WonTio (nasoflari)
XVIII-XIX ss.
1. nasoflaris kuTvnili Zeglebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva, legendebi da zepirsityvieri gadmocemebi
6. arqiteqturuli aRwera
7. Zeglis daqvemdebareba da statusi
8. gamoyenebuli masalebi da bibliografia
9. marSruti
10. bmulebi
1. nasoflaris kuTvnili Zeglebi
I. კოშკი – “დათოს ციხე”
II. ციხე-სახლი – “დახურული ციხე”
ა) ციხე–სახლის სართულები
ბ) მინაშენი
III. წვერიანი ციხის ნანგრევი
IV. ჭალის ორი ციხე (ქვახიდისწყლის ნაპირას)
V. თურსიეხი (ხატი)
VI. მადოლობა (სალოცავი)
2. mniSvnelovani da saintereso informacia
ჭონთიოდან ორი მნიშვნელოვანი გზა მიდის: ერთი (დასავლეთით) აწუნთას უღელტეხილით ხევსურეთში გადადის, მეორე – (ჩრდილოეთით) ქერიგოს უღელტეხილით ჩეჩნეთში.
3. adgilmdebareoba
ჭონთიოს ნასოფლარი მდებარეობს საქართველოში, კახეთის რეგიონში, ახმეტის რაიონში, ისტორიულ მხარე თუშეთში, ისტორიულ პირიქითა (აღმა) თემში, სოფელ ომალოდან დაახლოებით 50 კილომეტრში მდებარე სოფელ გირევიდან 1.5 კილომეტრში, მდინარე ქვახიდისწყლის მარცხენა ნაპირზე, მაღლა მთაზე.
4. ruka
5. istoriuli mimoxilva, legendebi da zepirsityvieri gadmocemebi
სოფლის მოსახლეობა დაცარიელებამდე 25 კომლს მოიცავდა და ძირითადად, შემდეგი გვარებისგან შედგებოდა: იუკურები (იუკურიძე), ითიურები (ითიურიძე). ჯერ სოფლის მოსახლეობა გირევში გადავიდა, შემდგომ უმეტესობა კახეთში ჩამოვიდა. სოფელს ორი დღეობა ჰქონდა: “მადოლობა”, რომელსაც მკათათვის (კათათვის) დასრულებისას ზეიმობდნენ და იოანე ნათლისმცემლის სახელობის იყო. ხოლო მეორე – “თურსიეხობა,” აღდგომიდან 2 თვის თავზე იმართემოდა.
6. arqiteqturuli aRwera
|
ganakveTi samxreTisaken, samxreT fasadi |
I. კოშკი (დათოს-ციხე) დგას ნასოფლარის განაპირას, ჩრდილოეთით. ხუთსართულიანია. ფუძეში 5.6X5.3მ-ია, ხოლო ზემოთკენ ვიწროვდება. ნაგებია ფიქალი ქვით, წყობა მშრალია. დაზიანებულია, ჩამონგრეულია სართულშუა გადახურვა (შემორჩენილია კედელებიდან გამოწეული ფიქლის ფილები, რომლებზეც კოჭები იყო გადებული). შესასვლელი I სართულზეა, სამხრეთიდან. კარი თაღოვანია. სართულის აღმოსავლეთ და ჩრდილო კედლების კიდეებში თითო სათოფურია. II სართულის ჩრდილოეთ კედელში ორი კვადრატული სათოფურია, აღმოსავლეთ და დასავლეთ კედელში თითო-თითო. სამხრეთ კედელში შეისრულთაღოვანი სარკმელია. III და IV სართულებსაც თითო სარკმელი აქვთ სამხრეთ კედლებზე. III სართულის აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებზე თითო სათოფური აქვს. IV სართულის აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებზე ორ-ორი სათოფურია, ჩრდილოეთ კედელში კი ერთი. V სართულის ოთხივე კედელში თითო მაღალი შეისრულთაღოვანი სარკმელია, რომელთა ქვედა ნახევარზე, გარედან, ფიქლის სამ-სამ კონსოლზე დაყრდნობილი სწორკუთხა მაშიკულია მიდგმული. კოშკის ოთხივე ფასადზე, მაშიკულების ოდნავ ქვემოთ, ჭადრაკულად განლაგებული მცირე ზომის კვადრატული ნიშებით ორ-ორი პატარა რომბია გამოყვანილი. კოშკს საფეხურებიანი, პირამიდისებრი გადახურვა აქვს.
II. ციხე-სახლი დგას ნასოფლარის განაპირას, ჩრდილო-დასავლეთით. აგებულია XVIII საუკუნეში. ციხე-სახლი (6.5X6.8მ) ხუთსართულიანია. აღმოსავლეთიდან ეკვრის გვიანდელი მინაშენი. ორივე ნაგებობა ფიქლითაა ნაშენი. ციხე-სახლის II და III სართულები შიგნიდან მიწანარევი ნაკელითაა შელესილი. დაზიანებულია: ჩამონგრეულია ციხე-სახლის V სართულის კედლების ზედა ნაწილები და სართულშუა გადახურვა. დანგრეულია მინაშენის უმეტესი ნაწილი.
|
sarTulis gegmebi |
ა) ციხე-სახლის I სართულზე შესასვლელი სამხრეთიდანაა, მიწიდან 1.4მ სიმაღლეზე. ამ სართულზე სამხრეთ კედელში ერთი სათოფურია, აღმოსავლეთ კედელში ერთი სწორკუთხა ნიში. II სართულის შესასვლელიც სამხრეთიდანაა, მიწიდან 3.25 მ სიმაღლეზე. ამავე კედელში ერთი სწორკუთხა სარკმელია. აღმოსავლეთ კედელში ორი ნიშია, ხოლო ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლებში – თითო-თითო. III სართულზე კარი აღმოსავლეთით არის. იგი ამ სართულს აკავშირებდა მინაშენის II სართულთან. ამავე კედელში საკვამლე მილია. სამხრეთ კედელში ორი თაღოვანი სარკმელია, დასავლეთისაში – სათოფური და ნიში, ხოლო ჩრდილოეთისაში – ნიში. IV სართულზე აღმოსავლეთ კედელში კარი, სათოფური და სარკმელია, სამხრეთ კედელში ერთი დიდი სათოფური და ერთი დიდი ნიში. დასავლეთ კედელში ორი სათოფურია, ჩრდილოეთისაში – ერთი. I სართული სამეურნეო დანიშნულებისა იყო, II, III და IV – საცხოვრებელი, V – სათავდაცვო. სართულები მისადგმელი კიბით უკავშირდებოდნენ ერთმანეთს.
ბ) მინაშენი (4.8X4.8 მ) ორსართულიანია. I სართულზე შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა. სამხრეთ კედელში პატარა სარკმელია, ჩრდილოეთისაში – ორი ნიში. II სართულზე შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა, ამავე კედელში ერთი ნიშია. სამხრეთ კედელში შემორჩენილია კარის წირთხლი. მინაშენს საქონლის სადგომად იყენებდნენ.
7. Zeglis daqvemdebareba da statusi:
არ მოგვეპოვება
8. gamoyenebuli masalebi
1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, 2ტ. 2008წ.
2. გიორგი ბოჭორიძე, “თუშეთი”, 1993წ.
3. სერგი მაკალათია, “თუშეთი”, 1983წ.
9. marSruti
დადგინდება;
10. bmulebi
არ მოგვეპოვება.
|