ძვირფასი და სანახელავო ქვების სახელწოდება
ძვირფასი და სანახელავო ქვების სახელწოდებას ფესვები შორეულ წარსულში აქვს. ეს სახელწოდებანი უფრო ძველია ვიდრე მინერალოგია _ მეცნიერება მინერალებზე. ამჟამად მიღწეულია საერთაშორისო შეთანხმება საიუველირო საქმეში გამოყენებული ქვების სახელწოდებათა შესახებ. უპირველეს ყოვლისა სახელწოდება მიუთითებს ძვირფასი ქვის ბუნებაზე, მის დამახასიათებელ უმნიშვნელოვანეს თავისებურებებზე. ძვირფასი და სანახელავო ქვების სახელწოდებანი ტექსტში მოცემულია თითოეული ქვის აღწერისას. აქ კი ზოგადად განხილულია თუ რა თვისებებთან იყო დაკავშირებული ძვირფასი და სანახელავო ქვების სახელშოდებანი.
ძვირფასი და სანახელავო ქვების სახელწოდებანი ძირი-თადად ბერძნულ-ლათინური და არაბულ-სპარსულია. არის ქართული სახელწოდებანიც, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი ძვირფასი ქვა ხშირად რამოდენიმე სახელწოდებას ატარებს. ზოგიერთი ძვირფასი ქვის არაქართული სახელწოდება ისე შეეთვისა ქართულ ენას, რომ ამჟამად კიდევაც გვიკვირს მათი არაქართული წარმოშობა (მაგალითად, ლალი, ბროლი და სხვ.).
ძვირფასი და სანახელავო ქვების სახელწოდებანი ხშირად დაკავშირებულია მათ ფიზიკურ თვისებებთან (განსაკუთრებით ფერთან, სიმაგრესთან, ფორმასთან და ა.შ.)
ფერი: ლალი - არაბულ-სპარსულია და წითელს ნიშნავს, აქვამარინი - ლათინურად ზღვის წყლის ფერი. ფენაკიტი - სახელწოდება ფერის ცვალებადობასთანაა დაკავშირებული. პიროპი -ცეცხლისფერი. პრაზემი - მკრთალი მწვანე, როდონიტი - ვარდისფერი, ფლოგოპიტი _ ცეცხლის მსგავსი. ლაჟვარდი - ცისფერი. კიანიტი - ძველ ბერძნულად ლურჯი, ლაჟვარდოვანი. მალაქიტი - ბალახის ფოთლისფერი. ცირკონი - სპარსულად ოქროსფერი. სპოდუმენი - ბერძნულად ფერფლისებრ-ნაცრისფერი. ციტრინი - ლიმონისებრ-ყვითელი და ა.შ. ალმასი ბერძნულად ნიშნავს უძლეველს, არაბულად - უმაგრესს. ჰესონიტი - უსუსტესს მცირე სიმაგრის გამო. ბერილის სახელწოდება მოდის ბერილიუმიდან, რაც ბერძნუ-ლად ტკბილს ნიშნავს, მისი მარილების მოტკბო გემოს გამო. ზოგჯერ ძვირფასი ქვის სახელწოდება ფორმასთან არის დამოკიდებული. მაგალითად: გრანატი - მარცვლოვანი. სკაპოლიტი - ღეროსებრი. სტავროლიტი - ჯვრის ქვა. ძვირფასი ქვის სახელწოდება ზოგჯერ მის შემადგენლობასთანაა დაკავშირებული. მაგალითად: სოდალიტი - ნატრიუმიანი ქვა. კობალტინი, ტიტანიტი, ფლუორიტი და სხვა. გეოგრაფიული სახელწოდების მიხედვით - ანდალუზიტი, ალმანდინი, ამაზონიტი, ალებასტრი, აქატი, ბენიტოიტი, გაგატი, ვეზუვიანი, ისლანდიური შპატი, მუსკოვიტი, კორდიერიტი, ობსიდიანი, პრენეტი. გვარები: ტომსონიტი, უვაროვიტი და სხვა. მაგიურ თვისებაზე _ ამეთვისტო. სამკურნალო თვისებაზე - ნეფრიტი. ზოგჯერ თვითონ სახელწოდება ძვირფას ქვაზე მიუთითებს. მაგალითად: ოპალი, სანსკრიტულად `უპალა~ - ძვირფასი ქვა.
ძვირფას ქვებს ეწოდება მზის ქვა, მთვარის ქვა, ვეფხვის თვალი, შევარდენის თვალი, კატის თვალი და ა.შ.
ძვირფასი ქვებით ვაჭრობის განვითარებამ გამოიწვია მინერალთა მეცნიერულ სახელწრდებებში დამატებითი ტერმინების შეტანა. მყიდველთა დაინტერესების მიზნით ხშირად გამოყენებულია ძვირფასი ქვების ბაზარზე სავაჭრო, უფრო ძვირად ღირებული ქვის სახელწოდება. მაგალითისათვის გერმანიაში ძვირფასი ქვების სავაჭრო აღნიშვნა (ნიშანი) და სწორი მინერალოგიური სახელწოდება ასეთია:
ალიასკური ალმასი – მთის ბროლი;
აფრიკული ზურმუხტი – მწვანე ფლუორიტი;
ბოჰემის ლალი – პირიპი ან ვარდის კვარცი;
ბოჰემის ტოპაზი – ციტრინი;
ვენის საფირონი – ლურჯი ტურმალინი და ა.შ.
საიუველირო საქმეში ძვირფასი ქვების ერთმანეთისაგან გასარჩევად შემოღებულია განსაკუთრებული ეპითეტები, რომელნიც მიგვითითებენ არა ამა თუ იმ ძვირფასი ან სანახელავო ქვის სახესხვაობაზე, არამედ გარეგნულად მათ მსგავს სულ სხვა ქვაზე, მაგალითად: აქვამარინი ბივრილის მომტრედისფერო – მწვანე სახეობაა, ხოლო აღმოსავლური აქვამარინი და სიამის აქვამარინი – ესაა მომწვანო კორუნდი და მწვანე შპინელი; ჰიაცინტი – ცირკონის მოწითალო – ყავისფერი სახესხვაობაა. აღმოსავლური ჰიაცინტი – მოწითალო – ყავისფერი კორუნდია. ზოგჯერ მას არასწორად აღნიშნავენ ამავე ელფერის ძოწების ნაცვლად. კეთილშობილი შპინელი პირველი კლასის ძვირფასი ქვაა, ხოლო არიზონის შპინელი წითელი ან მწვანე ძოწია, ხოლო კანდიის შპინელი – მკრთალი წითელი ძოწი ცეილონიდან. ქართულ წყაროებში ერთი და იგივე ქვა ხშირად სხვადასხვაგვარად მოიხსენება. მაგალითად: `აქატი~, `აქატე~, `აკატი~ და `აგატი~. ძვირფასი ქვების სახესხვაობანი ქართულად: ჰიაცინტი - ლიგური - ლიგვირიონი - სეილანი, მთის ბროლი - ქარწიბა, დამანი, გველის ნალოკი ქვა, მუდრეცი (სვანურად). გრანატის ჯგუფის ძვირფას ქვებს პიროპსა და ალმანდინს ქართულად - ანთრაკი, იაკინთი, წითელი იაგუნდი ეწოდება; საფირონს - სოფრი, საპფირი, საპფირონი, ლურჯი იაგუნდი, მარჯანს - ძოწი, გიშერს - სათი, სარდიონს აყიყო - იამრანი, იასპი - ეშმა, ამარტა, ალებასტრი - თაგვმარილა, ონიქსი - ანუქიონი, ანვიქითი, ფრცხილი; ამეთვისტო - სნოსნა; ზურმუხტი _ ზმური, სამარაგდი; მარგალიტი - მანგი, ქრიზობერილი - ზაბერჯათი, ზობარჯი, ბეჟმედი, კაცის თვალი, ფირუზი - ფეროზი, კეთილშობილი შპინელი - ბადახშანის ლალი, ქრიზოლითი - ხვრისოლინტი, ტუპაზი-პაზიონი, თუპაზი, ტანპაზონი, ტანმბაზი, ტანბაზი, თეთრი იაგუნდის სახელწოდებით და ა.შ. საიუველირო ქვების სახელწოდებანი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მრავალ ქვეყანაში არსებობს კანონი ძვირფასი ქვების არასწორად განსაზღვრა - გაყიდვისათვის სასჯელის გათვალისწინებით, მაგალითად: 1968 წელს ინგლისის პარლამენტმა სპციალური კანონი მიიღო ძვირფასი ქვების სახელწოდებათა შესახებ, კანონით სასჯელია გათვალისწინებული ძვირფასი ქვების არასწორად აწერვისათვის, მაგალითად: კანონით აკრძალულია სინთეზური ზურმუხტის გაყიდვა `ზურმუხტის~ სახელწოდებით, კვარცისა - ტოპაზის სახელწოდებით, სინთეზური კორუნდისა - ალექსანდრიტის სახელწოდებით, სინთეზური მტრედისფერი შპინელისა აქვამარინის სახელწოდებით და ა.შ.
ჩვენ სავსებით ვეთანხმებით ძვირფასი ქვების შესახებ მონოგრაფიის ავტორს გ. სმიტს, რომ ძვირფასი ქვისათვის სახელწოდება თითქმის ყველაფერია ბუნების ამ ულამაზესი ქმნილებისათვის; ასეული და ათასეული წლებია ეს სახელწოდებანი არსებობენ და იარსებებენ მომავალშიც.
|
|
|
lali |
margalitebi |
malaqiti |
|
|
|
margaliti |
marjani |
malaqitis sferuli kristali |
|
|
|
opali |
opali |
safironebi |
|
|
|
safironi |
Spineli |
vefxvis Tvali |
|
|
zurmuxti |
zurmuxti |
სტატიის ავტორი – ნ. ფოფორაძე ვ. ზუხბაია;
სტატია აღებულია წიგნიდან - ძვირფასი და სანახელავო ქვები, 1998წ.
|