აგარანის საკითხისათვის

1 2

მარნეულის ვაკეზე სტეპის ჰავაა, იცის ცხელი ზაფხული... აბს. მაქს. 40 გრადუსი ცელსიუსით... ბუნებრივ მცენარეულ საფარში ჭარბობს უროიან-ავშნიანი და უროიან-ჯაგეკლიანი დაჯგუფებები, ზოგან - მლაშობი ნახევრად უდაბნოს მცენარეულობა“ (ი. შაიშმელაშვილის მიხედვით „ჭალის მუხისა და ჭალის ტყიანი ლანდშაფტის ელემენტებით“). აქ ნახსენები მუხის ხეები გავრცელებული ყოფილა მხოლოდ ამ ვავის სამხრეთ კიდეზე, „ლოქის ქედის მთისწინეთში“, ე. ი. ძლიერ შორს წყალთშუა-ბაიდრიდან. გამოდის, რომ მარნეულის ვაკე ვერაფრით სჯობს კოჯრის მიდამოებს; პირიქით, ამ უკანასენკლის უპირატესობა სწორედ საზაფხულო და საზამთრო სადგომთა სიახლოვეშია.

მარნეულის ვაკე საკმაოდ დიდი ფიზიკურ-გეოგრაფიული არეა. მისი შუაგული, ძველი წყალთაშუა, სტატიის ავტორმა მიიჩნია „აგარათა ჭალა“-დ „რომელიც, რა თქმა უნდა ციხე-სიმაგრის ელემენტსაც შეიცავდა და ამიტომ ზოგჯერ „აგარათა ციხედაც“ მოიხსენიება. „აგარათა“-ში ყველა პირობა იყო დიდძალი ჯარის თავმოყრისა და ხანგრძლივი არსებობისათვის“.

ბაიდარი, ანუ წყალთაშუა მარნეულის სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით გაშლილი ველია, ალგეთს, მტკვარსა და ქციას შორის მოქცეული. არავითარი სასახლე, „რომელიც რა თქმა უნდა ციხე-სიმაგრის ელემენტსაც შეიცავდა“, ძველად აქ არ ყოფილა. ასეთი არაფერი იცის არც ვახუშტიმ და არც ძველმა ქართულმა ნარატიულმა წყაროებმა. მაშ სად უნდა ვეძებოთ ამ „აგარათა“-ში „აგარათა ციხე“, სადაც თამარი გარდაიცვალა? ან როგორ შევათანხმოთ „ისტორიათა და აზმანთა“ ცნობასთან, რომ თამარი გარდაიცვალა ჴმელსა დგომასა შინა“. ამ ადგილს ფარსადან გორგიჯანიძე ხომ პირდაპირ ტაბახმელად მოიხსენიებს, იოანე ბატონიშვილი კი - ზემო ტაბახმელად.

საერთოდ, ეს „ციხე აგარანი“ და „აგარათა ციხე“ ძალიან უშლის ხელს ი. შაიშმელაშვილის მტკიცებას. იგი ყოველთვის სუსტ ადგილებში იჩენს თავს. ამიტომ არის, რომ სტატიის ავტორი სამშვილდის ნადარბაზევს ხან „ციხესიმაგრეს უწოდებს“, ხან „ციხე-დარბაზს“. ხან „მძლავრ ობიექტს“. ბოლოს კი „მას შემორტყმული დიდი გალავნით“ კმაყოფილდება. ახლაც იგი წყალთაშუაში ეძებს ამ ციხეს. არ აწყობს მისი უკვალოდ გაქრობა, თანახმაა „ციხე სიმაგრის ელემენტებ“-ზეც, მაგრამ ისიც კი არ ჩანს.

სტატიის ავტორი რამდენიმეჯერ აღნიშნავს, რომ კოჯრის მიდამოებში შეუძლებელი იყო მრავალრიცხოვანი მხედრობის დგომა. იგი ეყრდნობა სტეფანოს ორბელიანის ცნობას, რომლის მიხედვით 1177 წლის შეთქმულების დროს, აგარაკს მოსული ორბელთა მომხრეების რიცხვი იყო 30 000 კაცი და წერს: „ამ „ბუდეში“ 30 ათასი ცხენოსნის დაბანაკება სრულიად წარმოუდგენელია, რადგან აქ არ მოიპოვება ცხენებისა და ადამიანების დიდი მასებისათვის წყალი და საკვები. ცხენს დღეში 50 ლიტრა წყალი უნდა (ზამთარში-40. ზაფხულში 60 ლიტრა). 30 ათას ცხენს დღე-ღამეში მილიონნახეეარი ლიტრა წყალი უნდა დაელია. ხოლო მთელ „თბილისის პირის“ სოფლების ყველა სასმელი წყარო მხოლოდ 55 ათას ლიტრას იძლეოდა დღეღამეში, ანუ ზემოაღნიშნული საჭიროების მხოლოდ 3%-ს. ყოველივე ეს რადიკალურად ეწინაადმდეგება მტკიცებას თითქოს კოჯრის მიდამოები (აგარანი!) „მარჯვე პუნქტია დიდძალი ჯარის შესაყრელად“.

ქვემოთ ერთხელ კიდევ შევჩერდებით ამ ანბანურ ჭეშმარიტებაზე, როცა განვიხილავთ ამავე „აგარან-კოჯრის“ რეგიონში თითქმის ორი ამოდენა ცხენოსნის დაბანაკებისა და ხანგრძლივად (1 კვირით) დგომის გაუმართლებელ მტკიცებას“. თავის მსჯელობას რომ მეტი საბუთიანობა მისცეს, ი. შაიშმელაშვილს რატომღაც ტექსტში არ შეუტანია, მაგრამ სქოლიოში კი აღუნიშნავს: „ავტორმა წარმოადგინა საქართველოს გეოლოგიის სამმართველოს მიერ 1985 წლის 5 მარტს მიცემული დამადასტურებელი ცნობა“.

აჯანყებულ ორბელთა მომხრეების რიცხვი მართლაც 30 000 რომ ყოფილიყო (რაც არაა აუცილებელი ზუსტი იყოს - სტეფანოს ორბელიანი საუკუნის შემდეგ წერს ამ „ცხოვრებას“). წარმოუდგენელია მთელი ჯარი ცხენზე ამხედრებული მოსულიყო. პატივცემულ გენერალს უნდა მოეხსენებოდეს, რომ ფეოდალური ლაშქარი შედგებოდა ქვეითი და ცხენოსანი რაზმებისაგან. დავით ქობარელის მიერ აღწერილ იმავე ბრძოლების დროს, უმეტესად სწორედ ქვეითი ჯარები ჩანან, ამიტომ ი. შაიშმელაშვილის მიერ გამოანგარიშებული სასმელი წყლის რაოდენობა უნდა განახევრდეს მაინც, და მერე თუნდაც სანგრძლივად აქ დგომის პირობებში, წყაროს წყლის დანაკლისს რემების მდინარეზე გარეკვით ვერ შეივსებდნენ?

ნ. ბერძენიშვილი, როცა აგარანს დიდი ჯარის შესაყრელად მარჯვე პუნქტად მიიჩნევდა „აგარან“-ში საკუთრივ ციხის გარდა მეტ-ნაკლებად ფართო არემარეს გულისხმობდა, სადაც ეს აგარები („აგარანი“) იყო და რომელთა სახელიც შეერქვა თვით ციხეს. ნიშანდობლივია, რომ ისტორიკოსს „აგარანი“ მრავლობითი რიცხვით ესმის. ერთი სიტყვით, ნ. ბერძენიშვილის ზემოთქმულ მოსაზრებას არაფერი რადიკალურად არ ეწინააღმდეგება“. ბოლოს და ბოლოს თუ ამ ახირებულ მსჯელობას თანმიმდევრულად მივყვებით, მაშინ რატომ იმის „დამადასტურებელი ცნობა“ არ მოაქვს სტატიის ავტორს, რომ სწორედ ნადარბაზევის დაბალ ტყეებში მოიპოვება მილიონნახევარი ლიტრა წყალი დღე-ღამეში.

აგარან-კოჯრის ციხის იგივეობის საწინააღმდეგოდ, ი. შაიშმელაშვილს კიდევ ერთი საბუთი შემოუნასავს 111 პარაგრაფის ბოლოს: „არ უნდა დავივიწყოთ, რომ კოჯორში ყოფნის შემთხვევაში გიორგი მეფე ვერ „აღვიდოდა“ ლორეში, რადგან „თითონ კოჯორი ლორეზე მაღლა მდებარეობდა (ზღვის დონიდან)“.

ჯერ ერთი, რუკის მიხედვითაც კი, ეს ორი წერტილი დაახლოებით ერთ სიმაღლეზეა; მეორეც, თამარის ისტორიკოსი იმ რუკას ვერ დახედავდა, რომელსაც სტატიის ავტორი იყენებს და არც ზღვის დონიდან სიმაღლეებზე ექნებოდა მას წარმოდგენა. სამაგიეროდ, მან ი. შაიშმელაშვილზე უკეთ იცოდა, რომ ლორეში „აღსასვლელად“ მეფის ლაშქარი უნდა აყოლოდა ძირითად მდინარეებს (დებედა, შულავრისწყალი, მაშავერ-ფინეზაური) და მათი გზებით გადაელახა სომხითის ქედი (ლოქის ქედი), რომლის ყოველი „უღელტეხილი კოჯორზე გაცილებით მაღალია. მხოლოდ ამის შემდეგ მიაღწევდა გიორგი მეფე ლორეს. სტატიის ავტორს ეს ვითარება არ გაუთვალისწინებია.

შემდეგ პარაგრაფმი განხილულია 1195 წლის მოვლენები შამქორის ომის წინ. „მარვანშამ და მისმა სიძემ - ამირ-მირანმა შემწეობის სათხოვნელად საქართველოს მოაშურეს. თამარ მეფემ და დავით სოსლანმა დიდი ლაშქარი შეჰყარეს, „რომლისა სიმრავლითა აღივსნეს მტკვრის პირი, ალგეთის პირი, ქციის პირი და ქურდვაჭრის პირი. ესე ოთხნივ მდინარენი ტფილისით ყარაღაჯამდის“. ი. შაიშმელაშვილი წერს: „ამ ლაშქრის რიცხობრივი შემადგენლობა ჩვენ მიღებული გვაქვს 50 ათასად; ანალოგიურ შემთხვევაში დავით აღმაშენებელმა შირვანში 1123 წელს 50 ათასიანი მხედრობით გაილაშქრა“. ანალოგიური აქ მხოლოდ შარვანია. თორემ 72 წლის შემდეგ სულ სხვა იყო პოლიტიკური სიტუაცია. მხედართმთავრების შემადგენლობა და, რაღა თქმა უნდა, ჯარის რაოდენობაც. რატომ არ შეიმლებოდა თამარისა და დავით სოსლანის ლაშქარი მეტი ყოფილიეო (ოსთა და ყივჩაყთა მხედრობასთან ერთად). ან რატომ მაინცდამაინც 50 ათასი - ამის პასუხს ავტორი არ გვიზიარებს.

ი. შაიშმელაშვილი წერს: „საისტორიო წყაროს ზემოხსენებული სავსებით ნათელი ორიენტირების მიუხედავად, ნ. ბერძენიშვილი ცხენოსანთა ამოდენა მასებს კოჯრის (ვითომც აგარანის) მიდამოებში განლაგებულად მიიჩნევს (იგულისხმება თბილისი-ტაბახმელა-კაბენის დედათა მონასტრის ზონა): ..ქალაქიდან მეფის კარვამდე სულ საქარველოს ჯარი იყო განლაგებული“. ხოლო სად იყო მეფის კარავი? ნ. ბერძენიშვილის აზრით „აგარათა ჭალას“, რომელიც კოჯრის ციხის ძირას, კაბენის მონასტრის არეში იყო... ჩვენ ერთხელ კიდევ ხაზგასმით აღნიშნავთ, რომ ხსენებულ ტერიტორიაზე ამოდენა ლაშქრის დაბანაკება და ერთი კვირით დგომა შეუძლებელი იყო. ამდენი ცხენის სადღედამისო საჭიროება მარტო სასმელი წყლის მხრივ, აქაური წყაროების შემოწმებით მხოლოდ 2%-ით დაიფარებოდა“.

ნ. ბერძენიშვილი შესანიშნავად ითვალისწინებდა ისტორიკოსის მიერ მოცემულ ორიენტირებს (მტკვრის, ალგეთის, ქციის, დებედის ნაპირებს), ამიტომ არსად არ უწერია, რომ მთელი მხედრობა კოჯორთან იდგა. მას, განსხვავებით სტატიის ავტორისაგან, მდინარეთა ნაპირებზე, უნდა ვიფიქროთ, ცხენოსანთა ძირითადი მასა ეგულებოდა, ხოლო კოჯრის მიდამოებში სამეფო კარი, დიდებულები, მათი ამალა და ჯარის რჩეული ნაწილები იქნებოდა განლაგებული.

ნ. ბერძენიშვილის მიერ წარმოდგენილი სურათი ასეთია: სტუმრების მოლოდინში სამეფო კარი „დადგა დასოთა“ (კაბენის მონასტერთან). დიდმა ლაშქარმა გაავსო ზემოხსენებულ მდინარეთა ნაპირები. შარვანშა სიძით თბილისს მოვიდა კახეთის გზით. ისანში. ქართველები საგანგებოდ მოემზადნენ: „დადგეს... ჭალასა აგარათასა“ (იქვე კაბენის სიახლოვეს) და სამეფო ოჯახი ტახტზე მჯდომი სტუმრებს მოელის. თბილისიდან გამოსულ შარვანშასა და ამირ-მირანს გზადაგზა ეგებებიან წინ ქართული ჯარის ნაწილები, თემობრივ ჩამოთვლილი ისტორიკოსის მიერ, ხოლო „თჳთ კარვისა კარსა ჴელისუფალნი და შინაურნი“. „აქ მოტანილი ტექსტი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ საქართველოს ჯარის ეს ნაწილები ერთიმეორისაგან დიდად დაშორებულნი არ უნდა ყოფილიყვნენ“-ო. წერს განსხვავებული მეცნიერი და განაგრdობს: „ჭალა აგარათა თბილისიდან აღმოსავლეთის მიმართულებით არაა. აღსართან და ამირმირმანი აღმოსავლეთიდან მოვიდნენ ჯერ თბილისში და მხოლოდ აქედან გავიდნენ ჭალას მისასვლელად.

არ გვავიწედება, რომ საგანგებო ვითარება იყო, მაგრამ მაინც დაუშვებლად გვეჩვენება, რომ ეს შემოხვეწილი სტუმრები ჯერ განზრახ თბილისში მოეყვანათ და აქედან ისევ აღმოსავლეთის მიმართულებით ჭალას წაეყვანათ... ძნელად საფიქრებელია, რომ მაისის მიწურულს (ეს ამბავი წლის ამ დროს მოხდა) საქართველოს მეფე თავისი ჯარით სომხითის ამ (აღმოსავლეთ - დ. ბ.) ნაწილში დაბანაკებულიყო. როგორც ბასილი ეზოსმოძღვარი გადმოგვცემს, საქართველოს მეფე და მისი კარი ზაფხულის პირს „ჩვეულებისამებრ“ „ისწრაფდეს“ მთაში სააგარაკო ადგილას გასვლას“.

ი. შაიშმელაშვილი სულ სხვა ვითარებას ხატავს. მას ჰგონია, რომ სამეფო კარზე სადარბაზოდ მიმავალი სტუმრებს უეჭველად უნდა დაევლოთ მთელი ქართველთა ლაშქარი მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დაყოლებით. მისი სიტყვით, „შამქორისაკენ გასაგზავნი ქართული ლაშქრის განლაგების სქემა... ნატურაში მოიხილეს შარვანელმა მაღალმა სტუმრებმა“... რომლებიც ,,სადღაც ფონიჭალა-სარვანის ველზე დაბანაკებულ ოსთა და ყივჩაყთა მხედრობას შეხვდნენ“. 

შემდეგ პატივცემული გენერალი, როგორც სამხედრო სპეციალისტს შეეფერება, დეტალებში წარმოიდგენს მტკვრის გასწვრივ განლაგებული ქართველთა ლაშქრის წყობას, სოღანლუღიდან დებედის შესართავამდე. რაკი იქ ჯარის ავანგარდი და მზვერავთა ჯგუფი უნდა მდგარიყო, სტუმრებს სანახავიც მეტი არარაფერი დარჩენიათ სამეფო კარის გარდა. ამიტომ, ავტორის აზრით, „ქართველთა მეფის თანმხლები წარმომადგენლის რჩევით, ავანგარდის ადგილიდან დასავლეთისაკენ (მარჯვნივ) უნდა გადაეხვიათ. იქ ივარაუდება ქართველ მეფეთა საზამთრო სადგურიც“. ავტორს ავიწყდება. რომ შარვანელი სტუმრები დახმარების სათხოვნელად იყვნენ მოსულნი. მათ მეფის ნახვა ეჩქარებოდათ და არა ქართველთა მრავალათასიანი ლაშქრის „განლაგების სქემის ნატურაში მოხილვა“. ამით არც საქართველოს სამეფო კარი უნდა ყოფილიყო დაინტერესებული, სრულიად იკმარებდა ჯარის რჩეული ნაწილთა მიგებებაც.

თბილისიდან მეფის კარვამდე სტუმრების მისვლა, ისტორიკოსის მიხედვით დროის შედარებით მოკლე მონაკვეთში იგულისხმება; მტკვრის ნაწილს გაყოლილი სტუმრები კი, ლაშქრის თვალიერებით მიმავალნი, დებედამდე დღის ბოლოს თუ ჩააღწევდნენ.

თამარის ისტორიკოსის ჩვენებით, სამეფო კარი ჯერ დასოს იყო, მერე კი ხელმწიფენი „დადგეს ჭალასა აგარათასა“. ი. საიშმელაშვილი წერს: „ეს ადგილგადანაცვლება ნ. ბერძენიშვილის შემოთავაზებული სქემით თუ ვიმსჯელებთ, სადაც „დასო“ და „აგარათა ჭალა“ ლოკალიზებულია კაბენის მონასტრის არეში, ორიოდე ნაბიჯზე გადასვლა იქნებოდა, რასაც ფაქტობრივად არავითარი ცვლილება არ მოჰყვებოდა სტუმართა დიდი ამალის მიღების ორგანიზაციაში“. რატომ უნდა მომხდარიყო ეს ცვლილება, ავტორი ამას არ გვიხსნის, მაგრამ სამშვილდის ნადარბაზევთან დასოს ვარაუდი, უფრო შესაფერისად ეჩვენება, რაკი აგარათა ჭალა, ანუ, დური, მეფეთა საზამთრო დარბაზი წყალთაშუას ეგულება ავტორს. გამოდის, რომ საქართველოს ბრწყინვალე სამეფო კარი, სააგარაკოდ ნადარბაზევს ასული, შემდეგ წყალთაშუას საზამთრო სადგურში გამომგზავრებულა (დაახლ. 40 კმ-ზე) და თვით ხლებია მასთან დახმარების სათხოვნელად შემოხვეწილ სტუმრებს.

აქვე უნდა გამართულიყო მაშინ ის დიდი დარბაზობა და პურობა, რომელსაც თამარის ისტორიკოსი ასე ხატოვნად აგვიწერს, აგრეთვე ბურთაობა და ასპარეზობა. „უბრძანა მეფემან  ამირსპასალარსა მისსა ზაქარიას და მსახურთ-უხუცესსა ივანეს, ჰერეთის ერისთავსა გრიგოლს და სხვათა მოყმეთა და ჩავიდეს მოედანს და მუნით ჩამოვიდა ამმირ-მირმან მისითა დიდებულითა და მონითა“. აქ ხაზგასმული მოედანზე ჩასვლა გულისხმობს, რომ სამეფო კარი და მისი სტუმრები სადღაც იქვე მაღლობზე დგანან, სადაც მათი კარავია. აღწერილი სურათი წყალთაშუას ტრიალ მინდორში   წარმოსადგენია, სამაგიეროდ კარგად ესადაგება კოჯრის მიდამოებს, მის მახლობელ დაბლობს.

ი. შაიშმელაშვილი ცდილობს აგვიხსნას თვით სახელწოდება „დურის“ მნიშვნელობა; იგი მას უკავშირებს სომხურ სიტყვას, რომელიც ნიშნავს „კარს“ და ფიქრობს, რომ ეს   ტოპონიმი აქ უნდა გაჩენილიყო  IX-X საუკუნეებში, „როდესაც ეს პროვინცია დროებით იყო ქართლს“, ე.ი. სომეხი ბაგრატუნების ბატონობის დროს. იმისთვის, რომ გაამართლოს ასეთი სახელწოდების მისი აზრით, წყალთაშუაში დამკვიდრება, ავტორი იშველიებს ვახუშტი ბაგრატიონის ცნობებს და  „დური სომხითის ტერიტორიაზე იყო, რომელიც ადრე ხუნანის საერისთავოს შეადგენდა. შაჰ-აბას I-ს განსაკუთრებით აინტერესებდა მისი ათვისება (მიტაცება), როგორც „შესავალ-გამოსავალი ადვილად ქართლსა შინა“, ე.ი. დიდი ბუნებრივი კარი. თუ კი ასეთ დასკვნამდე ეს შაჰი, ასე ვთქვათ, ერთი ნახვით მივიდა, ბუნებრივია, რომ მსგავსი შეხედულება ნახიდურიდან ნახიდვარამდე გაშლილ ვაკის მიმართ, უფრო ადრე სომხითის დიდი ხნის მობინადრეებს უნდა ჩამოყალიბებოდათ“.

არავითარი საბუთი არ გვაქვს იმის დასადასტურებლად, რომ სამეფო საზამთრო სადგომი   მართლაც წყალთაშუაში ყოფილიყო; არც ამ სახელწოდების სომხური სიტყვიდან წარმომავლობაა დადგენილი, რადგან თამარის ისტორიკოსის თხზულების ზოგ ვარიანტში „დურ“-ის მაგიერ არის „დვირი“ ან „დერი“. ნ. ბერმენიშვილის აზრით კი, ეს დვირი უნდა ყოფილიყო საქართველოს     ფარგლებში, მტკვრის მარჯვნივ, განძის   ქვეყნის საზღვრებისაკენ.

სომეხ ბაბრატუნთა ქვემო ქართლში დროებით ბატონობას, არ ჩანს, რომ დაეტოვებინოს თავისი კვალი იქაურ   ტოპონიმიაში (ასეთები იქ შუა საუკუნეების გვიან ხანაში გაჩნდა) კიდევ უფრო   გაუგებრობაა დურის ე.ი. კარის „ნახიდურიდან-ნახიდვარამდე“ (ე.ი. წითელ ხიდამდე - დ.ბ.), გაშლილ ვაკეზე, ანუ მარნეულის ვაკეზე. ესაა ტრიალი მინდორი, სადაც არავითარი „კარი“ არ შეიძლება იყოს. ვახუშტის ნათქვამი: „ოდეს მიიღო შაბაზ, ამისის განზრახვით მიიღო, რამეთუ   გექმნებისო შესავალ-გამოსავალი ადვილად ქართლსა შინა“, ეს სიტყვები მარნეულის ვაკესა და წყალთაშუაზე კი არა, არამედ დებედისხევზეა ნათქვამი, რომელსაც მართლაც მოჰყვებოდა სამხრეთიდან ქართლში შემოსასვლელი გზა. „საქართველოს ისტორიის ნარკვევებში“, რომელსაც ი. შაიშმელაშვილი ხშირად იყენებს, ამის გამო წერია: „1604 წელს შაჰ-აბას I-მა ქართლის მეფეს წაართვა ლორე და დებედის ხეობა. სადაც ბორჩალუს ყიზილბაშური ტომი ჩაასახლა“.

ასევე გაუგებარია ვის გულისხმობს ავტორი „სომხითის დიდი ხნის ბინადართა“ შორის, რომელთაც შაჰ-აბასზე ადრე ჩამოეალიბებიათ შეხედულება მარნეულის ვაკეზე, როგორც ქართლში შემოსასვლელ გზაზე. თუ ასეთებად ქართველებია ნაგულისხმევი, რატომ დაარქმევდნენ ისინი სომხურ სახელს („დურს“) და არა ქართულ „კარს“ (შდრ. „ტაშისკარი“ – „ღართისკარი“ და სხვ.) ხოლო თუ სახელის დამრქმევებად სომეხი ბაგრატუნები იგულისხმებიან, ისინი სულაც არ იყვნენ ქართლის „დიდი ხნის მკვიდრნი“; გარდა ამისა მარნეულის ვაკეს სომხები „ვრაც-დაშტს“, ე.ი. „ქართველთა ველს“ უწოდებდნენ და ეს სახელი სომხურ წეაროებშია დადასტურებული, ქართულში კი - არა, მაშინ, როდესაც დური იქ არ გვხვდება და ქართულ წეაროებში კი გვაქვს.

დურის სომხურად გააზრების შემდეგ, ი. შაიშმელაშვილი კიდევ უფრო შორს მიდის და სრულიად წარმოუდგენელ ეტიმოლოგებს თხზავს. იგი წერს: „მდ. ქციას უძირო ხრამის დასასრულში (მარნეულის ვაკის დასაწყისში) შექმნილი პირველი კაპიტალური ხიდის თავთან ახლად წარმოქმნილი დასახლებისათვის, საფიქრებელია უფრო მაშინ, როდესაც ეს პროვინცია დროებით მოწყვეტილი იყო ქართლს (IX-Xსს) ნახდური უწოდებიათ. ეს ტერმინი არავითარ კავშირში არაა „ხიდუმყოფელობასთან“. ნახდური შედგენილია ორი ცნებისაგან „ნახ”-ი, რაც უმთავრესს, ძირითადს, პირველს ნიშნავს და „დურ“-ი, რაც კარს ნიშნავს - ე.ი. ნახიდური მთავარი კარია...

საინტერესოა, რომ ვახუშტი ბაგრატიონი მხოლოდ ერთხელ იყენებს ტერმინს „ნახიდვარს“ - გატეხილ ხიდზე საუბრისას. „ნახიდურის“ გამოყენების ხუთივე შემთხვევაში მას მხედველობაში აქვს ზემოხსენებული სოფელი ნახიდური (ქოლაგირისაკენ).

ფრიად ხელსაყრელი ფონეტიკური მსგავსების გამო, ბოლოს და ბოლოს ქართული სმენა შეეჩვია ტოპონიმ „ნახდურ“-ს, ნახიდურად გარდაქმნა იგი და ნახიდვარსაც გვერდში ამოუდგა, როგორც აგრეთვე „ხიდუმყოფელობის“ აღმნიშვნელი ტერმინი. ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში „ნახიდური“ სავსებით მართებულად არ არის შეტანილი, როგორც „ნახიდარის“ სინონიმი“.

ვიდრე ნახიდურს სომხურ სიტყვებად დაყოფდა, ავტორს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ ეს ტოპონიმი მოტანილი ფორმით უკვე იხსენიება დავით აღმაშენებლის ისტორიკოსთან, ჟამთააღმწერელთან, ბერი ეგნატაშვილის ტექსტებსა და, რაღა თქმა უნდა ძველ საბუთებში. ეს ისევე ნაწარმოები ქართული სიტყვაა, როგორც „ნაგზაური“, „ნაჭდეური“, „ნაწიბური“ და სხვ. რაც მთავარია, ქართლშივე გვაქვს მსგავსი ტოპონომები „ნადაბური“ და „ნატბეური“. ასე რომ, ვახუშტი ბაგრატიონმა კარგად იცოდა რას წერდა და სრულიად მართალი იყო, რომ „ნახიდური ეწოდების ხიდუმეოფელობისათვის“.

ი. შაიშმელაშვილზე დიდი ხნით ადრე გამოითქვა მსგავსი ვარაუდები ალგეთისა და მანგლისის მიმართ: კ. ჰანი, და ს. ერემიანი „ალ-გეთ”-ში „წითე; მდინარეს“, ან „ალის მდინარეს“ ხედავდნენ (სომხ. „გეტ“ - მდინარეა), ხოლო ლ. მელიქსეთ-ბეგს „მ-ანგლ-ისი“ „მოაგონებდა ტიბობრივი წარმოშობის სახელებს „ანგელ-ტუნ“-სა და „ანგეღ-აკოთს“. ზემოხსენებულ ავტორთა ეს მოსაზრებანი გაუზიარებელი დარჩა, თუმცა ამ საკითხებს ისინი სპეციალურად იკვლევდნენ.

ამიტომაც ნახიდურის სომხურად გააზრებას, ეს რომ ოდნავ მაინც შესაძლებელი ყოფილიყო, სტატიის ავტორი ამ მკვლევრებს ვერ დაასწრებდა. ი. შაიშმელაშვილს ჰგონია, რომ რაკი ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში ნახიდარის სინონიმად ნახიდური შეტანილი არ არის, ამიტომ ის „არავითარ კავშირში“ ხიდთან არაა და მაშასადამე, სომხურით უნდა აიხსნას... მას დავიწყნია, რომ ზემოხსენებული ლექსიკონი „ახალი სალიტერატურო ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონია“, რომლის „დანიშნულებაა აღნუსხოს და განმარტოს ყველა სიტყვა, რაც კი არის დამკვიდრებული ამჟამად სიტყვაკაზმულ მწერლობაში, სამეცნიერო და პოლიტიკურ ლიტერატურაში, პრესაში“. ცხადია, ძველი ტოპონიმი ნახიდური იქ ვერ მოხვდებოდა.

ნ. ბერძენიშვილთან აგარანის გამო ასეთი გაცხარებული კამათის შემდეგ, სრულიად მოულოდნელია სტატიის V პარაგრაფის ბოლო აბზაცი; აქ ავტორი სამეფო საზამთრო (დური) და საზაფხულო (ნადარბაზევი) ციხე-დარბაზთა გვერდით, ასახელებს „დედოფალთა სასუფეველ ციხე-დარბაზს ტაბახმელაში“, იქვე ფრჩხილებში ჩაუსვამს - „თამარის“. ნ. ბერძენიშვილი კი წერდა: „თამარ მეფე გარდაიცვალა სომხითში, აგარათა ციხეში (ანუ „აგარათა სომხითისასა“), რომელსაც „იმ დროს, ჩანს ტაბაჴმელაც ეწოდებოდა. „ზემო ტაბაჴმელა“ ეს უნდა იოანე ბატონიშვილის გლოსა იყოს. მაინც და მაინც ბატონიშვილს კარგად სცოდნია, თუ აგარათა ციხე სად იეო, ამიტომაც განმარტა მან „ტაბაჴმელა” (ჴელსა დგომასა შინა...) „ზემო ტაბაჴმელად“. როგორც ვხედავთ აქ ერთი და იგივე დასკვნაა მიღებული, მაგრამ სტატიის ავტორს, ტაბახმელაში ალბათ სხვა რაღაც ციხე-დარბაზი ეგულება.

სტატიის VI პარაგრაფში ავტორი ცდილობს განსაზღვროს ლაშა გიორგის ლაშქრის წყობა მონგოლთა შემოსევის დროს 1221 წელს ცნობილია, რომ მონგოლებთან პირველ შეტაკებებს სხვადასხვა ავტორები სხვადასხვაგვარად აგვიწერენ. ქართული და უცხოენოვანი წყაროების შეჯერებით ისტორიკოსები ცდილობენ ერთიანი სურათის წარმოდგენას, რამაც „საქართველოს ისტორიის ნარკვევების“ III ტომშიაც ჰპოვა ასახვა. ლაშა გიორგის მემატიანის   სიტყვით მონგოლებმა „მომართეს და დადგეს ბარდავის ჭალას. შეიყარა ლაშქარი მისი (ლაშასი - დ. ბ.) და მოირთნა კარნუ-ქალაქისა ლაშქარნი, დადგა ლომთაგორსა და აგარათა შუა და ვიდრე ზედამისვლამდე გაექცნეს და გარდაიხუეწნეს; განვლეს დარუბანდისა გზა“. ჟამთააღმწერლის სიტყვით, ქართველებს 90 ათასი კაცი გამოუყვანიათ, რასაც ი. შაიშმელაშვილი უყოყმანოდ იჯერებს, თუმცა გრიგოლ აკნეცი ქართველთა ლაშქარში 60 ათასს კაცს ასახელებს.

სტატიის ავტორი შემდეგ წერს: „წყაროები ადასტურებენ, რომ მონღოლები ბარდავის მხრიდან მტკვრის მარჯვენა ნაპირის გზებით მოიწევდნენ... ამ მიმართულების გადასაღობად გარდიგარდმო უნდა გახიდულიყო ქართული ლაშქრის პოზიცია, როგორც მდინარის გადამღობი კაშხალი. განა ნორმალური იქნებოდა, რომ ასეთი კაშხალი მდინარის დინების ჩასწვრივ აეგოთ და არა გარდიგადრმო? სამწუხაროდ, სწორედ ისე აქვს წარმოდგენილი ლაშა-გიორგის ლაშქრის პოზიცია ნ. ბერძენიშვილს და ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ლომთა-გორის მხარდამხარ მოხსენიებული „აგარათა“-ც მას კოჯრის ციხესთან აქვს გაიგივებული. ამიტომ ლრაშა-გიორგის ლაშქარიც ნ. ბერძენიშვილმა კოჯორ-მარნეულს შორის განლაგებულად წარმოიდგინა, თანაც აღმოსავლეთისაკენ პირმოქცეული... დაივიწყა რომ მონღოლები სამხრეთიდან მოდიოდნენ. სწორედ ამით მტკიცდება, რომ არც „აგარანი“ და არც „აგარათა ჭალა“ არ შეიძლება მივიჩნიოთ კოჯორ-ტაბახმელაში არსებულად“.

ავტორს ან მხარი ექცა, ან თვითონ „დაივიწყა“, რომ ბარდავი, სადაც მონგოლები დადგნენ, კოჯორ-მარნეულიდან უფრო აღმოსავლეთითაა, ვიდრე სამხრეთით. რაც მთავარია, ი. შაიშმელაშვილი არ ითვალისწინებს, რომ ჟამთააღმწერლისა და სომხური წყაროების მონაცემებით, ეს ომი მოხდა ძეგამის წყლის დასავლეთით არსებულ ხუნანის ველზე. ასე რომ, აგარან-ლომთაგორს შორის ლაშას ლაშქრის „დადგომა“, რაზედაც მისი ისტორიკოსი მოგვითხრობს, ხანმოკლე უნდა ყოფილიყო, ამასაც მისივე მონათხრობი ადასტურებს: ქართეელებს მონგოლთა ბანაკთან „ვიდრე ზედამისვლადმე“ მტერი გაექცათო. ეს კარგად იცოდა ნ. ბერძენიშვილმა და ამიტომ აგარანსა და ლომთაგორს შუა ლაშქრის დგომას, იგი არსად არ განიხილაეს, როგორც მტრის აქ მომლოდინე, მოსაგერიებელი პოზიციის დაკავებას. ეს მხოლოდ სტატიის ავტორს ჰგონია და ამიტომაც აგებს აქ მტრის „გადასაღობად გარდიგარდმო გახიდული ქართული ლაშქრის პოზიციას, როგორც მდინარის გადამდობ კაშხალს“.

ავტორი, სამხედრო ხელოვნების მიხედვით, აუმჯობესებს ქართეელთა პოზიციას და განაგრმობს: „ლომთა-გორა და აგარათა შუა“ განლაგება არ ნიშნავს ამ ორ პუნქტს შორის ჯარის ჩამწკრივებას. ზოგადად ეს ნიშნავდა პოზიციის დაკავებას მდ. ალგეთსა და ქციას შუა. დიახ „შუა!“ რაც მემატიანესაც კარგად სცოდნია, რომ ნიშნავდა რისამე ნაპირებიდან თანაბარი მანძილით დაშორებულს“. რის ნაპირები იგულისხმება? ლომთა გორით მემატიანე მიგვანიშნებს კლდოვანი ბორცვების გრძელ ჯაჭვზე, რომელიც მდინარე ალგეთის მარჯვენა ნაპირს გასდევდა... ხოლო „აგარა“-თი იგი აღნიშნავს მდ. ქციას ქვემო წელზე... უკვე ხსენებულ „წყალთაშუას“. ბორცვების ამ ჯაჭვსა და „წყალთაშუას“ შუა მდებარე, სამხრეთისაკენ პირმოქცეულ პოზიციაზე დაბანაკებულად მიიჩნევდა (? - დ.ბ.) სამხრეთიდან მონღოლთა შემოსევის მომლოდინე ლაშა გიორგის ლაშქარი. დიახ „ლომთა გორსა და აგარათა შუა“, ე.ი. ქართლის დიდ ბუნებრივ კარში 90 ათასიანი ქართული ლაშქრის ჩაყენება, მიუხედავად მოსალოდნელი შებმის ბედისა, ყოველმხრივ გამართლებული იყო“.

აქ ავტორი იშველიებს სიტყვა „შუა“-ს განმარტებას ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონიდან „რისამე ნაპირებიდან თანაბარი მანძილით დაშორებული“; მას თვალში მოსდის სიტყვა „ნაპირებიდან“ და ეჩვენება, რომ ლექსიკონიც ალგეთისა და ქციის ნაპირებს გულისხმობს...

სტატიის ავტორის მომდევნო, ბუნდოვანი წინადადებიდან ის აზრი უნდა გამოვიტანოთ, რომ ქართველთა ლაშქარი განლაგებულია მდ. ალგეთსა და ქციას შორის, სამხრეთისაკენ პირმიქცეულად, სამხრეთიდან მონგოლთა შემოსევის მომლოდინე. გამოდის, რომ ქართველების ბანაკი ამ მდინარეთა შორის, მათ პარალელურად, მდინარეთა დინების „ჩასწვრივ“ ჩამწკრივებულა, მაშინ როგორღა მივიღებთ მტრის „გადასაღობად გარდიგარდმო გახიდულ ქართული ლაშქრის პოზიციას?“. მონგოლები ხომ ი. შაიშმელაშვილის სიტყვითვე მტკვრის მარჯვენა ნაპირს მოჰყვებიან და, მაშასადამე, ქართველთა განლაგების მარცხენა ფრთას მოადგებიან. აშკარაა, რომ პატივცემულ გენერალს მხარი ექცა: მის მიერ განლაგებული ლაშქარი მონგოლებს სამხრეთიდან მოელის, ისინი კი აღმოსავლეთიდან მოდიან. მაგრამ, როგორც ზევით ავღნიშნე, ავტორის მიერ, მონგოლების წინააღმდეგ გამოყენებულმა ამ ფანდებმა უქმად ჩაიარა, რადგან ბრძოლა სულ სხვაგან - ხუნანის ველზე მოხდა, მდ. ძეგამის დასავლეთით.

ი. შაიშმელაშვილი აქაც, ისევე როგორც ზევით, არაერთხელ, გვახსენებს, რომ წყალთაშუა და მისი მინდორი წარმოადგენდა ქართლის ,,დიდ ბუნებრივ კარს” (ე.ი. სომხურად ,,დურ"-ს). უნდა გავიმეორო, რომ არავითარი კარი წყალთაშუას ველზე არ შეინიშნება. წარმოუდგენელია ქართლის რაიმე კარის აქ ძიება, მით უფრო ერთიანი, ძლიერი საქართველოს სამეფოს პირობებში, როდესაც სამხრეთისა, თუ აღმოსავლეთის საზღვარი (პოლიტიკური, ეთნიკური) აქედან ძლიერ შორს იყო დაცილებული. მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ სტატიის ავტორი არც ამ საკითხებთან დაკავშირებით იცნობს ქართველ ისტორიკოსთა ნაშრომებს და საქართველოს საზღვრები, ყოველთვის ისე შემცირებული წარმოუდგენია, როგორც შაჰ-აბას I-ის დროს.

წერილის ბოლოს, ავტორს სათაურით „სხვა შენიშვნები“, მოაქვს თავისი დაკვირვებები, რომლებითაც ცდილობს შეამაგროს მისეული აქამდე მიღებული დასკვნები. მისი აზრით, „ისტორიათა და აზმათა“ ავტორი თამარის გარდაცვალების ადგილად „ჴმელს“ რომ იშველიებს, „არავითარი საფუძველი არ არსებობს ტაბახმელასთან მისი გაიგივებისთვის“. ეს თურმე იმიტომ, რომ იგივე ისტორიკოსი მანამდე ორჯერ ასახელებს ტაბახმელას და რაღა თამარის გარდაცვალებისას დაავიწყდებოდა მისი სახელიო. როგორც ჩანს ი. შაიშმელაშვილი არ ითვალისწინებს ძველი წყაროების დედნებიდან მათი მრავალჯერადი გადაწერის ფაქტებს, რომლის დროსაც შექმნილ სხვადასხვა ვარიანტებში გადამწერთა შეცდომების გამო ტექსტი ზოგან შეირყვნებოდა, ან შეიცვლებოდა სიტყვის დაწერილობა. კ. კეკელიძის აზრით, „თავდაპირველს დედანში იქნებოდა არა „ჴმელსა დგომასა შინა“, არამედ „ტაბაჴმელას დგომასა შინა". გამოთქმულ მოსაზრებას ადასტურებს ფარსადან გორგიჯანიძის „საქართველოს ცსოვრების“ ტექსტი, სადაც არის ასეთი სათაური: „სიკვდილი მეფეთ მეფისა და ჴელმწიფეებში ნაქები თამარის ტაბასმელიქს“. ამას თუ დავუმატებთ ნ. ბერძენიშვილის ზემოთ მოყვანილ მსჯელობას, იოანე ბატონიმვილის მიერ თამარის გარდაცვალების ადგილად ზემო ტაბახმელის დასახელების გამოწ აშკარა გახდება, რომ „ჴმელისა“ და ტაბახმელის გაიგივებისათვის სრული საფუძველი არსებობს.

ამ შენიშვნის ბოლოს სტატიის ავტორი წერს: „ჩანს, რომ ტაბახმელა იყო საკუთრივ თამარის, როგორც ქალისა და დედის, სადგურ-საცხოვრებელი. საგულისხმოა, რომ თამარმა ტაბახმელის სიახლოვეს დააარსა დედათა მონასტერი („კაბენი“) და აქვე დაებადა ლაშა გიორგი. საკვირველია, რომ ი. შაიშმელაშვილი ამ შენიშვნის დასაწყის და ბოლო აბზაცს შორის წინაადმდეგობას ვერ ხედავს. უკეთუ ტაბახმელა „საკუთრივ თამარის სადგურ-საცხოვრებელი იყო, უფრო ბუნებრივი არ იქნება მისი გარდაცვალებაც აქ ვიგულისსმოთ? და მაშინ „ჴმელისა“ და ტაბახმელის იგივეობა ვცნოთ? მაგრამ ეს არ შეიძლება, რადგან ამ გზით საბოლოოდ კოჯრის ციხისა და აგარათა ციხის იგივეობამდე მივალთ, რასაც ავტორი ასე თავგამოდებით უარყოფს.

სტატიის ავტორის არც ის აზრია სწორი, თითქოს ტაბახმელა მხოლოდ თამარის, „როგორც ქალისა და დედის სადგურ-საცხოვრებელი“ ყოფილიყოს. ჯერ კიდევ სტეფანოს ორბელიანსა და ვარდან დიდს ჰქონდათ აღნიშნული, რომ დემნას აჯანყების დროს გიორგი III სახატეს იდგა. ამ ცნობაზე დაყრდნობით ნ. ბერძენიშვილი გამოთქვამდა აზრს, რომ იგივე უნდა ყოფილიყო თამარის ტაბახმელა და ე.ი. სამეფო სადგომი გიორგის დროსვე. შდრ.: ბერი ეგნატაშვილის I ტექსტში: „მთა თელეთისა, რომელი არს კერძოთა ტაბაჴმელეთისათა“.

თამარის ისტორიკოსის ცნობები არ იძლევიან იმის საბუთს, რომ ტაბახმელა საკუთრივ თამარის სადგომო იყო. ამ „ქალსა და დედას“ მეუღლე ჰყავდა, რომელიც ასევე მეფედ იწოდებოდა და არავითარი საფუძველი არ ჰქონდა ცოლისაგან განცალკევებული სადგომი ჰქონოდა. ასე რომ, ტაბახმელა იყო არა „დედოფლის სასუფეველი“, როგორც მას სტატიის ავტორი უწოდებს, არამედ სამეფო სადგომი. თამარის შემდეგაც იგი მეფეთა რეზიდენცია ჩანს ქართული წყაროების მიხედვით.

ი. შაიშმელაშვილი იმოწმებს ბასილი ეზოსმომღვრის სიტყვებს. რომ გარდაცვლილი თამარი „აღმოიყვანეს და მცირედთა დღეთა შინა მცხეთად დადვეს“. შემდეგ განაგრძობს: „გასაგებია, რომ ტაბახმელაში გარდაცვლილი მეფის ნეშტს მცხეთაში ვერ „აღმოიყვანდნენ, რადგან პირველი 450 მ-ით მაღალია მეორეზე. აქედანაც გასაგები ხდება. რომ თამარი გარდაიცვალა არა ტაბახმელას. არამედ მცხეთაზე დაბლა მდებარე პუნქტში - „აგარათა“-ში (აგარათა ჭალაში), რომელიც მეფის საზამთრო სადგურ - „დურ“-თან შეიძლება გავაიგივოთ“.

ეს მსჯელობა, ლორის გამო ზემოთ გამართული კამათის არ იყოს. მაშინ იქნებოდა სწორი, ტაბახმელა-მცხეთის საბაგირო გზას რომ ვარაუდობდეს, მაგრამ ასეთი რაკი მაშინ არ იყო, თამარი ჯერ თბილისს უნდა ჩაყევანათ და შემდეგ მცხეთაში წამოეყვანათ“. ასეთი იყო მაშინ გზის მიმართულება ტაბახმელიდან მცხეთამდე. მაშინდელი ისტორიკოსები „ზემოს“ და „ქვემოს“ ზღვის დონიდან ათვლილი სიმაღლეებით კი არ განსაზღვრავდნენ, არამედ მთავარი მდინარეების დინების მიმართულებით („დაღმა“, „აღმა“); ამ ისტორიკოსებს მწვერვალების სიმაღლეები კი არ აინტერესებდათ, არამედ ამ მწვერვალების ძირში მყოფი ქვეყნები, რომელთაც მთავარი მდინარეების დინების მიხედვით შეარქმევდნენ ხოლმე „ზემო“-ს, „შუა“-ს. „ქვემო“-ს. ამიტომ იყო შესაძლებელი შიდა ქართლს „ზენა სოფელი“ (ადრე), „ზემო ქართლი“ (გვიან) შეერქმეოდა, „ქვენასოფლის“, „ქვემო ქართლის”  საპირისპიროდ, ტუმცაღა ბამბაკ-ერევნის ქედის სიმაღლის მწვერვალები ამ „ზენა სოფელში“ შეიძლება არც ყოფილიყო.

სწორედ ამას ადასტურებს იმავე ბასილი ეზოსმოძღვრის ერთი ადგილი, სადაც იგი მონაპირეებს ჩამოთელის: „ამოღმართ ძორაკერტი იყო და ტაშირი... და ზემო ჯავახეთი... ზედათ არტანი, სადა მესხნი მონაპირობდეს“. მწვერვალების მიხედვით, აქ ჯავახეთის აბულია ყველაზე მაღალი (3301 მ), მაგრამ ისტორიკოსი ჯავახეთის ზემოთ არტანს ასახელებს იმიტომ, რომ მტკვრის დინების მიხედვით, ის უფრო მაღლაა - აღმა. ან კიდევ, მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი   მწვერვალები დასავლეთ კავკასიონზეა. ისტორიულ წყაროებში ლიხთიმერეთს „ქვემო“, ამიერს კი „ზემო“ ქვეყანა ჰქვია.

ი. შაიშმელაშვილს  ასეთი სურათი ეხატება: ავადმყოფი თამარ მეფე ნაჭარმაგევიდან თბილისს წამოიყვანეს. „აგარანის (ნადარბაზევი) საზაფხულო ციხე-დარბაზამდე მგზავრობა (60-70 კმ) დამღლელი იქნებოდა, მაგრამ მცირე ხნით თბილისში შესვენების შემდეგ, უეჭველია, მისივე (თამარის) ნებით გზა მაინც გაუგრძელებიათ დასოსაკენ... თამარი აგარანის (ნადარბაზევი) საზაფხულო ციხე-დარბაზში უნდა აეყვანათ. აქ არა მარტო შეუდარებელი მყუდროება, საღი და გრილი ჰაერი, წყალუხვი ნაკადულები, უნიკალური წყალსადენი, საგანგებოდ აწყობილი სასახლის მეურნეობა და მომსახურე პერსონალი იყო. იგი თვითონ იდგა ტყეში, ხოლო შორიახლო, ბედენის მწვერვალის ფერდობზე - ულამაზესი ნაძვნარი იყო შეფენილი. მძლავრი გალავნით დაცულ მის ხალვათ ეზოში, ან უშუალო გარემოში, შეიძლებოდა კარვების გაშლა და დასოს კვალობაზე ცხოვრება. ასე, რომ ფიქრადაც კი არ ექნებოდათ უამინდობა. მემატიანე ამბობს, რომ ავადმყოფობის გაუარესების გამო, თამარი საზაფსულო სადგურიდან (დასოდან) უკან წამოუყვანიათ და აგარათას, ან აგარათა ციხეიში (საზამთრო სადგურ დურში) დაუბინავებიათ, სადაც გარდაიცეაღია კიდეც. მხოლოდ აქედან შეეძლოთ „აღმოეყვანათ“ იგი მცხეთას“.

ავტორის მიერ დახატული ნადარბაზევის იდილიური სურათი, ისტორიკოსს (ამ ადგილის მნახველს) ვერ დაარწმუნებს აღწერილი ფაქტის შესაძლებლობაში; პირიქით: კილომეტრებზე გამოყვანილი „უნიკალური წყალსადენი“ სწორედ იმიტომ დასჭირდათ, რომ ნადარბაზევში „წყალუხვი ნაკადულები“ არ იყო (და აი, სწორედ აქ უნდა სტატიის ავტორს, გამონახოს დღეღამეში მილიონნახევარი ლიტრი წყალი 30 ათასი ცხენოსნისათვის, რომელსაც იგი აქ შეყრის დემნას აჯანყების დროს... იხ. წინ.)

ავტორი თვლის, რომ არ არის სავარაუდო ავადმყოფი თამარ მეფის აყვანა კოჯორ-ტაბახმელაში, რადგან ეს ამბავი ნოემბერ-დეკემბერში ხდებოდაო. თუ მართლა ასე იყო, მაშინ ნადარბაზევის უპირატესობა რაღაში გამოვლინდებოდა, იგი ხომ ავტორისავე სიტყვით, ზღვის დონიდან ტაბახმელის სიმაღლეზეა. პირიქით, მისი ნაკლი ამ შემთხვევაში სრულიად ცხადია, რადგან თბილისს დაშორებულია 70 კმ-ით. კიდევ უფრო წარმოუდგენელია, რომ მეფე-ქალი, რომელსაც ავადმყოფობა გაუძლიერდა, ნადარბაზევიდან წყალთაშუა-დურის „სადგომში“ გადაეყვანათ, თბილისიდან უფრო შორს, ვიდრე ნადარბაზევია... ამიტომაც სიმართლესთან უფრო ახლოა ნ. ბერძენიშვილის აზრი: თამარი თბილისიდან „წარიყვანეს“ დასოს, იქიდან კი „კუალად წარმოიყვანეს აგარათა ციხეს“. „არა გვგონიაო - წერს იგი - შემთხვევითი იყოს ჩვენ მიერ ხაზგასმული ზმნის ასეთ ფორმებში მოყვანა. ისე გამოდის, რომ ავტორის აგარათა ციხე უფრო ახლოა თბილისიდან, ვიდრე დასო“. მოტანილი მსჯელობა სრულიად გამორიცხავს ი. შაიშმელაშეილის მიერ მოხაზული მარშუტის სამკუთხედს: თბილისი-ნადარბაზევი-წყალთაშუა-თბილისი (შემდეგ მცხეთა).

სტატიის ავტორი ბოლო შენიშვნაში წერს, რომ ნ. ბერძენიშვილი აზვიადებს კოჯრის ციხის მნიშვნელობას, სიმტკიცეს, მოხერხებულ მდებარეობას. „ჩვენს საისტორიო წყაროებში ვერ ვპოვე ამ დებულებათა დამადასტურებელი ცნობებიო“. ეს ხდება იმიტომ, რომ იგი წინასწარ აკვიატებული აზრით (აგარანი ნადარბაზევია), თანმიმდევრულად ცდილობს უარყოს ნ. ბერძენიშვილის მოსაზრებანი აგარან-კოჯრის ციხის იგივეობის შესახებ. სამაგიეროდ ქართულ და სომხურ წყაროებში არსებული ცნობები აგარანის ციხეზე ავტორს ისე უადგილოდ მიუკერებია ნადარბაზევისათვის, რომ გადაულახავ წინაადმდეგობათა დასაძლევად, ახლა წყალთაშუაში დაუწყია აგარათა ციხის ძებნა; მართლაც ნადარბაზევი - ეს საზაფხულო რეზიდენცია ვერც სიმტკიცეს, ვერც დიდ მნიშვნელობას ვერ დაიჩემებდა.

ი. შაიშმელაშვილისათვის აუხსნელია ,,აბსოლუტური უყურადღებობა. კოჯრის ციხისადმი (ნ. ბერძენიშვილის აზრით - აგარანი), რაც გამოსჭვივის ჩვენი ყველაზე დიდი მტრების (ბუღა თურქი, მურვან ყრუ, მონღოლები, შაჰ-აბასი) საქციელში. დამაჯერებელი რამ არც ამის შესახებ მოინახება ხსენებულ წყაროებში, ვითომც მის ძირში გადიოდა საქვეყნო საქარავნო გზა, მაგრამ ამ საბუთ-საფუძვლების მონახვითაც არაფერი ითქმება კოჯრის ციხისა და აგარანის იდენტიფიკაციის სასარგებლოდ“-ო.

საინტერესოა, სტატიის ავტორს ეს „ჩვვნი ყველაზე დიდი მტრები“ რა ნიშნით ამოურჩევია, მაგრამ აქ მთავარია ის, თუ რამდენად უმნიშვნელო ციხე ყოფილა, აგარანი, რომ ზემოხსენებულ მტრებს ყურადღებაც არ მიუქცევიათ. ავტორს, ჩანს არ მოეხსენება, რომ კოჯრის ციხის დღემდე შემორჩენილი უძველესი ფენა შეიძლება IX საუკუნეზე ძველი არ იყოს; ასე, რომ მურვან ყრუს დროს იგი ალბათ არც არსებობდა. მონგოლების დროს ტაბახმელის სამეფო სადგომი იხსენიება, მაგრამ ი. შაიშმელაშვილს იგი აგარათა ციხესთან ვერ დაუკავშირებია. კოჯრის ციხის გვიანდელი ფენები XVI-XVIII საუკუნეებს ეკუთვნის და ის თუ წყაროებში არ მოიხსენიება, ეს შესაძლოა შემთხვევით აიხსნას. რაც შეეხება გზას და გზაყრილს კლდეში, ის მართლაც არსებობს ამ ციხის ძირას, რაშიც ი. შაიშმელაშვილიც დარწმუნდებოდა, კარგად, რომ მოეძია იგი ადგილზე.

ამრიგად, ვრწმუნდებით, რომ განხილული წერილი თავიდან ბოლომდე სამწუხარო გაუგებრობებზეა აგებული, თუმცა კი კილო კატეგორიული აქვს. აქ, როგორც იტყვიან, ამბიციები შორს უსწრებენ ამუნიციას და აი რატომ: ნაკლულია ფაქტობრივი ცოდნა ასეთი სპეციალური კვლევისათვის რომაა საჭირო; უცნობია ძირითადი წყაროთმცოდნეობითი ხერხები, როგორიცაა წყაროს გაგება და შეფასება, წერილობითი ცნობების შემოწმება სხვა ასეთივე, ან არაპირდაპირი ცნობებით, დადგენილი ფაქტის ინტერპრეტაცია. რაც შეეხება ეტიმოლოგიებს - ისინი უადგილოდაა ყურით მოთრეული. ავტორის მსჯელობას დამაჯერებლობას ვერ მატებს, ვერც ხშირად ხმარებული შეძახილი „დიახ!“ ვერც ძახილის ნიშნების წყვილ-წყვილად ხმარება, ვერც მხატვრული წიაღსვლები, რომელთაც ცუდად დაწერილი ისტორიული რომანების გავლენა ატყვია; ესენი უფრო ავტორის არგუმენტაციის სისუსტეს ააშკარავებენ. როგორც ჩანს, ასეთი საკითხების კვლევისას მხოლოდ სამხედრო თეორიისა და სამხედრო ხელოვნების ცოდნა არ კმარა.

გასაგებია, რომ ქართველი კაცისათვის საქართველოს ისტორია უფრო მეტია, ვიდრე ვთქვათ, საბუნებისმეტყველო მეცნიერების რომელიმე დარგი. ამიტომაცაა ამ საკითხებზე ფიქრობენ და წერენ ექიმები, თუ მათემატიკოსები, ინჟინრები, თუ გლეხები. ი. ვეკუაც თურმე საქართველოს ისტორიკოსობას ნატრობდა, რადგან მასში მეტად ხედავდა ეროვნული თვითგანმტკიცების გზას. ასეთ პირობებში საქართველოს ისტორიის ცალკეული საკითხების კვლევით დაინტერესებულთა რიცხვი სულ იმატებს არაისტორიკოსთა შორის. ცხადია, უნებლიე შეცდომებისაგან დაზღვეული არც ისტორივოსები არიან, მაგრამ მოყვარულების მიერ ჩატარებული მეცნიერული კვლევისას, შეცდომების შანსი გაცილებით მეტია. ეს უნდა გაითვალისწინონ ასეთი ნაშრომების ავტორებმაც და მათმა გამომცემლებმაც.

 



სტატიის ავტორი – დევი ბერძენიშვილი;
მასალა აღებულია წიგნიდან –  „ნარკვევები“, გამომცემლობა „სამკალი“, თბილისი, 2005წ.

მასალა ადაპტირებულია  მარი კუთხაშვილის მიერ სპეციალურად საიტისთვის www.dzeglebi.ge

 

1 2

 


megobari saitebi

   

01.10.2014