კონსპექტი საქართველოს და მსოფლიოს ისტორიაში
(მინიმალური სტანდარტი)
30. საბჭოთა კავშირის შექმნა და 1924 წლის შეთქმულება
31. საბჭოთა კავშირის. ამერიკა და ევროპა II მსოფლიო ომამდე
32. II მსოფლიო ომი
33. ცივი ომი და მისი მიზეზები
34. ნატო და ვარშავის პაქტის ქვეყნები
35. ცივი ომის ეპოქის ომები: კორეა, ვიეტნამი, კარიბის კრიზისი, ავღანეთი
36. უძრაობის ეპოქა საბჭოთა კავშირში
37. ეროვნული მოძრაობები და საბჭოთა კავშირის დაშლა
38. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა
39. საქართველო და საერთაშორისო თანამეგობრობა
30. საბჭოთა კავშირის შექმნა და 1924 წლის აჯანყება
1922 წლის 30 დეკემბერს ყოფილი რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე დაარსებული საბჭოთა სოციალური რესპუბლიკების გაერთიანებით შეიქმნა ახალი სახელმწიფო-საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი (სსრკ). შემოკლებით - საბჭოთა კავშირი. თავიდან საბჭოთა კავშირი შემადგენლობაში შევიდა 4 რესპუბლიკა: რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია და ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკა (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო). 1936 წელს, ახალი კონსტიტუციით ამიეკავკასიის ფედერაცია გაუქმდა და მასში შემავალი რესპუბლიკები სსრკ–ში ცალკეულ ერთეულებად შევიდნენ. საბჭოთა კავშირმა თანდათან შეიერთა ყოფილი რუსეთის იმპერიის თითქმის მთელი ტერიტორია. 40-ანი წლებისთვის მასში 15 რესპუბლიკა შედიოდა.
საბჭოთა რეჟიმის დამყარებას საქართველოში დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა. უკვე 1921 წლიდან საქართველოს სხვადასხვა რაიონებში გამოსვლები დაიწყო. წითელ არმიასთან საბრძოლველად შეიარაღებული რაზმები შეკრიბეს ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილმა და მიხეილ ლაშქარაშვილმა. ქაქუცა ჩოლოყაშვილი პირველი მსოფლიო ომის დროს ჯერ ავსტრიის, შემდეგ კი კავკასიის ფრონტზე იბრძოდა. სარიყამიშის ბრძოლის დროს, გმირობისთვის ის ოქროს ხმლით დააჯილდოვეს. შემდეგ ის საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის არმიაში მსახურობდა. 1922 წლიდან წითელი არმიის წინააღმდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილი პარტიზანულად იბრძოდა. მან და მისი რაზმის წევრებმა ერთმანეთს შეჰფიცეს, რომ საქართველოს დამოუკიებლობისათვის იბრძოლებდნენ. ამიტომ, მათ ”შეფიცულები” ეწოდათ.
1922 წელს გენუაში (იტალია) ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც 29 ქვეყანა მონაწილეობდა და ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებს ეხებოდა. ამავე კონფერენციაზე დღის წესრიგში საბჭოთა კავშირის იურიდიულად ცნობის საკითხი იდგა. კონფერენციის მონაწილეებს სპაციალური წერილით მიმართა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ამბროსი ხელაიამ. მიმართვაში ის ხაზს უსვამდა საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის და ბოლშევიკების მიერ სამღვდელოების დევნის ფაქტს. ის თხოვდა კონფერენციას, რუსეთზე გავლენა მოეხდინათ, რათა მას საქართველოდან საოკუპაციო ჯარი გაეყვანა და ქართველ ხალხს უფლება მიცემოდა ეცხოვრა ისე, როგორც მას სურდა. თუმცა ამ დროს ევროპის ქვეყნებს საქართველოსთვის არ ეცალათ.
1922 წლის გაზაფხულზე ჩამოყალობდა ”საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი”, რომელშიც სხვადასხვა პარტიები გაერთიანდნენ. იმავე წელს საყოველთაო აჯანყების ორგანიზების მიზნით, გენერალმა კოტე აფხაზმა ”სამხედრო ცენტრი” დააარსა. კოტე აფხაზი ი.ჭავჭავაძის დიშვილი იყო. ის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამააარსებელი გახლდათ. 1923 წელს სამხედრო ცენტრის წევრები დააპატიმრეს და დახვრიტეს. იმავე წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტმა მიმართა ერთა ლიგას დახმარებისთვის, რათა აღკვეთილიყო ერის განადგურება, ეკლესია-მონასტრების ნგრევა. თუმცა ეს მიმართვაც უშედეგო იყო. მალე დააპატიმრეს საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრებიც. მიუხედავად ამისა, 1924 წელს საქართველოში აჯანყება დაიწყო. 28 აგვისტოს გამოსვლა დაიწყო ჭიათურაში, შემდეგ მთელ საქართველოს მოედო და ბრძოლები სამ დღეს გრძელდებოდა. ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმმა მანგლისი აიღო და დუშეთისთვისაც იბრძოდა, მაგრამ აჯანყება დამარცხდა. ბრძოლებს და ხელისუფლების რეპრესიებს ოთხიათასამდე ადამიანი შეეწირა. ქაქუცამ თანამებრძოლებთან ერთად საქართველო დატოვა და თურქეთის გავლით საფრანგეთში, ემიგრაციაში წავიდა.
1924 წლის 21 სექტემბერს ერთა ლიგაში სსრკ–ს საგარეო საქმეთა კომისარმა გ. ჩიჩერინმა 1924 წლის აჯანყება შეადარა ბურჟუაზიული მთავრობების მიერ მხარდაჭერილ უაზრო ავანტიურას, რომლის მიზანი საბჭოთა კავშირის საერთაშორისო დისკრედიტაცია და იზოლაცია იყო, რასაც აჯანყებულებმა ვერ მიაღწიეს.
31. საბჭოთა კავშირის. ამერიკა და ევროპა II მსოფლიო ომამდე
ა) ევროპა I პირველი მსოფლიო ომის შემდგომ
1919 წლიდან გერმანიაში, ძალაში შევიდა რესპუბლიკის კონსტიტუცია. დამფუძნებელი კრება ქ. ვაიმარში მუშაობდა, ამიტომ მას “ვაიმარის კონსტიტუცია” დაარქვეს, ხოლო სახელმწიფოს, ვაიმარის რესპუბლიკა. გერმანიას სარეპარაციო თანხები მძიმე ტვირთად აწვა. მან სამხედრო ფლოტი გამარჯვებულ ქვეყნებს გადასცა და საკუთარი ტერიტორიების ნაწილი დათმო. გარდა ამისა , ფაქტიურად საერთაშორისო იზოლაციაში მოექცა. 1922 წელს პირველი საერთაშორისო შეთანხმება გერმანიამ, იტალიის ქ.რაპალოში საბჭოთა რუსეთთან დადო.1925 წლის ლოკარნოს ხელშეკრულებით გერმანიას ევროპაში დიპლომატიური სტატუსი დაუბრუნდა და მომდევნო წელს ერთა ლიგაში მუდმივ წევრად მიიღეს. 1925 წელს გერმანიის პრეზიდენტი გახდა ყოფილი გენერალი, ფელდმარშალი 77 წლის პაულ ჰინდენბურგი. 1929 წელს მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისი დაიწყო, რომელიც “დიდი დეპრესიის” სახელითაა ცნობილი.ასეთ პირობებში ხალხში ნდობა მოიპოვა და გაძლიერდა ნაციონალ–სოციალისტური პარტია (ლიდერი ადოლფ ჰიტლერი), რომელიც მკვეთრი რეფორმების და ცვლილებების მომხრე იყო. 1932 წლის ორჯერ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ნაცისტებმა უმრავლესობა მოიპოვეს. 1933 წელს ჰინდენბურგმა ჰიტლერი კანცლერად დანიშნა. ძალაუფლება ნაცისტებმა ჩაიგდეს ხელში, რაც ვაიმარის რესპუბლიკის დასასრულს ნიშნავდა.
გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტია 1919 წელს შეიქმნა. 1 წლის შემდეგ, მის სათავეში ჰიტლერი მოექცა. 1920 წლიდან მათი სიმბოლო სვასტიკა იყო (ძალაუფლების სიმბოლო). 1923 წელს თანამოაზრეებთან ერთად ჰიტლერმა სახელმწიფო გადატრიალება სცადა ( ე.წ. „ლუდხანის პუტჩი“), რისთვისაც დააპატიმრეს და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ციხეში დაწერა “ჩემი ბრძოლა” ("Mein Kampf") , სადაც ნაცისტების იდეოლოგიური მსოფლმხედველობა ჩამოაყალიბა. ჰიტლერი ციხიდან ადრე გამოუშვეს.
ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ნაცისტებმა, მკაცრი დისციპლინა დაამყარეს. სახელმწიფო უწყებაში სხვაგვარად მოაზროვნეებს და ებრაელებს სამსახურიდან უშვებდნენ. დაიწყო მასობრივი დაპატიმრებები; თუმცა დისციპლინის დამყარებამ, მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისის დასრულებამ გამოწვია ეკონომიკური წარმატებები.განვითარდა სამხედრო ინდუსტრია, რამაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ტექნიკური წინსვლა დააჩქარა.
ომის შემდგომ ევროპაში ფაშისტური პარტიები შეიქმნა უნგრეთში, ფინეთში, საფრანგეთში, ინგლისში და სხვა. მაგრამ ხელისუფლებაში მხოლოდ იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიასა და გერმანიაში მოვიდნენ. ფაშიზმი იტალიური სიტყვიდან (Fasces) “ფასცია” მომდინარეობს და ლათინურად წნელის კონას ნიშნავს, რაც ძველ რომში ძალაუფლების სიმბოლო იყო და მას დიქტატორის დაცვის წევრები ატარებდნენ. ფაშიზმის შემქმნელი იყო იტალიელი პოლიტიკური მოღვაწე ბენიტო მუსოლინი (დუჩე). ეს ტერმინი პირველად მან 1919 წელს გამოიყენა. თავიდან სოციალისტური პარტიის წევრი იყო. მუსოლინი I მსოფლიო ომში მონაწილეობდა და დაიჭრა კიდეც. ომის შემდეგ ის რადიკალ - ნაციონალისტად ჩამოყალიბდა. 1919 წელს მან 200 კაციანი “შავხალათიანთა” ფაშისტური სამხედრო მოძრაობა, “იტალიის მებრძოლთა კავშირი” შექმნა. 1921 წელს ის ნაცისტურ, ფაშისტურ პარტიად გარდაიქმნა. მომდევნო წელს მათ ამბოხი მოაწყეს და იტალიის ხელისუფლება ხელში აიღეს. 1922 წელს მუსოლინი პრემიერ-მინისტრი გახდა და 1943 წლამდე დარჩა. მუსოლინიმ ჩამოაყალიბა დიქტატორული მმართველობა. ფაშისტები ებრძოდნენ, როგორც ლიბერალიზმს, ისე სოციალიზმს. ისინი თვლიდნენ, რომ ორივე მიმდინარეობა საზოგადოების წევრებს ერთმანეთის წინააღმდეგ განაწყობდა: ლიბერალიზმი - ინდივიდუალიზმის ხაზგასმით, ხოლო სოციალიზმი - კლასებს შორის კონფლიქტის გამწვავებით. ინდივიდებს და კლასებს ფაშიზმი განიხილავდა, როგორს ერთ მთლიანს, რომელიც ძლიერი მაშინ შეიძლება ყოფილიყო თუ საერთო მიზნის მისაღწევად ერთი პარტიის და ერთი ლიდერის გარშემო გაერთიანდებოდნენ. მუსოლინიმ აკრძალა თავისუფალი პრესა, პროფკავშირები.
XX საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს და 30-იანი წლების დასაწყისში ეკონომიკური კრიზისი ესპანეთშიც მძვინვარებდა. 1931 წელს უსისხლო რევოლუციის გზით მონარქია დაემხო და ესპანეთში რესპუბლიკა გამოცხადდა. თუმცა ამან ქვეყანას მშვიდობა ვერ მოუტანა. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მემარცხენეები (კომუნისტები, ანარქისტები, სოციალისტები, რესპუბლიკელები კატალონიელები და ბასკები) და მემარჯვენეები (კონსერვატორები და ფაშისტური “ესპანური ფალანგა”). 1936 წლის თებერვლის საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენე სახალხო ფრონტმა გაიმარჯვა. თუმცა ახალმა მთავრობამ ვერ შეძლო წესრიგის დამყარება. მუშათა გაფიცვები გრძელდებოდა, კატალონია და ბასკეთი დამოუკიდებლობას ითხოვდა. გახშირდა პოლიტიკური მკვლელობები. 1936 წლის ივლისში, მაროკოში განლაგებულ ესპანურ სამხედრო ნაწილში ამბოხი დაიწყო, რომელსაც სათავეში გენერალი ფრანცისკო ფრანკო ჩაუდგა. ის 20 წლის ასაკიდან მონაწილეობდა ესპანეთის მიერ წარმოებულ სხვადასხვა ომებში და 33 წლის უკვე გენერალი გახდა. მან დახმარებისთვის გერმანიისა და იტალიის მთავრობებს მიმართა. მას მხარი დაუჭირა კათოლიკურმა ეკლესიამ და პორტუგალიამ. ფრანკომ წლის ბოლოსთვის ნახევარი ესპანეთი დაიკავა. რესპუბლიკელებს მხარს უჭერდნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩასული მოხალისეები - “ინტერნაციონალური ბრიგადები”. საბჭოთა კავშირმა ესპანეთში სამხედრო გამოცდილების მქონე კომუნისტები გაუშვა და სამხედრო აღჭურვილობა გაგზავნა. 1937 წლის მარტში რესპუბლიკელებმა გვადალახარასთან იტალიელთა სამხედრო კორპუსი გაანადგურეს. ამის საპასუხოდ გერმანულმა ავიაციამ აპრილში ბასკური ქალაქი გერნიკა დაბომბა, სადაც სამხედროებთან ერთად მშვიდობიანი მოსახლეობაც დაიღუპა. იტალიელი მოხალისეების და გერმანული თვითმფრინავების მონაწილეობამ ომის ბედი გადაწყვიტა. 1939 წელს, 26 იანვარს ფრანკისტებმა ბარსელონა, ხოლო 8 მარტს მადრიდი აიღეს. რესპუბლიკურმა არმიამ კაპიტულაცია გამოაცხადა. 7 აპრილს სამოქალაქო ომი დასრულდა. ევროპის ქვეყნებმა და აშშ-მ კანონიერად ცნეს ფრანკოს მთავრობა. სამოქალაქო ომში დაიღუპა 300 ათასამდე ადამიანი.
20-იან წლებში დიდი ბრიტანეთი კონტინენტური ევროპის პრობლემებით ნაკლებად იყო დაინტერესებული. ამ დროს მის კოლონიებში განმანთავისუფლებელი მოძრაობები მიმდინარეობდა. დიდი დეპრესიის გამო ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა - უმუშევრობა გაიზადა, ხალხი გაღარიბდა. მთავრობაში ხან კონსერვატორები, ხან ლეიბორისტები მოდიოდნენ. 1935 წლიდან ქვეყნის სათავეში კონსერვატორები მოვიდნენ
(პრემიერ-მინისტრი ჯერ სტენლი გოლდვინი, შემდეგ კი ნევილ ჩემბერლენი გახდნენ). მათ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსად ე.წ “დაშოშმინების პოლიტიკა” აირჩიეს. ის გულისხმობდა მოლაპარაკებებს ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან, რათა ახალი ომი თავიდან აეცილებინათ.
საფრანგეთშიც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა იყო. გაიზარდა უმუშევრობა, პრობლემები შეიქმნა კოლონიებში. ამის გამო, თავი წამოყვეს კომუნისტებმა და ფაშისტებმა, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწიეს. ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვრების დასაცავად 1924 - 1932 წლებში თავდაცვის მინისტრმა ანდრე მაჟინომ შექმნა მავთულხლართებით, სანგრებით და სიმაგრეებით გამაგრებული თავდაცვითი ხაზი, ე.წ “მაჟინოს ხაზი”.
ბ) დიდი დეპრესია ფ.რუზველტის “ახალი კურსი”
1929 წელს მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა მოიცვა, რაც 10 წელი გრძელდებოდა. ამ კრიზისმა გამოიწვია ბანკების გაკოტრება, ინდუსტრიული წარმოების და სოფლის მეურნეობის დაქვეითება, ქალაქების გაღატაკება, სოფლის მეურნეობის ნაწარმზე ფასების 50 %-ით დაკლება, მასობრივი უმუშევრობა (წამყვან სახელმწიფოებში- აშშ, ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია უმუშევართა რიცხვმა 30 მილიონს მიაღწია). ეს მოვლენა “დიდი დეპრესიის” სახელით შევიდა ისტორიაში. მისი შედეგები უმეტესად აშშ–მ იწვნია, ამიტომ ხშირად დიდ დეპრესიად ამერიკის ეკონომიკურ კრიზისს გულისხმობენ. 1920-იან წლებში დაიწყო საშუალო ფენის სპეკულაციური ბუმი. ამერიკელების უმეტესობა სახსრებს სხვადასხვა აქციებში აბანდებდა. აქციებზე მოთხოვნა იზრდებოდა. თუ სახსრები არ ჰქონდათ, ბანკებიდან სესხს იღებდნენ და აქციებს ყიდულობდნენ. აქციების ფასი დღითი დღე იზრდებოდა, რაც დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა. 1929 წლის 24 ოქტომბერს “შავ ხუთშაბათს” დაიწყო აქციების სწრაფი გაუფასურება. გაიყიდა 13 მილიონი აქცია, ხოლო 29 ოქტომბერს, “საშინელ სამშაბათს” 16.5 მილიონი აქცია. სულ შემდეგ დღეებში გაიყიდა 30 მილიონი აქცია. აქციები გაუფასურდა და მილიონობით ინვესტორი გაკოტრდა. მთელი კვირის მანძილზე აშშ–ს სავაჭრო ეკონომიკურმა ბაზარმა 30 მლრდ დოლარი დაკარგა. ბანკები, რომლებიც ადრე აქციების შესყიდვას აფინანსებდნენ და კლიენტების ნაწილს ამისთვის ფულს აძლევდნენ, უძლურნი აღმოჩნდნენ დანარჩენი კლიენტებისთვის ვალი დაებრუნებინათ, გადასახადები გადაეხადათ ან მეწარმეებისთვის სესხი გამოეყოთ; ბევრი ბანკი გაკოტრდა. იმის გამო რომ მეწარმეებს ბანკებიდან კრედიტების მიღება აღარ შეეძლოთ, ბევრი საწარმო გაკოტრდა, რამაც თავის მხრივ უმუშევრობის კატასტროფული ზრდა გამოიწვია. ეს საბირჟო კრახი “უოლ სტრიტის” სახელითაა ცნობილი და ამერიკაში ის დიდი დეპრესიის დასაწყისად იქცა. ყოველი მეოთხე ამერიკელი უმუშევარი გახდა. უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდა დასავლეთ ევროპა, რადგან მათი წარმოება ჯერ ისე ძლიერი არ იყო და ამერიკულ საბანკო სესხებზე იყო დამოკიდებული. აშშ–მ კი სწრაფად მოითხოვა კრედიტების დაბრუნება. 1933 წლიდან აშშ–ს პრეზიდენტი გახდა დემოკრატი ფრანკლინ დელანო რუზველტი. მან გამარჯვებისთანავე კონგრესს მიაღებინა 70 საკანომდებლო აქტი, რომლებიც წარმოების, სოფლის მეურნეობის, ვაჭრობის გაჯანსაღებას ემახურებოდა. ყველა ამ ღონისძიებამ ერთი სახელწოდება – “ახალი კურსი” მიიღო. ახალი კურსის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იყო, ბანკების რაოდენობის შემცირება (1933 – 1939- მდე 15 % შემცირდა). აქტივები გამსხვილდა 37%-ით. საზოგადოებრივი საქმიანობისთვის სახელმწიფომ 12 მლრდ. დოლარი გამოყო. სახელმწიფო მოსახლეობას სხვადასხვა სფეროში თავად ასაქმებდა - მაგ: ხეების დარგვა, ნიადაგის ეროზიასთან ბრძოლა, მდინარეების დასუფთავება, ნაკრძალების შექმნა; ფერმერებს გამოეყოთ სახსრები, რათა მათ ნაკლები რაოდენობის, მაგრამ ხარისხიანი მარცვლეული მოეყვანათ. ამით მარცვლეულის ფასები გაიზარდა. დაწესდა ფიქსირებული ფასები და ხელფასები. დადგინდა მშრომელთა პენსიების მოცულობა. საპენსიო ასაკი 65 წლით განისაზღვრა. უმუშევრებს, ინვალიდებს, ობლებს და ქვრივებს დაენიშნათ დახმარება. დადგინდა სამუშაო საათების მაქსიმალური ზღვარი და ბავშვების მუშაობა აიკრძალა. 1936 წელს რუზველტი პრეზიდენტად ახალი ვადით აირჩიეს. 1937 წელს აშშ – ს მრეწველობამ 1929 წლის, ანუ დეპრესიამდე არსებულ ნიშნულს მიაღწია. ამ პერიოდში, აშშ საგარეო ურთიერთობების დროს იცავდა სხვა ქვეყნების საქმეებში ჩაურევლობის პოლიტიკას. 1933 წელს მან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა სსრკ-სთან. 1935 წელს აშშ-ში მიიღეს კანონი ნეიტრალიტეტის შესახებ. აიკრძალა ამერიკული შეიარაღების ექსპორტი მეომარ სახელმწიფოებში. მაგალითად, ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს აშშ მკაცრად იცავდა ჩაურევლობის პოლიტიკას და არც ერთ მხარეს არ დაეხმარა.
გ) სსრკ 20-30 - იან წლებში
რუსეთში, ბოლშევიკების სახელმწიფო სათავეში მოსვლის შემდეგ სამოქალაქო ომი 2 წელს გაგრძელდა. შემდეგ შეიქმნა სსრკ (1922 წ.). მიუხედავად პოლიტიკური წარმატებებისა, ბოლშევიკების ხელში ეკონომიკურად დაუძლურებული ქვეყანა აღმოჩნდა. საჭირო იყო ახალი გზების ძიება; ამიტომ რათა ქვეყანა მომძლავრებულიყო, ლენინი იძულებული გახდა, მცირე დოზით კერძო საკუთრება დაეშვა. ახალ ეკონომიკურ პოლიტიკას ისტორიაში მოიხსენიებენ, როგორც “ნეპს” (Новая экономическая политика). ის გაგრძელდა 1927 წლამდე. ნეპის დროს შეიცვალა შემდეგი: სასუსართო გაწერა შეიცვალა სასურსათო გადასახადით; ქალაქსა და სოფელს შორის, პროდუქციის გაცვლის ნაცვლად, ურთიერთობის ახალი ძირითადი ფორმა ვაჭრობა გახდა; მსხვილი და საშუალო წარმოება სახელმწიფოს ხელში დარჩა, მაგრამ წვრილ წარმოებაში შეიძლებოდა კერძო ბიზნესი; დაუშვეს სასოფლო-სამეურნეო მიწების იჯარით აღება და იქ დაქირავებული შრომის გამოყენება; სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ დაუშვეს კერძო ვაჭრობის განვითარება; შეიქმნა შრომის ბირჟები, საიდანაც ხდებოდა საწარმოების მუშა ხელით მომარაგება; გაუქმდა უფასო სახელმწიფო მომსახურება. 1927 წლისთვის კომუნისტური პარტიის შიგნით ბრძოლა ძალაუფლებისთვის დასრულდა. კომუნისტების ელიტა ძირითადად ტროცკისა და სტალინის ირგვლივ დაჯგუფდა. გაიმარჯვა სტალინის დაჯგუფებამ, რომელსაც ქვეყნის განვითარების საკუთარი სტრატეგია ჰქონდა. ქვეყანაში ყველა სფერო, განსაკუთრებით ეკონომიკა, წინასწარ უნდა დაგეგმილიყო. 1928 წლიდან შეიქმნა ე.წ “ხუთწლიანი გეგმების სისტემა”. საშინაო პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად კურსად ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია გამოცხადდა. ეს ნიშნავდა ახალი ფაბრიკა- ქარხნების მშენებლობას, ტრანსპორტის, განსაკუთრებით სარკინიგზოს გაძლიერებას. პრი -ორიტეტული გახდა მძიმე მრეწველობის დარგები. სამრეწველო პროდუქციის 95%-ს სახელმწიფო საწარმოები უშვებდნენ. 30-იან წლებში სსრკ-ს ეკონომიკური ზრდის ტემპები გერმანიის ანალოგიური იყო: სსრკ-ში - 4.4%, ხოლო გერმანიაში - 4.6% და უსწრებდა ინგლისს, აშშ-ს და საფრანგეთს. ტემპების გასაზრდელად 1933 წელს კომპარტიამ მოიგონა, სოციალისტური შეჯიბრების სისტემა, როცა ცალკეული მშრომელები ან მთელი საწარმოები ხუთწლიანი გეგმის გადაჭარბებით შესრულებაში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ და ამისთვის მცირე პრემიით ან წითელი დროშით ჯილდოვდებოდნენ.
ინდუსტრიალიზაციის დროს საქართველოში ამუშავდა ზესტაფონის ფერო - მანგანუმის ქარხანა, გაიზარდა მანგანუმის და ქვანახშირის მოპოვება (ჭიათურასა და ტყიბულში), მეტი ინტენსივობით ამუშავდა ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, აიგო ჰიდრო -ელექტროსადგურები - ზაჰესი (მტკვარზე), რიონჰესი და ა.შ
საშინაო პოლიტიკის მეორე ძირითადი კურსი იყო - კოლექტივიზაცია. 20- იან წლებში სსრკ-ს სოფლის მოსახლეობა შედგებოდა მდიდარი (კულაკი), საშუალო და ღარიბი გლეხობისგან. 1927 წლიდან საბჭოთა ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობის განვითარების ახალი კურსი შეიმუშავა. ინდივიდუალური საგლეხო მეურნეობები კოლექტიურ საგლეხო მეურნეობებში - კოლმეურნეობებში უნდა გაერთიანებულიყვნენ. გლეხს საკუთრებაში უმნიშვნელო ნაწილი რჩებოდა. სოფლად კერძო საკუთრება იცვლებოდა კოლექტიური საკუთრებით, რომლის განმგებელი ფორმალურად თავად კოლექტივი, ფაქტიურად კი სახელმწიფო იყო. 1929 - 1938 წლებში 250 ათასი კოლმეურნეობა შეიქმნა. ვინც ამ პროცესს შეეწინააღმდეგებოდა, მათ კულაკებად აცხადებდნენ - ხვრეტდნენ ან ასახლებდნენ. განკულაკების პერიოდში 15 მილიონი ადამიანი დაიღუპა. 1932-33 წლები მოუსავლიანი იყო. მარცვლეულის ის რაოდენობა რაც უკრაინაში მოვიდა, გლეხობას ჩამოართვეს და ამით შიმშილობა გამოიწვიეს. ამ დროს 7 მილიონი ადამიანი დაიღუპა. თუმც სოფლის კოლექტივიზაციით, საბჭოთა ხელისუფლებამ ქალაქის მოსახლეობისა და არმიის პროდუქტებით სტაბილური მომარაგების და სამრეწველო საწარმოების ნედლეულით მომარაგების პრობლემა გადაჭრა. სწორედ ამ დროს საქართველოში აღორძინდა სოფლის მეურნეობის დარგები: მევენახეობა, მესიმინდეობა; კოლხეთის ჭაობის დაშრობის შემდეგ აქ გაშენდა ჩაისა და ციტრუსების პლანტაციები.
საბჭოთა ხელისუფლებამ ახალი რეალობებიდან გამომდინარე მიიღო ახალი კონსტიტუცია (1936 წ), რომელმაც სახელმწიფო მართვის ძირითად ორგანოდ მშრომელ - დეპუტატთა საბჭოები, ხოლო ეკონომიკის საფუძვლად სახელმწიფო და კოლექტიური საკუთრება გამოაცხადა.
ჯერ კიდევ 20-იან წლებში დაწყებული სხვაგვარად მოაზროვნეების წინააღმდეგ რეპრესიები 30-იან წლებში გაიზარდა. შეიქმნა შრომა გასწორების ბანაკების ქსელი - “გულაგი”. ეს ბანაკები 1930 წლებამდეც არსებობდა, მაგრამ ამ წელს ისინი ახლად შექმნილი სახელმწიფო სამმართველოს “გულაგს” (Государственное управление лагерями) დაექვემდებარა. სსრკ-ში ორასამდე გულაგი არსებობდა. გულაგში ასახლებდნენ: ბურჟუაზიას, მემამულეებს, სამღვდელოებას, გლეხობას, ინტელიგენციას. 20-30 იან წლებში მთელ საბჭოთა კავშირში, მათ შორის საქართველოში, დაინგრა ან გადაკეთდა მრავალი საკულტო ნაგებობა: ეკლესიები, სინაგოგები, მეჩეთები და ა.შ. კომპარტიამ (სტალინმა) წმენდა საკუთარი პარტიიდან დაიწყო. ამის მიზანი იყო ახალგაზრდა კადრების დაწინაურება, რომლებიც სატლინის მიერ დასახულ ნებისმიერ ამოცანას გადაჭრიდნენ. ხალხის მტრებად გამოცხადდნენ კომპარტიის ლიდერები: ტროცკი, კამენევი, ზინოვიევი, ბუხარინი, რიკოვი და ა.შ. ამას მოჰყვა ჩვეულებრივი მოქალექეების გადასახლებები და დახვრეტები. ხალხის მტრებს და მათ ოჯახის წევრებს შუა აზიასა და ციმბირში, გადასახლებაში აგზავნიდნენ. 1936-38 წლებში ოფიციალური მონაცემებით, 700 ათასამდე ადამიანი დახვრიტეს. დიდმა რეპრესიებმა საქართველოში შეიწირა: მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი, ლიტერატორი ვახტანგ კოტეტიშვილი, პოეტები - ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, ნიკოლო მიწიშვილი, დირიჟორი ევგენი მიქელაძე, რეჟისორი სანდრო ახმეტელი, მხატვარი პეტრე ოცხელი და სხვები; ასევე კომპარტიის ლიდერები: მამია ორახელაშვილი, ბუდუ მდივანი და სხვ. ამ დროს საქართველოს კომპარტიის პირველი მდივანი იყო ლავრენტი ბერია.
დ) მეორე მსოფლიო ომის წინ
ნაცისტების სახელმწიფო სათავეში მოსვლისთანავე, გერმანიამ დატოვა ერთა ლიგა.ევროპის ლიდერები შეეცადნენ გერმანიისთვის აღმოსავლეთში საბჭოთა კავშირი დაეპირისპირებინათ. 1934 წელს საბჭოთა კავშირი მუდმივი წევრის სტატუსით ერთა ლიგაში მიიღეს. გერმანიამ 1935 წელს საარის მხარეში პლებისციტი ჩაატარა და შეიერთა. 1936 წელს გერმნალებმა დაიკავეს რაინის დემილიტარიზებული ზონა. 1938 წელს გერმანიამ შეიერთა ავსტრია და დიდი გერმანიის შექმნა გამოაცხადა (ე.წ ავსტრიის ანშლუსი). ამ დროს ევროპის ქვეყნები, განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთი ე.წ დაშოშმინების პოლიტიკას ანიჭებდნენ უპირატესობას; ანუ ყოველ მხრივ უნდა ეცადათ დათმობებით, მოლაპარაკებებით აეცილებინათ მსოფლიო ომი. ჰიტლერს ეს ხელს აძლევდა. ეს კარგად გამოჩნდა ჩეხოსლოვაკიის კუთვნილ სუდეტის ოლქთან მიმართებაში. ჰიტლერმა იმ მოტივით, რომ სუდეტის ოლქში გერმანულ მოსახლეობას ავიწროებდნენ, ჯერ მისი ცალკე გამოყოფა, ხოლო შემდეგ მისი გერმანიისთვის მიერთება მოითხოვა. 1938 წლის 28 სექტემბერს ოთხი ევროპული ქვეყნის -გერმანიის, ბრიტანეთის, საფრანგეთის და იტალიის ლიდერი (ჰიტლერი, ჩემბერლენი, დალადიე და მუსოლინი) მიუნხენში შეიკრიბა. აქ ჩემბერლენმა წარმოადგინა მემორანდუმი, რომელიც ფაქტიურად ჰიტლერის მოთხოვნებს აკმაყოფილებდა. ეს მემორანდუმი გააცნეს გვერდზე ოთახში მყოფ ჩეხოსლოვაკიის დელეგაციას და მოსთხოვეს დათანხმება. ამ მემორანდუმის თანახმად ჩეხოსლოვაკიის ჯარებს ათ დღეში უნდა დაეტოვებინათ სუდეტის ოლქი, ხოლო გერმანიის ჯარები 1-ლი ოქტომბრიდან ეტაპობრივად დაიკავებდნენ დაცლილ ტერიტორიას. ეს შეთანხმება ისტორიაში შესულია “ მიუნხენის გარიგების” სახელით. ინგლისში ჩასულმა ჩემბერლენმა აეროპორტში განაცხადა, - “მე თქვენ მშვიდობა ჩამოგიტანეთ”, მაგრამ ის მართალი არ აღმოჩნდა. სულ მალე დაიწყო გერმანიის და საბჭოთა კავშირის დაახლოება. ამ ეტაპზე ურთიერთდაპირისპირება არც ერთ მხარეს არ სურდა. იმავდროულად პრეტენზიები ჰქონდათ პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებზე. 1939 წლის 23 აგვისტოს მოსკოვში დაიდო გერმანია - რუსეთის თავდაუსხმელობის (მოლოტოვ - 38 რიბენტროპის) პაქტი. პაქტის ოფიციალური ნაწილის თანახმად, ამ ქვეყნების წინააღმდეგ წარმოებულ ომში ორივე ქვეყანას უნდა შეენარჩუნებინა ნეიტრალიტეტი. თუმცა პაქტს ახლდა საიდუმლო პუნქტებიც. ამ პუნქტების თანახმად, გერმანიას ერგებოდა დასავლეთ პოლონეთი, ხოლო სსრკ–ს ბესარბია (იმ დროს რუმინეთის ტერიტორია), ფინეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი და აღმოსავლეთ პოლონეთი.
32. II მსოფლიო ომი
1939 წლის 1 სექტემბერს გერმანია თავს დაესხა პოლონეთს (II მსოფლიო ომის დასაწყისი). 3 სექტემბერს ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ომი გამოუცხადეს გერმანიას, თუმცა აქტიური საბრძოლო მოქმედებები მათ შორის პრაქტიკულად არ დაწყებულა. დიდ ბრიტანეთს და საფრანგეთს იმედი ჰქონდათ, რომ გერმანია აგრესიას აღმოსავლეთით სსრკ-სკენ მიმართავდა და კვლავ დაშოშმინების პოლიტიკას აგრძელებდნენ. ამ პერიოდს 1939 წლის სექტემბრიდან 1940 წლის მაისამდე „უცნაური ომი“ ეწოდა.
1939 წლის 28 სექტემბერს პოლონეთის დედაქალაქი ვარშავა დაეცა. მანამდე, 17 სექტემბერს მოლოტოვ–რიბენტროპის პაქტის შესაბამისად საბჭოთა არმიამ დაიწყო აღმოსავლეთ პოლონეთის ოკუპაცია. 1939 წლის 30 ნოემბერს საბჭოთა ჯარები ფინეთში შევიდნენ. ფინეთის არმიამ მათ დიდი წინააღმდეგობა გაუწია და საბჭოთა არმიამ 200 ათასამდე ჯარისკაცი დაკარგა; ფინეთმა დაკარგა 25 ათასი ადამიანი. 1940 წლის 12 მარტს დაიდო ზავი, რომლის თანახმად ფინეთმა სსრკ–ს გადასცა კარელიის ნაწილი. ამ ომის გამო სსრკ ერთა ლიგიდან გარიცხეს. 1940 წლის გაზაფხულზე გერმანული ჯარები ჯერ დანიაში, შემდეგ კი ნორვეგიაში შეიჭრნენ. გერმანიას აინტერესებდა ამ ქვეყნების ეკონომიკური პოტენციალი, რესურსები და გეოპოლიტიკური მდებარეობა. დანიამ კაპიტულაცია 1 დღეში გამოაცხადა; გერმანიამ ნორვეგიაც მალე დაიპყრო და ხელისუფლება ადგილობრივ ფაშისტს ვიდკუნ კვისლინგს ჩააბარა. 1940 წლის 10 მაისს გერმანიამ შეტევა დაიწყო ბელგიის, ნიდერლანდების და ლუქსემბურგის მიმართულებით. დასავლეთ ფრონტი გერმანიის მხრიდან გამაგრებული იყო ზიგფრიდის, ხოლო საფრანგეთის მხრიდან მაჟინოს ხაზით. გერმანულმა არმიამ გვერდი აუარა მაჟინოს ხაზს და 17 მაისს ბრიუსელი (ბელგია) აიღო; 20 მაისს ფრანგულ ქალაქ კალემდე მიაღწია და დიუნკერკის მიდამოებში ალყაში მოაქცია 340 ათასიანი ფრანგულ–ბრიტანული არმია. 14 ივნისს გერმანელებმა პარიზი დაიკავეს, ხოლო 22 ივნისს კომპიენის ტყეში, იმავე ვაგონში საფრანგეთის მარშალმა პეტენმა კაპიტულაციას მოაწერა ხელი.. საზავო ხელშეკრულების თანახმად საფრანგეთის ჩრდილოეთი გერმანიის მიერ იქნა ოკუპირებული, ხოლო სამხრეთ ნაწილში შენარჩუნდა მთავრობა მცირე არმიით. საფრანგეთის ფლოტი განაიარაღეს, ხოლო მისი კოლონიები გერმანიის კონტროლქვეშ უნდა გადასულიყო. „ელვისებური ომი“ ანუ „litzkrieg“ სულ 6 კვირას გაგრძელდა. ევროპაში გერმანიის მეტოქედ დიდი ბრიტანეთიღა რჩებოდა. გერმანელებმა შეიმუშავეს სამხედრო გეგმა კოდური სახელწოდებით „ზღვის ლომი“, რომელიც საჰაერო შეტევებით ბრიტანეთის სამხრეთის დაბომბვას და მისი ავიაციის განადგურებას გულისხმობდა. 1940 წლის მაისში დაშოშმინების პოლიტიკის მთავარი შემოქმედი ჩემბერლენი გადადგა და პრემიერ-მინისტრი გახდა აქტიური საბრძოლო მოქმედებების მომხრე უინსტონ ჩერჩილი. 1940 წლის ზაფხულში გერმანულმა ავიაციამ ბრიტანული ნავსადგურების და ქარხნების დაბომბვა დაიწყო. დაბომბვის შემდეგ გერმანული ფლოტი ლა მანშზე უნდა გადასულიყო და ბრიტანეთის სამხრეთ სანაპიროზე გამაგრებულიყო. მაგრამ ბრიტანულმა ავიაციამ ეფექტური კონტრშეტევა განახორციელა და დაიწყო გერმანული ქალაქების დაბომბვა. ეს ბრძოლები 2 თვეზე მეტხანს გაგრძელდა და საბოლოოდ ორივე მხარე აიძულა დაბომბვები შეეწყვიტა. 1940 წლის ზაფხულში ბენიტო მუსოლინიმ მოკავშირეთა ქვეყნებს ომი გამოუცხადა. შემოდგომაზე იტალია ალბანეთის ტერიტორიიდან საბერძნეთს დაესხა თავს, მაგრამ მისმა არმიამ ბერძნების კონტრშეტევას ვერ გაუძლო და უკან დაიხია. 1941 წლის აპრილში გერმანელებმა იტალიელთა დასახმარებლად ბალკანეთზე შეტევა დაიწყეს. მათ იუგოსლავია, შემდგომ საბერძნეთიც დაიპყრეს. 1940 წლის 22 სექტემბერს გერმანიამ, იტალიამ და იაპიონიამ ხელი მოაწერეს სამთა პაქტს, რაც ომის დროს შეთანხმებულად მოქმედებას და გამარჯვების შემდეგ მსოფლიოს მათ შორის გადანაწილებას გულისხმობდა.
1940 წლის ბოლოდან გერმანიასა და სსრკ-ს შორის წინააღმდეგობა გამოიკვეთა. დეკემბერში გერმანიამ შეიმუშავა გეგმა “ბარბაროსა” (ფრიდრიხ ბარბაროსას საპატივსაცემოდ). გეგმა საბჭოთა კავშირზე ელვისებურ თავდასხმას და მისი არმიის დიდი ბრიტანეთის დამარცხებამდე განადგურებას ითვალისწინებდა. 1941 წლის 22 ივნისს დილის 4 საათზე სსრკ-ს თავს დაესხა დაახლოებით 150 გერმანული დივიზია. სსრკ ამ შეტევას მოუმზადებელი შეხვდა და 2 დღეში გერმანული ჯარები 230 კმ-ის სიღრმეში შეიჭრნენ. გერმანელები ნოემბერში მოსკოვს 25-30 კმ-ზე მიუახლოვდნენ და დეკემბერში კრემლის კედლებს დურბინდით ხედავდნენ. მაგრამ დიდი გმირობის ფასად საბჭოთა ჯარებმა მოიგერიეს გერმანელთა შეტევა და მათუკან დაახევინეს (საბჭოთა დაზვერვამ შეიტყო რომ იაპონია არ აპირებდა სსრკ-ზე თავდასხმას და ციმბირული დივიზიები მოსკოვთან გადმოიყვანეს).
ომის დაწყების დღიდან აშშ ნეიტრალიტეტს იცავდა, თუმცა დიდ ბრიტანეთს ფარულ დახმარებას მაინც უწევდა. 1941 წლის 7 დეკემბერს იაპონიის ავიაცია მოულოდნელად თავს დაესხა აშშ-ს წყნარი ოკეანის მთავარ ბაზას - პერლ-ჰარბორს(ჰავაის კუნძულებზე). მათ გაანადგურეს 19 სამხედრო გემი(მათ შორის 5 სახაზო), 188 თვითმფრინავი და 2400-2500 ადამიანი. აშშ-მ და ინგლისმა ომი გამოუცხადეს იაპონიას, ხოლო გერმანია იძულებული გახდა საპასუხოდ ომი გამოეცხადებინა აშშ-სთვის. სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა “დიდი სამეულის” ალიანსი – აშშ, დიდი ბრიტანეთი, სსრკ, რომელსაც 1942 წლის 1 იანვარს შეუერთდა კიდევ 23 სახელმწიფო. მათ ხელი მოაწერეს დეკლარაციას გაერთიანებული ერების შესახებ. ეს დეკლარაცია მიმართული იყო გერმანიის და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ. ეს ქვეყნები ვალდებულებას იღებდნენ ომში დახმარებოდნენ ერთმანეთს. ფაქტიურად ამ აქტმა 4 წლის შემდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შექმნას დაუდო საფუძველი. 1942 წლისათვის მოკავშირე ქვეყნები “სამთა პაქტის” ქვეყნებზე 3-ჯერ მეტ თვითმფრინავს და 10-ჯერ მეტ ტანკს აწარმოებდნენ.
1942-43 წლებში ომის მთავარ ფრონტს წარმოადგენდა აღმოსავლეთის ფრონტი, სადაც თავმოყრილი იყო გერმანელთა ძირითადი ძალები. 1942 წლის ივლისში გერმანულმა ჯარებმა ჩრდილოეთ კავკასიაში, ქალაქ ორჯონიკიძემდე (ახლანდელი ვლადიკავკაზი) მიაღწიეს, თუმცა აქ გააჩერეს. განსაკუთრებით დიდი ბრძოლები ქალაქ სტალინგრადთან მიმდინარეობდა. საბოლოოდ, მიუხედავად იმისა, რომ სტალინგრადის ჩრდილოეთით გერმანელებმა მდინარე ვოლგაზე გადასვლა მოახერხეს, წარმატებას ვერ მიაღწიეს. 1942 წლის შემოდგომაზე ქალაქისთვის დიდი ბრძოლები გაიმართა. საბჭოთა ჯარმა კონტრშეტევა განახორციელა და გერმანელები ალყაში მოაქცია. 1943 წლის 2 თებერვალს გერმანული ჯარების სარდალმა ფელდმარშალმა ფონ პაულიუსმა ხელი მოაწერა კაპიტულაციას და საბჭოთა ჯარებმა ტყვედ აიყვანეს 100 000-მდე გერმანელი ჯარისკაცი და ოფიცერი.
სტალინგრადში დამარცხების შემდეგ, გერმანელებს კურსკის მიდამოებში რევანშის აღება სურდათ. 1943 წლის ზაფხულში კურსკთან მოხდა დიდი სატანკო ბრძოლა, რომელშიც ორივე მხრიდან 1200 ტანკი მონაწილეობდა. საბჭოთა ტანკებმა გაანადგურეს გერმანელთა ტანკების დიდი ნაწილი; გერმანელები აქაც დამარცხდნენ.
ამავე პერიოდში გერმანელებმა წარმატებას ვერც ჩრდილოეთ აფრიკაში მიაღწიეს, სადაც ბრიტანელებმა შეძლეს მათი წინსვლის შეჩერება ეგვიპტისკენ და სუეცის არხს კვლავ ისინი აკონტროლებდნენ. მალე დაიწყო ჩრდილოეთ აფრიკაში ბრიტანელთა (გენერალი მონტგომერი) და ამერიკელთა (გენერალი ეიზენჰაუერი) ერთობლივი შეტევა, რის შედეგად 1943 წლის მაისში გერმანულ-იტალიური ძალები ტუნისში დამარცხდნენ და აფრიკა დატოვეს. ივლისში დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს ჯარები სიცილიაზე გადასხდნენ, რამაც იტალიაში სამთავრობო კრიზისი გამოიწვია. ბ. მუსოლინი დააპატიმრეს, ხოლო ახალმა მთავრობამ მარშალ ბადოლიოს მეთაურობით მოკავშირეებთან მოლაპარაკებები დაიწყო. ინგლისურ-ამერიკული ჯარები აპენინის ნ.კ-ზე გადავიდნენ. იტალიის ჯარებმა წინააღმდეგობა შეწყვიტეს. იმავდროულად გერმანელებმა ჩდ. იტალია დაიკავეს და მუსოლინის მეთაურობით ჩდ. იტალიის ფაშიტური რესპუბლიკა ჩამოაყალიბეს.
1942-43 წლებში "სამთა პაქტის" ქვეყნების წინააღმდეგ მებრძოლ მოკავშირეთა ჯარებს დიდ დახმარებას უწევდნენ ის ძალები, რომლებიც დაპყრობილ ქვეყნებში იბრძოდნენ გერმანელებისა და მათი მოკავშირეების წინააღმდეგ. დას. ევროპაში წინააღმდეგობის მთავარ ძალას საფრანგეთში ორგანიზებული მოძრაობა წარმოადგენდა, რომელსაც გენ. შარლ დე გოლი ხელმძღვანელობდა. 1943 წლის მიწურულს მოკავშირეთა უპირატესობა აშკარა გახდა. 1943 წლის 21 ნომებერს-1 დეკემბერს ირანში, თეირანში შეიკრიბნენ "დიდი სამეულის" სახელმწიფოთა მეთაურები- ჩერჩილი, რუზველტი და სტალინი. აქ გადაწყდა, რომ მე-2 ფრონტი გახსნილიყო დასავლეთში, სადაც ჩდ. საფრანგეთში 1944 წლის მაისში გადმოსხდებოდნენ ბრიტანულ-ამერიკული ჯარები. 1944 წლის 6 ივნისს ჩდ. საფრანგეთში, ნორმანდიაში მოკავშირეთა არმია გადმოვიდა. მოკავშირეთა არმიას სარდლობდა აშშ-ს გენერალი დუაიტ ეიზენჰაუერი. აგვისტოში მოკავშირეთა დესანტი სამხ. საფრანგეთშიც გადასხეს, პარიზში კი ფრანგ პატრიოტთა აჯანყება დაიწყო. მათ ქალაქის გათავისუფლება 4 დღეში მოახერხეს. წლის ბოლომდე მოკავშირეებმა თითქმის მთელი საფრანგეთი დაიკავეს და გემანიის საზღვრებს მიადგნენ. პარალელურად საბჭოთა არმიამ დიდ წარმატებას მიაღწია. 1944 წლის დასაწყისისთვის შეუტიეს ლენინგრადისა და უკრაინის მიმართულებით, დაამარცხეს ფინეთი. აგვისტოს ბოლოს სსრკ-ს მთელი ტერიტორია გათავისუფლდა; საბჭოთა არმიამ აღმ. პრუსია და პოლონეთი დაიკავა, რუმინეთი და ბულგარეთი კი, ომიდან გამოთიშა, სექტემბერში კი იუგოსლავიაშიც შევიდა. 1945 წლის იანვრისთვის საბჭოთა ჯარები ბერლინიდან 60 კმ-ზე შეჩერდნენ. 1945 წლის 4-12 თებერვალს იალტაში (ყირიმი) მოეწყო სამი მოკავშირე ქვეყნის - აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და სსრკ-ს მეთაურების შეხვედრა. ამ შეხვედრაზე გადაწყდა: გერმანიის დამარცხების შემდეგ, მისი საბოლოო ბედის გადაწყვეტამდე მოკავშირეები ზონებად დაყოფდნენ, სადაც მათი ჯარები განლაგდებოდნენ; ომის შემდგომ შექმნიდნენ ახალ საერთაშორისო ორგანიზაციას - გაერთიანებული ერების კონფერენციას; საბჭოთა კავშირი ვალდებულებას იღებდა გერმანიის დამარცხების შემდეგ, ჩაბმულიყო იაპონიის წინააღმდეგ ომში; სამაგიეროდ, საუკუნის დასაწყისში, რუსეთის იმპერიის მიერ დაკარგული სამხ. სახალინისა და კურილიის კ-ებს ითხოვდა. 1945 წლის თებერვალში მოკავშირეთა ჯარებმა გერმანიისკენ შეტევა დაიწყეს. მარტში მათ მდ. რაინი გადალახეს და რურის ოლქში გერმანული ჯარები ალყაში მოაქციეს. 16 აპრილს ბერლინზე შეტევა დაიწყო. ამასობაში იტალიაში პარტიზანებმა დაიჭირეს მუსოლინი და სიკვდილით დასაჯეს. მისი გვამი მილანის მოედანზე თავდაყირა დაკიდეს. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ ჰიტლერმა თავის მოკვლა გადაწყვიტა. 30 აპრილს მან თავი მოიკლა. მისიგვამი დაწვეს. იმავე დღეს საბჭოთა ჯარისკაცებმა რაიხსტაგი (მთავრობის სასახლე) აიღეს. 7 მაისს დასავლეთის ფრონტზე გერმანიის ჯარმა იარაღი დაყარა. 8 მაისს, გვიან ღამით გერმანიის ჯარების ფელდმარშალმა კაიტელმა ბერლინში უსიტყვო კაპიტულაციას მოაწერა ხელი. გერმანიის კაპიტულაციის შემდეგ, ბერლინში შეიკრიბნენ: დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უ. ჩერჩილი(28 ივლისიდან ის შეცვალა ეტლიმ) აშშ-ს ახლად არჩეული პრეზიდენტი ჰარი ტრუმენი და იოსებ სტალინი. ბერლინთან ახლოს ქ. პოსტდამში (17 ივლისი-2 აგვისტო) ჩატარდა კონფერენცია, რომელზეც საბოლოოდ გადაწყდა გერმანიის მომდევნო ბედი. უნდა აკრძალულიყო ნაციონალ-სოციალისტური პარტია, იაპონიას მოსთხოვეს უსიტყვო კაპიტულაცია და ა.შ. ევროპაში საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, მოკავშირეთა ერთადერთ მოწინააღმდეგეს იაპონია წარმოადგენდა. 8 აგვისტოს სსრკ-მ ომი გამოუცხადა იაპონიას და მანჯურიაში განლაგებულ იაპონიის ჯარების წინააღმდეგ, საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. საბჭოთა ჯარებმა მალე დაიკავეს ჩდ.აღმ. ჩინეთი, ჩდ. კორეა, კ.სახალინი და კურილიის კ-ები. 6 და 9 აგვისტოს აშშ-მ იაპონიის ორ ქალაქში ჰიროსიმასა და ნაგასაკიში 2 ატომური ბომბი ჩააგდო, რის შედეგადაც 140 000 ადამიანი დაიღუპა. შემდგომმა რადიაციამ მომდევნო წლებში კიდევ ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. იაპონია იძულებული გახდა 1945 წლის 2 სექტემბერს ტოკიოს ყურეში კაპიტულაციაზე მოეწერა ხელი. ამ აქტით მე-2 მსოფლიო ომი დასრულდა.
II მსოფლიო ომში 72 სახელმწიფო მონაწილეობდა. სხვადასხვა მონაცემებით 60-დან 75 მლნ-მდე ადამიანი დაიღუპა. (მათ შორის 40 მლნ. მშვიდობიანი მოქალაქე) გერმანელთა მიერ შექმნილ საკონცენტრაციო ბანაკებსა და გეტოებში 6 მლნ. ებრაული წარმოშობის ადამიანი მოკლეს. ებრაელების, ასევე ბოშების, სექსუალური უმცირესობების მასიურ გენოციდს ეწოდება ჰოლოკოსტი (ინგლ. "სრულიად დაწვა"). II მსოფლიო ომის ერთ-ერთი მძიმე ეპიზოდია ლენინგრადის ბლოკადა, რომელიც 1941-44 წწ. 900 დღე გრძელდებოდა. გერმანელების მიერ ალყაშემორტყმულ ქალაქში სურსათის შეტანა ვერ ხერხდებოდა, რამაც მასობრივი შიმშილი და მოსახლეობის დაღუპვა გამოიწვია.
გერმანიის დამარცხების შემდეგ პოლონეთს დაუბრუნდა აღმ. პრუსია და ზემო სილეზია, საფრანგეთს ელზას-ლოტარინგია და საარის მხარე; თავად გერმანია ორ სახელმწიფოდ აღმ. და დას-ად დაიშალა. სსრკ-მ 1940 წელს დაიპყრო ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, აზიაში სახალინი, კურილიის კ-ები. გასაბჭოვდა აღმ. ევროპის ქვეყნები, ჩდ. კორეა; გაეროს ინიციატივით ახალი ებრაული სახელმწიფო - ისრაელი შეიქმნა. ომის შემდეგ 1945წ. 20 ნომებრიდან 1946 წ. 1 ოქტომბრამდე გერმანიის ქ. ნიურნბერგში გაიმართა II მსოფლიო ომის დამნაშავეთა სასამართლო პროცესი, სადაც გასამართლდენენ გერმანელი პოლიტიკური მოღვაწეები - გერმანიის სამხედრო ძალების მთავარსარდალი ჰერმან გერინგი, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოხიმ რიბენტროპი, რუდოლფ ჰესი(ჰიტლერის მოადგილე პარტიის მართვის საკითხებში), კარლ დენიცი ( გერმ. ფლოტის ადმირალი), ვილჰელმ კაიტელი( შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი) და სხვ. 12 მათგანს (მათ შორის: გერინგს, რიბენტროპს, კაიტელს და სხვ.) სიკვდილით დასჯა, დანარჩენს კი, სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიუსაჯეს.
II მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა, რომელთაგან ნახევარი შინ არ დაბრუნებულა. ქართველები იბრძოდნენ ყირიმის ნ.კ-ზე, კავკასიის ფრონტზე, მოსკოვთან, ლენინგრადთან,სტალინგრადში, კურსკთან და ა.შ. საბჭოთა არმიის რიგებში თავი ისახელეს გენერალმა კონსტანტინე ლესელიძემ, პორფირე ჩინჩიბაძემ, ვლადიმერ ნანეიშვილმა და სხვ. დიდი ნაწილი გერმანელების ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა, სადაც პარტიზანულ ბრძოლებში მონაწილეობდნენ - უკრაინაში, ბელორუსიაში პოლონეთში და ა.შ. განსაკუთრებით სახელი გაითქვა იტალიაში ფორე მოსულიშვილმა. II მსოფლიო ომის დროს ქართველები გერმანული ჯარების შემადგენლობაშიც იბრძოდნენ. 1921 წელს საქართველოდან ევროპაში წასული ემიგრანტებისგან და ტყვედ ჩავარდნილ ქართველ ჯარისკაცთა ნაწილიდან შედგა 15 ბატალიონი და ორი დივერსიული რაზმი - თამარა I და თამარა II. ბატალიონების სახელწოდებები იყო "მეფე ერკლე II", "დავით აღმაშენებელი", "თამარ მეფე", "ილია ჭავჭავაძე", "შოთა რუსთაველი" და ა.შ. ამ ადამიანებს სურდათ გერმანელების დახმარებით, საქართველო კომუნისტური რეჟიმისგან გაეთავისუფლებინათ.
33. ცივი ომი და მისი მიზეზები
ომის დასრულების შემდეგ, საბჭოთა კავშირმა, იმ ქვეყნებზე, სადაც მისი ჯარი იდგა, კონტროლის დაწესება მოახერხა. ის ჩაერია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საშინაო საქმეებში და იქ კომუნისტური რეჟიმების დამყარებას შეუწყო ხელი. ეს ქვეყნები იყო: აღმ. გერმანია (გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა -გდრ), პოლონეთი, ჩეხოსლოვაკია, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, ალბანეთი და იუგოსლავია. სსრკ-ს ასეთ ქმედებას დას. ევროპასა და აშშ-ში დიდი აღშფოთება მოყვა. 1946 წ-ს 5 მარტს ერთ-ერთი შეხვედრისას უ. ჩერჩილმა წარმოთქვა სიტყვა, “მსოფლიოს კუნთები”. ამ სიტყვით მსოფლიოში ფაქტიურად დაიწყო ”ცივი ომი” _ დაპირისპირება, ერთი მხრივ, აშშ-ს და მის მოკავშირეებს და მეორე მხრივ, სსრკ-ს შორის. ის მოიცავდა დაპირისპირებას პოლიტიკურ, ეკონომიკურ და იდეოლოგიურ სფეროში. ის 90-იან წლებამდე გაგრძელდა. ამ სიტყვაში ჩერჩილმა სსრკ-სთან მიმართებაში პირველად იხმარა ტერმინი “რკინის ფარდა”.
ამ დროს გერმანია ოთხ ზონად (ამერიკულ, ინგლისურ, ფრანგულ და საბჭოთა ზონებად) იყო დაყოფილი. ამერიკელებს მალე სურდათ გერმანიიდან ჯარის გამოყვანა, რადგან ძალიან ძვირი უჯდებოდათ; ინგლისელებს სურდათ ძლიერი გერმანია აღედგინათ, რათა სსრკ-ს დაპირისპირებოდა. საბოლოოდ გაერთიანდა დას. ევროპის მოკავშირეების სამი ზონა, რომელიც ახალი ძლიერი გერმანული სახელმწიფოს საფუძველი გახდა. რაც შეეხება საბჭოთა ზონას, აქ კომუნისტური გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა (გდრ) შეიქმნა.
“ცივი ომის” დაწყების შემდეგ 1947 წლიდან აშშ-მ “ტრუმენის დოქტრინისა” და “მარშალის გეგმის” განხორციელება დაიწყო. 1947 წლის 12 მარტს აშშ-ს პრეზიდენტმა ჰ. ტრუმენმა კონგრესს წარუდგინა პროექტი, რომელიც ისტორიაში “ტრუმენის დოქტრინის” სახელით შევიდა. აქ ჩამოყალიბდა აშშ-ს ახალი საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელიც გულისხმობდა თავისუფალი ერებისათვის (კონკრეტულ შემთხვევაში ტრუმენი მოითხოვდა 400 მლნ. დოლარს საბერძნეთის და თურქეთის დასახმარებლად) სხვადასხვა ტიპის (ეკონომიკურ, სამხედრო) დახმარებას, რათა ამ ქვეყნებში არ წარმოქმნილიყო ტოტალიტარული ან კომუნისტური რეჟიმები.
1947 წლიდან დაიწყო მოქმედება “მარშალის გეგმამაც” , რომელიც აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯორჯ მარშალმა ჩამოაყალიბა. ოფიციალურად გეგმას “ევროპის რეკონსტრუქციის პროგრამა” ეწოდა და ომის შედეგად ეკონომიკურად დასუსტებული დას. ევროპის ქვეყნების ფინანსურ მხარდაჭერას გულისხმობდა. პროგრამის შედეგად 4 წლის განმავლობაში აშშ-ს ფინანსური დახმარება (12 მლრდ. დოლარი) 17-მა ევროპულმა სახელმწიფომ მიიღო. განსაკუთრებით დიდი დახმარება დას. გერმანიამ მიიღო. 1947 წლის 23 მაისს დას. გერმანია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკად(გფრ) გამოცხადდა. მას სათავეში კონრად ადენაუერი ჩაუდგა. მისმა მთავრობამ, პირველ რიგში ეკონომიკის მინისტრის ლუდვიგ ერხარდის ძალისხმევით და აშშ-ს ფინანსური დახმარებით მოახერხა, რომ 1950 წლისთვის დას. გერმანიის წარმოება ომამდე არსებულ ნიშნულს გაუტოლდა, 1956-ში გაორმაგდა, ხოლო 1962-ში გასამმაგდა.
ყოველივე ამის საწინააღმდეგოდ სსრკ-მ საკუთარი პოლიტიკა დაუპირისპირა. 1947 წლის მიწურულს შეიქმნა გდრ. 1949 წელს მოსკოვში სსრკ-მ, ბულგარეთმა, უნგრეთმა, რუმინეთმა, პოლონეთმა და ჩეხოსლოვაკიამ ხელი მოაწერეს “ეკონომიკური ურთიერთ-დახმარების კავშირის” ხელშეკრულებას; ეს კავშირი უპირისპირდებოდა დას. ევროპის ქვეყნებს და კომუნისტური რეჟიმის ქვეყნებს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას გულისხმობდა.
34. ნატო და ვარშავის პაქტის ქვეყნები
1949 წლის 4 აპრილს ვაშინგტონში აშშ-მ, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, იტალიამ , ნიდერლანდებმა, პორტუგალიამ, ლუქსემბურგმა, ბელგიამ, ნორვეგიამ, დანიამ და ისლანდიამ ხელი მოაწერეს ჩრდილო-ატლანტიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის, ნატოს შექმნას (NATO-The North Atlantic Treaty Organization). ორგანიზაციის შტაბ-ბინა ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში მდებარეობს. მოგვიანებით ალიანსს შეუერთდნენ საბერძნეთი, თურქეთი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ესპანეთი. სოციალისტური ბანაკის დაშლის შემდეგ მას შეუერთდნენ ჩეხეთი,პოლონეთი,უნგრეთი, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია და ბულგარეთი, მოგვიანებით ხორვატია და ალბანეთი. ნატოს თავდაპირველი მიზანი იყო ერთიანი ძალებით სსრკ-სგან მოსალოდნელი სამხედრო აგრესიის თავიდან აცილება. ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, რომ ორგანიზაციის ნებისმიერ წევრ ქვეყანაზე თავდასხმა განიხილება, როგორც ყველაზე თავდასხმა.
1955 წელს ნატოს საპასუხოდ სოციალისტური ბანაკის ქვეყნებმა ხელი მოაწერეს ვარშავის პაქტს. ამ პაქტს ხელი მოაწერეს სსრკ-მ, ალბანეთმა, ბულგარეთმა, ჩეხოსლოვაკიამ, გდრ-მ, უნგრეთმა, პოლონეთმა და რუმინეთმა. მოგვიანებით სსრკ-სთან ურთიერთობის გაუარესების გამო, პაქტიდან გამოვიდა ალბანეთი. ამ პაქტის ძირითადი მიზანი იყო, ნატოს ალიანსიდან მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილება. ასე შეიქმნა ევროპაში ორი ურთიერთდაპირისპირებული სამხედრო ბლოკი, თუმცა ომამდე საქმე არ მისულა. 90-იან წლებში კომუნისტური ბანაკის დაშლის შემდეგ, 1991 წელს ვარშავის პაქტმა არსებობა შეწყვიტა და მისი წევრების დიდი ნაწილი ნატოს შეუერთდა.
35. ცივი ომის ეპოქის ომები: კორეა, ვიეტნამი, კარიბის კრიზისი, ავღანეთი
ა) კორეის ომი
1945 წლის აგვისტოში სსრკ-მ და აშშ-მ კორეა იაპონელებისგან გაწმინდეს. მათი შეთანხმების თანახმად კორეა 2 ნაწილად ჩრდ. და სამხ. კორეად გაიყო.
1950 წლის 25 ივნისს კომუნისტური ჩრდ.კორეის ჯარებმა ქვეყნის გაერთიანების საბაბით სამხრეთ კორეაში ომი დაიწყეს. იმავე დღეს გაერომ სამხ.კორეისთვის დახმარების გაწევის შესახებ რეზოლუცია მიიღო. ომში სამხ. კორეას დახმარებას ნატოს წევრი ქვეყნები უწევდნენ, ჩრდილოეთს კი- ჩინეთი და სსრკ (შეიარაღებით). ორ წელიწადში, ორივე მხრიდან დიდი მსხვერპლის მიუხედავად (2 მლნ.დაღუპული და დაჭრილი) ომი უშედეგოდ დასრულდა და კორეა დღემდე ორ სახელმწიფოდაა გაყოფილი (38-ე პარალელზე).
ბ) ვიეტნამის ომი
საფრანგეთის ყოფილი კოლონია ვიეტნამი 1954 წლის შემდეგ ორ ნაწილად კომუნისტურ ჩრდილოეთად და სამხრეთ ვიეტნამად გაიყო.1957 წელს სამხ. ვიეტნამში დაიწყო პარტი-ზანული მოძრაობა ვიეტნამის გასაერთიანებლად; 1959 წლიდან პარტიზანების დახმარების საბაბით ჩდ.ვიეტნამის ჯარებმა მათი ლიდერის ხო ში მინის მეთაურობით ომი წამოიწყეს. სამხ.ვიეტნამის მთავრობას აშშ ეხმარებოდა, რომელმაც 1965 წლიდან ვიეტნამში დიდი რაოდენობით ჯარები გადმოისროლა. ჩდ.ვიეტნამს ჩინეთი (სამხედრო ძალით) და სსრკ (შეიარაღებით და სამხედრო მრჩეველებით) ეხმარებოდნენ. აშშ-მ ამ ომში გამოიყენა ქიმიური იარაღი - დეფოლიანტები, რომელიც ტყეების გასაშიშვლებლად და მოწინააღმდეგის ძალების აღმოსაჩენად ფოთოლცვენას იწვევდა. საბოლოოდ ეს ომი აშშ-ს დამარცხებით დასრულდა. აშშ-მ და ჩრდილოეთ ვიეტნამმა 1973 წელს ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის თანახმად ამერიკულ ჯარებს ვიეტნამი უნდა დაეტოვებინათ. თუმცა უკანასკნელმა ამერიკელმა ჯარისკაცმა მხოლოდ 1975 წლის აპრილში დატოვა სამხ.ვიეტნამი. ვიეტნამი გაერთიანდა. ომი დასრულდა მასში მონაწილე ქვეყნების დიდი ზარალით (აშშ-მ დაკარგა 58 ათასი ადამიანი, სამხ.ვიეტნამმა - 250 000, ხოლო ჩდ. ვიეტნამმა-1 მლნ.ადამიანი).
გ) კარიბის კრიზისი
”ცივი ომის” კულმინაცია იყო ე.წ. „კარიბის კრიზისი“. 1959 წელს კუბაში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა და ქვეყნის სათავეში რევოლუციის ლიდერი ფიდელ კასტრო მოვიდა. მან კუბაში აშშ-ს კომპანიების ქონების ნაციონალიზაცია (სახელმწიო საკუთრებაში გადაცემა) დაიწყო, რამაც აშშ-ს გაღიზიანება გამოიწვია და კუბა 1962 წ-ს ამერიკული სახელმწიფოების ორგანიზაციიდან გარიცხეს. ამის საწინააღმდეგოდ ფ. კასტრომ სსრკ-სთან დაახლოება დაიწყო. 1962 წლისთვის ნატოს წევრ თურქეთში, რომელიც სსრკ-ს მეზობელი იყო დიდი რაოდენობით ატომური რაკეტები იყო განლაგებული. ამის საპასუხოდ სსრკ-ს სახელმწიფოს ლიდერმა ნ. ხრუშჩოვმა კუბაში, ამერიკის სანაპიროებთან ატომური რაკეტები განათავსებინა. 1962 წელს აგვისტოში სსრკ-მ კუბის ტერიტორიაზე საიდუმლოდ დაიწყო სამჭოთა ატომური რაკეტების განლაგება და სამხედრო დანაყოფების გადასხმა. იმავე წელს ოქტომბერში ამერიკულმა სადაზვერვო თვითმრფინავმა ეს რაკეტები დააფიქსირა. ამოქმედების შემთხვევაში ისინი მთელი ამერიკის ტერიოტორიას დაფარავდნენ. პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ გადაწყვიტა კუბის სამხედრო ბლოკადის დაწყება. 200-მდე ამერიკულმა გემმა კუბას ალყა შემოარტყა. პარალელურად კენედიმ ნ. ხრუშჩოვს მოსთხოვა რაკეტების დემონტაჟი. სსრკ-ს მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში აშშ ატომური ომის დაწყებით დაიმუქრა. ატომური ომი ყოველ წუთს შეიძლებოდა დაწყებულიყო. 10 დღიანი მოლაპარაკებების შემდეგ, 28 ოქტომბერს აშშ და სსრკ შეთანხმდნენ, რომ საბჭოთა კავშირი დაუყოვნებლივ დაიწყებდა რაკეტების დემონტაჟს და კუბიდან გატანას, აშშ კი საზღვაო ალყას მოხსნიდა და არ ეცდებოდა კუბის დაპყრობას. 1962 წლის ნოემბერში ეს ხელშეკრულება შესრულდა. გარდა ამისა აშშ-მ ატომური რაკეტები გაიტანა თურქეთიდანაც.
დ) ავღანეთის ომი
1973 წელს ავღანეთში მონარქია დაემხო. სახელმწიფოს სათავეში გენერალი დაუდ ხანი მოვიდა. 1978 წელს აპრილში სსრკ-ს დახმარებით ავღანეთში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა და სათავეში სოციალისტური მთავრობა მოვიდა. თუმცა სოციალისტურმა გარდაქმნებმა მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია და სამოქალაქო ომი დაიწყო,რომელსაც ავღანელი მოჯაჰიდები (არაბ. წმინდა საქმისთვის მებრძოლი - მუსლიმური სარწმუნოებისთვის მებრძოლები) ხელმძღვანელობდნენ. გარდა ამისა, სსრკ-ში თვლიდნენ , რომ სახელმწიფო მეთაური ჰაზიფულა ამინი ამერიკასთან დაახლოებას ცდილობდა. ყოველივე ამის გამო, 1979 წლის ბოლოს საბჭოთა ჯარები ავღანეთში შეიჭრნენ. ამინი ჩამოაგდეს და სსრკ-სთვის მისაღები პიროვნება ბაბრაქ ქარმალი დანიშნეს. ომი 10 წელი გაგრძელდა. ერთ მხარეს მონაწილეობდა ავღანეთის სოც. მთავრობის და სსრკ-ს ჯარები, ხოლო მეორე მხარეს ავღანელი მოჯაჰიდები, რომლებსაც სამხედრო და ფინანსურ დახმარებას აშშ, საუდის არაბეთის, პაკისტანი, ჩინეთი და ირანი უწევდა. ეს ომი 1989 თებერვლამდე გაგრძელდა. ომში მონაწილეობა მიიღო 500 000 სამჭოთა და 300 000-ზე მეტმა ავღანელმა ჯარისკაცმა ერთი მხრივ და 200 000-მდე მოჯაჰიდმა. ომი საბოლოოდ საბჭოთა ჯარების ავღანეთის დატოვებით დასრულდა.1992 წელს კი მოჯაჰიდებმა დაამარცხეს ავღანეთის მთავრობის ჯარები. ავღანეთის ომით ”ცივი ომი” დასრულდა.
36. უძრაობის ეპოქა საბჭოთა კავშირში
1953 წლის 5 მარტს იოსებ სტალინი გარდაიცვალა. სახელმწიფოს სათავეში ნიკიტა ხრუშოვი მოვიდა. მის დროს გულაგებიდან გამოუშვეს პატიმრები. სტალინის “კულტი” დაგმობილ იქნა. ამ პერიოდს ისტორიაში “დათბობის ხანა” ეწოდება. თუმცა ეს არ ნიშნავდა დემოკრატიზაციას. 9 მარტს თბილისში დემონსტრანტები, რომელიც იოსებ სტალინის გარდაცვალების თარიღს აღნიშნავდნენ დახვრიტეს; ასევე1956 წ. საბჭოთა ტანკები შეიყვანეს უნგრეთში, რომლის მთავრობა შეეცადა, დემოკრატიული რეფორმები განეხორციელებინა. სწორედ ხრუშოვის სახელს უკავშირდება, “კარიბის კრიზისი”. 1964-1982 წწ საბჭოთა კავშირს ლეონიდ ბრეჟნევი მართავდა. სწორედ ამ პერიოდს ეწოდა “უძრაობის ხანა”, რადგან რეალურად ცხოვრების არცერთი სფერო, მრეწველობა და სოფლის მეურნეობა არ ვითარდებოდა. პირიქით მისი მმართველობის ბოლო პერიოდში დაღმასვლაც კი დაიწყო. 80-იანი წლების დასაწყისში ქვეყანა უკვე სურსათის ნაკლებობას განიცდიდა.
საგარეო პოლიტიკაში სსრკ განაგრძობდა აგრესიულ საგარეო პოლიტიკას, რაც “ბრეჟნევის დოქტრინაში” გამოიხატა. ამ დოქტრინის მიხედვით, მოსკოვს არ უნდა დაეშვა აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტური ქვეყნების დემოკრატიზაცია; ამიტომ უნდა ჩარეულიყო მათ საშინაო საქმეებში. ასემოხდა 1968 წელს, როცა ჩეხოსლოვაკიის მთავრობა შეეცადა ქვეყნის დემოკრატიზაციას და ქვეყანაში ანტისაბჭოთა გამოსვლები დაიწყო. სსრკ–მ ტანკები შეიყვანა ამ ქვეყანაში და ეს გამოსვლები სისხლში ჩაახშო.
მიუხედავად ასეთი პოლიტიკისა, აშშ შეეცადა დაეწყო მოლაპარაკებები სსრკ-სთან. 1972 წელს აშშ-ს პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა და ბრეჟნევმა, ქ. მოსკოვში ხელი მოაწერეს, რაკეტსაწინააღმდეგო და სხვა სტრატეგიული შეიარაღების წარმოების შეზღუდვის ხელშეკრულებას. მათი შეხვედრის ერთგვარი გაგრძელება იყო, 1973 წელს ქ. ჰელსინკში “ევროპის უშიშროების და თანამშრომლობის ორგანიზაციის” - ეუთოს (OSCE) შექმნა. 1975 წელს 35 სახელმწიფოს (ევროპის ქვეყნები, სსრკ, აშშ და კანადა) მეთაურმა ხელი მოაწერა დასკვნით აქტს, რომლის თანახმად, პატივი უნდა ეცათ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანთა უფლებებისათვის. სამხედრო, ეკონომიკურ, სამეცნიერო და ტექნოლოგიურ სფეროებში თანამშრომბლობა უნდა განმტკიცებულიყო.
XX საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს და 80-იანის დასაწყისში, სსრკ–მ დასავლეთ საზღვარზე, აღმოსავლეთ გერმანიასა და ჩეხოსლოვაკიაში განალაგა რაკეტები, რომლებიც ევროპის ქვეყნებისკენ იყო მიმართული. ამის საპასუხოდ აშშ-ს პრეზიდენტ რონალდ რეიგანის (1981-1989) ინიციატივით, აშშ-მ მსგავსი რაკეტები ევროპაში განალაგა. ისინი სსრკ-სკენ იყო მიმართული. ამას გარდა, რონალდ რეიგანმა აკრძალა სსრკ-სთვის ამერიკული მარცვლეულისა და მაღალი ტექნოლოგიების მიყიდვა. 1983 წლიდან აშშ-ში ახალი პროგრამა - “ სტრატეგიული თავდაცვითი სისტემა” შეიმუშავეს. მისი მიზანი იყო ისეთი სარაკეტო და კოსმოსური დანადგარების წარმოება, რომელიც ნებისმიერ სარაკეტო თავდასხმას მოიგერიებდა. ამ პროგრამას მასმედიამ “ვარსკვლავური ომების” პროგრამა შეარქვა. სწორედ რეიგანმა უწოდა სსრკ-ს “ბოროტების იმპერია” (1983 წელს). აშშ-ს მთავარი მოკავშირე ამ დროს დიდი ბრიტანეთი იყო, რომლის პრემიერ მინისტრი, “რკინის ლედად” წოდებული მარგარეტ ტეტჩერი (1979-1990) იყო. ამ პროგრამის საპასუხოდ სსრკ იძულებული გახდა თავადაც დაეწყო ახალ პროგრამებზე მუშაობა და დასავლეთს “ გამალებულ შეიარაღებაში” აყოლოდა. თუმცა ამას ძლიერი ეკონომიკა სჭირდებოდა, რაც სსრკ-ს არ გააჩნდა. შესაბამისად ქვეყანაში დაიწყო გაჭირვება. სურსათის გაყიდვა ტალონებით დაიწყეს. ფაქტიურად სსრკ-ში დაიწყო მწვავე ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი, რამაც მისი დანგრევა გამოიწვია.
37. ეროვნული მოძრაობები და საბჭოთა კავშირის დაშლა
60–იანი წლებიდან სსრკ-ში დაიწყო ე.წ “დისიდენტური” ანუ სხვაგვარად მოაზროვნეთა მოძრაობა. ამ მოძრაობაში გაერთიანებულნი იყვნენ სხვადასხვა მრწამსის ადამიანები - კომუნისტებიდან დაწყებული ლიბერალებით დამთავრებული. ყველა მათგანს აერთიანებდა ერთი რამ, სწრაფვა სსრ კავშირის დემოკრატიზაციისკენ. დისიდენტური მოძრაობის გაძლიერებას ხელს უწყობდა ის რადიოსადგურები - “თავისუფლება”, “ამერიკის ხმა”, “ბი-ბი-სი ”, “გერმანული ტალღა” და ა.შ., რომლებიც საზღვარგარეთულ და საბჭოთა კავშირის ხალხთა ენებზე მაუწყებლობდნენ და საბჭოთა ხალხს ობიექტურ ინფორმაციას აწვდიდნენ. ამავე დროს დაიწყო ე.წ “სამიზდატის” ისტორია. საბეჭდ მანქანებზე იბეჭდებოდა და ხალხში ვრცელდებოდა აკრძალული ლიტერატურა. დისიდენტური მოძრაობის ლიდერები იყვნენ :აკადემიკოსი ა.სახაროვი, მწერალი ა. სოლჟენიცინი, კ. ბუკოვსკი და სხვები. ამ მოძრაობის გაქტიურებაში დიდი როლი ითამაშა ჰელსინკის შეკრებამ, სადაც სსრკ-მ აიღოვალდებულება, რომ ადამიანთა უფლებებს დაიცავდა. “ჰელსინკის” ჯგუფები ჩამოყალიბდა - რუსეთში, უკრაინაში, საქართველოში, სომხეთში და ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში.
ქართული ეროვნული მოძრაობის გამორჩეული ფიგურები იყვნენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა. 1974 წელს მათი თაოსნობით შეიქმნა ადამიანთა და ერის უფლებათა დამცავი ორგანიზაცია - “ადამიანის უფლებათა საინიციატივო ჯგუფი”. 1975 წელს თბილისში “სამიზდატის” ლიტერატურულ - პუბლიცისტური ჟურნალი “ ოქროს საწმისი” (რედ.ზვიად გამსახურდია) გამოვიდა. ამ ჟურნალში იბეჭდებოდა აკრძალული ლიტერატურული ნაწარმოებები, პუბლიცისტური წერილები ქართული ენისა და კულტურის დევნაზე. 1976 წლიდან ზ. გამსახურდიას და მ. კოსტავას რედაქტორობით გამოვიდა კიდევ ერთი ჟურნალი “საქართველოს მოამბე”, რომელშიც საბჭოთა მთავრობისთვის არასასურველი ინფორმაციები იბეჭდებოდა. იმავე წელს ამ ადამიანების ინიციატივით ჩამოყალიბდა ჰელსინკის ჯგუფი, მაგრამ მალე ზ. გამსახურდია და მ. კოსტავა დააპატიმრეს და სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
1978 წელს გამოქვეყნდა საქართველოს სსრ კონსტიტუციის პროექტი, რომელიც საქართველოს სსრ უზენაეს საბჭოს უნდა დაემტკიცებინა. ადრინდელი კონსტიტუცი - ისგან განსხვავებით პროექტში აღარ იყო მუხლი საქ. სსრ სახელმწიფო ენის შესახებ, სადაც ეწერა, რომ ქართული ენა სახელმწიფო ენა იყო. ამ ფაქტმა ქართული საზოგა-დოების, განსაკუთრებით სტუდენტების პროტესტი გამოიწვია და 14 აპრილს, უზენაესი საბჭოს მიმდინარეობის დღეს, პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე გრანდიო-ზული დემონსტრაცია გაიმართა. ვითარება განიმუხტა მას შემდეგ, რაც საქართველოს კომპარტიის ცკ-ს I მდივანმა ე. შევარდნაძემ დაარწმუნა მოსკოვის ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგნელები, რომ ამ მუხლის აღდგენა აუცილებელი იყო.
1985 წელს სსრკ კომპარტიის გენერალური მდივანი გახდა, ახალგაზრდა რეფორმატორი, მიხეილ გორბაჩოვი. მისი და მისი გუნდის ლოზუნგები იყო: “ახალი პოლიტიკური აზროვნება”, “ გარდაქმნა”, “საჯაროობა” და “პოლიტიკური სისტემის დემოკრატიზაცია”. მათ აღიარეს, რომ ქვეყანაში უამრავი პრობლემა იყო, მათ შორის ადამიანთა უფლებების მხრივაც. მ. გორბაჩოვმა ნახევარი მილიონი ჯარისკაცით შეამცირა საბჭოთა არმია და განაცხადა, რომ სახელმწიფო მილიტარისტული ეკონომიკიდან განიარაღებაზე გადავიდოდა. მანვე მოკავშირე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერებს განუცხადა, რომ აღარ აპირებდა მათ შინაურ საქმეებში ჩარევას და მათ თავად უნდა აერჩიათ განვითარების საკუთარი გზა. ამან გამოიწვია ის რომ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში დემოკრატიული გარდაქმნის ხანა დაიწყო. შეიცვალა კომინუსტური რეჟიმები. 1989 წელს დაინგრა ბერლინის კედელი.
“გარდაქმნის” პოლიტიკამ საბჭოთა კავშირში ეროვნული მოძრაობის გააქტიურება გამოიწვია. დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაიწყო გამოსვლები საქართველოში, ესტო-ნეთში, ლიტვაში, ლატვიაში, აზერბაიჯანში და სხვა. 1989 წლის გაზაფხულზე მთავრობის სახლის წინ მიმდინარეობდა მიტინგი, დამოუკიდებლობის მოთხოვნით. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ჯარმა დაარბია მომიტინგეები. დარბევის დროს 16 ადამიანი დაიღუპა. ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა მთელ მსოფლიოში. 1990 წელს საბჭოთა რესპუბლიკებში უმაღლესი ორგანოების არჩევნები ჩატარდა და მთელ რიგ რესპუბლიკებში ხელისუფლების სათავეში ეროვნული მოძრაობის წარმომად-გენლები, ყოფილი დისიდენტები მოვიდნენ. მოსკოვში უკვე ვეღარ აკონტროლებდნენ შექმნილ სიტუაციას. 1991 წელს დეკემბერში რუსეთის, უკრაინის და ბელორუსიის პირველი პირების შეხვედრაზე საბჭოთა კავშირი დაშლილად გამოცხადდა.
38. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა
1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა მრავალპარტიული არჩევნები, რომლის შედეგადაც უზენაეს საბჭოში უმრავლესობა ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საარჩევნო ბლოკმა “მრგვალი მაგიდა - თავისუფალმა საქართველომ” მიიღო. ზვიად გამსახურდია უზენაესი საბჭოს თავჯდომარედ აირჩიეს. უზენაესმა საბჭომ 1991 წლის 31 მარტს მოაწყო რეფერენდუმი კითხვაზე: თანახმა ხართ თუ არა, საქართველოს დამოუკი-დებლობის აღდგენისა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე? მოსახლეობის 98% დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა მხარი. 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი, ხოლო 26 მაისს ზვიად გამსახურდია პრეზიდენტად იქნა არჩეული.
1991 წლის II ნახევარში ზვიად გამსახურდიას მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო. საზოგადოების ნაწილი ოპოზიციაში აღმოჩნდა. დეკემბრის ბოლო დეკადაში სამოქალაქო ომი გაჩაღდა. 1992 წლის 6 იანვარს, ზ. გამსახურდია მომხრე-ებთან ერთად იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა. ორი თვის მანძილზე ქვეყანას “სამხედრო საბჭო” მართავდა, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: ყოფილი პრემიერ მინისტრი თენგიზ სიგუა, თენგიზ კიტოვანი და სამხედრო გაერთიანება “მხედრიონის” ლიდერი, ჯაბა იოსელიანი. 1992 წლის მარტში ქვეყანაში ჩამოვიდა ე. შევარდნძე და სათავეში ჩაუდგა სამხედრო საბჭოს.
1993 წელს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის (სამაჩაბლოს) რეგიონს დაემატა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაც, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
1995 წლის 24 აგვისტოს მიიღეს საქართველოს კონსტიტუცია. ამავე წელს ჩატარდა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს ედუარდ შევარდნაძე.
39. საქართველო და მსოფლიო თანამეგობრობა
1992 წლის 31 ივლისს საქართველო გახდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაეროს) 179 - ე წევრი. გაერო მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამდე 1945 წლის 26 ივნისს შეიქმნა. საქართველო თანამშრობლობს გაეროს დაქვემდებარებაში მყოფ სხვადასხვა ორგანიზაციებთან - უნისეფთან (Unicef - გაეროს ბავშვთა ფონდი), გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან, გაეროს განვითარების პროგრამასთან და იუნესკოსთან (Unesco - გაეროს საგანმანათლებლო სამეცნიერო და კულტურული ორგანიზაცია).
1998 წლის 27 აპრილს საქართველო გახდა, ევროპის საბჭოს 41 - ე წევრი, ეს ორგანიზაცია 47 სახელმწიფოს აერთიანებს. საქართველოს ევროპის საბჭოში მიღების დროს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ზ. ჟვანიამ წარმოსთქვა ისტორიული ფრაზა: “მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი”.
1995 წელს შეიქმნა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, რომლის მიზანს გლობალური სავაჭრო კანონების დაწესება და მის წევრ ქვეყნებს შორის სადავო ეკონომიკური საკითხების მოგვარება წარმოადგენს. 2000 წელს საქართველო ამ ორგანიზაციის სრულ-უფლებიანი წევრი გახდა.
1975 წელს ჰელსინკში დაფუძნებულ ორგანიზაციას, 1995 წლიდან ეუთო (ევროპის უშიშროების და თანამშრომლობის ორგანიზაცია) ეწოდა. ამ ორგანიზაციაში საქართველო 1992 წლიდან გაწევრიანდა.
საქართველოს თანამშრომლობს ევროკავშირთან და ნატოსთან, რომელთა წევრიც არ არის.
ევროკავშირი აერთიანებს ევროპის 27 ქვეყანას. ის წარმოადგენს პოლიტიკურ და ეკონომიკურ გაერთიანებას. რაც გგულისხმობს მასში შემავალი ერების საერთო მოქალაქეობას, მათ თავისუფალ გადაადგილებას ევროკავშირი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, საერთო საგარეო და თავდაცვითი პოლიტიკის წარმოებას, მჭიდრო თანამშრომლობას სამართლებრივ და ეკონომიკურ სფეროებში, რისი მთავარი პირობაც საერთო ვალუტა - ევროა. 1996 წელს საქართველომ ხელი მოაწერა, “საშუალედო შეთანხმებას”, პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ. 2006 წელს - სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში, საქართველო - ევროკავშირის სამოქმედო გეგმას.
1997 წ. ნატოსთან შეიქმნა ევრო-ატლანტიკური პარტნიორობის საბჭო და საქართველო მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა. 2004 წლის 29 ოქტომბერს ნატოს უმაღლესმა ორგანომ ჩრდილო ატლანტიკურმა საბჭომ დაამტკიცა საქართველოს “ინდივიდუალური პარტნიორობის გეგმა”.
|