთაზე დაახლოებით 500 მეტრში.
4. ruka
5. istoriuli mimoxilva, legendebi da zepirsityvieri gadmocemebi
XIX საუკუნის ბოლოს სოფელში ცხოვრობდა 36 კომლი, XX საუკუნის 20–იან წლებში ჯერ კიდევ ცხოვრობდა 27 კომლი (მოსახლეობის რაოდენობა 43). სოფელში შემდეგი გვარები ცხოვრობდნენ – თილიძე, გაწირიძე, მიშიძე. მოგვიანებით საბჭოთა პერიოდში სოფელი ნელ–ნელა სულ დაცარიელდა. როგორც სხვა სოფლის მაცხოვრებლები, კვავლოელების ნაწილიც კახეთში გადასახლდა.
6. arqiteqturuli aRwera
I. კოშკი მდებარეობს სოფლის განაპირას, ჩრდილოეთით, კლდეზე. კოშკი ხუთსართულიანია, ზემოთკენ შევიწროვებული. ნაშენია ფიქლით, წყობა მშრალია. შენობა დაზიანებულია: ჩამოშლილია II, III და IV სართულების გადახურვა. შესასვლელი I სართულზეა (5.8x5.8 მ) სამხრეთიდან. კარი თაღოვანია. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში თითო სათოფურია. სართული გადახურულია შეკრული კამარით, რომელშიც მოწყობილია II სართულზე ასაძრომი ხვრელი. II სართულის სამხრეთ კედლის შუაში განიერი და მაღალი სარკმელია გაჭრილი. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლების ჩრდილო კიდესთან თითო სათოფურია. ორი სათოფურია ჩრდილო კედლის დასავლეთ ნაწილში. III სართულის სამხრეთ კედელში მცირე ზომის თაღოვანი სარკმელია, აღმოსავლეთ და ჩრდილო კედლებში – თითო სათოფური. კოშკის IV სართულის არქიტექტურული გადაწყვეტა მესამის ანალოგიურია. V სართულის ოთხივე კედელში თითო მაღალი შეისრულთაღოვანი სარკმელია, რომელთა ქვედა ნახევარი, გარედან, ფიქლის კრონშტეინებზე დაყრდნობილი სწორკუთხა მაშიკულია მიდგმული. სართული გადახურულია შეკრული კამარით. II, III და IV სართულების გადახურვა ხის კოჭებზე ყოფილა გამართული (შემორჩენილია ხის საყრდენი ბუდეები). გარედან კოშკის პირას მიდისებრი საფეხუროვანი სახურავი ხურავს.
II. საქვაბე დგას შუა შოფელში. შენობა გეგმით ოთხკუთხაა, ნაგებია ფიქლით, მშრალად. შესასვლელი მთავარი ფასადის მხრიდან (სამხრეთიდან) აქვს. შიგნით სამხრეთ–დასავლეთ კუთხეში მოწყობილია კერა. კერაში ჩადგმულია ლუდის მოსახარში, 900 ლიტრის ტევადობის სპილენძის ქვაბი, რომელიც კედლებზე გადებულ მორზე ჯაჭვით იყო ჩამოკიდებული. ინტერიერის ვენტილაციის მიზნით, აღმოსავლეთ კედლის ზედა ნახევარი, მთელ სიგრძეზე, გახსნილია. კედელთან, მოხარშული ლუდის (დარკოს) ჩასაწურად, დადგმული იყო მთლიანი ხისგან გამოთლილი ნავი. დასავლეთ კედელში მოწყობილია მცირე ზომის თახჩა. სახურავი ფიქლისაა – ცალკალთა. დაქანებულია აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. სახურავი ეყრდნობა ხის ორ დიდ ბოძს.
III. ციხე–სახლი დგას ნასოფლარში. ნაგებია ფიქლით. წყობა მშრალია. ციხე–სახლი ოთხსართულიანია. I სართული (ფართ. 20 კვ. მ.) საქონლის სადგომია. შესასვლელი ჩრდილო–აღმოსავლეთიდან აქვს. კარი ორფრთიანია, ურდულიანი. სამხრეთ–აღმოსავლეთ კედელში ერთი სარკმელია. იატაკზე ფიქალია მოგებული. ჭერში მოწყობილია II სართულზე ასასვლელი ხვრელი. II სართულზე საცხოვრებელი (ფართ. 20 კვ. მ.) და ერთი დამხმარე სათავსია (ფართ. 12 კვ. მ.). საცხოვრებელში შესვლა შეიძლება დამხმარე სათავსის სამხრეთ აღმოსავლეთ კედელში გაჭრილი კარით. საცხოვრებლის სამხრეთ-დასავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ კედლებში თითო ნიშია, სამხრეთ–აღმოსავლეთ კედელში – ორი სარკმელი. იატაკი ამ სართულზე დატკეპნილი მიწისაა. III სართულზეც ორი სხვადასხვა ფართობის სათავსია. სათავსებს გარედან ცალ–ცალკე შესასვლელები აქვთ. დიდი სათავსის (ფართ. 20 კვ. მ.) კარი სამხრეთ–დასავლეთ კედელშია გაჭრილი. სამხრეთ–აღმოსავლეთ კედელში ორი სარკმელია. პატარა სათავსის (ფართ. 12 კვ. მ.) კარი ჩრდილო–დასავლეთითაა. ჩრდილო–აღმოსავლეთ კედელში ერთი სარკმელია, სამხრეთ–დასავლეთისაში – ბუხარი, ჭერში – IV სართულზე ასასვლელი ხვრელი. IV სართულზეც ორი სათავსია, რომლეთაგან მხოლოდ ერთს იყენებდნენ. ამ სათავსის სამხრეთ–აღმოსავლეთ კედელში განიერი ღიობია, ჩრდილო–აღმოსავლეთით – სარკმელი და სათოფური, ჩრდილო–დასავლეთ კედელში – ერთი სარკმელი და ორი სათოფური, სამხრეთ–დასავლეთისაში – ერთი სათოფური. იატაკი დატკეპნილი მიწისაა. შენობას ფიქლის ორფერდა სახურავი აქვს.
7. Zeglis daqvemdebareba da statusi:
კვავლო თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე მდებარეობს და იგი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაქვემდებარებაშია.
8. gamoyenebuli masalebi
1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, 2ტ, 2008წ.
2. გიორგი ბოჭორიძე – “თუშეთი”, 1993წ.
3. სერგი მაკალათია – “თუშეთი”, 1983წ.
9. marSruti
დადგინდება;
10. bmulebi
არ მოგვეპოვება.
|