უძველესი დადიანების შთამომავლობითი სია ცნობილი არ არის, მხოლოდ მოხსენებულნი არიან;
1. იოვანე, ბაგრატ IV დროს (1027-1072)
2. შამშე, გიორგი III დროს (1154-1184)
3. ვარდან, თამარ მეფის დროს (1184-1212)
4. ცოტნე, რუსუდან დედოაფლის დროს (1223-1247)
5. ბედიანი, დავით IV დროს (1243-1346)
6. მამია, გიორგი V დროს (1318-1346).
1) გიორგი I დადიანი. + 1323 წ. ამან ნარინ დავითის შვილის კონსტანტინეს დროს დაიპყრო ცხუმი, ოდიში ანაკოფიამდე. მეფეს დიდად არ ემორჩილებოდა. გახდა დამოუკიდებელი, როგორც აფხაზეთი, გურია... კონსტანტინეს ძმამ წაართვა: რაჭა, ლეჩხუმი, არგვეთი და მუდამ ომში იყვნენ.
2) მამია I დადიანი, + 1345 წ.
3) გიორგი II დადიანი (1345_1384). დაკრძალულია ხობს.
4) ვამიყ I დადიანი, (1384-1396) ამას დამორჩილება მოუნდომა გიორგი მეფემ. ჩამოვიდა ოდიშს, იძლია, მოკლე საქ. დაკრძალულია ხობს.
5) მამია II დადიანი, (1396_1414) მოჰკლეს აფხაზთა
6) შამადავლე, (1470-1474). დაკრძალულია ხობს.
8) ვამიყ II, ბიძა შამადვლესი (1474-1482). ამას არ უნდოდა ბაგრატ მეფის გაძლიერება. ბაგრატ მიუხდა 1477 წ. და სძლია ამას, მაგრამ დადიანად დატოვა. შემდეგ ამან უღალატა ალექსანდრე მეფეს და მიემხრო ქართლის მეფეს კონსტანტინეს, რომელმაც დაიპყრო ქუთაისი.
9) ლიპარტ II ძმა შამადავლესი, 1512... ამან ხელახლა ჩამოიყვანა კონსტანტინე მეფე და გააძევეს ალექსანდრე. კონსტანტინე დაჯდა ქუთაისს სანამ სპარესები არ მოვიდნენ თბილისს.
10) მამია III დადიანი. 1532 წ. მოკლეს ჯიქებმა..
11) ლევან I დადიანი (1532-1572), ამან გურიელთან ერთად შემწეობა მისცა ბაგრატ მეფეს ათაბაგის წინააღმდეგ. რადგანც მაშინ გურიელს აჭარა და ჭანეთი მისცა და მე არაო. ამის გამო მიიწვია მეფემ სადარბაზოდ. ხონის ტყეში ნადირობისას დაიჭირა და გელათის სამრეკლოში დაამწყვდია. ამისმა შვილმა გიორგიმ განუტევა ცოლი ასული როსტომ გურიელისა და წაართვა ბიძა მისს ბათულიას ცოლი სიკეკლუცისათვის. ლევანმა მისცა თავისი ქალი გიორგი გურიელს. გურიელმაც გაუშვა სამაგიეროდ და შეირთო იმერეთის მეფის ბიცოლა. გურიელი და მეფე რომ დამეგობრდნენ იწყეს მტრობა დადიანზე. ლეონ წავიდა სტამბოლს და ამათ ოდიში დაიპყრეს. ხონთქარმა ლეონს მისცა ჯარი. გურიელს შეეშინდა და ზავი სთხოვა და 100 ათასი დრაკანი მისცა. ლევანი კვლავ ხდება ოდიშის ბატონი. ლევან დადიანს ნადირობაში თავ. ჯაიანმა ცხენი დაატაკა და მოკვდა.
12) გიორგი III დადიანი (1572-1582). გიორგის და ცოლად შეირთო იმერეთის ტახტის მემკვიდრე ბაგრატმა. გურიელს ეს ეწყინა და გიორგი დადიანის ძმა მამია, მოიყვანა თუ არა მისცა მას და, მიუხდა ზუგდიდს და გააქცია გიორგი. გიორგიმ ჯარი მოიყვანა აფხაზეთიდამ მაგრამ გურიელმა ხელმეორედ გარეკა. შემდეგ გიორგი შეევედრა იმერეთის მეფე გიორგის დაებრუნებია სამეგრელო.... მეფე დათანხმდა მაგრამ 10 ათასი დრაკანა დააბრუნებია გურიელისათვის. სანამ გადაიხდიდა ხობი დაუგირავა... ამან ბათულია მოაკვლევინა.
13) მამია IV დადიანი, ძმა გიორგისა (1582..) გიორგი გურიელმა მოიპარა გიორგი დადიანის შვილი ბევშვი ლევან და შხეფის ციხეში დაამწყვდია, საიდამაც გადმოხტა და გაიქცა. ამის მაგიერ მამია დადიანი მიუხტა გიორგი გურიელს, გაააგდო და დასვა ვახტანგი. ლევან დადიანის ქალი მარეხ შეირთო ლევან იმერეთის მეფემ. რომ არ დაეხმარა მამია ლევანს წინააღმდეგ სიმონ მეფისა, მტრობა დაუწყო. მამია მოვიდა იმერეთს ეომა. დაიჭირა ლევან მეფე (1590) და შხეფის ციხეში ჩასვა, საცა მოკვდა.
14) მანუჩარ I დადიანი. ძმა მამიასი, 1590-1611. ამას სთხოვა როსტომ იმერეთის მეფემ სვიმონ მეფის წინააღმდეგ შემწეობა. მოვიდა იმერეთს და გადაგდებული როსტომი დასვა. სვიმონმა ხელახლა გააქცია როსტომი. 1591 წელს მანუჩარის ცოლმა ნესტან-დარეჯანმა შვა წული ლევანი. კახეთის მეფე ალექსანდრემ 1597 წ. თხოვა მშობლებს ლევანი გასაზრდელად გაუგზავნეს და 6 წელი იქ ყავდათ. დაბრუნდა 13 წლისა. 1611 წ. ირმის ხრომ წარიტაცა და მოკლა მანუჩარ.
15) ლევან II, (1611-1657). დედა _ ალექსანდრე კახთ მეფის ქალი, ბოროტი, ხვანჯიანი, ამაყი, მზაკვარი. ამან სძლია გიორგი მეფე იმერეთისა _ და მრავალი ალაფი წაიღო ოდიშს. მისი და ჰყვადა სიმონ გურიელს. ამან რომ მამა მოკლა მამია, ლევანი მიუხტა ლანჩხუთს, ეომა, სძლია, წაართვა და, თვალები დასთხარა და ქაიხოსრო გურიელის შვილი ვახტანგი დასვა. როსტომ მეფემ შეირთო მისი და სიმონის ქვრივი. ჯარით წაიყვანა, სამტრედიამდე რომ მივიდა და როსტომს ჩააბარა, დაბრუნებულზე გიორგი მეფეს უნდოდა დაცემა, მაგრამ ლევანმა დაიჭირა ის და სამეგრელოში წაიყვანა. გიორგის შვილმა მისცა გამოსასყიდად ჩიხორის და ჩხარის სომხები და ებრაელები. ლევანი ისე ხშირად ეცემოდა ქუთაისს, რომ ალექსანდრემ ციხე შემოივლო, პაატა წულუკიძემ ცოლი დააბეზღა მეწდეს ყყვარობსო. ჩატენა ზარბაზანში და გაისროლა. შემდეგ სხვა ცოლი შეირთო. ერთს ომში იმერეთის მეფის ძმა მამუკა დაიჭირა და წაიყვანა ტყვედ. მერე პაატას რჩევით თვალები დათხარა. `ჰოხვრიდა კვლიდა კაცთა ქრისტიანეთა~, მოკვდა 1657 წ. დასაფლავებულია წალენჯიხას.
16) ლიპარიტ III, (1657_1658) ძმა ლევანისა. ამას მიუხდა იმერეთის მეფე ლაექსანდრე დაარბია და დიდის ალაფით ქუთაისს დაბრუნდა. ლიპარტი გაიქცა სტამბოლში. დადიანად დაჯდა მამიას ძე ვამიყ.
17) ვამიყ III, (1658-1660), ამან გუბის-წყლამდი დაიჭირა იმერეთი. გაღმა ვახტანგს, საქართველოს მეფეს მისცა. დაემძახლა ვახტანგს, მაგრამ ცოლის რჩვეით ქალი მიათხოვა ბეჟან ღოღობერიძეს. ეს იწყინა ვახტანმა, მოეხმარა ხოსია ლასხისშვილი _ თავი ლეჩხუმის, ვამიყ წავიდა ოდიშს და იქ რომ ქართველები და იმერლები ჩავიდნენ გაიქცა სვანეთს, საცა მოაკვლევინა ხოსიამ. დასვეს დადიანად ლევან.
18) ლევან III (1660-1680), 1663 წ. ლევანი წავიდა იმერთში ბაგრატის წინააღმდეგ. მაგრამ ბაგრატმა სძლია, ჯარი დაუხოცა. მოაყვანია მისი ცოლი თამარ და თვითონ შეირთო. ლევანს მისცა მისი და გოშაძის ნაცოლარი. სეხნია ჩხეიძესთან იძლია ბაგრატისაგან ჩხარს. ცოლისთვის ხელახლა მოვიდა იმერეთს და ბაგრატ გაიქცა რაჭას. ლევან დადგა გეგუთს. რაჭა-ლეჩხუმლებსაც სძლია, დაიჭირა მაგრამ გაუშვა, რადგან სიძე იყო. ამის დროს გაძლიერდა ჭყონდიდელი ჩიქოვანი, ამან მოაყვანია ძმა კაცია, რომელსაც მისცა სალიპერტიანო. ლევანი მოკვდა გურიაში.
19) ლევან IV (1681-1691) უკანონო შვილი იყო ლევან III-სა. 1681 წელსვე გააგდეს მისი ცოლი, და იმერთის მეფე ბაგრატ მე-VI-სა, მონაზვნად შედგა და რუსეთში წავიდა ვახტანგ მე-VI-სთან.
20) გიორგი IV (ლიპარტელიანი). დადიანად დაჯდა 1681 წელს. ამის შემდეგ დადიანობა გადადის კაცია ჩიქვანის ხელში.
ლევან IV-ის გარდაცავალბის შემდეგ მოისპო დადიანთა ძველი დინასტია და გადადიანდა კაცია ჩიქოვანის შთამომავალობა. კაცია ჩიქოვანი იყო გორდელი ღარიბი აზნაური. პირველად საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში დაწინაურდა მისი ძმა ევდომოსი, რომელმაც მიიღო ჭყონდიდლობა. ძმის დახმარებით ჩქარა კაციაც გაძლიერდა. იგი გახდა ლეჩხუმის მებატონე და იმრეთის მეფის ბაგრატ III ვეზირი. ჭყონდიდელი ევდომოსის რჩევით კაცია უახლოვდება ლევან III დადიანს, რომელმაც მას უბოძა სალიპერტიანო და თავისი ვეზირობაც. უკანასკნელი დადიანი ლევან IV დროს არეულობამ და შფოთმა სადადიანოში მიიღო მწვავე ხასიათი, კაცია ამ გარემოებით სარგებლობდა, ამოხოცა წარჩინებულები და თვითონ შეიქმნა სამეგრელოს ფაქტიური მმართველი. კაციას შემდეგ მისმა შვილმა გიორგიმ დაიჭირა სალიპერტიანო და იგი მართავდა მთელ სადადაიანოს. მაგრამ გიორგის ჩქარა აუმხედრდნენ მისი შვილები, უფროსმა ბეჟან ჩიქოვანმა იმერთის მეფეს გიორგი VI სთხოვა დადიანობა და შეაძლია მას 4000 მარჩილი. მეფემ გამოილაშქრა ოდიშზე და გააბატონა ბეჟანი, რომელმაც მიიღო დადიანის წოდება 1715 წელს.
ჩიქოვანთა შთამომვალობა
22) ბეჟან, (1715-1728).
23) ოტია, (1728-1744). ყვადა ცოლად გულქან შოშიტა III რაჭის ერისთავის ქალი.
24) კაცია II (1744-1788).
25) გრიგოლ (1788_1804).
26) მანუჩარ II, ძმა იყო გრ. დადიანისა, მთავრობდა 1791-1796 წ.
27) ტარიელ (ტაია), 1802 წელს იჯდა დადიანად. შემდეგ გააგდეს.
28) ლევან V (1804-1840) გარდაიც. 1846 წ. 30 ივლისს. დაკრძალულია მარტვილის მონასტერში.
29) დავით (1840-1853), უკანასკნელი მთავარი სამეგრელოსი, დაკრძალულია მარტვილს.
ავტორი - იონა მეუნარგია;
სტატია აღებულია წიგნიდან – „სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელი პერიოდი და დავით დადიანი“, მასალები და დოკუმენტები სოლ. ცაიშვილის რედაქციით, თბილისი, 1939წ.
|