სუფიზმი

1 2 3

სუფიზმი უძველესი სწავლების თანამედროვე სახელია. ეს არის ადამიანის განვითარების გამოცდილებითი შრომა. ისტორიის განმვალობაში ადამიანის განვითარების მიზნის მქონე ტრადიციები სხვადასხვაგვარად შეუკავშირდა ერთმანეთს. როდესაც სუფიზმს იყენებენ ისლამის პროპაგანდის საშუალებად, იგი აცხადებს ისლამის ეზოთერიკულ ჭეშმარიტებას. ეს არ არის, როგორც ბევრს ჰგონია, მუსლიმანური რელიგიის სულიერი პროდუქტი. ისლამი მხოლოდ 1400 წლისაა. აბრამისეული რელიგიებიდან, ქრისტიანობას 2000 წლოვანი ისტორია გააჩნია, იუდაიზმს _ 5000. აბრამი 6000 წლისაა. სუფიზმის ძირითადი სწავლება შეიძლება დათარიღდეს 26 000 წლით! ჭეშმარიტება ყოველთვის ხელმისაწვდომი იყო კაცობრიობისათვის და მისი გამოვლენა სხვადასხვა საშუალებებით ხდებოდა.
სუფიზმი და ისლამი ერთმანეთში იმიტომ ერევათ, რომ სიტყვა "სუფიზმი" გამოჩნდა დროის იმ პერიოდში, რომელიც ასოცირდება ისლამთან. როდესაც უძველესმა ტრადიციებმა დაიწყეს ფორმის მიღება და ისნტიტუციონალიზება, ისინი გადაიქცნენ ფორმალურ სუფისტურ ორდენებად, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ. მევლევის ორდენი, ნაქშიბანდის ორდენი, ჰელვეთის ორდენი და ა. შ. _ ყველა მათგანი იყო ისლამის ტრადიციაზე დაფუძნებული, მაგრამ ისლამური სწავლების ჩართვის ხარისხი სხვადასხვა ორდენში განსხვავებულია. მაგალითად, ნაქშიბანდის ორდენი უფრო წმინდა ისლამურია მაშინ, როდესაც მევლევის ორდენი გაცილებით ნაკლებ ორთოდოქსულია.
სუფიზმი _ ესაა ლატენტური ადამიანური ძალების გამოღვიძებისა და განვითარების პროცესი ღვთის კურთხევითა და ხელმძღვანელობით. სუფიზმი არაა რელიგია. სუფიზმი თავისი არსით არაა ისლამური, მიუხედავად ისლამის სწაველბისა და იმ ფაქტისა, რომ ისლამის წიგნი გახდა უძველესი ტრადიციის გადმოცემის ძალიან კარგი საშუალება. სუფიზმი არც ფილოსოფიაა და არც სისტემა. არც ცხოვრების წესია. მაგრამ პარადოქსია, რომ სუფიზმი ყველა ეს ერთად აღებულია და მაინც არც ერთი მათგანია. ხელდაუსხმელი შეიძლება დააბნიოს ამან, მაგრამ პროცესის შესწავლითა და მისი სრულყოფით, ისინი გათავისუფლდებიან ამ დაბნეულობისაგან და დაიწყენებ გაგებას. ამქვეყნად არავის შეუძლია რამდენიმე სიტყვით ახსნა, რასაც ჩვეულებრივ მოიელიან ხოლმე ჩრდილოეთ ამერიკაში. შესაძლოა გაუგებარი იყოს, რასაც ვამბობ. ადამიანებს ყოველთვის აოცებთ პარადოქსები და მათი დაბნეულობა მხოლოდ დროთა განმავლობაში ქრება, როდესაც ისინი ეუფლებიან ცოდნასა და გამოცდილებას.
თუ იმის თქმა გვინდა, თუ რა არის სუფიზმი, და ეს აუცილებელია, ვიტყოდი, რომ სუფიზმი _ ეს არის პროცესი. ამაში ვგულისხმობ ყველის დაძველების, ან ღვინის ფერმენტაციის მსგავს პროცესს. სუფიზმი არის ადამიანების პროცესი. მე ამგვარად აღვწერდი: ეს არის ცურვის, მუსიკალური ინსტრუმენტის დაკვრის, ველოსიპედის ან ცხენის ტარების, ან რაიმე ხელსაწყოს გამოყენების სწავლის მსგავსი. სხვადასხვა სახის შრომაა საჭირო ამ უნარის გაგებისა და გაცნობისათვის. ოთახში ჯდომით და ცურვის შესახებ 1000 წიგნის წაკითხვით ცურვას ვერასოდეს ისწავლი. მოსმენით, კითხვითა და სწავლითაც კი არ შეუძლია ადამიანს ცურვა, თუ წყალში არ გააკეთებს პრაქტიკულად. ამის კეთებით, ჩნდება სწავლის შანსი.
სუფიზმის სწავლებით, რაღაცის შესახებ ცოდნა შეიძლება მოხდეს რამდენიმე გზით. თურქეთის სუფისტურ წრეებში სწავლება კლასიფიცირდება Nალკელ Yაკინ (სმენით), Aყნელ ყაკინ (დანახვით), Aკლელ ყაკინ (გაგებით), Iლმელ ყაკინ (სწავლითა და ფიქრით), და Fილელ ყაკინ (კეთებით). ზოგიერთი სახის ცოდნა მოიპოვება მხოლოდ ერთი გზით, სხვა _ რამდენიმე კატეგორიის კომბინაციით. მაგალითად, სიტორიის, ფილოსოფიისა და ლიტერატურის შესწავლა შეიძლება მოსმენით და ალბათ სწავლით. ზოგიერთი რამის გავლა შეიძლება უბრალო თქმით, შემდეგ კი სწავლით. თუ გეტყვით, რომ პარიზი საფრანგეთის დედაქალაქია, სწავლება დამთავრებულია, მეტი არაფერია საჭირო. მაგრამ, თუ გინდა, რომ პარიზს კარგად იცნობდე, მხოლოდ მისი სახელის ცოდნა საკმარისი არ არის და უნდა ნახო, შეისწავლო და ეწვიო მას. სხვაგვარად პარიზი არ გეცოდინება.
ახლა სუფიზმის განსამარტავად, ცოდნის მიღების ეს პროცესი მიმდინარეობს გარკვეული ხელმძღვანელობის ქვეშ, და ეს ხელმძღვანელობა არის ღვთიური. ერუდიტი სწავლულის მსგავსად, რომელმაც ყველაფერი იცის ცურვისა და მოცურავეთა შესახებ, როცა ის წყალში ხტება თავის გამოსაცდელად, მას დახრჩობის საფრთხე ემუქრება. ცურვის ინსტრუქტორს შეუძლია დამწყების დახმარება. ღვთიური ხელმძღვანელობის ქვეშ ცხოვრების პროცესი არის ის, რაც ადამიანებს ასწავლის სუფიზმის შესახებ.
როდესაც დაფარულ ადამიანურ ძალებზე ვსაუბრობთ შეიძლება ოკულტისტურად ჟღერდეს, მაგრამ სუფიზმი ამბობს, რომ ადამიანებს აქვთ დაფარული ძალები, მიძინებული და მბჟუტავი ადამიანური ძალები, რომლებიც გამოღვიძებას ელიან. ათასწლეულების განმავლობაში ადამიანებმა ბევრი თავდაპირველი უნარი დაკარგეს, რაც მათ ჰქონდათ, ცხოველებს კი _ არა. დღესდღეობით, ნებისმიერ გარეულ ცხოველში –შინაურში კი არა _ არ არსებობს ლატენტური ძალა. მაგალითად, არ შეგიძლია თქვა, რომ ვეფხვს აქვს ლატენტური ვეფხვური ძალა, ან რომ ლომს აქვს ლატენტური ლომური ძალა. ამის მიზეზი ისაა, რომ მათი ძალები არ ატროფირებულა, მაგრამ ადამიანებში თავდაპირველი ნიჭი უნარების სახით ატროფირდა, და ჩვენ ვეღარ ვიყენებთ მას. ნებისმიერ კატას შეუძლია მეორესთან დაკონტაქტება, მაგრამ დედამიწის ერთი ნაწილიდან ადამიანს არ შეუძლია დაეკონტაქტოს მეორეს სხვა ადგილიდან, თუ საერთო ენას არ გამოიყენებენ.
ეს ძალები არ ატროფირებულან ევოლუციის განმავლობაში. ევოლუცია მოხდა კოსმოსში, და არა ადამიანებში. ევოლუცია მოხდა მათ ქრომოსომულ არსებობაბში, რაც მათზე აისახა მათი კოსმოსური არსებობიდან. ატროფია მოხდა კოსმოსური ევოლუციის დასრულების შემდეგ. როდესაც ადამიანმა მაიიღო თავისი საბოლოო სახე, რომელსაც ადამს ვუწოდებთ, მას არ ჰქონია ლატენტური ადამური ძალები. ის იყო უბრალოდ ადამი. მაგრამ დროთა განმავლობაში, მას შემდეგ, რაც კაცობრიობამ _ ადამურმა კაცობრიობამ _ იგემა ხილი სიკეთისა და ბოროტისა, მან მოახდინა ზოგიერთი უნარის ატროფია _ თავისი ინტელექტის გამოყენებით, რათა აღმოეჩინა სასარგებლო და უფრო ადვილი გზები თავისი საკვების უზრუნველსაყოფად, და თავის გარემოსთან, ზოგადად, და სხვა ადამიანებთან ურთიერთობისათვის. ამ განვითარების შედეგად მოვიდა ყველაფერი, ენის ჩამოყალიბებიდან დაწყებული, ხელსაწყოების გამოგონებით, ტანსაცმლით, შრომითი ჩვევებით, მონადირეობით, სოფლის მეურნეობითა და ა. შ., დამთავრებული თანამედროვეობის ყველა გამოგონებით, როგორიცაა გავრცელებული ელექტრომანქანები, კომპიუტერები, საჰაერო ხომალდები და ა. შ. და ეს ყველაფერი შეჯამებულია ერთ ფრაზაში: "ცნობა კეთილისა და ბოროტისა". თანამედროვე მაგალითი: დღესდღობით გემის კარგ კაპიტნებს არ გააჩნიათ უნარი წაიკითხონ ამინდი, განჭვრიტონ მოსალოდნელი საფრთხე და გვერდი აუარონ სხვა გემს ან კლდეს, როგორც მათი 50 წლის წინანდელი წინაპრები აკეთებდნენ. რადარების, ბარომეტრების, კომპასებისა და ა. შ. განვითარებამ თავისი წვლილი შეიტანა ამ პირადი უნარების დაქვეითებაში, რომლებიც წარსულში უმნიშვნელოვანესი იყო _ ეს ლატენტური, ატროფირებული უნარები შეიძლება კვლავ განვითარდეს ნებისმიერ დროს და ამისი მატერიალიზებისათვის არსებობს სუფიზმი.
თუ ამ პროცესს ღვათაებრივი კურთხევისა და ხელმძღვანელობის გარეშე შეუდგები, ეს ძალიან ახლოს იქნება ოკულტიზმის განსაზღვრებასთან, და თუმცა სუფიზმი არ არის ოკულტისტური, ეს კვლავ პარადოქსული განცხადებაა. ღვთაებრივი კურთხევისა და ხელმძღვანელობის ქვეშ ყოფნა ნიშნავს, რომ მოახდინო შენი კავშირის რეალიზება უზენაესთან, რომელმაც დასაბამი მისცა ყოველივეს. თუ ამ კავშირს არ ცნობ, შენი მცდელობები შეზღუდული იქნება შენი, როგორც კოსმიური ერთიანობისგან განცალკევებულის, ინდივიდუალური არსებობის საზღვრებით. და ეს ოკოლტიზმია. იფიქრე ღვთის კურთხევასა და ხელმძღვანელობაზე, როგორც ერთ ჭიქა ღვინოზე. თუ მას ერთ კვნიწ მარილს დაამატებ, მაშინ ეს მარილიანი ღვინო კი არა, ძმარი იქნება.
ამგვარად, ყველა სამუშაო თეკეში, ყველანაირი სწავლება, ქმედება და ყველაფერი მაძიებელში ლატენტური ძალების გამოღვიძებისა და განვითარების ამ პროცესის გარშემო მიმდინარეობს. არის ასევე ძალიან გრძელი ინტელექტუალური სწავლებები, რადგან ინტელექტი არის მაძიებლისათვის ჭიშკრის გამღები. მას მიჰყავხარ ბაღის ჭიშკართან და გიხსნის მას, მაგრამ მას შიგნით არ შეჰყავხარ. თუ შენი ცხოვრების მიზანი მხოლოდ ადამიანების გაოცება და ამით უპირატესობის მოპოვებაა, მაშინ ოკულტიზმი მიგიყვანს მაქამდე. მხოლოდ _ აქამდე (გაიხსენეთ სიმონ მაგის ამბავი ბიბლიიდან, საქმენი,თ. 8, 9-24).
ჩემს მიერ მოცემული სუფიზმის ეს განსაზღვრება ძველად მიეცემოდათ მხოლოდ ხელდასხმულებს, და არა _ ყველას თავისუფლად. მაშინ არ არსებობდა სუფიზმის შესახებ დაწერილი წიგნები. მოგვიანებით, ზოგიერთმა სუფიმ დაწერა წიგნი, ზოგი მათგანი ძალიან ღირებულია.
იმ ადამიანებს, რომლებიც სუფიზმის საძიებლად ამ კონტინენტიდან არაბეთში, ან შუა აღმოსავლეთში მიდიან, ვამსგავსებ ორი პატარა თევზის ამბავს, რომელებიც მხიარულად დაცურავდნენ, სიცოცხლით ტკბებოდნენ, სანამ ერთ დღეს დიდ თევზს არ წააწყდნენ. ეს იყო კეთილი გიგანტი, მაგრამ ასევე ხუმარა, და მან უთხრა ლიფსიტებს: "ჰეი, პატარა თევზებო! აქეთ-იქით რომ უდარდელად დაცურავთ, იცით თუ არა, რომ უწყლოდ სწრაფად დაიხოცებით?"
ლიფსიტები ძალიან შეწუხდნენ და თქვეს: "წყალი? რა არის წყალი? უნდა ვიპოვოთ წყალი".
ისინი მიცურდნენ დედასთან და უთხრეს: "გასაჭირში ვართ. დიდმა თევზმა გვითხრა, რომ თუ წყალს არ ვიპოვით მალე, დავიხოცებით. რა არის წყალი? როგორ ვიპოვოთ?" დედა ძალიან შეწუხდა და უპასუხა, რომ არ იცოდა რა იყო წყალი და შესთავაზათ, ეპოვათ უფრო დიდი თევზი და მას შეჰკითხებოდნენ, რამდენადაც მან უფრო მეტი იცოდა.
ასე რომ მათ იპოვეს ეს თევზი და ჰკითხეს: "რა არის წყალი და სად ვიპოვოთ?"
ჭკვიანმა თევზმა უპასუხა: "წყალი, ჩემო კარგებო, ისაა რაშიც ვცურავთ."
ადამიანებს რომ იესოსთვის გაეგოთ! მათ რომ 2000 წლის წინ მიცემული წიგნი გაეგოთ, რომელიც ნათელს ჰფენს ყველა წინა წმინდა წიგნს, მაშინ ხალხი სუფი გახდებოდა. სამწუხაროა, რომ ქრისტიანობა (ცჰრისტიანდომ) შეცდომით ერევათ ქრისტეს მიმდევრობაში (ცჰრისტიანიტყ). სუფიზმს ვერ აღმოაჩენთ უნიტარულ ეკლესიაში, ან გაერთიანებულ ეკლესიაში, ან პრესბიტერიანელებში, ან რომის კათოლიკურ ეკლესიაში. იმას არ ვამბობ, რომ სუფიზმს იქ ვერ იპოვით. ფაქტობრივად, ამ ეკლესიებს სჭირდებათ მათი კონგრეგაციის რამდენიმე სუფი. მათ სჭირდებათ ადამიანები, ვისაც უშუალო კონტაქტი დაუმყარებია იესოსთან რეალობაში და არა სიზმარში. მათი კონტაქტი იესოსთან არ მოხდებოდა ნიჭით ან ენებით ლოცვით, არამედ მის ტოლობამდე გაზრდით, რადგანაც ისინი არიან მისი თანამემკვიდრეები. იესო მათი უფროსი ძმაა და ისინი უნდა შეხვდნენ მას, როგორც ასეთს და არა _ მიუღწეველ ღვთაებას. იესოს იმდენივე ღვთიური გააჩნია, რამდენიც ნებისმიერ ადამიანს, მაგრამ რაც სხვა ადამიანში დაფარულია, იესოსთან გაცხადებულია. იესო იყო ქრისტე. სუფიზმში ქრისტე ნიშნავს "ღმერთი, ადამიანში სრულად აქტივირებული", და იესოს არასოდეს უთქვამს, რომ ის ერთადერთი ქრისტეა. მან თქვა: "ყველას შეუძლია გაკეთება, შენც შეგიძლია გააკეთო, იმაზე დიდი საქმეები, ვიდრე მე ვაკეთებ, თუ დაემორჩილები, თუ შენს თავს მიუძღვნი, თუ მიიღებ."
ესაა სუფიზმი, მოსწონს თუ არა ხალხს, ან სჯერათ თუ არა. ესაა ჭეშმარიტება.
ხშირად მესმის, რომ ადამიანებს არ სურთ ამ ჭეშმარიტების მიღება; მათ სურთ ჭეშმარიტების მიღება ჯალა-ედ-დინ რუმის, ან მუჰიუდდენ ელ არაბის ან ბუდას ან გურუ ნანაკისაგან. მათ სურთ იგი ჰაჯი ბექტაში ვალის ან ზოროასტრისაგან და გეუბნებით _ ეს კარგია, და არაფერია იმაში არასწორი _ ეძებო ამ ხალხში, მაგრამ ისინი მხოლოდ ცოტა მეტს გაჩვენებენ იესოზე. იესოზე ცოტა მეტის ჩვენება ნიშნავს იცოდე ყველა მათგანი, აბრამიდან დაწყებული. ყველა მათგანს შეხვდები. სადაც არ უდა ეძებოს მაძიებელმა, დაე ეძებონ. როგორც დედაჩემმა მითხრა, "დაე, ეძებონ დუქნებში, ეკლესიებში, წიგნებში; დაე, ეძებონ ყველგან".
თუ იესო სწორად გემით, არ გჭირდება წასვლა შუა აღმოსავლეთში, ჰიმალაებში ან ალტაის მთებში, ჰინდი კუშში ან კავკასიის მთებში. ბრძენმა კავკასიელებმა თქვეს, რომ მათ ჩვენ მოგვცეს იესო, მაგრამ არსებობს ამ პრობლემის პოლიტიკური ასპექტი, რადგან იესოს შესახებ სწავლება არ არის კარგი, ანუ იესოს შესახებ ჭეშმარიტი სწავლება, რადგან თუ ყველა გაიგებს ჭეშმარიტ სწავლებას, აღარ იქნებიან პრესბიტერიანელები, ან იეღოვას მოწმეები, ან რომის კათოლიკეები. ისინი ყველა ქრისტიანი იქნება. აღარ იქნება სექტები, ან შეჯიბრი ან კრიტიკა ურთიერთის მიმართ და იმისი განცხადება, რომ მხოლოდ მისია ჭეშმარიტი გზა და სხვები ბნელები არიან.
ამასთან, ეს არის დიდი ეკონომიკური და პოლიტიკური გამოწვევა და ჯერჯერობით ვერ მოხდება. შესაძლოა, შემდგომი რამდენიმე საუკუნის განმავლობაში შეიძლება რაღაც შეიცვალოს, მაგრამ ღვთის მეორედ მოსვლა ძალიან მოახლოებულია და ყველამ უნდა იცოდეს ჭეშმარიტება, რაც ნიშნავს მესიის შესვლას თითოეული ადამიანის გულში, მის "ხელახალ ადამიზებას", მის დაცემამდელ მდგომარეობამდე მიყვანას, როდესაც კეთილისა და ბოროტის ცნობადის ხის აკრძალული ხილი ხეზე დაბრუნდება. მიზეზი და ინტუიცია შეერწყმება ერთმანეთს და რასაც "ახალ ხანას" ვეძახით, რაც პოზიტიური მეცნიერებებისა და მისტიკურის საქორწინო ფესტივალია, დამყარდება. ქრისტეს მიმდევრობა (ცჰრისტიანდომ) დაემხობა, და ასევე დაემართება ისლამს, სიონიზმს, მაგრამ საქმის არსი, რასაც ქრისტიანობაა (ჩჰრისტიანიტყ), ისლამი და იუდაიზმი გაერთმთლიანდება. ეს უკვე მოხდა ჩემს გულში, მაგრამ მთელ დედამიწაზე როდის მოხდება, მხოლოდ შემიძლია წარმოვიდგინო.
ძველი დრიოდან, სუფიზმის დასაწყისიდან, სწავლება და ჩილე, რაც სუფის პროცესუალური შრომაა, მისტიკითა და საიდუმლოებით იყო მოცული. სუფიების წრეში მიღებული არაა განმარტებების მიცემა ჩილეს შესახებ, რადგან იგი საიდუმლოდ უნდა დარჩეს. ხელდაუსხმელებს ამის შესახებ არაფერს ეუბნებიან. არც კი აღნიშნავენ. უმეტეს შემთხვევაში, დერვიში ჩილეს წვრთნას ისე იღებს, რომ არც კი იცის რას ან რატომ აკეთებს, ან რას უნდა მოელოდეს მისგან, მაგრამ როცა დრო მოვა, რომ მას ესმის ეს რა არის ან რა მიზანს ემსახურება, შემდეგ ის ხდება სხვებზე უფრო ახლოს მდგომი. ჩილეს საშუალებით, ჩვენ უნდა განვითარდეთ საკმარისად იმისათვის, რომ დავინახოთ და მივიღოთ იესოს სწავლებებში ანთროპომორფული შეგრძნება. მთელი "საიდუმლო", რისი გამხელისაც, გაცხადებისაც ეშინოდათ, არის ჭეშმარიტების ბუნების ეს ანთროპომორფული ხასიათი. მკრეხელობა არაა იმის თქმა, რომ ჩვენი სხეული ღვთის ტაძარია მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ ყველა ტაძარში საგალობლებს მღერიან, ორთოდოქსებში ჯერ კიდევ შემორჩენილია ის რწმენა, რომ ანთროპომორფიზმი მკრეხელობაა. მათი პრობლემაა თუ არ იციან რას ლაპარაკობენ, მაგრამ მე ეს უნდა ვახსენო სუფიზმის ბუნების ასახსნელად, რაც მასშია. იესომ თქვა: "შეიცანით ჭეშამრიტება და ჭეშმარიტება თქვენ გაგათავისუფლებთ". და ყველა, ვინც ამ თავისუფლებას დედავს მხოლოდ მისი მიწიერი არსებობის გაგებით, არა არის ემანსიპირებული, და რასაც ისინი თავისუფლებას ეძახია, ჩემი გაგებით ეს მონობაა.
შეიძლება ბევრი ძველი გაგების სუფი გააღიზიანოს აქ ჩემმა საუბრებმა "საიდუმლოთა" და ჩილეს მუშაობის შესახებ, მაგრამ მე არაფერს ვღალატობ. ამ საიდუმლოების მიზეზი წინათ ის იყო, რომ მასში ჩართულ ხალხს არ სურდათ სხვები შეეწუხებინათ, და რომ მათ ადგილ სამყოფელს ისეთი უღირსი ხალხი არ დაპატრონებოდა, როგორებიც არიან ნებისმიერი რელიგიის ორთოდოქსი მიმდევრები. ფანატიკოსი ორთოდოქსების მიერ შექმნილი პრობლემები ნებისმიერ ქვეყანაში კაცობრიობის ისტორიის ყველაზე სისხლიანი ფურცლებია.
მაგალითად, ქრისტიანებს სჯერათ, რომ მუსლიმანები სისხლისმსმელები არიან და მათი რელიგია უშვებს და წაახალისებს სისხლისღვრას, ამიტომ მათ მოაწყეს თავდასხმები ქრისტიანულ ქვეყნებზე და გამოიწვიეს ქრისტიანებში სისხლისღვრები. მაგრამ ქრისტიანული სამყაროს ისტორიას თუ შეისწავლით, ყველაზე დიდი სისხლისღვრები მომხდარია იმ ქრისტიანების მიერ, რომლებც სხვა ქრისტიანებს ტანჯავენ. ინკვიზიციების, საღვთო რომის, კუდიანებზე ნადირობისა და რეფორმაციის ისტორია ნამდვილად შავი გვერდებია ქრისტეს მიერი სიყვარულის გავრცელების პროცესში. მაგრამ ეს ყველაფერი არც ქრისტიანობისა და არც ისლამის ბრალია. ეს არის ფანატიზმისა და ორთოდოქსულობის ნაყოფი, რაც დღესაც კი გვაწუხებს. თუ არ იქნება განსხვავებული აღმსარებლობა გაკრიტიკებული, მაშინ ანტაგონიზმი შეიქმნება ერთიდაიმავე აღმსარებლობის სხვადასხვა დენომინაციებს შორის. ეს ნამდვილად სულელური და ბავშვურია, მაგრამ ძველად, ეს სისულელე ვლინდებოდა მატერიალურ ზიანში. იმ დროს, როდესაც ყველაფერი საიდუმლოდ ინახებოდა, ეს ხდებოდა იმიტომ, რომ საიდუმლოება თუ არ იქნებოდა, ადამიანთა სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდებოდა.
ეს საიდუმლოება მაშინ დაწესდა, მაგრამ დღეს, როდესაც ხალხს სურს აიხსნან ნებისმიერი სწავლებისათვის ამ ქვეყნად, მჯერა, რომ მათ გულწრფელად უნდა ეძიონ და მათი ცნობისმოყვარეობა უნდა დაკმაყოფილდეს. ასე რომ, თუ ძველი ტრადიციების ბოროტად გამოყენების მცდელობა იქნება, მომხრე ვარ მასზე პასუხისმგებლობის. არ ვაპირებ ღორებისათვის მარგალიტის მიყრას, მაგრამ ვაპირებ სულ მცირე საუბარს მისი ბუნების შესახე. გარწმუნებთ, რომ ყველაფერს ბოლომდე არ ვამბობ, მაგრამ არა იმიტომ, რომ ტრადიციების ერთგული ვრჩები ან საიდუმლოს ვიცავ, არამედ იმიტომ, რომ მჯერა _ სასარგებლო მიზნის მსახურების სანაცვლოდ, არის ისეთი რაღაცეები, რომლეზეც საუბრისას მეტი დაბნეულობა შეიქმნება. ზოგიერთი რამ შეიძლება ითქვას ინიციაციის გზაზე დამდგარისათვის მაშინ, როდესაც გაგება შეეძლებათ, და ეს მხოლოდ მათ დასაცავადაა, რომ მათ, ვისი ხელდასხმაც არ მომხდარა, ყველაფერი ერთდროულად არ ეძლევათ. ზოგიერთი რამ ასევე არ შეიძლება ითქვას, მაგრამ უნდა გამოიცადოს, ასე რომ რაც შემეძლება შევეცდები.
ჩილეს გაგებაში დაგვეხმარება, თუკი თეკეში მიმდინარე სხვადასხვა ღონისძიებებს აღვწერ. მე მხოლოდ შემიძლია საუბარი ბექტაში თეკეს გამოცდილების შესახებ, თუმცა მოგვიანებით სხვა ბევრ ფორმასა და გზას გავეცანი. თუმცა თეკეებს საქმიანობის ფორმებში არის გარკვეული განსხვავებანი სხვა სუფისტურ ორდენებთან შედარებით, მაგრამ არსეითად ისინი ძალიან არ განსხვავდებიან. სხვადასხვა ორდენებს შორის სიყვარულისა და პატივისცემის სიმცირე არ არის _ როგორც, სამწუხაროდ, ბევრ ქრისიანულ დენომინაციაში ხდება. ისინი არც იმას აცხადებენ, რომ ჭეშმარიტებასთან ძალიან ახლოს არიან. ისინი მხოლოდ ამბობენ: "ჩემი ნასიფი აქედან იყო". "ნასიფი" ნიშნავს საჩუქარს, ანუ კურთხევის მიღებას/გაზიარებას. ხანდახან ასეც ამბობენ: "შადრევანი, საიდანაც ვსვი, აქ იიყო და თუ გწყურია,, კიდევ ბევრი შადრევანია". არ არსებობს სახესხვაობანი სწავლებებში. თუკი არსებობს სახესხვაობა, ეს უფრო ადმინისტრაციულია თეკეს შეიხის, ანუ მმართველის არასწორი დამოკიდებულების გამო. მაგრამ სწავლების შუქით, დროთა განმავლობაში ისინი წესისამებრ ეწყობიან.
როდესაც დერვიში გადის თავის ტრენინგს თეკეში, იგი უნდა დაესწროს გაკვეთილებსა და ლექციებს, სადაც მას ინტელექტუალურად განავითარებენ. დერვიშს ასევე აძლევენ ფიზიკურ და სააზროვნო სავარჯიშოებს გასაკეთებლად. ზოგ სავარჯიშოს ინდივიდუალურად ასრულებენ, ზოგს _ ჯგუფურად. "ზიქრი" ყველა პიროვნებას მიეცემა და ეს უნდა გაკეთდეს დილით. თუ დილით ამისი დრო არ არის, მაშინ უნდა გაკეთდეს ნებისმიერ დროს, მაგალითად ქუჩაში, მანქანის ტარებისას. მასწავლებელი განსაზღვრავს სხვადასხვა შესაძლებლობებსა და მახასიათებლებს თითოეული "მიურიდისას", და როცა მოწოდებული იქნება, შეიხი უხელმძღვანელებს ამ განსაკუთრებულ სფეროში. ეს ასევე გახდება შემეცნებისა და სწავლების სფერო.
შეიხი ატარებს "სოჰბეტს" _ ესაა ინტელექტუალური სწავლების ნაწილი, მეგობრული საუბარი სუფიზმის შესახებ. ეს ძალიან თავისუფალი და სასიამოვნო, მაგრამ მიზნობრივი საუბარია მოშვებულ ატმოსფეროში ტიპიური სოჰბეტი შეიცავს ბევრ საუბარს, ბევრი ამბის მოყოლას, რომელიც დაკავშორებულია სუფიზმის სწავლებასთან, ბევრი საგალობლისა და სიმღერის მღერას, რომლებიც სუფი პოეტების მიერაა დაწერილი, და ინსტრუმენტულ მუსიკას. ბექტაში თეკეში იყენებდნენ სიმიან საკრავებს _ საზს, ანუ ბაღლამას. ამ ინსტრუმენტს იმსიგრძლე სახელური აქვს, რომ ხანდახან, როცა გინდა რომ მის ბოლოს მისწვდე, ეს მოითხოვს მკლავის ბოლომდე გაშლას. მას სამი სიმი აქვს, მაგრამ არის მისი უფრო განვითარებული ვარიანტები მეტი სიმით. მასზე უკრავენ ჩიტის ბუმბულით, რომელიც კალმის წვერზე ოდნავ მეტადაა წათლილი. ჩვეულებრივ, როცა მუსიკოსი უკრავს, სხვები მღერიან.
ზოგჯერ შეიძლება თეკეს პოეტი ესტუმროს. პოეტებს ეძახიან "აშუღებს", რაც "შეყვარებულ ადამიანს" ნიშნავს. როდესაც აშუღი ადამიანის სახელის ნაწილად გამოიყენება, ეს გამოხატავს ამ პიროვნების ხარისხს. სუფისტურ ლიტერატურაში კაბირს ეძახიან _ აშუღ კაბირს. თუ სტუმარი აშუღი მხოლოდ მომღერალია, ყველა უსმენს, მაგრამ საზის დამკვრელი მას აკომპანიმენტს უკეტებს. როგორც ასეთი, ინსტრუმენტალისტი არ არსებობს. ვინც უკრავს, ყველა მღერის. ბექტაშელები იროენტირებული აირან ხალხური მუსიკისაკენ, და ისე შორს არ არიან წასულები, როგორც მევლევიში ამ მხრივ. ბექტაშელები უფრო ხალხზე ორიენტირებული არიან.
სოჰბეტებთან ერთად არსებობს "აიენები", რომლებიც შედარებით ცერემონიული და რიტუალურია გარეგნულად. აიენების დროს, ხალხი ცეკვავს,უკრავს მუსიკას, მღერის, და მხოლოდ ბექტაში თეკეში, სვამს ალკოჰოლს. ამ ამბებს "აიენიდემს" ვეძახით, რაც ნიშნავს "მომენტების ცერემონიას". ცალკეული მომენტები ერთად იკრიბებოდა, როგორც თვლები კრიალოსანზე.

 

1 2 3

 


megobari saitebi

   

01.10.2014