მეფე დავით აღმაშენებელი
(1073–1125)

1 2

დავით აღმაშენებლის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწეობა
გამეფება და იმდროინდელი პოლიტიკური ვითარება

ბრძოლა საქართველოს გაერთიანებისთვის
კახეთ–ჰერეთის შემოერთება
1110–1118 წლების ბრძოლები 
ყივჩაღების გადმოსახლება
1120 წლის ბრძოლებია
დიდგორის ბრძოლა და თბილისის აღება
გალაშქრება შირვანსა და რანში
გალაშქრება სომხეთში  და ანისის აღება

 

დავით აღმაშენებლის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწეობა

გამეფება და იმდროინდელი პოლიტიკური ვითარება

daviTis freska. gelaTi

როგორც უკვე აღნიშნული იყო, გიორგი II თავი დაანება მეფობას და «მარტოდ შობილსა» შვილს დავითს «თჳთ მამამან დაადგა გვირგვინი მეფობისა». ისტორიკოსი მოგვითხრობს, რომ დავით აღმაშენებელი «მას ჟამსა იყო ჰასაკით: ი՜ ვ — (16) წლისა, ხოლო ქორონიკონი: —ტ՜ თ:» (309). მაშასადამე, დავით II გამეფებულია 1089 წელს და ტახტხე ასვლის დროს თექვსმეტი წლის ჭაბუკი ყოფილა. აქედგან ცხადია, რომ იგი უნდა 1073 წელს დაბადებულიყო.
დავით აღმაშენებელმა მემკვიდრეობით მძიმე ტვირთი მიიღო: სამეფოს საქმეები აწეწილ-დაწეწილი იყო, ქვეყანა თურქების თარეშგისაგან მოქანცული იყო «მოოâრებულ იყო ქართლი» ისე, რომ მემატიანის სიტყვით «თÕნიერ ციხეთასა სადმე არა იყო კაცი სოფელსა შინა. არცა რა შენებულობა». ამასთანავე «ქალაქი ტფილისი, რუსთავი, სომხეთი ყოველი, სამშუილდე, აგარანი თურქთა ჰქონდეს». მხოლოდ «თრიალეთი და კლდე-კარნი და მიმდგომი ქუეყანა მათი ლიპარიტს» ეჭირა და საქართველოს «მეფეს დავითს წინაშე იყჳს რეცა ერთგულად». რაკი ქვეყანა აოხრებული იყო, ქართლის ჭალაკები და ნაჭარმაგევი ნადირთ ბუნაგად იქცა, «აღსავსე იყო ირემთა და ეშუთა მიერ». ამასთანავე ქართლში თურქები დაძრწოდნენ, ხოლო «ზამთრისავე მოწევნისა ფალანგებითა მათითა ჩამოდგიან ჰავჭალას და დიღუამს ჩაღმართ მტკურისა და იორის პირთა, რამეთუ მათი იყო სადგომი». ამიტომ, როდესაც დავით აღმაშენებელი გამეფდა, «მაშინ საზღაური სამეფოსა» აღმოსავლეთით ნამდვილად თითქმის მარტო «მთა მცირე ლიხითა და სადგომი სამეფო წაღულისთავი» იყო, ხოლო ამაზე შორს აღმოსავლეთისაკენ მეტადრე სადაც ჭალაკები მოიპოვებოდა ცალკე. ნადირისაგან, ცალკე მტრისაგან საშიში იყო და ისე არავინ ბედავდა ჩასვლას, «ვიდრემდის ცხენ-კეთილთა მâედართა მიერ მოინახიან და მაშინღა ჩამოვიდიან ვაკესა».
ამას გარდა, თბილისის საამიროს და თრიალეთს გარდა, მთელი სამხრეთ აღმოსავლეთი საქართველო მათ ეპყრათ და თავისუფლად დანავარდობდნენ; მოახლოვდებოდა თუ არა შემოდგომა, «სთუელთა» თურქები «ყოვლითა ფალანგებითა მათითა» და ხარგებითა, აუარებელის წვრილფეხა და სხვილფეხა საქონლით «ჩამოდგიან გაჩიანთა პირსა მტკურისასა ტფილისით-გან ბარდავადმდე და იორის პირთა, ყოველთა ამათ შუენიერთა ადგილთა საზამთრითოთა». სადაც ზამთარში მშვენიერი საძოვრები და სანადირო მოიპოვებოდა და ბველაფერი უხვობით იშოვებოდა; ხოლო გაზაფხულის დამლევს საზაფხულოდ სომხეთის მთებში მიდიოდნენ და იქაურს გრილს ადგილებში ცხოვრობდნენ. აღმოსავლეთი საქართველო გაოხრდა და მოიჭამა თურქთაგან.
ესოდენ დაუძლურებული სამეფო ერგო დავით აღმაშენებლს და თავდაპირველად გაბნებული და დაქსაქსული ქვეშევრდომების შეგროვებას შეუდგა; მან «ნიანია კახაბერის ძეცა და სხუანიცა აზნაურნი მცირედ მცირედ შემოკრიბნა სადმე დაშთომილნი»; ნელ-ნელა «სოფელთავე-ცა იწყეს შთამოსვლად და დასხდომად», ქვეყანა დაშოშმინდა და მოეშენა. ამასობაში ოთხმა წელიწადმა გაიარა. «ამას შინა გარდაâდა წელიწადი ოთხი, მოკუდა სულტანი მალიქში» და თურქთა ძლიერებაც ამიერთაგან თანდათან სულ უფრო და უფრო ეცემოდა. მალიქშა, ანუ მელიქშაჰ I მოკვდა 1092 წელს, ხოლო დავით აღმაშენებლის მეფობის 4 წელიწადი 1093 წელს შესრულდებოდა. მაშასადამე, 1093 წლამდე დავით მეფე საქართველოს მოშენებისათვის და ქვეყნის დაწყნარებისათვის ზრუნავდა. ძლიერი სულტანის სიკვდილს საქართველოში მშვიდობანობის დამყარებისათვის ხელი უნდა შეეწყო. ხოლო თურქეთის თანდათანი დაუძლურება საქართველოს დიდებული მეფის მოღვაწეობას ვეღარ შეაფერხებდა. როდესაც გარეშე მტერი ზურგს არ უმაგრებდა, მაშინ შინაური ურჩი გვარიშვილებიც საშიშარნი არ იყვნენ. იმავე 1093 წელს «ლიპარიტ ამირამან იწყო მათვე მამულ-პაპურთა კუალთა სლვა, რამეთუ ზაკჳდა წინაშე მისსა» იმიტომ რომ, თუმცა «ქრისტიანე იყო სახითა. გარნა ორგულობა და სიძულილი პატრონთა გუარისა-გან მოაქუნდა გონებითა»-ო, ამბობს მემატიანე.
დავით აღმაშენებელი თავის მამასავით სუსტი ხაისათის კაცი არ იყო, რომ მას ლიპარიტის ორჭოფობა «წყალობით დაეფარა». რაკი მეფე დარწმუნდა, რომ არ იქმნა და არ გასწორდა იგი, «ინება გაწურთა მისი, ამისთჳსცა პყრობილ ყო იგი ჟამსა რაოდენსამე, რომელი კმა იყო განსასწავლელად გონიერისა ვისმე». ეხლა-კი ლიპარიტმა მოინანია და მეფეს შუამდგომელნი მიუგზავნა; მეფემ შეიწყნარა თხოვნა, დიდხანს აღარ დასტოვა საპყრობილეში და «მომტკიცებული მრავალთა და მტკიცეთა ფიცთა მიერ განუტევა»; ამასთანავე არც თანამდებობა ჩამოართვა (იქვე). მაგრამ ლიპარიტმა თავისი სიტყვა და ფიცი მაინც ვერ აასრულა, ისევ ორგულობა დაიწყო. მაშინ-კი მეფე დარწმუნდა, რომ ლიპარიტს ვერაფრით მოარჯულებდა და როგორც «კუდი ძაღლისა არა გენემართების» და «არცა კირჩხიბი მართლად ვალს», ისე იგი თავისას არ მოიშლიდა. ამიტომ დავით აღმაშენებელმა «მეორესა წელსა» ანუ (1093+1) 1094-5 წელს «კუალად შეიპყრა, ორ წელ პყრობილ ყო და საბერძნეთს გაგზავნა». მაშასადამე, მეფეს ლიპარიტი საპყრობილეში 1096-1097 წელს ჰყოლია და 1097 წელს საქართველოთგან განუძევებია. დავით აღმაშენებელის ამგვარი მტკიცე და გარკვეული მოქმედება ურჩი დიგვარიანი მოხელის წინააღმდეგ უეჭველია სხვებისათვისაც კარგი მაგალითი უნდა ყოფილიყო.
საქართველო ეხლა-კი ძლიერი და ნიჭიერი პიროვენების ხელში ჩავარდა. მისი მოღვაწეობის ნაყოფიერებას, როგორც აღნიშნული იყო, იმ დროისათვის დამკვდრებული პოლიტიკური მყუდროებაც ხელს უწყობდა: მაჰმადიანობა აღმოსავლეთსა და პალესტინეში ეცემოდა; «ამას ჟამსა გამოვიდეს ფრანგნი, აღიღეს იერუსალემი და ანტიოქია»-ო, ამბობს დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი, და მართლაც ანტიოქია და იერუსალმი ფრანგებმა 1097 წელს აიღეს.
მაჰმადიანთა იმდროინდელი დაუძლურება სპარსეთის სელჩუკიანთა თურქებს უფრო დაეტყოთ. ხოლო ამავე დროს გარეშე მტრის შემოსევისაგან მოსვენებულმა საქართველომ ზურგი გაისწორა, «მოეშენა ქუეყანა ქართლისა განძლიერდა დავით და განიმრავლნა სპანი და არღარა მისცა სულტანსა ხარაჯა». მაშასადამე, საქართველოს სრული დამოუკიდებლობის აღდგენა 1097 წელს მომხდარა; რაკი ამდროითგან მოყოლებული საქართველომ სულტანს ყოველწლიური ხარაჯის ძლევა მოუსპო, ამასთანავე გაჰქრა აგრეთვე ქვეყნის პოლიტიკური დამონების ის ნიშანიც, რომლის დადებასაც თავის დროს ბაგრატ IV ისე თაკილობდა. მაგრამ ამ დროის შემდგომ საქართველო მარტო თურქთა ხარაჯობას - კი არ დააღწია თავი არამედ მათი დაუპატიჟებელი სტუმრობისგანაც განთავისუფლდა და ამიერითგან «თურქნი ვერღარა დაიზამთრებდეს ქართლსა».
რაკი თურქების თვითნებობა ალაგმული იყო, დავით აღმაშენებელს შეეძლო სამეფო საზღვრების გაფართოებაზე ეფიქრა. მარტო კახეთი და თბილისის საამირო-ღა იყო სრულიად საქართველოს სამეფოს გარეშე და მათი შემოერთება-ღა აკლდა. დავით აღმაშენებელმა კახეთით დაიწყო. ამ დროს იქ მეფედ იჯდა კჳრიკე. დავითმა შეურჩია დრო და «წარუღო კჳრიკეს ციხე ზედაზენი, ქრონიკონი იყო სამას ოცდასამი. მაშასადამე, ეს ამბავი მომხდარე 1101 წელს. «შემდგომად წელიწადისა ერთისა», ანუ 1102 წელს, მიიცვალა კჳ რიკე მეფე და მის მაგიერ მეფედ დასვეს მისი წმისძული აღსართან, «რომელსა არა რა ჰქონდეს ნიშანნი მეფობისანი, რამეთუ იყო ცუნდრუკი რამე, უსჯულო და ყოვლად უმეცრად უსამართლო». როდესაც დავით აღმაშენებელს ასეთი მოწინააღმდეგე ჰყავდა, კახეთის საბოლოვო შემოერთება, რასაკვირველია. ძნელი არ იქნებოდა.
მაგრამ სანამ ამის განხორციელებას შეუდგებოდა, მეფემ მთელი თავისი ყურადღება საეკლესიო საქმეებს მიაქცია და დიდი ცვლილება მოახდინა, რომლის შესახებაც საუბარი დაწვრილებით ქვემოთ იქნება.

 

ბრძოლა საქართველოს გაერთიანებისთვის

კახეთ–ჰერეთის შემოერთება

რაკი საქართველოს საეკლესიო ცვლილება სასურველად განხორციელდა და ეპისკოპოსებად ღირსეული და არა ორგული, დიდგვარიან აზნაურთა მიმკერძოებელი, მღვდელ-მთავრები იყვნენ, დავით აღმაშენებელს უფრო გულდამშვიდებით შეეძლო საქართველოს საბოლოვო გაერთიანებას შესდგომოდა. მეფემ კვლავ კახეთს მიაქცია თავისი ყურადღება. ამას გარემოებაც ხელს უწყობდა: კახთა მეფე აღსართან «შეიპყრეს ჰერთა დიდებულთა არიშიანმან... და ბარამ და დედის ძმამან მისმან ქავთარ, ბარამის ძემან და მოსცეს მეფესა» დავითს. დავით აღმაშენებელმა ამით ისარგებლა და ჰერეთ-კახეთი საქართველოს შემოუერთა. ამას, როგორც ჩანს, განძის პატრონის წყრომა აღუძრავს და ომი ატეხილა. ბრძოლა ერწუხში (თუ ერტოხში) მომხდარა და ამ ბრძოლაში დავით აღმაშენებლის მოწინააღმდეგედ ყოფილან «სულტანისა იგი სპანი ურიცხუნი, ათაბაგი განძისა და... კახთა ქუეყანისა ერი მტერთავე - თანა გარემოდგომილი». თუმცა დავით მეფის მოპირდაპირედ შეერთებული მრავალრიცხოვანი მხედრობა იყო, მაგრამ თავგანწირულის ბრძოლითგან იგი მაინც ძლევამოსილი გამოვიდა. ერწუხის წყობაში ხელ-ჩართული ომის დროს ისეთი საშინელი სისხლის ღვრა ყოფილა, რომ თვით მეფის ტანისამოსი მტრის სისხლით იყო მოსვრილი, ხოლო «მას დღესა სამნი ცხენნი გამოუკლნეს (მეფეს) და მეოთხესა ზედა მჯდომმან სრულ ყო მის დღისა ომი»-ო, ამბობს ისტორიკოსი. გამრაჯვებულმა მეფემ საბოლოვოდ დაიპყრა ჰერეთი და კახეთი და «ნებიერად აიხუნა ციხენი და სიმაგრენი მათნი» და «მიჰფინა წყალობა ყოველთა ზედა მკჳდრთა ქუეყანისათა» (იქვე). რაკი ეს ამბავი გელათის მონასტრის აგების უწინარეს მომხდარა, ხოლო, როგორც შემდეგ აღნიშნული იქმნება, გელათის აშენება 1106 წელს იყო დაწყებული, ამიტომ ცხადია, რომ ერწუხის ომი და კახეთ-ჰერეთის შემოერთება 1104—1105 წელს უნდა მომხდარიყო.

ჰერეთ-კახეთის დაპყრობის შემდგომ დავით აღმაშენებელმა შინაურს საკულტურო მოღვაწეობას მიჰყო ხელი, რომლის შესახებაც განსაკუთრებით ქვემოთ გვექმნება საუბარი, და რამდენსამე წელიწადს, როგორც ეტყობა, სამხედრო მოქმედება შეუჩერებია, საიმისო თვალსაჩინო ლაშქრობა მაინც არა გადაუხდია რა.

 

1110–1118 წლების ბრძოლები 

ეხლა საკუთრივ საქართველოთგან შემოუერთებელი-ღა იყო მარტო «ქალაქი ტფილისი, რუსთავი, სომხითი ყოველი, სამშვილდე, აგარანი», რომელნიც «ჰქონდეს თურქთა». ქართველთა მთელი სამხედრო ხელოვნება და ნიჭი სწორედ ამ ქვეყნის დაბრუნებისათვის უნდა შეელიათ. ასეც მოხდა სწორედ. თრიალეთი და კლდეკარი მაშინ ეჭირა გიორგი მწიგნობართ-უხუცესისა და ჭყონდიდელის დისწულს თევდორეს. როდესაც «მეფე გარდავიდის აფხაზეთად» და მახლობლად არ ეგულებოდათ, უფრო უდარდელად იყვნენ, «უმცრო-რე ეშინოდის თურქთა და მათთა ციხოვანთა»; და ქართველებმა მტრის შესაცდენად სწორედ ასეთს სამხედრო ხერხს მიჰმართეს: «მეფე გარდავიდა» ლიხთიმერეთს, ხოლო ამავე დროს ამერეთში ქართველები სამზადისს შეუდგნენ, »შეკრბეს გიორგი ჭყონდიდელსა და მწიგნობართუხუცესსა წინაშე თევდორე, აბულეთი და ივანე ორბელი და სიმარჯუით მოიპარეს სამშუილდე». ასე ადვილად და ხერხიანად მოაწყეს ეს საქმე. «ოდეს სამშუილდე და ძერნა აიღეს (ქართველებმა) ქრონიკონი იყო სამას ოც-და-ათი»  ანუ 1110 წელს.
სამშვილდის აღებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმიტომ, რომ იგი ძლიერი ციხე იყო და სამხრეთით ტფილისს ამაგრებდა; სამხრეთის სავაჭრო გზაც ამ ქალაქზე მიდიოდა; ამას გარდა, როცა ქართველები ჩრდილოეთით და დასავლეთით მიმდგარნი ტფილისის საამიროს სამხრეთითგანაც შემოერტყმოდნენ, მაშინ ტფილისის აღება ისე ძნელი აღარ იქნებოდა. თურქებსაც ამ ამბავმა თავზარი დასცა: «ცნეს რა თურქთა აღება სამშვილდისა, უმრავლესნი ციხენი სომხითისანი დაუტევნეს და ღამე მეოტ იქმნნეს». ქართველები ამ მოულოდნელმა გარემოებამ ძალზე გაახარა და მტრისაგან მიტოვებული ციხეები სიამოვნებით «ჩუენ თანა მოითუალნეს». ამგვარად, 1110 წელს საქართველოს შემოუერთდა ქალაქი სამშვილდე და სომხითის ციხეების მომეტებული ნაწილი.
თურქები თავის დამარცხებას, რასაკვირველია, ასე ადვილად ვერ დასთმობდნენ და ამიტომაც იყო, რომ შურის საძიებლად «მოვიდა ძალი სულტნისა და ყოველი თურქობა კაცი ვითარ ასი ათასი». ისინიც უჩუმრივ, «უგრძნეულად», შემოვიდნენ საქართველოში, მაგრამ მაინც შეუტყეს და დავით აღმაშენებელს, რომელიც მაშინ ნაჭარმაგევს იდგა, მოახსენეს. მეფემ ეს ამბავი რომ შეღამებისას, «მიმწუხარ», შეიტყო, დაუყოვნებლივ იმ 1500 ჯარისკაცითურთ, რომელიც-კი იმჟამად შეესწრო იქვე, თრიალეთისაკენ გაემგზავრა და მთელ ღამეს გზაში იყო. ცისკარს თურქების მეწინავე რაზმიც მოვიდა. ისინი არ მოელოდნენ, რომ ქართველთა მხედრობა მათ საბრძოლველად მზად დაჰხვდებოდა. «იქმნა ბრძოლა ძლიერი მას დღესა»; თუმცა ქართველები ცოტანი იყვნენ, მაგრამ მაინც გაიმარჯვეს: «მიდრეკასა დღისასა მიდრკეს სივლტოლად» თურქებიც და გაიქცნენ. თურქების მრავალრიცხოვანი მხედრობის გაქცევა იმდენად გასაოცარი და გაუგებარი იყო, რომ ქართველებს არა სჯეროდათ, აქ რაიმე ვერაგობა არ იყოსო; «მეფე და სპანი მისნი ესეოდენ ურწმუნო იქმნეს, ვიდრემდის არავინ სდევნა ყოვლა, რამეთუ ხვალისა ომი ეგონა»-თ და ფრთხილობდნენ. ეს ბრძოლა უნდა მომხდარიყო ალბათ 1110-1112 წლებში.
რაკი თურქები ასე თავზარდაცემულები იყვნენ, გიორგი ჭყონდიდელმა და მწიგნობართუხუცესმა, ალბათ დავით აღმაშენებელთან შეთანხმებით, კვლავ განაგრძო თავისი სამხედრო მოქმედება და ხერხი: »მეფისა მუხნარსა ყოფასა» მან მტერს რუსთავიც წაართვა. ეს ამბავი მომხდარა 335 ქრონიკონს, ესე იგი 1115 წელს.
თუ აღმოსავლეთ-სამხრეთით თურქებს ქართველებისა უკვე ეშინოდთ, ეხლა დასავლეთის მხრით მოიტანეს იერიში და «ტაოს ჩამოდგეს დიდნი თურქნი»; მათ იმედი ჰქონდათ, რომ უვნებლად იქმნებოდნენ: ტაოს «ზამთრისა სიფიცხესა და მთათა სიმაგრეთა მიენდვნეს». რომ მტერი მოეტყუებინა და გაეთამამებინა, დავით აღმაშენებელმა აქაც თავის ჩვეულებრივს ხერხს მიჰმართა: «თჳთ ქუთათისს გარდვიდა», რომ ამგვარად თურქები «უეჭველ» ეყვნა, ხოლო საიდმულოდ დანიშნულ ვადისათვის «სპათა ქართლისათა მზაობა უბრძანა». თებერვალში 336 ქრონიკონს  ანუ 1116 წელს მეფემ მესხებსა და ქართლელებს აცნობა, რომ დანიშნულს დღეს «პაემანსა» კლარჯეთში დახვდომობდნენ. ხოლო თითონ დანარჩენის სპითურთ ფრთხილად «ხუფთითა ჭოროხის პირი წარვლო». ორივე ქართული მხედრობა ერთად შეიყარა და უდარდელს მტერს უცბად, «უგრძნეულად», თავს დაესხა; ქართველებმა თურქები დაამარცხეს და დახოცეს; ქართველთა ლაშქარს მრავალი საქონელი და დიდძალი ნატყვენავი დარჩა.
იმევე 1116 წელს დავით აღმაშენებელმა თავისი ასული კატაჲ საბერძნეთის მეფის რძლად ”გაგზავნა”, ხოლო ამაზე უწინარეს ”პირველ ამისსა” თავისი უფროსი ქალი თამარი შირვანშაჰს მიათხოვა. ორსავ შემთხვევას საქართველოს პოლიტიკურს მდგომარეობაზე ძალიან კარგად უნდა ემოქმედა: შირვანის და საბერძნეთის მხრით საქართველო უზრუნველყოფილი იქმნებოდა და დავით აღმაშენებელს შეეძლო მთელი თავისი ძალ-ღონე სამეფოს შინაური საქმეებისათვის, თურქების სრულიად განდევნისა და საქართველოს საბოლოვო გაერთიანებისათვის მოეხმარებინა.
მართლაც «მეორესა წელსა», ანუ 1117 წელს მეფემ «დაიპყრნა გრიგოლის ძენი ასად და შოთა და აღიღო ციხე გიში»; თავისი შვილი უფლისწული დემეტრე ლაშქრითურთ შირვანს გაგზავნა და მან აიღო ციხე ქალაძორი.
ზემოაღნიშნული ამბის «მეორესა წელსა», ესე იგი 1118 წელს ბზობას მეფე ღანუჴით გაემგზავრა რაჴსის პირს; ნაჴიდურში მას მოახსენეს, რომ ბეშქენ ჯაყელი თურქებმა ჯავახეთში მოკლეს და ამის გამო მეფეს თურქებზე გალაშქრებას უშლიდნენ; მაგრამ დავით აღმაშენებელი ამ სამწუხარო შემთხვევამაც ვერ შეაშინა და მაინც თავისი არ დაიშალა, დაესხა რაჴსის პირს მდგომ თურქებს და ზოგი დახოცა, ზოგი ტყვედ წამოიყვანა (იქვე).
ამავე 1118 წელს მეფემ «აღიღო სომხითის ციხე ლორე». «მაშინვე» 1118 წელს «ივლისსა» დავით აღმაშენებელმა აგარანიც დაიპყრა. საქართველო იზრდებოდა და ფართოვდებოდა; მტერი თანდათან უკან იხევდა და ძლევამოსილს მეფეს დაპყრობისლ ქართველთა მიწა-წყალს უთმობდა.

 

ყივჩაღების გადმოსახლება

მაგრამ საქმე მარტო დაპყრობა ხომ არ იყო; თავი და თავი დაპყრობილის შენარჩუნება იყო, თორემ სამშვილდეც, ბევრი სხვაც, თვით თბილისიც დავით აღმაშენებელის წინაპართა ხელში გადავიდა რამდენჯერმე, მხოლოდ იმათ  ხანგრძლივ ვერ შეინარჩუნეს და ისევ მტერი დაეპატრონა. დავით აღმაშენებელი ხედავდა, რომ «ირი იყო ესოდენი სიმრავლე ლაშქართა სამეფოსა შინა მისსა, რათამაც ქალაქთა და ციხეთა შინა მდგომად და დამჭირველად»-აც ყოფილიყო და ამას გარდა გასალაშქრებლად და საომრადაც ცალკე რაზმები ჰყოლიყო. ხანგრძლივმა გამოცდილებამ დაარწუნა, რომ «არა კმა იყუნეს (ლაშქარნი) სამეფოსა მისისანი თან მიყოლად კრთომათა და წადიერებათა სულისა მისისათა» (იქვე), მისი მაღალხარისხოვანისა და შორსგამსჭვრეტავი სახელმწიფო გეგმის განსახორციელებლად. ამასთანავე ადგილობრივი, დიდგვარიან აზნაურთა ყმებისაგან შემდგნარი მხედრობა ზოგჯერ, თუ მათი პატრონები განდგომილნი იყვნენ, არამც თუ მეფეს არ ეხმარებოდა, პირიქით, მეფის წინააღმდეგ მოქმედებდა კიდეც. ამგვარს გარემოებაში მყოფს საქართველოს მეფეს ყოველთვის არ შეეძლო სახელმწიფო გარეშე მტრებისაგან უზრუნველ ეყო. ყოველთვის მოსალოდნელი განსაცდელის გასაქარწყლებლად საგანგებო ღონისძიება იყო საჭირო და დავით აღმაშენებელმა «განიზრახა სივრცითა გონებისათა» რომ ამაირ საშუალებად მუდმივ სამეფო ლაშქრის შემოღება უნდა ყოფილიყო. მეფემ გადასწყვიტა ამგვარი ლაშქარი ყივჩაყთაგან შეედგინა ჯერ ერთი იმიტომ, რომ მისი მეუღლე გურანდუხტ დედოფალი იყო ასული «ყივჩაყთა უმთავრესისა ათრაქა შარაღანის ძისა» და ამის გამო ისინი მისი ერთგული იქმნებოდნენ; მეორე იმიტომ, რომ მან «უწყოდა კეთილად ყივჩაყთა ნათესავისა სიმრავლე და სიმჴნე წყობათა შინა, სისუბუქე მიმოსვლისა, სიფიცხე მიმართებისა, ადვილად დამჭივრელობა და ყოვლითურთ მომზავებულობა ნებისა თჳსისა».
თავისი აზრის განსახორციელებლად დავით აღმაშენებელმა ყივჩაყეთში «კაცნი სარწმუნონი» გაგზავნა და ყივჩაყნი საქართველოს სამეფო ლაშქარში მიიწვია. ყივჩაყებმა და მისმა სიმამრმა სიხარულით მოისმინეს ეს მოწოდება და დათანხმდნენ; მხოლოდ რომ საქართველოში გადმოსულიყვნენ, ამისათვის ქართველებს უნდა უზრუნველ ეყოთ «გზა მშვიდობისა ოვსთაგან». დავით აღმაშენებელი ამის გამო გაემგზავრა ოსეთში და თან წიაყოლია თავისი განთქმული მწიგნობართუხუცესი გიორგი ჭყონიდელი. ოსეთში შემავალს საქართველოს ბატონს «მოეგებნეს მეფენი ოვსეთისანი და ყოველნი მთავარნი მათნი და ვითარცა მონანი დადგეს წინაშე მისსა». დავით აღმაშენებელმა ყივჩაყნი და ოსები შეათანხმა, ჩამოართვა «მძევალნი ორგნითვე ოვსთა და ბივჩაყთა და ესრეთ ადვილად შეაერთნა ორნივე ნათესავნი და ყო შორის მათსა მშვიდობა და სიყუარული». ამას გარდა მეფემ ჩამოართვა მათ «ციხენი დარიალ[ან]ისნი და ყოველთა კართა ოვსეთისა და კავკასიის მთისანი» და ასე «შექმნა გზა მშვიდობისა» ყივჩაყთა იმ ლაშქრისათვის, რომელიც საქართველოს სამსახურში აპირებდა შემოსვლას. ეს დიდი პოლიტიკური გამარჯვება იყო: მარტო ის რადა ღირდა, რომ ჩრდილოეთის ყველა კართა ციხენი ამიერითგან საქართველოს ხელმწიფის ხელში იქმნებოდა? ამასთანავე ოს-ყივჩაყთა შერიგება დაქართველთა მეფის ყმად გახდომა საქართველოს ჩრდილეთით ზურგს უმაგრებდა და უზრუნველჰყოფდა ისე, რომ დავით აღმაშენებელს შეეძლო მთელი თავისი ყურადღება და საქართველოს შეერთებული მხედრობა მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავეთ-დასავლეთისაკენ მიემართა.
დავით აღმაშენებელმა თავდაპირველად სულ 40000 «წყობად განმავალი რჩეული» მხედარი გადმოიყვანა «დედაწულითა მათითა». ოჯახობით. ამას გარდა 5000 კაცი მონა-სპაში იყო, «ყოველნი ქრისტიანე ქმნულნი, მისანდონი და გამოცდილნი სიმჴნითა (იქვე). მეფემ გადმოყვანილი ყივჩაყნი ყველანი ”განასრულნა ცხენებითა და საჭურველითა”; მისცა მათ დასახელებული ადგილი, ”დააყენნა ადგილთა სამათოდ მარჯუეთა დედაწულითა მათითა” (იქვე) და მათთვის განსაკუთრებული მართვა-გამგეობის წესი დასდვა: «დააწყუნნა გუარად-გუარად და დაუდგინნა სპასალარნი მმართებელნი» (იქვე ●536, გვ. 302). ასე მოაწყო დავით აღმაშენებელმა საქართველოს სამხედრო საქმე: ამიერითგან მას ჰყავდა 45.000 მუდამ მზად მყოფი, გაწვრთნილი ცხენოსანი ჯარი; ხოლო როდესაც საჭირო იქმნებოდა მას შეეძლო აგრეთვე მოეწვია და შეეყარა «თჳისისა სამეფოსა სპანი რჩეულნი და მოკაზმულნი, ცხენკეთილნი»; (იქვე). ამგვარი მხედრობა სრულებით საკმარისი იყო, რომ საქართველო გარეშე მტრის შემოსევისაგან უზრუნველი ყოფილიყო და დიდებულს მეფეს საქართველოს საბოლოვო გაერთიანება განეხორციელებინა. ყივჩაყთა ლაშქრის გადმოყვანა, მათი დაბინავება საქართველოში, გაწვრთნა და დაწყობა უნდა 1118-1120 წლებში მომხდარიყო. 1120 წელს საქართველოს ახალი სამხედრო ძალა ბრძოლისათვის უკვე მზად იყო და ლაშქრობაში მონაწილეობა მიიღო კიდეც.


1120 წლის ბრძოლები

რაკი თავის წადილს მიაღწია და მუდმივი ჯარი გაიჩინა, დავით აღმაშენებელი თავისი გეგმის განხორციელებას შეუდგა. თავი-და-თავი საქმე თურქების სრულიადი დამარცხება და განდევნა იყო. თურქების დასამარცხებლად მეფე თავის ნაცადს ხერხსა ხმარობდა: განზრახ, «განგებულებითა გარდავიდის აფხაზეთად და ჩამოიტყუვნნის თურქმანნი საზამთროთა ადგილთა მტკუარის პირისათა». და მერე უდარდელს მტერს უცბად თავს დაესხმოდა და მუსრს გაავლებდა ხოლმე.
ამასთანავე დავით აღმაშენებელმა ამიერითგან თვით ომიანობის წესიც შესცვალა და მოსაგერებელი ომის მაგიერ თითონ დაიწყო მტერზე იერშის მიტანა.
ყივჩაყების ლაშქრის მოწვევამ და მათმა დასახლებამ საქართველოში, საგანგებოდ გაწვრთნამ და მოწყობამ დიდი სარგებლობა მოუტანა საქართველოს; სახელმწიფო მეტად გაამაგრა და გააძლიერა. როგორც ერთი არაბი ისტორიკოსის სიტყვებთგან ჩანს, დავით აღმაშენებლის გაწვრთნილი ყივჩაყთა ლაშქრის ნავარდობა მეზობლებს შიშის ზარსა სცემდა თურმე. მუდმივი ჯარის შემოღებას დავით აღმაშენებელს, მაშინ დიდგვარიან აზნაურთაგან ბევრი უწუნებდა, მაგრამ ვისაც ყივჩაყთა მუდმივი ჯარის მნიშვნელობის სრული და ჭეშმარიტი დაფასება სურს, იმას უნდა ისტორიკოსის სიტყვები მოვაგონოთ: «განიცადეთ ღა ოთხთა ამათ წელთა ქმნილნი მისნი», იმ ოთხი წლის სამხედრო ღვაწლი და ძლავემოსილება, რომელიც ყივჩაყთა ლაშქრის 1120 წელს გამოყვანის შემდგომ დავით აღმაშენებელმა 1125 წლამდე მოიხვეჭა.
1120 წელს, როდესაც «ქრონიკონი იყო 340», დავით აღმაშენებლის გეგუთს გადავიდა, ხოლო იქითგან ხუფათს. თურქები შესცდნენ და «ცნეს რა სიშორე მისი», იფიქრეს ეხლა-კი არა დაგვიშავდება რაო და «ჩამოდგეს ბორტიას»369. მეფეც ამას ელოდა: «ფებერვალსა იდ (14)-სა» საჩქაროდ გადმოვიდა «უცნაურად დაესხა მათ ზედა» ვინც გაიქცა, მხოლოდ ის გადარჩა; ქართველებმა «აღიღეს ტყუე და ალაფი ურიცხუი».
გამარჯვებული მეფე აქეთგან აიყარა და სწრაფად მივიდა ღანუჴს და «მასვე შვიდეულსა, პირმარხუასა დღესა აღიღო შარვანის ქალაქი კაბალა»370. აქაც ქართველებს დიდძალი ოქრო-ვერცხლი და ყოველგვარი სიმდიდრე ჩაუვარდათ ხელში (იქვე).
კაბალთაგან ქართლში დაბრუნებულს დიდხანს არ დაუსვენნია: «მაისსა შუიდასა» ის უკვე ხელმეორედ «ჩავიდა შარვანს» და მოარბია «ლიჟათით ქურდევანამდე და შიშტალანთადმდე»371. აქაც დიდი დავლა ერგოთ ქართველებს.
იმავე 1120 წელს «თუესა ნოემბერსა წარვიდა მეფე აშორნიას, დაესხა თურქმანთა, მოსრნა» და დიდძალი ნატყვენავი წამოიღო შინ, მაგრამ საქართველოში მიმავალი «მგზავრ დაესხა სევგელმეჯს თურქმანთავე» და საშინლად დაამარცხა.
დადგა ზამთარი და დავით აღმაშენებელი «ჩავიდა აფხაზეთს ბიჭუინტადმდე და განაგნა საქმენი მანდაურნი». მეტად მკაცრი და თოვლიანი ზამთარი დაიჭირა; რაკი მოვიდა «თოვლი ფრიადი», თურქებს ისევე გაუხარდათ, მეფე შორს არის და ვერას დაგვაკლებსო. გათამამებულთ ძველი დრო მოიგონეს და «გულდებით ჩამოდგეს პირსა მტკურისასა» (იქვე). დავით აღმაშენებელს ეს ამბავი დაუყოვნებლივ აცნობეს. შეტყობისთანავე მეფე თვით აიყარა და აფხაზეთითგან წამოვიდა. თუმცა ლიხის გადმოსავალზე საშინელი თოვლი იდვა, მაგრამ არც ამ ბუნებრივმა დაბრკოლებამ შეაყენა სახელოვანი გვირგვინოსანი: მან «გარდაათხრევინა ლიხნი», გზა გააკეთებინა და საჩქაროდ ქართლში ჩავიდა, სადაც მას «დახუდა მზად სპა მისი». თავისი ერთგული მხედრობითურთ ხუნანში ქრონიკონსა 341, 1121 წელს, მარტში მტერს მიადგა და სადაც კი დახვდა ყველგან ამოწყვიტა.
იმავე წელს, გაზაფხული რომ დადგა და მტკვარი მეტად მოდიდდა ისე, რომ წყალი «ნადინებსა ვეღარ დაეტია», ამ წყალდიდობის იმედით «ჩადგეს თურქმანნი ბარდავს» გულდამშვიდებით; მაგრამ მეფე დავითი არც წყალდიდობას შეუშინებია და ივნისში «ალონს მტკუარსა გაცურდა» ყივჩაყთა ლაშქრიურთ, თურქნი დაამარცხა და ძლევამოსილი დიდის ალაფით დატვირთული შინ დაბრუნდა.

დიდგორის ბრძოლა და თბილისის აღება

როცა დავით აღმაშენებელმა საქართველოში და მის მახლობლად მცხოვრები თურქმანები მრავალგზის ზედიზედ დაამარცხა და მათ ნავარდობას ბოლო მოუღო, «ამათ ესე ვითარცა ჭირთაგან შეიწრებულნი თურქმანნი და კუალად ვაჭარნი განძა-ტფილელ-დმანელნი წავიდეს სულტნისა წინაშე და ყოველსა სპარსეთსა... და ესრეთ მიუთხრნეს ყოველნი ჭირნი, მოწევნულნი მათ ზედა, რომლითა აღზრნეს წყალობად თჳსა და იქმნა გლოვა ფრიადი შორის მათსა. მაშინ სულტანმან მოუწოდა არაბეთისა მეფესა დურბეზს სადაყას ძესა და მოსცა ძე თჳსი მალიქი და ძალი მისი და აჩინა სპასალარად ელღაზი ძე არდუხისი... და უბრძანა თურქმანობასა, სადაცა-ღა ვინ იყო - დამასკოით და ჰალაბით-გან ამოღმართ ყოველსა მâედრობად შემძლებელსა, ამათთანა ათაბაგსა განძ[ის]ასა მისითა ძალითა ყოვლითა სომხითისა ამირათა. ქრონიკონი იყო სამას ორმ(ე)ოცდა ერთი373. შეკრბეს ეს ყოველნი, შეითქუნეს და შემტკიცდეს სიმრავლითა, ვითარცა ქვიშა ზღვისა, რომელთა ვერ იტევდა ქუეყანა, და აგვისტოსა თორმეტსა მოვიდეს თრიალეთს, მანგლისს და დიდგორთა». ქართველი ისტორიკოსის ეს ცნობები ყოველმხრივ საუცხოვოდა მტკიცდება არაბი ისტორიკოსის იბნ ალასირის მოწმობით. არაბი ისტორიკოსიც მოგვითხრობს, რომ ქართველები მაჰმადიანთა ქვეყანას არბევდნენ, განსაკუთრებით მას შემდგომ, რაც სულტანი მუჰამმედი გადაიცვალაო. 514 წელს ჰიჯ. (1120-21 წ.) ისინი ყივჩაყებითურთ თავს დაესხნენ მაჰმადიანებს. ქართველთა მეზობელმა ამირებმა ერთიერთმანეთს დახმარება სთხოვესო374. მაშასადამე, იბნ ალასირიც ადასტურებს რომ, რაკი თურქები ქართველების მიერ დამარცხებული და შევიწროებული იყვნენ, მათ და ქართველთა მოსაზღვრე მაჰმადიანებმა პირი შეჰკრეს, რომ მაჰმადიანთ ერთი-ერთმანეთის დახმარებით საქართველოზე გამოელაშქრათ. არაბ ისტორიკოსის მოწმობითაც მტკიცდება, რომ დავით აღმაშენებელის ისტორიკოსის მოთხრობა მაჰმადიანთა ამ შეერთებული ლაშქრობის მონაწილეთა შესახებ სწორია; მართლაც, ქართველების წინააღმდეგ ლაშქრობაში მონაწილეობა მიუღიათ დუბეიზს სადაყას ძეს (II, 1108-1135), ამირა ელღაზის, სულტანს მელიქ-თოღრილს მუჰამმედის ძეს და ათაბაგს: შეერთებული ლაშქარი, რომლის რაოდენი 30000375 უწევდაო, თბილისს მიუახლოვდა (იქვე, 479).
მათე ურჰაელიც მაჰმადიანთა ამ შეერთებული ლაშქრობის მონაწილედ იხსენიებს სულტანს მელიქს (სომხური), ღაზი არდუხის ძეს ( სომხური), დუბეიზს სადაყას ძეს. მოკავშირეთა ძლიერი და მრავალრიცხოვანი (მათე ურჰაელის სიტყვით მაჰმადიანებს ვითომც 400000 ჰყოლიათ) ლაშქარი შემოესია საქართველოს თბილისის სანახებში და სომეხთა მემატიანის სიტყვითაც დიდგორის მთაზე დაიბანაკა.
მათე ურჰაელის სიტყვით დავით აღმაშენებელმა მტერს მიაგება ქართველთა გულად და გამოცდილ მეომართაგან 40000 მხედარი, ყივჩაყთაგან 15000, ალანთა ჯარითგან 5000 და 1000 ფრანგი მეომარი; მაშასადამე, ქართველებს სულ ჰყოლიათ 61000 ჯარისკაცი.
ქართველი ისტორიკოსის ამ ლაშქრობის დასასრულის აღწერილობაც მთლადა მტკიცდება იბნ ალასირის მოთხრობით. მაჰმადიანთა მხედრობის წინააღმდეგ “მეფემან დავით, უშიშმან და ყოვლად უძრავმან გულითა...წინაგანაწყო სპა თÕსი და ... ყოველი საქმე შუენიერად და ღონიერად ყო,... რომე წყნარად და უშფოთველად, გამოცდილებით და ყოვლად ბრძნად განაგო და... პირველსავე ომსა სივლტოლად მიდრკიან... და მოსრნა სახელოვანნი იგი მებრძოლნი არაბეთისანი,... მეოტთა ვითარ სიმარჯÕთა და განკრძალულად სდევნა და მოსრნა, რომლითა აღივსნეს ველნი, მთანი და ღრენი მძორებითა”. არაბი ისტორიკოსიც ამბობს, რომ ბრძოლა თბილისის მახლობლად მომხდარა. ორივე მოპირდაპირე მხედრობა რომ საომრად გამწკრივდა, ქართველთა მხრით 200 ყივჩაყი წამოვიდა თურმე და მაჰმადიანთ რაზმისკენ გაემართა; მაჰმადიანი ეგონათ, ყივჩაყნი ალბათ შეწყალებისა და დანდობის სათხოვნელად მოდიანო. მაგრამ ისინი უეცრად მაჰმადიანთა ჯარში შეიჭრნენ და ხოცვა დაუწყეს. სწორედ ეს გაბედული სამხედრო ხერხი, რომლის მოწყობისა და განხორციელებისათვის დიდი ხასიათის სიმტკიცე იყო საჭირო, აქვს ალბათ ნაგულისხმევი დავით აღმაშენებელის ისტორიკოსს, როცა იგი მეფეზე ამბობს “უშიშმან და ყოვლად უძრავმან გულითა” საქმე “წყნარად და უშფოთველად” განაგოო. იბნალასირიც არა მალავს, რომ მაჰმადიანნი მართლაც, როგორც ქართველ ისტორიკოსსა აქვს ნათქვამი, “პირველსავე ომსა სივლტოლად მიდრკიან” და გაქცეულთაგან მრავალი დაიხოცა, და ტყვედ ჩაუვარდათ ქართველებს, ხოლო ქართველთა მხედრობამ 10 ფარსახის მანძილზე უკანა სდია თავზარდაცემულ მტერს და ამ დროს მაჰმადიანთა უმეტესი ნაწილი დაიღუპა, 4000 კაცი-კი ქართველებს ჩაუვარდათ ტყვედ.
მათე ურჰაელის სიტყვით იმ საშინელს ბრძოლაში და ომში, რომელიც 15 აგვისტოს მომხდარა, დახოცილ-დატყვევებულ თურქთა რიცხვი დიდძალი ყოფილა380.
საყურადღებოა რომ ქართველი ისტორიკოსიც (1121წ.), იბნ ალასირიც (1120-1121 წ.), მათე ურჰაელიც (1121 წ.), ერთხმივ, 1121 წელს სდებენ თარიღად. ამასთანავე, როგორც ჩანს, მაჰმადიანთა შეერთებული ლაშქარი დიდგორში 12 აგვისტოს მოსულა, ხოლო 15 აგვისტოს მომხდარა ის ომი, რომელშიც მეფე დავით აღმაშენებელმა გაიმარჯვა.
ქართველებს ამ გამარჯვების შემდგომ დიდძალი დავლა ერგოთ: “ყოველი სამეფო აღივსო ოქროთა და ვეცხლითა, არაბულითა ცხენებითა, ასურულითა ჯორებითა, კარვებითა და სარა-ფარდებითა და სხუითა უცხოთა ჭურჭლებითა საბრძოლელთა თÕთო-სახეთათა, ქოსთა და ფილაკვანთათა, სასმურთა ტურფათა და სა[ნ]ადიმოთათა საბანელთა და სამზარეულოთათა,.
ამ გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა: მაჰმადიანთა შეერთებული ლაშქრის დამარცხებამ დაამტკიცა რამდენად გამაგრდა და გაძლიერდა საქართველო; ამასთანავე რაკი თურქები ასე ბრწყინვალედ ძლეულ იქმნენ, მტრები წინანდებურად საქართველოს აბუჩად აგდებას ვეღარ გაბედავდნენ.
რაკი მაჰმადიანთა შეერთებული მხედრობა დამარცხებული იყო, ეხლა თბილისის ამირას ყოვლის მხრით სახსარი მოსპობილი ჰქონდა. ამიტომ “მეორესა წელსა (1122 წ.) აიღო მეფემან ქალაქი ტფილისი პირველსავე ომსა”-ო  და იბნ ალასირიც მოწმობს, რომ ქართველებმა მაჰმადიანთა დამარცხებული და ოტებული ლაშქრის უკან დევნას თავი დაანებეს და ქალაქ თბილისს გარშემოერტყნენ. ქალაქის მცხოვრებთა მდგომარეობა მეტად მძიმე შეიქმნა. ტფილისის გარემოცვა 515 წლამდე ჰიჯ. გაგრძელდა, როდესაც ქალაქი აღებული იქმნაო, მოგვითხრობს არაბი მემატიანე. ქართველს ისტორიკოსს აღტაცებით და სიამაყით აღნიშნული აქვს, რომ მეფემ საქართველოს დედაქალაქი “ოთხას წელქონებული სპარსთა” მტერს ხელითგან გამოჰგლიჯა და “დაუმკვიდრა შვილთა თÕსთა საჭურჭლედ და სახლად თÕსად საუკუნოდ, ქრონიკონი იყო სამას ორმოცდაორი” ანუ 1122 წელს რაკი ტფილისელები გაშმაგებით მეფეს წინააღმდეგობას უწევდნენ, იგი თურმე გაჯავრებულ გულზე ჯერ მკაცრად მოჰპყრობია ქალაქის მცხოვრებთ, მაგრამ მერე, როდესაც გულის წყრომა დაუცხრა, ტფილისის მკვიდრთათვის ბევრი წყალობა უქმნია.
დავით აღმაშენებელმა თურმე მაჰმადიანებს სხვადასხვა უპირატესობა მიანიჭა: ბრძანება გასცა რომ ტფილისში ღორი არავის დაეკლა, მაჰმადიანებს სარწმუნოების აღსარების სრული თავისუფლება მიანიჭა და დააწესა, რომ საზოგადო აბანოში იმ დროს, როდესაც მაჰმადიანები იქ იყვნენ, ქართველები არ შესულყვნენ385; მაშასადამე, ქალაქ თბილისი საქართველოს კვლავ შემოუერთდა 1122 წელს; არაბი ისტორიკოსებიც, მათე ურჰაელიც ამავე (1121−1122 წ.) თარიღს ასახელებენ.

გალაშქრება შირვანსა და რანში

1123 წელს მეფე დავითს უნებლიედ შირვანში გალაშქრება მოუხდა. თბილისის აღების “მეორესა წელსა (1123 წ.) მოვიდა სულტანი შარვანს, შეიპყრა შარვან-შაჰი, აიღო შამახია, მოგზავნა მოციქული მეფისა წინაშე, ეყუედრა წიგნითა ვითარმედ: “შენ ტყეთა მეფე ხარ და ვერაოდეს გამოხუალ ველთა; მე ესე რა შარვან-შაჰ შევიპყარ და ხარაჯასა ჩემსა ვითხოვ, შენ თუ გენებოს ძღუენი გამოგზავნე[თ] თქუენ და სამალავთათ გამოსრულმან მნახე“. ესე რა ესმა მეფესა, მყის âმა უყო ყოველთა სპათა თÕსთა და უმყისს სიტყÕსა მოვიდეს ყოველნი წინაშე სამეფოსა მისისანი და წარმოემართა სულტანსა ზედა. ყივჩაყნი ოდენ აღთუალულ იყუნეს მაშინ და იპოვა მ՜ი ჩ՜ სი (50000). ეუწ.ა რა სულტანსა ზედა-მისვლა, ძალი და სიმრავლე სპათა, განკრთა და აიყარა ველთათ, სადა დგა, და შეივლტოდა ქალაქად და გარემოიზღუდა... ესე რა ცნა მეფემან, არღარა ჯერ უჩნდა მისლუა მტოლვარისა... და ადგილობანსა დადგა. მაშინ სულტანმან მრავალთა მიერ ვედრებათა... არღარა ძღუენი და ომი ითხოვა, არამედ გზა სავლტოველად ფრიად რამე სიმდაბლით და არა-სულტანურად, შეიწრებულმან შიმშილითა და წყურვილითა... მასვე ღამესა გაიპარა და ... სხვით გზით წარვიდა სოფლად თÕსად. ესრე ძლევა-შემოსილი... შემოიქცა მეფე”-ო. ამავე ამბავს არაბი ისტორიკოსი ასე მოგვითხრობს: იბნ ალასირის სიტყვით როცა სულტანი ქართველების წინააღმდეგ წამოსულა, ვითომც ქართველები უკვე შამახიაში ყოფილიყვნენ. მაგრამ აღნიშნული აქვს, რომ სულტანმა დაიბანაკა იქვე ქალაქის მახლობლად ერთს ბაღშიო. ქართველები მას წინ დაუდგნენ და მუსულმანთა ლაშქარი დიდმა შიშმა მოიცვაო. ვაზირმა შემს-ულ-მულკ ოსმანმა, ნიზამ ულ-მულკის შვილმა, სულტანს ურჩია ზღუდეში შესულიყო და ისე დაეწყო ომი. როცა ეს შარვანელებმა შეიტყეს, სულტანთან მივიდნენ და უთხრეს: “ჩვენ ვიომებთ იმ პირობით-კი. თუ შენ ჩვენს გვერდით იქნები; მაგრამ თუ შენ მიგვატოვებ, მუსულმანები სასოებას წარიკვეთენ და დაიღუპებიანო”. სულტანმა შეისმინა მათი ვედრება და ადგილითგან არ დაიძრა. მაჰმადიანთა ლაშქარმა ღამე დიდ შიშში გაათენა, თუმცა გადასწყვიტეს მტერს შეჰბმოდნენ. მაგრამ ღმერთმა განსაკუთრებული სიხარული მოუვლინა: მან ქართველთა და ყივჩაყთა შორის უთანხმოება და უსიამოვნება ჩამოაგდო, და სწორედ იმ ღამეს ერთი-ერთმანეთს დაერივნენ და იქითგან ვითარცა ოტებულნი აიყარნენ. ამგვარად ღმერთმა იხსნა მუსულმანები ომისაგან. სულტანი ცოტა ხანს დარჩა შარვანში, ხოლო მერე ჰამადანისაკენ გასწია და თვესა ჯუმადს მეორესა (აგვისტოს 1123 წ.) მივიდა იქ386.
იბნ ალასირის აღწერა ბუნდოვანია და ამის გამო ძნელი გასაგებიცაა. ავტორი რამდენჯერმე იხსენიებს, რომ სულტანის ჯარს ეშინოდა ქართველთა მხედრობისა, არც თითონ სულტანი და მისი ვაზირი ყოფილან გულადები. ამიტომ ქართველი ისტორიკოსის ცნობა, რომ სულტანი ”აიყარა ველთათ, სადა იგი დგა, და შეივლტოდა ქალაქად და გარემოიზღუდა”, ვგონებ უფრო სიმართლეს უნდა უახლოვდებოდეს. ამას გარდა თუ იბნ ალასირის სიტყვით სულტანს ვაზირი ურჩევდა თავის ადილითგან აყრილიყო და ზღუდეში შეხიზნულს ეომნა, ეს ამტკიცებს, რომ შამახიას ზღუდეები სულტანის ხელში ყოფილა; მაშასადამე, ამით მტკიცდება დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის ცნობის სიმართლე, რომ სულტანმა ჯერ შამახია აიღო, ხოლო მერე განიზრახა ქართველებთან ომი, როგორც ქართველისა, ისე არაბ ისტორიკოსის აღწერითგან ჩანს, რომ ომი არ მომხდარა: პირველი ამბობს შეშინებული სულტანი შევიდა შამახაიში და შემდეგ ილაჯგაწყვეტილი ჩუმად გაიპარა სპარსეთშიო; მეფე დავითი საქმის ასე დაბოლოვებისათვის ღვთისადმი მადლობის შემწირველი სამშობლოში დაბრუნებულა, არც მტერს გამოსდგომია, არც შამახიის აღებასა ცდილა. მეორე ავტორიც თავის მხრივ ამბობს თავზარდაცემული მაჰმადიანთა ლაშქარი ღმერთმა ომს გადაარჩინა, ქართველ-ყივჩაყთა უთანხმოების გამო ჯარი აიყარა და თავის ქვეყანაში წავიდაო. არც სულტანი გამოჰკიდებია მიმავალს მხედრობას, თუმცა იგი ქართველების დასამხობად იყო მოსული და ამგვარი შეუბმელობა სულტანს და იბნ ალასირს მაჰმადიანთ გამარჯვებად მიაჩნიათ.
ამ ორნაირი მოთხრობის შეთანხმება მხოლოდ ასე შეიძლება: არაბ ისტორიკოსის ცნობა, რომ ამ დროს ქართველთა და ყივჩაყთა შორის უსიამოვნება ჩამოვარდნილა, შეიძლება მართალი იყოს; იქნება სწორედ ამით აიხსნება, რომ 50000 ჯარის კაცის პატრონი დავით მეფე ქართველი ისტორიკოსის მოწმობითაც სულტანს არ შეებრძოლა, არ დაედევნა და ქ. შამახიას აღებას არ შეეცადა; იქნებ ამითვე უნდა აიხსნებოდეს, რომ დავითს ამ ქალაქის ასაღებად ხელმეორედ მოუხდა შარვანში გალაშქრება. ცხადია მხოლოდ, რომ ქართველთ-ყივჩაყთა უთანხმოება იმდენად დიდი არა ყოფილა, რომ შეშინებული სულტანი და მისი ლაშქარი გაემხნევებინა და გამბედაობა ჩაენერგა. ქართველი ისტორიკოსის დაწვრილებითი აღწერილობითა მტკიცდება, რომ არაბ მემატიანეს თავის მოთხრობაში ორ-სამ ლაშქრობის ამბავი აქვს შეერთებული და გადახლართული. იბნ ალასირის ცნობითგანა ჩანს, ვითომც სულტანის ლაშქრობა მომხდარიყოს 1123 წლის აგვისტოში. ქართველი მემატიანე-კი ამბობს სულტანმა აიღო შემახია და ქართველების დამარცხებას აპირებდა 1123 წლის მაისში, მაგრამ ამაოდო; მეორედ დავითმა შარვანში გაილაშქრა და გულისტანი აიღო ამავ წლის ივნისში, ხოლო მესამედ იმავ წლის აგვისტოს დამლევს ”აღიღო ქალაქი შამახია და ციხე ბიკირტი და სრულიად ყოველი შარვანი”, თვე აგვისტო იბნ ალასირის თარიღს უდგება, მაგრამ ამ დროს სულტანი არ ყოფილა.

დავით აღმაშენებელი თავის მეფობის უკანასკნელს წლებში თითქმის განუწყვეტლივ ომობდა, თითქოს ცდილობდა რომ საქართველოს სრულიადი  გაერთიანება და გაძლიერება საჩქაროდ დაემთავრებინა. იმავე 1123 წელს დაუღალავი მეფე ”მარტო გადავიდა ქართლად და აღიღო ქალაქი დმანისი და აპრილსა დაესხნეს შაბურანს დარუბანდელსა და ამოსწყÕდნენ ქურდნი ლეკნი და ყივჩაყნი დარუბანდელისანი და აიხუნეს შარვანისა ციხენი ღასოსნი  (”ღასანნი”) და ხოზორდი  (ხოზაონდი) და მიმდგომი მათი ქუეყანა”-ო. დმანისის აღებას მათე ედესელიც იხსენიებს; იგივე ამბობს, რომ საქართველოს მეფემ შაქი და შირვანი დაიპყრაო; დარუბანდელი მთავრის დამარცხება და შარვანის 2 ციხის აღება ქართველთა მიერ მოთხრობილი აქვს იბნ ალასირსაც: 517 წელს ჰიჯ-(1123 წ.) ქართველებმა წინანდელზე ერთი-ორად უფრო მეტი ზარი მიაყენეს მუსულმანთა ქვეყანას. ეს ძნელი ასატანი იყო ხალხისათვის, განსაკუთრებით დარუბანდელთათვის შირვანშიო, მოგვითხრობს არაბი ისტორიკოსი387.

გალაშქრება სომხეთში  და ანისის აღება

შირვანში და რანში რომ ლაშქრობას მორჩა, დავით აღმაშენებელმა იმავე 1123 წელს ”მაისსა აიხუნა სომხითისა ციხენი” გაგნი, ტერუნაკალი, ქავაზნი, ნორ [ა]ბე[რ]დი, მანასგომნი და ტალინჯაქარი და ივნისს წარემართა ლაშქრითა, განვლო ჯავახეთი, კოლა-კარნიფორი, ბასიანნი სპერამდინ და რაცა პოვა თურქმანნი მოსრნა და ტყუე ყო, ჩამოვლო ბუიათაყური და დაწუნა ოლთისნი და მოვიდა თრიალეთს დიდითა გამარჯუებითა”.
ამ ცნობასაც ამოწმებენ სომეხი ისტორიკოსები ვარდანი და სტეფანოს ორბელიანი; პირველი სახელდობრ ამბობს, რომ დავითმა თავისი საბრძანებელი გააფართოვა ოლთისისა და მის მიმდგომ ქვეყნის გაგისა, ტერუნაკანისა, მანკაბერდისა და სომხითის უმეტეს ნაწილის დაპყრობითა; ხოლო მეორე ტავუშის, გაგისა, ტერუნა-კანის და ლორეს და ანი. შემოერთებას იხსენიებს.
ახლად დათხოვნილს ჯარს ჯერ კიდევ ხეირიანად არც-კი დაესვენა, რომ იმავე 1123 წელს ”აგვისტოსა კ(20)მოვიდეს მეწიგნენი ანელთა თავადთანი, მოაâსენეს მოცემა ქალაქისა და ციხეთა”; მეფემ საჩქაროდ ლაშქარი შეჰყარა და სამს დღეში მას უკვე ”სამეოცი ათასი წინაშე უდგა; წარემართა, მესამესა დღესა აღიღო ქალაქი ანისი და ციხენი მისნი უჭირველად... წარმოიყუანა (ა)ბულასვა (რ) რვათა ძეთა მისთა თანა... და ჩაგზავნა აფხაზეთს და ანისის მცველად დაუტევნა აზნაურნი მესხნი»-ო. ქართველი ისტორიკოსის ეს ცნობაც საუცხოვოდა მტკიცდება სომეხთა ისტორიკოსების მათე ურჰაელისა და ვარდანის მოწმობით; მათე ამბობს, რომ ქართველთა მეფემ დავითმა «აიღო სომეხთა სამეფო ქალაქი ანისი და მანუჩეს შვილები წამოიყვანა ანისითგან ტფილისში და განათავისუფლა სამეფო ქალაქი ანისი, რომელიც 60 წლის განმავლობაში მონობაში იყო»-ო, ვარდანის მოთხრობა უფრო ვრცელია და ქართველი ისტორიკოსის ცნობებს უკეთ ამოწმებს: «ამ დროს (ე. ი. დავით აღმაშენებელის მეფობაში) რაკი ანისის ამირა მანუჩე მოკვდა, ქალაქს ჰფლობდა მისი შვილი აბლსოვარ, მხდალი და ლაჩარი ადამიანი, რომელსაც უნდოდა ანისი კარის ამირასთვის მიეყიდნა 60000 დინარად; აგრეთვე ხლათითგან ერთი ძვირფასი და საუცხოვო ნალი (მთვარის სახე) მოატაინა, კათოლიკე-ეკლესიითგან ჩამოაღებინა წინაპართა მიერ აღმართული (ჯვარი) და გუმბათზე გააკეთებინა. ამით გულმოსულმა ქრისტიანებმა დავით მეფე მიიწვიეს და ქალაქი ანისი მისცეს... მეფემ ანისში აბულეთი და მისი შვილი ივანე დაუტევა და თავის ქვეყანაში დაბრუნდა, ხოლო აბლსოვარი შვილებითურთ თან წაიყვანა»-ო. მათე ურჰაელი ანისის დაპყრობის თარიღად შეცდომით 1124 წელსა სდებს, სტეფანოს ორბელიანი-კი ქართველ ისტორიკოსსავით 1123 წელს.
ქალაქ ანისის მაჰმადიანთა ბატონობისაგან განთავისუფლება დავით აღმაშენებელს დიდის ამბით უდღესასწაულია. მათე ურჰაელის სიტყვით, როდესაც საქართველოს მეფემ მეფეთა საჯდომი ქალაქი ანისი, რომელიც სამოცის წელიწადის განმავლობაში მონობაში იყო, და ანისის სახელოვანი და დიდი წმიდა კათოლიკე ეკლესია, რომელიც მიზგითად იყო ქცეული, განათავისუფლა, მან სომეხთა ეპისკოპოსნი და ხუცესნი და მოწესენი შეკრიბა და აკურთხა წმიდა კათოლიკე დიდის ზეიმითა»-ო. ამგვარივე, მაგრამ უფრო ვრცელი მოთხრობა შენახულია ამ საგანზე ერთს ქართულს საისტორიო წყაროში, რომელიც სხვადასხვა ძველი თხზულებებითგან ამოკრეფილ ცნობებს შეიცავს. იქ სახელდობრ ნათქვამია: »ამავ ქრონიკონსა სამას ორმოცდა სამს (=1123 წ.) წაუღო მანვე (დავით) აღმაშენებელმან ანის(ის) ქალაქი ალფარსლანიანთა და მოსწყვიტნა იგინი, რომელთა დიდი საყდარი ანისისა მიძგითად მოეკაზმა და ქრისტიანეთა სისხლითა იგი საყდარი და ქალაქი მოერწყოთ. იმუქაფა ღმრთის-მოყვარემან დავით აღმაშენებელმან მოლათა და დარიმანთა სისხლითა ახლავე მან მორწყო, საყდარი იგი ახლად მონათლა, რომელი აღეშენა ბერძენთა ასულს დედოფალს კატრონიტეს, და იქი ესაფლავა. მივიდეს მეფე და კათალიკოზი, ეპისკოპოსნი და ერთობილნი ლაშქარნი. დედოფლისა საფლავსა, ახლად წესი აუგეს და თვითან მეფემან სამჯერ საფლავთა ჩასძახნა: »გიხაროდენ, შენ დედოფალო, რამეთუ იâსნა ღმერთმან საყდარი შენი უსჯულოთა âელთაგან».
ანისის აღების შემდგომ დავით მეფემ «ანისის მცუელად დაუტევნა აზნაურნი მესხნი და წამოვიდა ქართლად». აქ ცოტას ხანს თავისი ჯარი დაასვენა და მერმე, როგორც უკვე აღნიშნული იყო, »წარემართა შარვანს, აღიღო ქალაქი შამახია და ციხე ბიკირტი და სრულიად ყოველი შარვანი». დაპყრობილი ქვეყნის მცველად «დაუტევნა ციხეთა და ქალაქთა შინა ლაშქარნი დიდნი ჰერნი და კახნი»; ხოლო «გამგებელად და ზედამხედველად ყოველთა საქმეთა მანდაურთა აჩინა მწიგნობართ-უხუცესი თჳსი სჳმონ ჭ.ონდიდელი მთავარეპისკოპოსი მაშინ ბედიელ-ალავერდელი».
ამას რომ მორჩა ეხლა «ყივჩაყთა თÕსთა უჩინა საზამთრო სადგური და საზრდელი და კაცნი ზედამდგომნი მათნი» და სამზადისში იყო იმიტომ, რომ «ეგულებოდა გაზაფხული (1124 წ.) ქმნა დიდთა საქმეთა და უფროსთა ლაშქრობათა». ამიერ-კავკასიითგან საქართველოში რომ დავით აღმაშენებელმა მუდმივი ჯარის შესაქმნელად ყივჩაყნი გადმოასახლა, საისტორიო წყაროებში მათი დაბინავების ადგილი არსად აღნიშნული არ არის. ამიტომ ასეთი დემოგრაფიული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი საკითხი გამოურკვეველია. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის ერთი გაკვრით მოყვანილი ცნობა ამ საკითხის გამორკვევის საშუალებას გვაწვდის. მას ნათქვამი აქვს: მეფე «მოვიდა ქართლად და ყივჩაყთა თჳსთა უჩინა საზამთრო სადგური და საზრდელი და კაცნი ზედამდგომნი მათნი და განაგო ყოველი საქმე ქართლისა»-ო. ამ ცნობითგან ცხადი ხდება, რომ დავით აღმაშენებელს ყივჩაყებისათვის საზამთრო სადგომი ქართლში მიუჩენია. ისტორიკოსისაგან ნახმარი გამონათქვამი »საზამთრო სადგური» გვაფიქრებინებს, რომ საქართველოში გადმოსახლებულ ყივჩაყებს «საზაფხულო სადგური»-ც უნდა ჰქონოდათ. ეს გარემოება არც გასაკვირველია, რათგან ყივჩაყნი, ვითარცა უმთავრესად მესაქონლეობას მიმდევარი ხალხი სამშობლოშიაც საზაფხულო და საზამთრო საძოვრებს იქმნებოდნენ მიჩვეულნი. ამიტომ სანამ საქართველოში მიწათმოქმედებას გაიხდიდნენ თავიანთი არსებობის მთავარ წყაროდ და მკვიდრ ბინადრობას მიეჩვეოდნენ, მანამდის მათთვის ზამთრისა და ზაფხულისათვის ცალცალკე სადგომები აუცილებელი იქმნებოდა. მაგრამ რაკი საზამთრო სადგურისათვის მოსახლეს შენობები სჭირდება, ამიტომ სწორედ ეს საზამთრო სადგომი ხდება ხოლმე თანდათანობით მკვიდრ მოსახლეობის წესის შემთვისებლისათვის მის მუდმივ სამოსახლო ადგილად. ამის გამო უფლება გვაქვს დავასკვნათ, რომ დავით აღმაშენებელს ჩრდილოეთითგან გადმოყვანილი ყივჩაყნი ქართლში დაუსახლებია.

ბაგრატ IV მეფობის ბოლოს და გიორგი II მთელი მეფობის განმავლობაში გარეშე მტრის, სელჩუკიანი თურქების, შემოსევის წყალობით აღმოსავლეთ საქართველოში მოსახლეობა ძალზე დაზიანდა და შეთხელდა, მეტადრე ქართლი იყო აოხრებული ამიტომ დავით აღმაშენებლის მხრით სრულებით ბუნებრივი იყო, რომ იმიერ-კავკასიითგან გადმოყვანილი ყივჩაყნი სწორედ იქ დაესახლებინა, სადაც საქართველოში ბინადრობის ნაკლებობა ყველაზე უფრო საგრძნობი იყო. მარტო სახელმწიფოებრივი თვალსაზრისითაც რომ შეეხედა ადამიანს, ქართლში მოსახლეობის შეთხელება დიდ საფრთხეს წარმოადგენდა. იმას გარდა, რომ ეკონომიურ-ფინანსურადაც საქართველოს სახელმწიფოსათვის ეს გარემოება მეტად საზარალო იყო, ზემო აღნიშნულ გარემოებათა გამო, საფიქრებელია, რომ დავით აღმაშენებლისათვის საქართველოს სახელმწიფოებრივი კეთილდღეობის მოსაზრებასაც უნდა ეკარნახა, რომ ჩრდილოეთითგან გადმოყვანილი ყივჩაყები სწორედ ქართლში დაესახლებინა. ამით საქართველოს ამ შუაგულის ნაოხარი ადგილების გაკაცრიელება შეეძლო და ბრძენი მეფის ისტორიკოსსაც დავითის მრავალ სხვა ღვაწლთა შორის აღნიშნული აქვს, რომ მან მაშინდელ საქართველოში «აღაშენა ყოველი ოჴერ-ქმნილი»   საქართველოს მეზობლებს ეს არ გამოეპარებოდათ და ყოველი ღონისძიებით ცდილობდნენ, რომ განსაცდელი თავითგან აეცდინათ: «ამისთÕსაცა ზედას-ზედა წარმოავლენდეს მოციქულთა ძღუენითა მომშუიდებად პირსა მისსა და წარმოცნის საჭურჭლენი მძიმენი ტურფანი მრავალ-ფერნი, მფრინველნი და ნადირთა უცხონი და ძვირად საპოვნელნი და ეძიებენ მშვიდობასა და სიყუარულსა და ყივჩაყთა- გან არა რბევასა». ამ სამზადისში და მეზობელ ხელმწიფეთა მოციქულთა და მეძღვნეთა მიმოსვლაში დაილია 1124 წელს და საქართველოს მბრძანებელს «აქუნდა ყოვლით კერძო მშვიდობა და დაწყნარება სამეფოთა მისთა». დადგა 1125 წელიც, როდესაც დიდებული მეფე ალბათ იმ «დიდთა საქმეთა და უფროსთა ლაშქრობათა» განხორციელებას უნდა შესდგომოდა, რომელთა ქმნაც «ეგულებოდა», მაგრამ «დიდმან წინაგამგებელმან ცხოვრებისა ჩუენისამან... რომელი მან უწყის და განაწესებს ჟამთა წელთა ჩუენთა». სხვაფრივ განაგო და «ჟამსა ზამთრისასა არა გარეგან სადმე ნაკიდურსა, არამედ საშუალ თÕსთა სამეფოთა ადგილთა» ქ. ტფილისში395 საქართველოს გმირის მრავალნაყოფიერი და მშვენიერი ცხოვრება შესწყდა: «იყო მაშინ თთუე იანვარი: კ՜დ:—(24) და დღე შაბათი ოდეს ქრონიკონი იყო:—ტ՜მ՜ე:»—(345) ანუ 1125 წელს ქ. შ.

1 2

 


megobari saitebi

   

01.10.2014