დიდი ბერძნული კოლონიზაცია

ძველი საბერძნეთი, ელადა ძველი ბერძნული სახელმწიფოების საერთო სახელწოდებაა. ძველი საბერძნეთის ისტორიას 5 პერიოდად ყოფენ:

  • 1. ეგეოსის ანუ კრეტა-მიკენის ხანა: გვაროვნული წყობა იშლება და იქმნება ადრემონათმფლობელური სახელმწიფოები, რომლებიც დორიელთა შემოსევამ მოსპო და მთელ საბერძნეთში კვლავ გვაროვნული წყობა დამყარდა.
  • 2. ჰომეროსის ეპოქა მოიცავს ძვ. წ. XI-IX ს. ეს არის გვაროვნული წყობის ხელახალი დაშლისა და კლასობრივი საზოგადოების ჩასახვის ხანა.
  • 3. არქაულ პერიოდში - ძვ.წ. VIII-V სს. საბერძნეთის წამყვან ოლქებში მთავრდება მონათმფლობელური საზოგადოების ჩამოყალიბება, იქმნება ქალაქ-სახელმწიფოები - პოლისები  და იწყება ე.წ. დიდი ბერძნული კოლონიზაცია.
  • 4. კლასიკურ ეპოქაში - ძვ.წ. V-IV სს. საბერძნეთში უმაღლეს საფეხურს აღწევს მონათმფლობელური ურთიერთობის განვითარება, შემდეგ კი უკიდურესობამდე მწვავდება ბრძოლა ფენებს შორის. ბერძნულ პოლისებში იწყება სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი.
  • 5. მაკედონიის მიერ საბერძნეთის დამორჩილება - ძვ. წ. IV ს. II ნახევარში ბერძენ-მაკედონელთა ლაშქრობა სპარსეთის წინააღმდეგ, მისი განვითარება და ძვ. მსოფლიოს ისტორიაში ახალი, ელინისტური ეპოქის დასაწყისი.

ძვ.წ. VIII-VII სს-დან ბერძნებმა დიდი საკოლონიზაციო მოძრაობა წამოიწყეს. იმ დროს ბერძნებს ერთიანი სახელმწიფო არ ჰქონდათ. ბალკანეთის ნახევარკუნძული, ეგეოსის ზღვის კუნძულები და ხმელთაშუა ზღვის მცირე აზიული სანაპირო (ტერიტორია, სადაც ბერძნები ცხოვრობდნენ) იყო დამოუკიდებელი ქალაქ-სახელმწიფოებით -პოლისებით. ბერძნული პოლისი აერთიანებდა მთავარ ქალაქსა და მის მიმდებარე ტერიტორიას, სადაც თავისუფალი მოქალაქეებიც ხოვრობდნენ. ამ პოლისებმა ხმელათაშუა და შავი ზღვის სანაპიროზე დაიწყეს ახალი ქალაქების -კოლონიების დაარსება. კოლონიების დამაარსებელ ასეთ პოლისებს მეტროპოლიები (დედაქალაქები) ეწოდება. რა იყო კოლონიების დაარსების მიზეზები? პოლისებში მოსახლეობის სიჭარბე, შესაბამისად ახალი მიწების ათვისების აუცილებლობა და ეკონომიკური ფაქტორი: პოლისებს წარმოებული საკუთარი ჭარბი პროდუქცია უნდა გაესაღებინათ და იმავდროულად შემოეტანათ ის ნედლეული, რომელიც მათ ქალაქში არ მოიპოვებოდა. ბერძენი ავტორები ხშირად ხმარობენ ტერმინ სტენოხორიას - შევიწროებას. პოლისი ვეღარ იტევდა და ვერ აკმაყოფილებდა ჭარბ მოსახლეობას პროდუქციით, ვეღარ ასაქმებდა მას. კოლონიზაციის მეორე მიზეზი საშინაო კონფლიქტი იყო, რომელსაც სამოქალაქო ომები მოსდევდა. ამისაგან თავის აცილების ერთ-ერთი გზა იყო უმცირესობაში მოხვედრილი ჯგუფი ტოვებდა ქვეყანას. მას შემდეგ, რაც ახალ საცხოვრებელ მიწების მაძიებელი ბერძნები ტოვებდნენ ქალაქს, ისინი კარგავდნენ უკან დაბრუნების უფლებას. დადაქალაქი /მეტროპოლისი/ მათ არავითარ დახმარებას არ უწევდა.
ბერძნები პოლისებს აარსებდნენ მიზეზების გათვალისწინებით: ქალაქი ადვილი მისადგომი უნდა ყოფილიყო ზღვიდან, დაცვა უნდა ყოფილიყო ადვილი, ქალაქის გარშემო უნდა ყოფილიყო ნოყიერი მიწები, ქალაქში უნდა ყოფილიყო მუდმივი წყალი. ასეთი ადგილის პოვნა ძნელი იყო და ამიტომ ისინი ხშირად უპირისპირდებოდნენ ადგილობრივ მოსახლეობას.

როგორი იყო დამოკიდებულება მეტოპოლიასა და კოლონიას შორის? ზოგან მეტროპოლია კოლონიაზე ძლიერ კონტროლს ახორციელებდა, ზოგან კი კოლონიები დროთა განმავლობაში სრულ დამოუკიდებლობას აღწევდნენ და თავად ხდებოდნენ პოლისები. იქ, სადაც კოლონია ძლიერი სახელმწიფოს ტერიტორიაზე (მაგ., ეგვიპტეში) იქმნებოდა, ეს ახალშენი პოლიტიკური და სამხედრო აქტივობით ვერ გამოირჩეოდა, ხოლო იქ, სადაც მოსახლეობა გავითარების დაბალ საფეხურზე იმყოფებოდა, კოლონია წამყვან პოლიტიკურ ძალად იქცეოდა. რა აერთიანებდა ამ დაქსაქსულ ბერძნულ სამყაროს? 1. ბერძნული ენა; 2. საერთო რელიგია; 3. კულტურა. ამიტომ ჩამოყალიბდა მსოფლმხედველობა ელინი (ბერძენი) და დანარჩენი, უცხო სამყარო-ბარბაროსი.  კოლონიებს საბერძნეთიდან წმინდა ცეცხლი მოჰქონდათ და თაყვანს სცემდნენ იმავე ღმერთების პამთეონს. კოლონიები ინარჩუნებდნენ მეტროპოლიის ინსტიტუტებს, ტრსდიციებს. კოლონია მთლიანად დამოუკიდებელი იყო ისეც ხდებოდა,რომ კოლონია ომის დროს უპირისპირდებოდა თავის მეტროპოლიას, როგორც ეს მოხდა კორკირსა და მეტროპოლია კორინთოს შორის, რაც პელოპონესის ომი საბაბად იქცა. კოლონიზაციის პერიოდში შექბნილ დასახლებებს დღემდე შემორჩათ ბერძნული სახელები: მასილია /მარსელი/, ნეაპოლი, სირაკუზი, ბიზანტია და ა.შ.  ბერძნებმა ასეთივე ახალშენები დააარსეს ჩრდ. შავიზღვისპირეთში /პანტიკაპეონი, ოლივია, ხერსონესი და სხვ. კოლონიზაციას ხმელთაშუაზღვის ელინიზაცია მოჰყვა, ყველაზე შორეული დასახლებების ჩათვლით, ბერძნული კოლონიების გავლენა ადგილობრივ მოსახლეობაზე, რელიგიური, კულტურული, პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, დიდი იყო. აქ ბერძნები ადგილობრივ მოსახლეობაზე გაბატონდნენ და დამოუკიდებელი სახელმწიფოები შექმნეს. ბერძნული ახალშენები გაჩნდა საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის სანაპიროზე: ფაზისი (ფოთი), გიენოსი (ოჩამჩირე), დიოსკურია (სოხუმი), პიტიუნტი (ბიჭვინთა); ახალშენი იყო ასევე ქობულეთ-ფიჭვნარის ტერიტორიაზე.
ბერძნული სახელმწიფო იმ დროისათვის ყველაზე მაღალგანვითარებული და დაწიანურებული იყო.

ძველმა ბერძნებმა შექმნეს მაღალი კულტურა, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ევროპისა და წინა აზიის ხალხთა კულტურულ განვითარებაზე.




სტატიის მომზადებულია – თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის II კურსის სტუდენტ ნატო გოლიაძის მიერ.


megobari saitebi

   

20.05.2015