sufizmi

1 2 3

არის ასევე ლექციები, რასაც "დერი"ეწოდება. და "ზიქრის" ორი ფორმა: ჯგუფური და ინდივიდუალური. უმეტესწილად, დილის ზიქრი ძალიან მოკლეა და ჯგუფში სრულდება, მაგრამ თავისი პირადი ზიქრის შესრულება ყველას თავისი ყოველდღიური საქმიანობის მიხედვით შეუძლია. სამშაბათ ღამით ჩვეულებრივ დიდი შეკრებაა ჯგუფური ზიქრისთვის, მაგრამ ხუღშაბათობით არაფერი კეთდება, რამდენადაც იგი მუსლიმანურ ქვეყნებში განსაკუთრებული დღეა და კვირის ბოლო იუო ხუთშაბათი-პარასკევი. და პარასკევი დასვენების დღე იყო. ზიქრის შესრულება სამშაბათს ნიშნავდა, რომ ყველა მსურველს შეეძლო დასწრება. მოგვიანებით, როდესაც დაიწყო თურქეთში დასავლური სამყაროს მსგავსი გარდაქმნები, ვიქენდი შეიცვალა შაბათ-კვირით. თუმცა, ზიქრის დრო არ შეცვლილა. ალბათ, თუ თეკეებს კანონის საფუძველზე არ დახურავდნენ და მათი საქმიანობა გაგრძელდებოდა, ისინი ზიქრის ღამეს შეცვლიდნენ. მსგავსად ამისა, ორთოდოქსი მუსლიმანური ლოცვის დღე პარასკევიკვირით არ შეცვლილა.
თეკეში მოთავსებულია პატარა სენაკები. დერვიშებსა და ყველას, ვინც ჩილეს ესტუმრება, სენაკს აძლევენ. თეკე საცხოვრებელი ადგილია, სადაც მიმდინარეობს ადამიანთა საქმიანობა ისევე როგორც ნებისმიერ დიდ სახლში. როგორც ყველა კომუნალურ საცხოვრებელში, აქ ყოველდრიური საქმე განაწილებულია. საკვები მზადდება ყველასთვის, და თეკე უნდა იყოს სუფთა და შეშით მომარაგებული. არის ბევრი ცხოვრელი, რომელიც თეკეს აძლევს საკვებსა და რძეს, და მაღ სჭირდებათ მოვლა. ბაღები უნდა დამუშავდეს და მარცვლეული წაიღონ წისქვილში დასაფქვავად. ვიღაცამ პურეული და სხვა პროდუქტი უნდა იყიდოს, ზოგი კი ანგარიშობს და უკვეთავს. საჭიროა ვინმე, ვინდ გარემოს შენარუნებაზე და შეკეთებაზე იზრუნებს და შორიდან ჩამოსულ სტუმრებს მიიღებს (მიჰმანდარი). არის პერიოდული საქმიანობებიც, როგორიცაა საქორწინო ცერემონიები, დაკრძალვები, გაცილება და შეხვედრები, რაზეც დერვიშები ზრუნავენ. ყველაფერი ეს ჩილესა და თეკეს ცხოვრების სახეებია.
სოჰბეტისა და სპეციალური მეცადინეობების გარდა, არის სხვა კლასებიც, რომლებიც გამოცდილი ადამიანების ხელმძღვანელობით ტარდება _ როგორცაა კერვა, ცეკვა, მუსიკა და ა. შ. ბექტაში თეკეს მასწავლებლებს ჰქვიათ "ბაბა", რაც მამას ნიშნავს. მევლევი თეკეში მათ ჰქვიათ "დედე", ანუ პაპა. ყველა ბაბას ჰყავს ჩილეში თავისი აღსაზრდელი და ყველა "ჩილაკეში", ანუ ჩილეში მყოფი, ბაბას მზრუნველობის ქვეშაა. ბაბას შეიძლება ჰყავდეს ერთი, სამი ან მეტი დერვიში, ვისთანაც მუშაობს. დასაწყისში ეს დერვიშმა არ იცის. კონკრეტული ბაბა შეიძლება უყურებდეს დერვიშს, მაგრამ დერვიშს ამას არ ეუბნებიან და მან შეიძლება თავი მიტოვებულად იგრძნოს. შეხვედრების დროს, დერვიშს არ ეუბნებიან სად წავიდეს და ღამით არ ეუბნებიან სად დაიძინოს. ცოტახნის შემდეგ, დერვიშმა შეიძლება იფიქროს, რომ არავინ იცის მისი იქ ყოფნის შესახებ, და შეიძლება მთელმა ექვსმა თვემ გაიაროს სანამ ვინმე სახელს ჰკითხავს.
ზოგჯერ, ის, რაც თეკეში კეთდება, პროცესისათვის სრულიად შეუსაბამო ჩანს _ ახალ მიურიდს შეიძლება სთხოვონ შეშის დაჩეხვა, ოთახების დასუფთავება, უამრავი ჭურჭლის დარეცხვა და მრავალი რამ, და სხვა არაფერი. როგორც წესი, ამ ეტაპზე ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ გული გაუტეხონ და უბიძგონ გაქცევისაკენ. ის მალე იგებს, რატომ ეწოდება სამუშაოს ჩილე, რაც ნიშნავს "სირთულეს".
თუკი გაიგებს ვინაა მისი ბაბა, დერვიშმა შიეძლება დაუწყოს მას კითხვების დასმა და მალე იგი სადლე სხვაგან გაგზავნონ რაღაცის საკეთებლად, და რის საკეთებლადაც არ უნდა გაგზავნონ, ამას მისთვის დასჯის ეფექტი ექნება. მალე იგი მიხვდება, რომ ეს მისი კითხვების გამო მოხდა.
თუკი მას სურს სიყვარულის არსის ცოდნა, მას არ ეტყვიან, მაგრამ შესაბამის სასწავლო სიტუაციაში მოახვედრებენ, სადაც მაქსიმალურად შეუძლებელი იქნება სიყვარული. ის გრძნობს, რომ შეუძლებელია სიყვარულის შეგრძნება. მისი ბაბა მადლობას არ ეტყვის ამ მიურიდის მიერ მოტანილი ყავის გამო, უფრო კი შეიძლება გაკიცხოს. ამის უკან არის ცოდნა იმისა, რომ თუ გინდა ადამიანმა შეიყვაროს წყალი, იგი შუაგულ უდაბნოში უნდა დასვა. უკეთესია სასმელად გამოხდილი წყალი მისცე, ვიდრე სუფთა წყალი. მხოლოდ ამგვარად ისწავლის წყლის სიყვარულს. თუკი ბაბა თავის მიურიდში რაიმე იმედს ხედავს, იგი უფრო უარესად მოეპყრობა და მიურიდი მიხვდება, რომ შებრალებას არ უნდა ელოდეს. ყველაფერ ამას არაფერი აქვს საერთო სიყავრულთან, მაგრამ ესენი არის საშუალება დერვიშის სწავლებისა და მასში ნამდვილი სიყვარულის გაღვიძებისა.
ზოგიერთებს ჩილეს გამოღვიძების პროცესში სხვაგვარად ეპყრობიან. არსებობს გამონაკლისები. სრულიად არასასურველია დერვიშობა!
ჩილეში არის ისეთი რამ, რაც მაძიებელმა უნდა შეიმეცნოს გამოცდილებით და ყოველდღიური ცხოვრების ტრივიალური ასპექტებით. ბაბა შეამჩნევს თავისი მიურიდის სისუსტეებს. თუკი აღმოაჩენს, რომ მიურიდს ეშინია "ცოდვილი" ქმედებების განხორციელება (მუსლიმანურ ქვეყნებში), შეიძლება იგი გააგზავნოს საზოგადოებრივ ადგილებში ღვინის საყიდლად. ან, თუკი ისეთი ადამიანია, რომელსაც სისუფთავე და წესრიგი უყვარს, ბევრ ჭუჭყიან საქმეს დაავალებენ. დერვიშმა უნდა გადალახოს თავისი პირობითობა. მას არ დასცინებენ. ყველას გააზრებული აქვს, რომ ეს სერიოზული შრომაა და ესაა მისი გამოღვიძების ეტაპები. ნახევარი ამოცანაა, რომ აიძულონ მას თავის დანებება ყელში ამოყვანით.
თუკი დერვიში გულს არ აიცრუებს და ხელს არ ჩაიქნევს, მას უფრო მეტს მისცემენ და მეტად გამოიღვიძებს, და როდესაც გამოღვიძება აქტივირებულია, არის ორი რამ, რომლებიც ადამიანმა უნდა გამოაღვიძოს. ბაბას ჩაბეჭდილიაქვს, რომ მისი ამოცანაა ასწავლოს მიურდს სიყვარული და თავმდაბლობა. სანამ ამას არ სიწავლის, მიურიდი ვერაფერს ისწავლის. როდესაც იგი გამოცდის თავმდაბლობას, ეს არის მისი ცოდნა ღმერთსა და საკუთარ თავზე დამოკიდებულების შესახებ, და იგი დაინახავს ღმერთს თავის გარშემო საძმოში. ბაბას ეს ყოველთვის ახსოვს და თუკი თავის მიურიდში პროგრესს აღმოაჩენს, ეს იქნება: განიცდის დერვში რამეს სიყვარულის მხრივ, და საკმაოდ თავმდაბალია?
დერვიში, თავის კომპლექსებთან/სირთულეებთან ბრძოლისას ვერასოდეს იგრძნობს თავისი ბაბას ყურადღებას, ვერც მისგან აშკარად გამოხატულ შებრალებას. ბაბა მხოლოდ საიდუმლოდ ზრუნავს თავის მიურიდზე. როდესაც მას თავის სენაკში სძინავს, მისგან მალულად ბაბა დახედავს, დაეხმარება მას მაგრამ ღიად დერვიშს გაკიცხავენ და მასზე იჩივლებენ. ნებისმიერი ნამდვილი დერვიში, რომელიც თავისი ძმის ბრძოლას ხედავს, არასდროს ეტყვის, რომ ეს მათაც გაიარეს. პირიქით, ის ეტყვის: "ყველა იმას იმკის, რასაც იმსახურებს _ ეს ჩემიპრობლემა არაა. რატომ არ დაბრუნდები შინ?" გარეგნულად არავინ იწუხებს თავს.
ამგვარმა მოპყრობამ შეიძლება გამოიწვიოს მიურიდის გაბრაზება და სიძულვილი და მისი უხეში პასუხები. ან შეიძლება უცაბედად გამოიღვიძოს და ბაბამ რაც არ უნდა გაუკეთოს თავის მიურიდს, მან დაიწყოს გაფურჩქვნა. დაბნეული, შეწუხებული, ტკივილიანი გამომეტყველების სანაცვლოდ დერვიში დაიწყებს თვალებით ღიმილს და საწმიანობისას სიმღერას. ყველანაირი გაღიზიანება გაუქრება და სიხარული და სიყვარული გამოანათებს მისი სახიდან. როდესაც ბაბა ამას დაინახავს, ნელ-ნელა უფრო რბილად მოეპყრობა თავის მიურიდს. უფროდაუფრო მეტს ესაუბრება და თავისთვის პატარა სამსახურის გაწევას სთხოვს. ამ დროისათვის, მიურიდი იმდენად თავმდაბალია, რომ თუკი მას სთხოვენ ბაბას განბანვისათვის წყლის დასხმას, ან მისი ჩანთის ტარებას ბაზრიდან, ამას აღიქვამს, როგორც დახმარებას, და არა ისე, თითქოს დერვიში ბაბას ემსახურება. ერთ დღეს ბაბა ეტყვის თავის დერვიშს: "გვერდით მომიჯექი" და მისი გამოღვიძების პროცესის მეორე ეტაპი იწყება.
დერვიშს შეიძლებადაავალონ ახალი მიურიდის დახმარება. მას ეტყვიან: "მიხედე ამ ბიჭს" და იგი რამდენადაც ხედავს ახალის ბრძოლას, რარაცეებს გაიაზრებს. იგი მიიღებს უფრონათელ პერსპექტივას და მის გულში გაიზრდება სიყვარული ადამიანისადმი, რომელსაც ეხმარება.
მოგვიანო ეტაპზე, და მხოლოდშემდეგ, შეიძლება მოიწვიონ შეიხის სპეციალურ სოჰბეტებზე დასასწრებად. პირველად იგი უნდა გაჩერდეს კართან და არ უნდა შეუერთდეს წრეში მსხდომ დერვიშებს. შეიძლება დგომა მოუწიოს ძალიან დიდხანს, დაღლილობის ან დისკომფორტის ჩვენების გარეშე და იმ დროს, როცა სადაცაა წაიქცევა, შეიძლება მისმა ბაბამ მოულოდნელად გაგზავნოს სამზარეულოში ერთი ჭიქა წყლის მოსატანად, გაათავისუფლოს დაძაბულობისაგან და მოადუნოს მისი მტკივანი კუნთები. ბაბას ესმის თავისი მიურიდის დისკომფორტი და ამას მიზნობრივად აკეთებს მისი ტკივილის შესამსუბუქებლად, მაგრამ მიურიდს ეს არ ეცოდინება. თან, დერვიშს მისცემენ უფროდაუფრო მეტ სასწავლს მანამ, სანამ იგი არ გახდება შეიხთან დაახლოებული წრის ნაწილი და არ მივა იმ დონემდე, რომ მიიღოს მისგან.
ბაბასა და მის მიურიდს შორის კავშირი ძალიან ძლიერდება, და თეკეში სეიძლება ნახო საათოების განმავლობაში კართან მჯდომი დერვიში, რომელიც ბაბას თვალის დაუხამხამებლად უყურებს.
თეკეში ბავშვებისთვისაცაა ადგილი. მათ აქვთ მუდმივი სკოლა და ესწრებიან ბავშვებისთვის განკუთვნილ სოჰბეტს დილის 10-ზე ან 11-ზე, რაც სეზონზეა დამოკიდებული. ამ მცოცავი დროის მიზეზი ისაა, რომ შუადღის ნამაზი მერყეობს დღის ხანგრძლივობის მიხედვით და ამ სესიებს ატარებენ სუადღის ნამაზამდე 1,5 საათით ადრე. როდესაც ბავშვები ერთად იკრიბებიან, ისინი მღერიან და თამაშობენ, და თუ კარგი დღეა, ისინი მიჰყავთ თეკეს ბაღში. სოჰბეტები საკვირაო სკოლის გაკვეთილების მსგავსია, მაგრამ რადგან ისინი თეკეში ცხოვრობენ, სასკოლო სიტუაციას მუდმივი ხასიათი აქვს.
ფიზიკური ვარჯიშები თეკეს ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, და არის სათამაშო მოედანი სპორტის სხვადასხვა სახეობისათვის, მაგრამ ეს ბავშვებისთვის არაა, მამაკაცები ვარჯიშობენ მშვილდოსნობაში, ჯირითსა და ხმალაობაში. არის ქვის ტყორცნის, შუბის ტყორცნის, კატაპულტის სროლის თამაშOბანი, ასევე ძელზე აძრომა. ძელზე აძრომას ყველაზე ხშირად ქეიფების დროს ცდილობენ. მაგალითად, არსებობს ელიას სღის დღესასწაული. მას ეძახიან "ჰედრელეს", რაც ნიშნავს "ხიდრ ელიას"-ს. როდესაც ეს აღინიშნება 6 მაისს, მას სახელი ეცვლება "ნავრიზ"-ად. თუკი 6 მაისს აღნიშნავენ, მაშინ მას "ჰედრელესი" ჰქვია. 21 მარტს აღნიშვნა უფრო გავრცელებულია თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ასევე ირანსა და ერაყში. ცენტრალურ ანატოლიასა და დასავლეთში, დღესდღეობით 6 მაისს აღნიშნავენ. იმიტომ, რომ შესაბამისი ამინდი ამ რეგიონში გვიან დგება.
სპორტული ცხოვრება რეგულარულად მიმდინარეობს, უმეტესად პარასკევობით. ზოგჯერ თეკეებს შორის სპროტული შეჯიბრებები ტარდება.
1864 წლის შემდეგ, როდესაც უამრავი კავკასიელი გადასახლდა თურქეთში, მათთან შეიტანეს თავიანთი სპორტი _ ჯირითი. ეს ენთუზუაზმით მიიღეს თურქებმა და ბევრი ცნობილი ოჯახი გზავნიდა შვილს ჩერქეზებთან ყველაფრის შესასწავლად, რაც კი მათ იცოდნენ. ჩერქეზული ჩაცმისა და ცხოვრების წესის ძლიერი ასიმილაციის გამო, ჯირითი ბოლო 50 წლის განმავლობაში თურქეთში დერვიშთა სპორტულ ღონისძიებად იქცა. ბექტაშელებს მეტი შესაძლებლობა ჰქონდათ შეეთვისებინათ ისეთი საქმიანობა, როგორიც იყო ჯირითი, რადგან ისინი სოფლურ ცხოვრებას ეწეოდნენ და ძნელი არ იყომათთვის ცხენის შენახვა. როდესაც ტეკეები დაიხურა, უმეტესი მსგვასი საქმიანობაც დასრულდა.
ჩილეს მეორე ფაზა იმ მომენტიდან იწყება, როდესაც თეკეს შეიხი იწყებს მაძიებლის გამოცდას, ან ღიად დასმული, ან შედარებითშეუმჩნეველი, შეფარული შეკითხვებით. თუ ღირსად მიიჩნევს, იგი დაამყარებს გარკვეულ კავშირებს მაძიებელთან განსხვავებულ დონეებზე, ტელეპატიისა და ექსტრასენსორული აღქმის გამოყენებით. ამ მეთოდების შესახებ დღესდღეობით ბევრი რამაა ცნობილი ფსიქოლოგიასა და ფსიქიატრიაში. შეიხი ცდილობს საერთო საყრდენის პოვნას პიროვნების გონის მოწყვეტის გარეშე უზენაესი გონიდან.ამის გასაკეთებლად, შეიზი პოულობს "სუპერპოზიციის" არეს თავის პირად გონსა და მაძიებლის გონს შორის.
აპლიკანტის შემოწმების შემდეგ შეიხი მას აძლევს სამუშაოს მისი ღირსეულობის შესამოწმებლად და იმის სანახავად, რამდენად საიმედოა მისი წინსვლა. ამ მოვალეობებს ეწოდება "ვასიფა". შემდეგ, იმისათვის, რომ გაიგოს მეტი მაძიებლის შესახებ, შეიხი ისე ასაქმებს, რომ უფრო ნათლად დაინახოს ამ ადამიანის ღირსეულობა. თუ შეიხი ნახავს, რომ ეს მაძიებელი ღირსეულია, უფროდაუფრო შეუმჩნევლად ცდილობს, რომ მისცეს საშუალება, დაეუფლოს უფრო მაღალ ცოდნას. ზოგჯერ, როდესაც იგი ამას აკეთებს, იგი ეცნობა მაძიებლის წინაპართა ხაზსა და წარმოშობას/ისტორიას. შეიხს არ გაუკვირდება, თუკი გაიგებს, რომ მაძიებლის წინაპართა ხაზი უფრო მაღალ პოზიციაზე იდგა, ვიდრე თავისი. როგორც კი შეიხი თავის გონებას მიმართავს კოსმიური გონების დონისკენ, იგი გაჩერდება ყოვლისნცოდნეობის დონეზე და შეუძლია ყველაფერი იცოდეს. ყველაფერი, რაც არსებობს, მიეკუთვნება, უზენაესს და დაკავშირებულია მასთანვე. ამას ასე დავასურათებ. წარმოიდგინეთ ოთახი, რომელსაც ჭერში ხვრელი აქვს დატანებული. მზის შუქი გარედან ამ ხვრელის საშუალებით აღწევს და იატაკზე ეცემე სინათლის ლაქის სახით. ყველასთვის ცხადია, რომ სინათლის ლაქა იატაკზე დაკავშირებულია მზის სინათლესთან აგრეთ. თუკი საკუთარ თვალს ამ ლაქის ქვემოთ მოათავსებ, მზეს დაინახავ, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად პატარა იქნება ნახვრეტი. ამ ანალოგიის გამოყენებით, ჩვენ ვხედავთ, რომ არსებობს ერთადერთი გონი. ადამიანის სხეულში ინკარნაციის პროცრესში, რასაც ჰქვია ადამიანის გონი, მხოლოდ ერთიგონის ანარეკლია. გონის არეკვლა შეზღუდულია არეკვლის იმ რაოდენობით, რომელიც ინდივიდუალიზებულ გონს, ანუ "ბუდეს" შეუძლია ატაროს. ეს კონტეინერი ზღუდავს ანარეკლს, მაგრამ კონტეინერი შეიძლება განივრცოს იქამდე, სანამ გონის ეს ინდივიდუალიზებული ნაწილი შეიზლება დაუბრუნდეს იმას, რასაც ეკუთვნის, როგორც წყლის წვეთი უბრინდება ოკეანეს. ამ დროისათვის, როდესაც ეს კავშირი მყარდება, ინდივიდუალიზებული გონი უბრინდება ყოვლისმცოდნე გონს. ეს რთული პროცესია, მაგრამ შეიხი ამას გააკეღებს, თუკი მიიჩნევს რომ ღირს.
მაძიებლის გამოცდისა და გაგების ბევრგვარი გზა არსებობს, და შეიხი თანდათანობით, ნელ-ნელა მიამრთავს ჯერ ადამიანურ და ინტელექტუალურ გამოცდებს, რაც შეიძლება მიხვედრილობის დასადგენი ტექსტების მსგავსი იყოს (Iნტელლიგენცე ტესტს). და შემდეგ, თუ შეიხი ღირსად მიიჩნევს, იგი შეწუხდება და გააგრძელებს სვლას უფრო მაღალი დონეებისაკენ.
თუკი შეიხი თავს შეიწუხებს და გააგრძელებს სვლას უფრო მაღალი დონეებისაკენ, და შეხვდება მაძიებელს განსხვავებულ დონეზე, შეიძლება ისევ მიიჩნიოს, რომ მაძიებელი მაღალ დონეზე დგას მისი მემკვიდრეობის გამო. ეს ნიშნავს, რომ მისი წინაპრების თაობათა მიერ ჩატარებულმა სულიერმა მუშაობამ მოახდინა მისი კრისტალიზება, მიიყვანა მისი მაღალი მდგომარეობის წერტილამდე, მენდელის კანონების მიხედვით. ამას არაფერი აქვს საერთო რეინკარნაციის თეორიასთან, რომელიც ჩვენშიშორეული აღმოსავლეთიდან შემოვიდა. სუფიზმში, ყოველი ჩევნგანი არის თავისი წინაპრების სულიერი მუშაობის შედეგი. ეს არ ნიშნავს მშობლიდან შვილზე პირდაპირ მემკვიდრეობას, არამედ გენების გარკვეულ აკუმულაციას, რომელმაც შეიძლება გამოტოვოს რამდენიმე თაობა, სანამ ხელახლა ამოტივტივდებიან ახალი ინკარნაციისას.
თუ შეიხი დაინახავს, რომ მაძიებელს გააჩნია მნიშვნელოვანი დამალული უნარები, იგი წაახალისებს მას რამდენიმე გმირობის ჩვენებით, რომელიც გაააქტიურებს მის თავგამოდებას ტრანსფორმაციის ასამუშავებლად.
თუ შეიხს ამის გაკეთება არ შეუძლია, იგი მიმართავს თავის მიურიდთან საუბრებს, როგორც ნებისმიერი რელიგიის მქადაგებელი ესაუბრება ხალხს. იგი ყოველთვის ეტყვის მას ფორთოხლის მშვენიერების შესახებ ფორთოხლის პაწაწინა ნაჭერის შესაჭმელად მიცემის გარეშე. პიროვნებისათვის, ვინც არაფერიცის ფორთოხლის შესახებ, გაცილებით უკეთესია მიეცეს მისი შეჭმის შესაძლებლობა, ვიდრე წაიკითხოს ათასობით წიგნი ფორთოხლის შესახებ ან მოუსმინოს მისიონერთა ქადაგებას ამ ხილის სურნელის, მშვენიერებისა და არომატის შესახებ.
ასე რომ, შეიძლება იყოს ყველაფერი, რაც შეიხისთვისაა ხელსმისაწვდომი, რათა შთააგონოს თავის მიურიდს. ყველაზე რთულ დაბრკოლების ქვა შეიხის გზაზე არის მაძიებლის ეგო. შეიხსა და მის მიურიდს შორის ურთიერთობა უნდა იყოს სრული მორჩილება. მიურიდი ნიშნავს პიროვნებას, რომელსაც გააჩნია "მურატ" (ძიება). პიროვბება, რომელსაც აქვს "მურატ", არის მიურიდი. ასე რომ, ის, ვინც ეძებს, არის მაძიებელი და მაძიებელსა და მის შეიხს შორის არ უნდა იყოს საიდუმლო. არც უკანონო ან აკარძალულია ამაში არაფერი. შეიხსა და მიურიდს შორის არ უნდა არსებობდეს გაურკვევლობა. თუ ეს ურთიერთობა სრულიად გახსნილი არ არის, არ მუშავებს.
როგორ უნდა დაემორჩილოს სრულებითერთი ადამიანი მეორეს? _ შეიძლება ბევრმა იკითხოს. ეს სამართლიანი კითხვაა, მაგრამ მორჩილება სუფიდ გახდომისათვის აუცილებელი პირობაა. ეს მაძიებლის არჩევანია. თუ ამ პირობის არჩევა შეუძLებელია, მაშინ სუფიდ გახდომაც შეუძლებელია. ეს იგივეა, რაც გამოთქმა: "ვერ ვიტან დასველებას, ჩემი ცხვირის წვერისასაც კი, მაგრამ მინდა ცურვის სწავალ". თუ შეგიძლიათ ცურვის სწავლა დასველების გარეშე, მაშინ სეიძლება გახდეთ სუფი მორჩილების გარეშეც.
ბევრი დასავლელის აზროვნებაში ნდობა ნიშნავს 'მორჩილებას". თუმცა, ნდობა აუცილებელი არაა იმსათვის,რომ მაძიებელი მორჩილიიყოს. ამ მორჩილების აღსაწერი უფრო შესაფერისი სიტყვა არს "მსხვერპლშეწირვა". ეს გულისხმობს, რომ შენ ემორჩილები არა მდობის გამო, არამედ მიმს გამო,რაც ასე ძლიერ გინდა რომ მიიღო, და იმაზე, რომ შესაძლოა ეს სიტუაცია არ არის სანდო, უკვე აღარ ფოქრობ. ეს მორჩილება მოდის იმისი მიღებიდა, რაც შეიძლება შენ დაგემართოს. იმისი გულისათვის, რისი დაუფლების სურვილიც გკლავს, ემორჩილები; ეწირები. ამისინათელი მაგალითია: დედა ხედავს, რომ მისი შვილი ალმოდებულ ოთახშია გამომწყვდეული. მას არ სჯერა, რომ ცეცხლი მასაც არ დასწვავს. ისიც არ უწერია, რომ შვილიც გადაარჩინოს. ის, რაც ყველა დედას აქვს, არის სწრაფვა იმისაკენ, რომ შვილი გადაარჩინოს. გარანტიები არ არსებობს.
თუკი ყველა მიხვდებოდა მორჩილების ჭეშმარიტებას და თავის ქვეცნობიერ აზრში ჩაიდებდა, ყველა სუფი გახდებოდა ერთ ღამეში, რადგან იმ მომენტში, როდესაც გონიამ მდგომარეობას აღწევს, ტრანსფორმაცია უწყვეტი ხდება და მათ არ სჭირდებათ პროცესი. მორჩილება იღბალია.
ჯონ ბენეტი წიგნში "მოწმე" წერდა ქუმბის წყლებზე თავისი გამოცდილების შესახებ, როდესაც იგი მიხვდა მნიშვნელობას "იყავს ნება შენი" ღვთის ლოცვაში (მამაო ჩვენო). მას ჰქონდა ყოველდღიურად ამ ლოცვის წარმოთქმის ჩვეულება მაშინ, როდესაც სხვა არაფერი ჰქონდა აგსაკეთებელი: სეირნობისას, მანქანის მართვისას, ჩაის სმისას. იგი მიხვდა, რომ დღის განმავლობაში ღვთისლოცვას იმეორებდა 1000-ჯერ, და ამას წლების განმავლობაში აკეთებდა. ერთ დღეს, როდესაც ამბობდა: "იყავნ ნება შენი",ამ ფრაზამ ელვასავით გაიჟღერა. მას აინტრესებდა, მართლა გულისხმობდა თუ არა ამას. მან გაიფიქრა: "თუ ღვთის ნება ამჟამად იყო, ჩემთვის წაერთვა ყველაფერი, რაც კი ღირებულია ჩემთვის ამ საზოგადოებაში, ეს დაწესებულება, ჩემი თანამდებობა და ჩემი მიღწევები ამ სამრეწველო საჭურველში, და ჩემი პოზიციები სხვა ადგილებში, და ჩემი საზრდო, ჩემი შვილები და ჩემი საყვარელი ადამიანები, თუ ეს ყველაფერი წამოერთმეოდა ამწუთას, მზად ვარ აღავსრულო ღვთის ნება?" უცებ, ეჭვის ჩრდილის ან ყოყმანის გარეშე, მან თქვა: "დიახ, ღმერთო, მზად ვარ. თუ დავკარგავ მეგობრებს, ჩემს ოჯახს, ჩემს ბიზნესს, ჩემს საზრდოს, ყველაფერს _ უარყოფით ან სიკვდილით, არაფერს ჩავებღაუჭები. როგორიცაა ნება შენი, დაე, აღსრულდეს იგი. არ წამართვა შენი თავი." დავითის 51-ე ფსალმუნში ნათქვამია: "ნუ განმაშორებ შენს თავს, და სულიწმინდასაც ნუ მომაშორებ".
ამგვარი რამ მუდმივი გასხივოსნებაა. სუფის ენაზე ამას ჰქვია ითლაყი (Iტლაკ) _ მოჩილება ანუ დანებება (სურროუნდინგ). შეიხზეა დამოკიდებული იმისი გადაწყვეტა, როდის აქვს მიურიდისგან ამგვარი მორჩილება და სანამ არ დარწმინდება, რომ ეს ასეა, მაძიებლისათვის ჩილეს სამუშაოთა უფრო მაღალი ეტაპები ხელმისაწვდომი არ იქნება. მიურიდზე არ არის დამოკიდებული, რომ თქვას: "ვემორჩილები", რადგან მხოლოდ შეიხმა იცის, როდისაა იგი მზად.
ამ გადაწყვეტილების მიღწევამდე,შეიხმა შეიძLება გამოსცადოს მიურიდი და ეს გამოცდა იყოს ძალიან დამაბრკოლებელი ან ძალიან ცხადი და უკიდურესად მძიმე. შეიხზეა დამოკიდებული იმისი გადაწყვეტა, ადამიანის ურთიერთობათა და ფსიქოლოგიის რომელ სფეოებში უნდა გამოსცადოს მიურიდი. ყველას აქვს რაღაც განსხვავებული,რისი დაკარგვისაც ეშინია, და შეიხიიპოვის ამ წერტილებს და განსაკუთრებით მათზე ითამაშებს.
დავუშვათ, მაგალითად, ცოლ-ქმარმა მიაკითხა შეიხს და სთხოვა სწავლებაზე დაშვება. პირველ რიგში, მათ მხოლოდ სოჰბეტებსა და ლექციებზე დაუშვებენ. სოჰბეტები არის მეგობრული სჯა-ბაასი მათ უკან დამალული გარკვეული მიზნით. თუ წყვილი მიიღეს, ისინი ხელდასხმულნი იქნებიან და მიიღებენ სოჰბეტებსა და ლექციებზე სიარულის ნებართვას. ამ დროის განმავლობაში, შეიხი გაეცნობა მათ და როდესაც საკმაოდ კარგად გაიცნობს, მათ შეიყვანს ჩილეს სამუშაოთა პირველ ფაზაში, თუკი ამას ისურვებენ. თუმცა, თუკი შეიხი შენიშნავს, რომ ეს მამაკაცი და ქალი ერთმანეთს ძალიან არიან შეთვისებულნი და მამაკაცი არ არის თავისუფალი იმისათვის, რომ ცნოს თავისი ცოლის თავისუფლება, არამედ ძალიან მესაკუთრე და ეჭვიანია, მაშინ სეიხი ეტყვის მამაკაცს: "შენმა ცოლმა პირადად უნდა მნახოს". ეს გამოცდაა იმისა, რომ ნახოს _ შეყოყმანდება თუ არა კაცი იმის გაფიქრებაზე, თუ რატომ უნდა ნახოს მისმა ცოლმა შეიხი პირადად. თუკი შეიხი ამ ყოყმანს შეამჩნევს, სავარაუდოდ ეტყვის: "იფიქრე ამის შესახებ". საუბარი დამთავრდება ყოველგვარი ახსნა-განმარტების აგრეშე.

 

1 2 3

 


megobari saitebi

   

01.10.2014