sufizmi

1 2 3

მამაკაცი შეიძლება დაბრუნდეს რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ იმის სათქმელად, რომ მას ესმის. ეს იმისი ნიშანი იქნება, რომ მაძიებელმა გამოიკვლია აქაიქ და მიიღო სხვადასხვაგვარი განმარტებანი მიურიდებისგან, და შეიხი მიხვდება, რომ ნდობის ელემენტმა მიაღებინა მას ამგვარი გადაწყვეტილება და რომ ამ კაცის დრო ჯერ არ მოსულა. იგი შემდგომ გამოცდას უტარებს კაცს და ეუბენბა: "კარგი, თუკი გადაწყვეტილი გაქვს ამაღამ შენი ცოლის ჩემთან დატოვება, მან მთელი ღამე უნდა გაატაროს ჩემტან პირად საუბარში".
ეს მოთხოვნა პირველზე უფრო მძიმეა და ალბათ მაძიებელი ზრდილობიანად ეტყვის: "სახლში სტუმრები გვყავს და ჩემი ცოლიშინ უნდა იყოს თავისი მოვალეობის შესასრულებლად". შეიხს ეცოდინება,რომ კაცს სტუმრები არ ჰყავს, მაგარმ ეს ამბავი იმისთვის მოიგონა, რომ არ შეეძლო არც "არა"-ს და არც "-ჰო"-ს თქმა.
შეიხი ეტყვის კაცს: "თუკი სტუმრები გყავს, ეს უფრო წმინდა სამსახურია. წადი და უმასპინძლე ასთ და როცა კი შეგეძლება, შენი ცოლი უნდა მოვიდეს და გაატაროს მთელი ღამე ჩემთან". სინამდვილეში ქალმა შეიძლება არ გაატაროს მთელი ღამე შეიხთან,მხოლოდიჯდეს და საუბრობდეს მასთან, მაგრამ ეს იმის საილუსტრაციო მაგალითია, თუ როგორ შეიძლებ გამოიცადოს ადამიანი.
მაგალითად, შეიხთან შეიძლება მივიდეს შეძლებული ქვრივი, და სთხოვოს მირება. ალბათ იგი მეტისმეტადაა მიჩვეული თავის ქონებას და შეიხმა შეიძLება იფიქროს, რომ იგი ამ ხაზით უნდა გამოიცადოს. მან შეიძლება სთხოვოს ქალს ფული. იგი გამოცდის ამ ქალს, და როგორც კი ჩამოყალიბდება ნდობის ელემენტი, ეგე გააგრძელებს გამოცდას, რადგან ნდობა არ არის გამოცდა. გამოცდა არის მსხვერპლი, მიღება და მორჩილება. ეს არის უპირობო სიყვარულის გამოცდა.
მორჩილება იყო ჩემი უდიდესი პრობლემა. ყოველთვის ყველაფერს ჩაკირკიტებული კითხვებით ვსწავლობდი. ბავშვობაში, როცა კი მომცემდნენ სათამაშოს, რომელიც განსაკუთრებით რთული ან გულდასმით დამუშავებული იყო, მისით თამაშის მაგივრად, ვინტერესდებოდი თუ რა იყო მასში და როგორ მუშაობდა, და ვხსნიდი მას. შემდეგ ის ტყდებოდა და მთლიან ნივთს ვაფუჭებდი. მახსოვს მოცეკვავე არაბი თოჯინა, რომელიც მომართვისას არაბულ ცეკვას ასრულებდა. რა თქმა უნდა, იგი უნდა გამომეკვლია, და მოსახდენი მოხდა.
ეს ისაა, რაც მორჩილების არარსებობისას ხდება და როცა მაძიებელი ცდილობს ყველაფრის ინტელექტუალურად მიღებას, ფიქრობს რა,რომ მას რამის გაკეთება შეუძლია. არაფერია ისეთი, რაც შეიძლება "გაკეთდეს".
მას შემდეგ, რაც შეიხსა და მიურიდს შორის აგვარი ურთიერთობა დამყარდება, ჩილეს შრომა იწყება.
მიურიდის ცხოვრება თეკეში შეიძლება დაიყოს სამ პერიოდად. პირველია მაძიებლის ხელდასხმიდან დაწყებამდე. მეორე პერიოდი თვით ჩილეა. შემდეგ მოდის მესამე პერიოდი, რომელსაც მსახურების ფუნქცია გააჩნია. ეს არ ნიშნავს,რომ ორი წინა პერიოდის განმავლობაში მიურიდი არანაირ მსახურებას არ ეწევა, მაგრამ ჩილეს შემდეგ მას ამზადებენ თავისი მოყვასისათვის უკეთესი მსახურებისათვის იმიტომ, რომ იგი ამით ღმერთს ემსახურება. დაწერილია: "ღმერთს არ სჭირდება შენი სამსახური". იესომ თქვა: "რასაც მიაგებთ ჩემს უმცირეს ძმათაგანს, მომაგებთ მე". ღმერთი _ შენ ხარ. ღმერთი _ სხვა მოყვასია. ღვთის ამ ნაწილს შეიძლება ემსახურო, მაგრამ არა "უზენაესს". არ უნდა ემსახურო მამა-ღმერთს, ან "უზენაეს ღმერთს", სუფის ტერმინოლოგიის მიხედვით. შეგიძლია ემსახურო ძე-ღმერთს, და ეს ნიშნავს ყველა ადამიანს. ისინი არიან ღვთის უმაღლესი მოწმეები და ყველაფერი, რაც კი არსებობს ამ კოსმიურ არსებობაში, ღვთის მოწმობაა. თუკი ყველაფერს _ წყალს, ქარს, ჩიტებს, ხეებს, კლდეებს, სპილოებს _ მიიღებ, ყველა ისინი ღვთის მოწმობები არიან. ისინიც ღვთის შვილები არიან, მაგრამ ყველაფრის უმაღლესი გამოვლენა არის ადამიანი. ადამიანი ერთადერთი ქმნილებაა, რომელსაც ნება გააჩნია.
მზემ და მთვარემ თაყვანი სცეს ადამს, და ასევე გააკეთეს ანგელოზებმა და სხვა ქმნილებებმა. მხოლოდ ადამიანებს გააჩნიათ ნება, და სხვა პლანეტებზე, ყველა ნებიანი არსება, ასევე უზენაესი მოწმობაა. ადამიანი დადასტურებათა მეფეა. ყველა სხვა დადასტურებებმა უნდა თაყვანი სცენ მას. თუკი ისინი არ დაემორჩილებიან კაცისადმი თაყვანისცემას, მაშინ მათი სახელები ლუციფერიდან სატანაზე შეიცვლება. ერთადერთი, რომელიც ადამიანის თაყვანისცემაზე უარს ამბობს, არის ადამიანის ეგო. სუფის ენაზე, ეს ისაა, რაც სატანაა: ეჰო.
როდესაც ადამიანი შევა თავისი ცხოვრების მსახურების პერიოდში, იგი შეიძლება იყოს თეკეში ან მის გარეთ, და როდესაც ჩილე მორჩება, დერვიში შეიძლება წავიდეს სხვა ქვეყანაში, ან სხვა კონტინენტზე. იგი შეიძლება პერიოდულად ესტუმროს თეკეს, სავარაუდოდ, ზიქრის ღამე ხოლმე, მაგრამ თეკეს ცხოვრებაში ამ დრიოდან მისი მსახურება აუცილებელი არ აღარაა. რაც არ უნდა აკეთოს მან, მისი ცხოვრების დანარჩენ ნაწილში მხოლოდ საკუთარ თავს ემსახურება. ეს სამი დანაყოფი ყოველთვის კარგად გამოკვეთილი არაა, არამედ ისინი ხშირად ერთმანეთს ფარავენ და ურთიერთში ერევიან.
დერვიშის შრომის დაყოფა სამ პერიოდად აუცილებელია, რადგან თითოეულ პერიოდს გააჩნია მისთვის დამახასიათებელი საფუძველი. თუმცა, ისეც არ არის, რომ როცა პირველი პერიოდი დასრულდება, მაძიებელი ჩილეს დაიწყებს. ზოგჯერ ჩილე იწყება იმ მომენტში, როდესაც ხდება მიურიდის ხელდასხმა ან შეიხის გაკვეთილის შუაგულში, ან ინტელექტუალური მუშაობისას, ან დაწყებისთანავე. ანდა, ჩილე შეიძლება არ დაიწყოს მანამ, სანამ დერვიშის დრო არ ამოიწურება. ზოგჯერ პიროვნებას მოათავსებენ ჩილეში, მაგრამ ძალიან ნელა მიდის წინ, დაროდესაც ერთი ადამიანი ჩილეს ერთ ნაწილს აკეთებს, მეორემ შეიძლება მეორე ნაწილი გააკეთოს. დადგენილი არ არის, რომ პირველად ერთი სიძნელე გადაილახოს, შემდეგ კი სხვა. ასე იმიტომ ხდება, რომ ყველას სხვადასხვაგვარი ნიჭი აქვს და ყველას მემკვიდრეობა წინა ცხოვრებიდან განსხვავებულია. თითოეული მიურიდის მიდრეკილებანი და სისუსტეები უნიკალურია და, მაშასადამე, პერიოდებს შორის უამრავი შეხების წერტილი შეიძლება იყოს.
როდესაც შეიხი იფიქრებს, რომ მიურიდმა უნდა მიიღოს ჩილეს გარკვეული სწავლებები, ეს სამუშაო შეიძლება დაიწყოს ჩილეს პროცესის ნებისმიერ მონაკვეთში. ეს არ არის მარტივიდან რთულისაკენ წასვლის საკითხი, რადგან რაც ერთისთვის ადვილია, შეიძლება სხვისთვის ძალიან ძნელი იყოს. ყველა ძალიან განსხვავებულია და ეს ძალიან პირადულია.
თითოეული დერვიშის შრომასა და დაფარული შესაზებლობისა და სირთულეთა დელიკატურიბის გამო,მოქმედი შეიხი, ანუ შეიხი, რომელიც პასუხისმგებელია თეკეზე, მთელ დროს უნდა მუშაობდეს. ესნიშნავს დღეში 24 საათს და კვირაში 7 დღეს. მთელი დრო არ ნიშნავს, რომ შეიხი არ შეიძლება იყოს ხურო, ან რესტორნის მეპატრონე. სუფი მასწვლებელს თავისი ყველა სტუდენტი გულში უწერია. და როცა მათთან არ არის, მათზე ფიქრობს. სტუდენტები ყოველთვის უნდა ახსოვდეს _ მათი პრობლემები და პირადი განვითარება. რა სჭირდება თითოეულ მათგანს და რას მისცემს შეიხი შემდგომ უკვე უნდა ჰქონდეს მოფიქრებული შეიხს, შთაგონებული და ნატარები. კარგ შეიხს დრო სჭირდება.
სუფი მასწავლებელი არის მწყემსი, და მწყემსი არ წველის ფარას, არამედ თავის ნებაზე ჰყავს. იგი უვლის მათ და უნდა გამოიწვიოს კეთილდღეობა ტავისი ფარისა დაპროდუქტიული გახადოს იგი. იგი არ ითხოვს ძრვენსა და ვალდებულებებს, მაგრამ შეიხის მეცადინეობით, ყველა რარაც სარგებელს იღებს ერთმანეთისგან. როდესაც ყველა აერთიანებს თავის გულსა და გონებას, რაღაც აყვავდება.
თეკესა და ჩილეს ცხოვრებაზე ის გითხარით, როგორც ვიცოდი და ახლა მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა ცოდნის შეძენის პროცესზე და როგორ ეუფლება დერვიში მას. როგორც წესი, ეს მთელი ამბავია. ეს არის აბრამის, მოსეს, დავითის, სოლომონის, ელიას, ელიჯაპის, იესოს, მუჰამედისა და ყველა სხვა დანარჩენის ამბავი. ეს არის ბუდასა და ზოროასტრის, ჩემი და შენი ამბავი. ეს არის მორჩილებამდე მისვლის ამბავი, რომელიც მთავრდება არარად ქცევით. მორჩილებამდე მისვლით, შენში იქმნება დიდი ვაკუუმი, საკმაოდ დიდი იმისათვის, რომ ღმერთს შეიცავდეს. ამ ვაკუუმის ღრმულის უხილავი კედლები, რომლებიც ადამიანში იქმნება, იმდენად თხელი ხდება, რომ საბოლოოდ ეს ღრმული არის ყველაფერი, რაც იქნება არსებობასა და არარსებობას შორის, და მთელი ღრმული ამოივსება ღმერთით. მორჩილებამდე მისვლით, უკვდავი ხდები.
როდესაც პირველად შევხვდი ჩემს შეიხს, ჰასან ტაჰსინ ბაბას, მოველოდი, რომ მას ვკითხავდი ღმერთის შესახებ. ღმერთის არ მწამდა და ყველაფერი, რაც მინდოდა, იყო ის, რომ დამესვა შეკითხვები, რათა დამენახა, მეტყოდა თუ არა იგი რამეს სარწმუნოს ან დამაჯერებელს. ამის შედეგად ღმერთს ვიწამებდი. მე არასოდეს დამისვამს ის კითხვები, რომლითაც სავსე ვიყავი. ამისი შესაძლებლობა არასოდეს მოსულა და არც ამისათვის საკმარისი დრო ყოფილა. თუკი ღმერთის შესახებ ვკითხავდი, იგი მეტყოდა, რომ გამეგრძელებინა სიარული და ღმერთი არ შეიძლებოდა მაშინვე მჩვენებოდა. იგი მეტყოდა, რომ მისი (ღმერთის) დანახვა შეიძლებოდა მხოლოდ თანდათანობით, ნელ-ნელა, ჩემს ყოველდღიურ ცხიოვრებაში, მოყვასთან ურთიერთობაში, და ჩემს ყოველდღიურ გამოცდილებაში. მე არასოდეს დამისვამს ჩემი შეკითხვა და პასუხიც არასოდეს მიმიღია, მაგრამ მისი პასუხი ამგვარი იქნებოდა.
ერთხელ მან ბრძანა, რომ თეკეს წევრ ქალს დაემყარებინა ინტიმურიმეგობრობა ჩემთან. ქალმა მითხრა: "ვერ გამიგია, რატომ მოისურვა შეიხმა ასე. ვერ ვგრძნობ, რომ შენ ეს გჭირდება.ამას ვერ ვხედავ". ეს ქალი წმინდანი იყო. იგი ნამდვილი ჯადოქარი იყო. მისი ყოველი ნაწილი ჯადოქრული იყო; მისი გული, გონება, კანის თითიეული ინჩი, თმა თავზე, მისი წამწამები. ამ ქალს შეეძლო ერთდროულად ასი ფრთოსანი ცხენის ჭენება. მას ჩემგან არაფერი სჭირდებოდა. იგი ღმერთი იყო.
მოგვიანებით, როდესაც ქალწულ მარიამზე ვფიქრობდი, ეს ქალი მომაგონდა. როდესაც მას ეს ვუთხარი, მან მითხრა, რომ იგი წამიყვანდა ქალწულის სანახავად და მაშინ მე შემეძლებოდა მენახა, რომ იგი მას ოდნავადაც არ ჰგავდა და მეც ვერ მივამსგავსებდი ერთმანეთს. რიდესაც ქალწული მარიამი მაჩვენეს, ვნახე, რომ მას არ ჰგავდა, მაგრამ ჩემში ეს ქალი ისევ ქალწულთან ასოცირდებოდა.
ჩილეს დასაწყისში ყველაფერი რასაც გვეუბნებოდნენ, ორიენტირებული იყო ჩვენს მოამზადებლად შრომისათვის. გვასწავლიდნენ, რომ ჩვენ ვართ სული და ჩვენ გვაქვს სხეული; და ადამიანი არ არის სხეული სულთან ერთად. სული არის აბსოლუტური სულის ნაწილი, რომლის სახელიც არის ღმერთი, ინკარნირებული ადამიანის ფიზიკურ ნაწილში, ან სხვა საგანთა ფორმებში. ეს ხდება ყველა სულიერ საგანში ან ისეთში, რაც სავარაუდოდ უსულო ჩანს, ყველა კოსმიურ არსებაში. სულიერება ინკარნირდება სხეულში, რომელიც შემდეგ ხდება სულის სამყოფელი იმდენ ხანს, რამდენსაც მისი დედამიწაზე სტუმრობა გრძელდება. მისი სტუმრობის განმავლობაში, სხეული ხდება სულის ჭურჭელი, მის მიერ ცხოვრების უდაბნოს გადაკვეთისას და როდესაც მისი მოგზაურობა სრულდება ამ კონკრეტულ ჭურჭელში, მას ექნება კიდევ სხვა ბევრი ინკარნაციისათვის, მარშრუტის პირობების მიხედვით.
გვასწავლიდნენ, რომ სული უკვდავია და სხეული _ მოკვდავი და რომ რარაც უკვდავს არ შეიძლება ფლობდეს მოკვდავი. სულის სხვადასხვა სხეულებში ინკარნაციის იდეას თანდათანობით გვასწავლიდნენ. ჩვენ გავიგეთ, რომ ჩვენ ის ვართ, რასაც ჩვენ ფიზიკურ ფორმაში ვხედავთ. ფიზიკურ ფორმას მხოლოდ კოსმოსში ცხოვრების მონაკვეთში ვხედავთ. თუმცა, სანამ სული იმ სხეულს მართავს, რომლითაც დედამიწაზე ვართ შემოსილები, ეს უბრალოდ სხეული არ არის, არამედ იგი შექმნილია სხვადასხვა სხეულთა მიერ, რომლებიც ერთმანეთზე არიან დაწყობილები. სულს შეუძლია მათი გამოყენება, თუკი ამ ჭურჭელს ასწავლან მასთან თანამშრომლობას. ეს შეიძლება მხოლოდ შემეცნებით მოხდეს, რომელიც შეიცავს ზოგიერთ ძალასა და უნარს, რომელიც სხეულს მიეცა არსებითად და თავდაპირველად. სწავლებითა და თანამშრომლობით შეიძლება ისეთი საქმეების გაკეთება, რაც შეიძლება დაუჯერებელი ჩანდეს ჩვეულებრივი, ფიზიკური სხეულისათვის.
სულის ჭურჭლის სწავლება ჰგავს სხეულის სპორტისათვის გაქვრთნას.იმისათვის, რომ სხეული დამყოლი და მგრნობიარე გახდეს, საჭიროა ბევრის კეთება. სულის ჭურჭელთანაც იგივე ხდება და და ამ სწავლების პრაქტიკული მხარე ისაა, რისგანაც ჩილეს უდიდესი ნაწილი შედგება. ამის აღსაწერად ვიტყოდი, რომ ჩილეს შრომაში ჩვენ გვასწავლიდნენ ასტრალურ მოგზაურობას (შეყრან). ეს არ გამოხატავს შრომის ტოტალურობას, არამედ სრული ჭეშმარიტებაა. ეს დაუსრულებელი სურათია, მაგრამ ლაბათ უფრო ნათლად გაგების საშუალებას იძლევა. გამოცდილებით, დერვიში სწავლობს, რომ სხეული სხვა არაფერია, თუ არა "მე"-ს ტაძარი, ანუ იმისი, რასაც იგი თავის ძირითად ბუნებად აღიქვამს. ჭეშმარიტი "მე" ღვთის სხვა სახელია. იგი იგებს "არსის" თვისებისა და ღვთის პირადი თვისების შესახებ (ამ თვისებეს შემდეგი სუფისტური სიტყვები აღწერენ: შაფატ-ი ძჰატ-იყა და შაფატ-ი შუბუტ-იყა).
დერვიშმა რომ შეძლოს იმგვარი კონტროლის დამყარება, რომ უბრძანოს თავის ფიზიკურ სხეულს გამოვიდეს და სხვა, უფრო შეუმჩნეველ სხეულს დაეუფლოს, მის სხეულს სჭირდება უამრავი დისციპლინა, კრიტიკული მიდგომა და წვრთნა. შეიხი ითამაშებს შენს ადამიანურ ღირსებას|თან, შენს ეჭვიანობასა და მესაკუთრეობასთან, შენს მოთმინებასა და შენს ბბავშვურ პირობითობასთან, სანამ კონტროლი არ დამყარდება, არის რიგი სამუშაოების, რომლებიც ორიენტირებულია სხეულის გაწმენდაზე ტოქსინებისგან, და ყველაფერი ეს კეთდება იმისათვის, რომ გზა გაიხსნას უზენაესი გონისკენ.
ჩვენ გვასწავლეს, რომ ყველაფერი, რაც ამქვეყნად ხდება, არის აქტივაციის მიხედვით. მთელი თამაში არის ენერგიის თამაში. არსებობს ერთადერთი ენერგია, რომელიც მრავალგვარი ფორმით გამოვლინდება, და იგი შეიძლება მოვამსგავსოთ ელექტროენერგიას, რომელიც შეიძლება ბევრგვარად გამოვიყენოთ. როგორც არ უნდა ვიყენებდეთ, ელექტრობის ბუნება იგივე რჩება, მაგრამ თითოეული ხელსაწყო, რომელიც ამ ენერგიაზე მუშაობს, მას სრულიად განსხვავებულად ავლენს. ელექტროენერგიის შედეგი შეიძლება მივიღოთ სითბოს, სინათლის, ბგერის,მოძრაობის, სურათების სახით _ მაგრამ ენერგიის ფორმა ყოველთვის მუდმივია. კოსმიური ენერგიაც ამგვარია. არსებობს ერთადერთი ენერგია, როგორც ვთქვი, და თუკი მისი გამოვლენისათვის უამრავი ხერხი იქნებოდა გამოგონებული, იქნებოდა მისი უამრავი მანიფესტაციაც.
გვასწავლეს, რომ ადამიანის სხეულში ენერგიების ბუდეებია, რომლებიც ასახავს ერთ ენერგიას. სუფის სწავლებით, ისინი მოთავსებულია სხეულის მხოლოდ ექვს სხვადასხვა ნაწილში. ზოგიერთი სწავლებისაგან განსხვავები, ეს ბუდეები ცნობილი არ არის ენერგიის ვცენტრების სახით. ისინი არ ქმნიან ენერგიას, არამედ არის მექანიზმები, რომლებიც ენერგიას სხვადასხვაგვარადპასუხობს. ამ ენერგიის გამოვლენა დამოკიდებულია ბუდეზე, და ბუდე ასახავს თვით ენერგიას.
ახლა კი ჩილეს შრომა, რომელსაც აღვწერდი, არის იმისათვის, რომ ასწავლოს მიურიდს, როგორ ითამაშოს ამ ბუდეებთან, და ამის გასაკეთებლად უამრავი საშუალებაა. ერთი სიტყვით, ისინი აქტიურდება ამოწურვით. თითოეული ქმედება, თითოეული მოქმედება მიდის გამოფიტვამდე კონცენტრაციის საშუალებით. მას შემდეგ, რაც მიიღწევა და გადაილახება ეს წერტილი, რაღაც ხდება. ეს არის იმ საგნის საიდუმლო, რაზეც შრომა მიმდინარეობდა.
ყველაფერი, რაც გაგვაჩნია, მიეკუთვნება უზენაესს. ფაქტიურად, ჩვენ არაფერი გვაქვს, ჩვენ არარანი ვართ, მაგრამ თუკი რასაც ვფიქრობთ რიმ გვაქვს პროეცირდება კოსმიურ დონეზე, სადაც ყველაფერი ერთი ხდება, მაშინ ჩვენ ვაკეთებთ ჩვენივე თავის ტრანსფორმაციას მარტივი ინდივიდუალური ადამიანიდან _ კოსმიურ არსებამდე.
კოსმიურ არსებას ტავისი ნაწილაკი აქვს ჩადებული კაცში და ეს არის მისი "მე". ეს არის ნაწილაკი ღმერთის განუყოფელი მთელიდან. თუმცა, ეს პარადოქსულია და ეს თვალთახედვა შეიძლება ძალიან ძნელი იყოს გასაგებად. თუკი ღმერთი, კოსმიური არსება, განუყოფელია, როგორ შეიძლება ვილაპარაკოთ მის ნაწილაკზე? მთელ ცხოვრებაში, უზენაესის ნაწილაკია. ერთადერთი განსხვავებანი არის უზენაესის ნაწილაკთა რაოდენობა. რაოდენობაშია საკითხი. როგორ ხდება განუყოფელი ნაწილის ინკარნაცია? ჩამოეჭრება რაიმე აბსოლუტურ სულს და იდება ადამიანში, რომელიც შემდეგ ხდება ღვთის ტაძარი? თუ ასეა, მაშინ ღმერთი დაყოფადია, და თუ ღმერთი არ არის დაყოფადი, მაშინ როგორ შეუძლია ღმერთს ინდივიდუალიზება? _ ყველა ეს შეკითხვა უჩნდება მაძიებელს და იგი შეეჭიდება მოჩვენებით პარადოქსებს. ტუმცა, თუკი სინათლის ერთი ისეთი წყაროს, როგორიცაა მზე, მაგალითს მივიღებთ მხედველობაში, მაშინ იატაკზე ჭერში დატანებული ხვრელიდან დაცემული შუქის ნაწილი არ იქნება მოწყვეტილი მისი წყაროდან, მიუხედავად იმისა, რომ იგი გამოდის მზის შუქის ინდივიდუალიზებული გამოვლინება. თუკი იგი მოწყდებოდა მზის შუქს, მაშინ იგი საერთოდ აღარ იარსებებდა, და, ამგვარად, სწორედ მისი არსებობა არის იმისი დასტური, რომ იგი ნებისმიერი წყვეტის, დაბრკოლების გარეშე დაკავშირებულია სინათლის წყაროსთან. იგი სინათლეა. შეიძლება იყოს მილიონობით რეფლექტორები, როგორიცაა მილიარდობით ქვიშის მარცვალი ზღვის პირას, რომლებიც სხვადასხვა ხარისხით აირეკლავენ შუქის სიკაშკაშეს. ეს მხოლოდ აჩვენებს მექანიზმთა სიმრავლეს, სიმრავლეს ერთიანობაში, და არა წყაროს სიმრავლეს.
ასე რომ, ვისწავლეთ ამ ჭეშმარიტების აღმოჩენა ნებისმიერი საგნით და მის ამოწურვამდე მიყვანით. შემდეგ, სპეციფიკური ელემენტი, რომელიც გახდა ამ სავარჯიშოს საშუალება, მიმართული იქნებოდა უკანვე, ღვთის გულმკერდისაკენ.
ამისი განხორციელება შეუძლებელია დისციპლინის გარეშე.დისციპლინა გჭირდება იმსიათვის, რომ გაავარჯიშო გონება იმისათვის, რომ ეწვიო სხეულის თითოეულ ნაწილს და მისი ენერგიის ბუდეებს, და შეიტანო მის თითოეულ კუთხეში სინათლე. შესაძლებელია გონება აიძულო ეწვიოს შენი სხეულის ნებისმიერ ადგილს და მოახდინო მისი ცირკუალცია თავის წვერიდან, მხრებისაკენ, გულზე, ფეხებზე, ფეხის თითებზე ან სადაც შენი წარმოსახვა წაგიყვანს. თუ შეგიძლია საკუთარი წარმოსახვის კონტროლი, შეგიძლია შენს სიზმრებში ნებისმიერი რამის კეთება.თუკი შენს გონებას შენი სისხლის ჟანგბადში მოათავსებ, სწორედ სისხლში ჟანგბადის ფუნქციონირების ბუნების გამო, სინამდვილეში შენ შესამჩნევად ეწვევი შენი სხეულის თითოეულ ნაწილს. შენი გონება ისწავლის ცხენის მსგავსად ჟანგბადის ტარებას. ეს გახდება შენი შრომის იარაღი.
ჩილეს შრომაში, გვასწავლეს სუნთქვის ხელოვნება კონტროლითა და შემეცნებით.
ენერგიის გარკვეულ რაოდენობას სძინავს სწორედ შენს ხერხემალთან და თუ მას არ შეეხები, მას ეძინება ათასობით წელი. როგორც წესი, იქ ენერგია არ არის! როგორც ადრე ვთქვი, არსებობს ერთადერთი ენერგია, მაგრამ ამ ენერგიის აქტივაცია გამოვლინდება ამგვარად. მის გასააქტიურებლად, დასაჩქარებლად საჭიროა კონცენტრაცია გამოფიტვამდე და შემდეგ უკვე ძალიან ადვილია გაღვიძება. ეს ადვილი ნაწილია. უფრო ძნელია შემდგომში მისით რაიმეს გაკეთება.
ჩვენ გვასწავლეს როგორ მივსულიყავით გამოფიტვამდე ჩვენს სხეულებში ამ ენერგიის ცენრების, ანუ ბუდეების გასააქტიურებლად. ეს ადვილი არ იყო მანამ, სანამ არ გავიგეთ როგორ შეიძლებოდა ამის გაკეთება. ამგვარად, მთელი ჩვენი შრომა იქით იყო მიმართული, რომ მოვმზადებულიყავით ყველაზე სრული შესაძლო გზით ჩვენი მოყვასისათვის მსახურებისათვის. თუკი არ გამოვიყენებდით იმ უნარებს, რომელთაც ვფალობდით, გამოუყენებლობით ისინი "დაჟანგდებოდნენ" და დავკარგავდით იმ მოქნილობას, რომლის დასაუფლებლადაც ამდენი ვიბრძოლეთ. ამგვარად, გახდები რა დერვიში, მთელ შენს დარჩენილ ცხოვრებას აურზაურში გაატარებ. ეს სასურველი არაა, როგორც წინათ აღვნიშნე, მაგრამ შეიძლება არსებობდნენ ადამიანები, რომელთაც სურთ ეს და ეს მათი პრობლემაა. ამგვარად, ეს ჩემიც იყო!
თუკი შენ ერთ-ერთი მათგანი ხარ, ვისაც დერვიშობა სწყურია, და თუკი კარგი მასწავლებლის ხელში აღმოჩნდები ისეთი მუშაობისთვის საჭირო გარემოში, როგორიც ზემოთ აღვწერე, არ არსებობს ხელისშემშლელი ასაკი. ყურადღებას ნუ მიაქცევ, თუკი ვინმე გეუბნება რომ დაბერდი. მხოლოდ შეიხმა იცის ხელს შეგიშლის თუ არა ასაკი, და მეტისმეტად გვიან ხომ არაა. შეიძლება 20 წლის იყო, მაგრამ რამდენიმე ცხოვრების შრომა გქონდეს გაწეული. ან შეიძლება 60 იყო, და შენი მემკვიდრეობისა და იმ შრომის გამო, რომელიც უკვე გაკეთდა შენი წინაპრების ხაზში, შენ მხოლოდ დაფარული გქონდეს ცხოვრების 25%, ან მხოლოდ რამდენიმე წუთი. მაგრამ მხოლოდ შემძლე, ნიჭიერმა შეიხმა, თუკი იგი იფიქრებს რომ შეწუხებად ღირს, შეიძლება იცოდეს.

 

1 2 3

 



სტატიის ავტორი Murat Yagan;

მასალა აღებულია წიგნიდან - "I come from behind jaf mountain"

ტექსტი ინგლისურიდან თარგმნა – მაია შალაშვილმა.



megobari saitebi

   

01.10.2014