სამედიცინო ცნობები ქართულ ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებებში
(V_X სს.)
ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდიან V_X საუკუნეების საქართველoში სამედიცინო ცოდნის შესახებ... ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის მნიშვნელობა მათი ეპოქის სამედიცინო შეხედულებების შესწავლის საქმეში აღნიშნული აქვთ ქართული მედიცინის ისტორიის მკვლევარებს (მ. სააკაშვილისა და ა. გელაშვილის, მ. შენგელიას და სხვ.). წმინდა სამედიცინო (ექიმის) პოზიციებიდან აქვს ,,შუშანიკის წამება~ განხილული ექიმ ვ. Aალადაშვილს და გარკვეულ დასკვნებსაც აკეთებს. Uუნდა აღინიშნოს, რომ ჰაგიოგრაფიული ლიტერატურაში დამოწმებული სამედიცინო შეხედულებებს განხილვა ეთნოგრაფიული თვალსაზრისითაც საინტერესო სურათს იძლევა, რადგან მათი დამოწმება გარკვეულწილად ხალხურ მკურნალთა საქმიანობაშიც (ხალხში გავრცელებულ შეხედულებებშიც) არის შესაძლებელი.
ჩვენთვის საინტერესო საკითხის შესწავლისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ,,შუშანიკის წამებას~. Nნაწარმოების ავტორი ექვსი წლის მანძილზე უვლიდა და აკვირდებოდა შუშანიკის ჯანმრთელობას და ცხადია ის სამედიცინო ცოდნა რაც გადმოცემულია ,,შუშანიკის წამებაში~ იაკობის პროფესიონალიზმს უსვამს ხაზს, ეს კი გვაფიქრებინებს, რომ ,,ავადმყოფთა მოვლა_პატრონობა და მკურნალობა სასულიერო პირთა ერთ_ერთ ფუნქციას შეადგენდა და ისინი საკმაოდ კარგად ერკვეოდნენ მედიცინის საკითხებში~. (ალადაშვილი. 1985. 47.) ამ შეხედულებას საველე ეთნოგრაფიული მასალებიც ადასტურებენ, რომლის მიხედვითაც საქართველოში მოქმედ სახალხო მკურნალთა დიდი წილი მოდის სასულიერო წოდების შთამომავლებზე.
ვ. ალადაშვილის აზრით სასულიეროსთან ერთად არსებობდა საერო მედიცინაც, რომელსაც ემსახურებოდნენ პროფესიონალი ექიმები და სახალხო მკურნალები, ამას ასაბუთებს იმით, რომ თავად შუშანიკმა მოჰკიდა ხელი სნეულთა მკურალობას. A საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულება გვაქვს, რადგანაც ცნობილია, და ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის ანალიზის მიხედვითაც თვალსაჩინო ხდება, რომ ქრისტეს რჯულისათვის წამებულთა ერთ_ერთი ფუნქცია ღმერთისაგან ბოძებული იყო, სნეულთა მკურნალობის ზეგარდმო გადმოსულიუნარი. ისინი ძირითადად ლოცვით კურნავდნენ ავადმყოფებს. ,,რამეთუ იტყვის უფალი: რომელსა მე ვჰრწმენე, უმეტესი ჩემსა ქმნეს~. (ზარზმელი, 1987. 668.). ცნობილია, რომ ქრისტე შეპირდა თავის მიმდევრებს, ,,რასაც ითხოვთ ჩემი სახელით, გავაკეთებ~_ო. (იოანე. 14:13). შუშანიკიც სწორედ ასე იქცევა, ,,--- და მიერითგან განითქვა ყოველსა ქართლსა საქმეი მისი. Dდა მოვიდოდეს მამანი და დედანი აღნათქვემთა შეწირვად და, რაი ვის უხმდა, მიემადლებოდა წმიდითა ლოცვითა შუშანიკისითა, რომელსა მოსცემდა მას კაცთმოყვარე ღმერთი. Uუშვილოთა_შვილი, სნეულთა_კურნება, ბრმათა_თვალთა ახილვა~. (ცურტაველი, 1987. 235_236.) ნაწარმოებში არ ჩანს, რომ შუშანიკს ეს უნარი წამების გზაზე დადგომამდე ჰქონოდა. აღნიშნულის დადასტურება შეგვიძლია სხვა ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებებიდანაც. Aასე მაგ. ,,აბო თბილელის მარტვილობაში~, ვკითხულობთ, რომ როცა აბო სიკვდილით დასაჯეს, თბილისის ამირას ეწვია მაჰმადიანთა დელეგაცია და მოითხოვეს აბოს ნეშტი, რათა ,,_ჩვენ ვიცით, რამეთუ ჩვეულებაÁ არს ქრისტიანეთაÁ ესრესახედ. თუ ვინმე თავი მოიკლის ქრისტეს მათისათვის, მოიპარიან გვამი მისი და პატივს სციან მას დაფვლითა და ტყუვილით რეცა თუ სასწაულსა და კურნებასა რასმე განთქმედ ერსა შორის და სამოსელსა და თმასა თავისა მისისასა და ძვალსა მისსა განიყოფედ რეცა საცოდ სნეულთათვის---~ იოანე საბანისძე კი დარწმუნებით ამბობს _,,ამას დაღათუ ქრისტიანეთა შურისათვის იტყოდეს, არამედ ჭეშმარიტსა და მართალსა წამებდეს, ვინაითგან იგი არიან ქრისტეს მოწამენი მკურნალ..~ (საბანისძე.). ევსტათი მცხეთელის წამების უცნობი ავტორი წერს, რომ ქრისტე მოციქულებს ავალებს ,,-მიიღეთ თქვენ სული ცხორებისაი ---- და ჰყოფდით ნიშებსა და სასწაულებსა და კურნებასა..~ (უცნ. ავტორი), ხოლო თავად ევსტათის დასჯის წინ აღუთქვამს, ,,_ არა უნაკლულეის იყო შენ პირველთა მათ მადლითა კურნებისაYთა, რომელთა ვჰრწმენე მე --~ (უცნ. Aaვტორი).
სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში ვკითხულობთ ,,---ხოლო უკანაისკნელ მცირე ეგვტერიცა აღაშენა, რამეთუ ნიშნი და კურნებანი სნეულთანი იქნებოდეს საღმრთოÁსაგან მადლისა წმიდათა მათ მთავარანგელოზთაÁსა~ (ზარზმელი). ან კიდევ ,,და მრავალნი ჟამსა მას დაფლვისა მისისასა მრავალფერთა სენთაგან განიკურნეს, რაÁთა ყოველთა უწყოდიან, ვითარმედ სიკვდილისაცა შემდგომად ცხოველ არს და იღწვის სარწმუნოებით შევედრებულთას...~ (ზარზმელი). ,,შუშანიკის წამება~ გამოირჩევა სამედიცინო ცნობების მრავალფეროვნებით, და რაც ყველაზე მეტად საყურადღებოა ავტორი დაავადების გამომწვევ მიზეზად (გარდა უზენაესის რისხვისა) ასახელებს მთელ რიგ ჯანმრთელობისათვის მავნე ფაქტორებს, მაგ. ცუდ გეო_კლიმატურ და საცხოვრებელ პირობებს, შიმშილს, მძიმე სულიერ მდგომარეობას და სხვ. ,,ჟამსა ზაფხულისასა ცეცხლებრ შემწუელი იგი მხურვალებაÁ მზისი, ქარნი ხორშაკნი და წყალნი მავნებელნი, რომლისა მკვიდრნიცა მის ადგილისანი სავსენი სენითა, წყლითა განსივებულნი და განყვითლებულნი, პირ_მსივანნი და დღე_მოკლედ ცხოვრებულნი, და მოხუცებული არა ვინ არს მას ქუეყანასა~. (ცურტაველი).
ეთნოგრაფიული მასალის მიხედვითაც აღნიშნული ცოდნა ხალხში საკმაოდ ფეხმოკიდებულია. Qქართველები დიდ ყურადღებას აქცევდნენ სამოსახლო ადგილის შერჩევას. ამ ემპირიულ ცოდნაზე უცხოელი მოგზაურებიც მიუთითებენ: ,,იმერლებს--- შეუძლიათ ცივილიზირებულ ხალხებს კარგი რჩევა მისცენ სამოსახლოდ შესაფერისი ადგილის შესარჩევად --- იმერლები სამეურნეოდ დაბლობს იყენებენ, მაგრამ სახლკარად მაღლობ ადგილს ირჩევენ წყაროებთან ახლოს~. (გამბა). ქვემო ქართლშიც, სადაც მალარია იყო გავრცელებული, სამოსახლო ადგილის შერჩევასა და ჰიგიენური პირობების დაცვასთან ერთად დიდი ყურადღება ექცეოდა საცხოვრებლად სეზონურ ადგილმონაცვლეობას. (ბურდული). შუშანიკი როდესაც საპყრობილეში გადაიყვანეს _ ,,-- პოვეს სახლაკი ერთი ჩრდილოით კერძო, მცირე და ბნელი, და მუნ შეაყენეს წმიდაი იგი~.რათა დასნეულებულიყო და და მალე მოღებოდა ბოლო. იაკობ ცურტაველის მიხედვით ჯანმრთელობაზე ზეგავლენას ახდენს მძიმე სულიერი განცდებიც, იგი წერს: ,,მივედ და ვიხილე წმიდაÁ შუშანიკ დამშრშალი და დაბუშებული ტირილითა~, ან გავიხსენოთ შუშანიკის სიტყვები; ,,მიაგოს მას უფალმან, ვითარ მან უჟამოდ ნაყოფნი ჩემნი მოისთულნა და სანთელი ჩემი დაშრიტა და ყუავილი ჩემი დააჭნო, შუენიერებაი სიკეთისა ჩემისაი დააბნელა და დიდებაი ჩემი დაამდაბლა~ (ცურტაველი). იაკობი ურჩევს შუშანიკს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა და მიიღოს საკვები _ ,,ვითარ ფრიად ვაიძულე მცირედ ოდენ გემოÁ იხილა და ვჰმადლობდით ღმერთსა~ (ცურტაველი), ან ,,მაშინ მივიღე მცირედ ღვინოÁ და პური, დავალბე და მცირედ გემოÁ იხილა~,(ცურტაველი). შუშანიკის სანახავად ციხეში მისულ ვარსქენს მცველი ეუბნება: ,,უფალო, სიკვდილ კერძო უფრო საგონებელ არს, ვიდრე სიცოცხლით, რამეთუ შიმშილითა უფროÁს ხოლო მოკვდების, რამეთუ არარას მიიღებს საზრდელს~.
ზემოთ მოყვანილი მაგალითები მეტყველებს, რომ V საუკუნის საქართველოში გავრცელებული შეხედულებები ადამიანის ჯანმრთელობასა და დაავადების გამომწვევ მიზეზებზე, ძირითადად ემთხვევა თანამედროვეს, ხოლო იაკობ ხუცესის მოქმედებები შუშანიკთან მიმართებაში სამედიცინო მორალისა და ეთიკის თვალსაზრისით საექიმო კოდექსს.
აღსანიშნავია, რომ ,,შუშანიკის წამება~_ში ჩამოთვლილია სხვადახვა სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა მაგ; _ ,,სალბუნი~ (მალამო) და წამალი, ადგილი აქვს სამკურნალო საშუალებების კლასიფიკაციას დასალევ და გარეგან წამლებად, თავად ტერმონოლოგიას კი 15 საუკუნის მანძილზე არ განუცდია ცვლილება. Gგადმოცემულია დაავადებათა სიმპტომები და ა.შ. სულიერი წონასწორობის დაკარგვა ასეა დახასიათებულია_ ,,ყიოდა და იზახდა ვითარცა ცოფი~ _ აქ ცოფი აფექტში მყოფი ადამიანის ავადმყოფურად აგზნებული ქცევაა. Eეთნოგრაფიული მასალის მიხედვით ჩანს, რომ აღნიშნულ ტერმინს იგივე მნიშვნელობით დღესაც ვხვდებით ხალხში _ ,,რა ცოფიანივით იქცევა (იქცევი)~, ან ,,რა ცოფი დაემართა (დაგემართა)~ და სხვ.
იაკობ ცურტაველი ჯანმრთელობაზე მავნედ მოქმედ ფაქტორთა შორის ასახელებს რელიგიურ რიტუალებს და შეზღუდვებს. ზოგიერთი მკვლევარის (ალადაშვილი) აზრით ესაა პროტესტი რელიგიური დოგმატის წინააღმდეგ, მაგრამ, ცურტაველი მხოლოდ გადამეტებული მარხვებისა და თავის დატანჯვის წინააღმდეგია, რადგან შუშანიკი, ,,--ექვსთა წელთა შინა არცა დღისით, არცა ღამე არა დაჯდის ქვე, არცა დაიძინოს, არცა საჭმელი რა მიიღის, გარნა დღესა ხოლო კვირიაკესა ეზიარის ხორცსა და სისხლსა ქრისტეÁს ღმრთისა ჩვენისასა; და მცირედ ოდენ წვენი მხალისა შექმნული _ იგიცა მცირედ მიიღის, ხოლო პურისა გემო არა იხილის, ვიდრე აღვსებამდე~ (ცურტაველი) იგივე აზრს ავითარებს გრიგოლ მერჩულეც ,,..სნეულებაÁცა შეემთხვია ძლიერთა მათ შრომათაგან..~ (მერჩულე), ან ,,ხოლო გარდარეულისა შრომისაგან მოუძლურდა, რამეთუ მოუკლებელი ლოცვაÁ, წყურვილი და შიმშილი მარადის და უძილობა, ზედგომაÁ და მუხლთა მოდრეკაÁ ფრიადი აქვნდა ნეტარსა მას. დასცემდა ვნებასა ხორცთასა და სულისა მტერნი მოაუძლურნა. ხოლო ჟამისწირვაÁ არაოდეს დააცადისთვინიერ მიზეზისა და უძლურებისა~. (მერჩულე).
ქართული ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების მიხეწდვით Yყოველგვარი დაავადების მიზეზი ღმერთის წინაშე ჩადენილი შეცოდებაა და გამოჯანმრთელებაც ადამიანის გულწრფელ მონანიებაზეა დამოკიდებული. აუცილებელია აღინიშნოს, რომ წმინდა მამები არა მარტო მკურნალობდენ, არამედ მათ დაავადების შეყრაც შეუძლიათ, ოღონდ არა როგორც შურისმაძიებლებს, არამედ დაჩაგრულის მფარველებს. Mმაგ: გრიგოლ ხანძთელმა, როდესაც ადარნერსემ დედოფალი განუტევა და სხვა ქალი მოიყვანა, დასწყევლა იგი _ ,,არა სმენისათვის სიტყვათა ჩემ გლახაკისათა მიეცე ბოროტსა სენთა, და რომელ აწ ძენი გესხნეს, იგვემნენ ეშმაკთაგან და ვერ განიკურნო შენ და ვერცა შვილნი იგი შენნი, ვიდრე არა შეინდოთ დედოფალსა მისგან, უსამართლოდ განპატიჟებულისა მხევლისა მის ღმრთისა---~(მერჩულე) და ,,შემდგომად მცირედთა დღეთა შეემთხვია ადარნერსეს სენი ტეხისაი წრდიალი, რომელსა ჰქვია ნიკრისი, და ტკივილთა მათგან იგვემებოდა მწარედ, რამეთუ მუნ ჟამადმდე ყოვლად უვნებელ იყო იგი~, (მერჩულე) . ასე ეწამებოდა სანამ დედოფალმა არ შეუნდო დანაშაული, ,, -- ქრისტემან შეუნდვენ ყოველნი ცოდვანი და განკურნენ სულით და ხორცით~. _ დალოცა დედოფალმა ,,და მსწრაფლ განიკურნა ადარნერსე~. იგივე მოხდა შვილებთან მიმართებაშიც.
ანუ ღმერთი თავისი რჩეული ადამიანების საშუალებით ახდენს სასწაულებს: ,,ხოლო ესევითართა სასწაულთა იქმოდა ქრისტე ნეტარისა გრიგოლისითა, რამეთუ უძლურნი, თითოსახეთაგან სენთა შეპყრობილნი, და ვნებულნი სულთაგან არაწმიდათა ლოცვითა მისითა და ცრემლითა განიკურნებოდეს თხოვისაებრ სარწმუნოებით მავედრებელთაისა~. (მერჩულე) ღმერთი განკურნების უნარს ანიჭებს თავის რჩეულებს სიცოცხლეშიც, და გარდაცვალების შემდეგაც მათ საფლავებს. ,,..და აწ საფლავი მისი (ნეტარი მიქაელის) და დიდებულისა მამისა ბასილისი, რომელიცა შემდგომად მისსა პარეხთა მკვიდრი იყო, ერთგან არიან და კაცთა კურნებასა მიჰმადლებენ, რომელნი სარწმუნოებით მივლენან მათდა~, (მერჩულე). წმინდანთა საფლავებზე ზემოაღნიშნული შეხედულება ხალხში დღესაც ცოცხალია, რომლის ნათელი მაგალითია მამა გაბრიელის საფლავი მცხეთაში. მას ყოველდღიურად მრავალი მორწმუნე ადამიანი აკითხავს და ლოცულობს, შესთხოვს გამოჯანმრთელებას. როგორცცნობილია Mმსგავსი შეხედულება მთელი ქრისტიანული სამყაროსთვის არის დამახასიათებელი.
ქართული ეთნოგრაფიული მასალის მიხედვითაც ადამიანი ავად ხდებოდა მაშინ თუ მფარველი ანგელოზი განეშორებოდა, ეს კი მაშინ ხდებოდა თუ იგი არასწორად ცხოვრობდა (ცრუობდა, ხატის მამულს შეურაცყოფდა, ,,ხატზე დაიფიცებდა~ ტყუილზე, და ა.შ.). ჰაგიოგრაფიულ ნაშრომებში ასეთი რამ ხდებოდა მაშინ, როცა ადამიანის საქციელი არ ჯდებოდა ქრისტიანული მორალის ჩარჩოებში. ,,და მუნთავქვე დასცა იგი სულმან უკეთურმან, რამეთუ კადნიერებისა მისთვის განეშორა სული მადლისაი. ….. (შემდეგ ნაწარმოებში აღწერილია, რომ კაცი გაუგზავნეს წმ. ეპიფანეს თხოვნით, რომ თავისი ლოცვით განეკურნა, და მათ ილოცეს გულით, ამის შემდეგ კი)... ფრიად საწყალობელი იყო იგი და მსწრაფლ განიკურნა, რამეთუ კუალად დაემკვიდრა მის თანა სული მადლისაი მცველად უკუნისამდე და არღარა ევნო~ (მერჩულე,). ანუ ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების მიხედვით დაავადების გამომწვევი მიზეზი_ეშმაკეულია, ბოროტი სულია, ხოლო ეს მაშინ ხდება როცა მადლით მოსილი სული სტოვებს ადამიანს. ზემოაღნიშნულის დასადასტურებლად საუკეთესო მაგალითებია გრიგოლ ხანცთელის ცხოვრებაში აღწერილი წმ. ეპიფანეს სასწაულები, თუ როგორ კურნავდა და აცოცხლებდა სასიკვდილოდ განწილულ სნეულებს სიტყვის ძალით: ,, დიდი ეპიფანე ცრემლითა დათხევითა სულთა უკეთურთა განასხმიდა და სნეულთა მსწრაფლ განჰკურნებდა და მრავალთა სხვათა სასწაულთა იქმოდა~, (მერჩულე). საინტერესოდაა აღწერილი შვიდი წლის ბავშვის, _ რომელსაც ,,სალმობაი სიკვდილისანი~ სჭირდა, _ მკურნალობა. წმ. ეპიფანე მუხლებზე დაეცა და ქრისტეს შეავედრა ყრმის გადარჩენა, ბოლოს ჯვარი გადასწერა, უპყრა ხელი, და ჰრქვა: _ ,,განგკურნებს უფალი იესუ ქრისტე, აღდეგ ყრმაო, და ცოცხალ იქმენა!~ Aარანაკლებ სასწაულებს ახდენდა წმ. გრიგორი მხოლოდ სიტყვის მეშვეობით -,,სახელი ქრისტეიYსი განგხდის, ეშმაკო! განეშორე უკუნისამდე ჩვილსა ამისგან უმანკოისა~. Aასეთი მაგალითები ბევრია წმინდანთა ცხოვრებაში, ისინი იმეორებენ იმ გზას და საქმიანობას რაც ქრისტემ გაიარა მიწიერი ცხოვრების პირობებში. Nნებისმიერ დაავადებას ქრისტეს სახელის მოხმობით კურნავდნენ. ,,უფალო იესუ, ძეო ღმრთისა მამისაო, რომელი მოხვედ სოფლად მოძიებად შეცთომილთა. ვითარცა _ იგი სიტყვითა აღატყვე ყრუი იგი და უტყვი, აგრეთვე მეუფეო უფალოღმერთო, განკურნე ყრმაიცა ესე, რომელი შესცდა სივერაგითა ეშმაკისაYთა~ (ზარზმელი,1987.667.). საინტერესო პარალელის გავლება შეგვიძლია ქართულ ეთნოგრაფიულ მასალასთან, რომლის მიხედვითაც ქართული ტრადიციული მედიცინის წარმომადგენლები მკურნალობის დაწყებამდე მფარველ წმინდანს სთხოვდნენ შველას. სვანი აქიმები თავიანთ მფარველ ღვთაებად ბარბარეს თვლიდნენ. Mმკურნალობის დაწყებამდე გარკვეულ რიტუალს ასრულებდნენ, ანთებდნენ სანთლებს და სთხოვდნენ წმ. ბარბარეს ,,შენი ხელის ნახლებად გადაიქცეს ჩვენი ხელნახლები ავადმყოფიო~ (ბურდული. 1990. 17.)
წმინდანთა ხელის ნაბანი წყალიც შველოდა ავადმყოფებს. Gგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში აღწერილია, დაბადებიდან ყრუ_მუნჯი ქალიშვილის განკურნება წმ. Eპიფანეს ხელნაბანი წყლით. საქართველოს ეთნოგრაფიულ სინამდვილეშიც სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდ გავრცელებული იყო ,,ხატის ნაბანი~ წყლის გამოყენება.
ზოგჯერ წმინდა მამების ხელზე შეხებაც კი საკმარისი იყო რომ მოურჩენელი, ან გახანგრძლივებული ავადმყოფობისაგან განკურნებულიყვნენ. ,, -- და კვალად სხვაი ვინმე იყო დედაკაცი სისხლისდინებითა გვემული მრავალთა ჟამთა. მას ესმა სასწაული ესე და მივიდა გულისმოდგინედ წმიდისა მის და ვერ შემძლებელ იყო თვისსა მას სენსა სააჯმნო ყოფად---, რამეთუ ცნა სულითა ვნებაი იგი დაფარული და მისცა მარჯვენე თვისი, რაითა შეიმთხვიოს და მან ყო ეგრეთ და მასვე ჟამსა განიკურნა უძლურების მისგან და წარვიდა სიხარულით~.
ჰაგიოგრაფიული ნაშრომებიდან ჩანს, რომ გარდა იმისა რომ წმინდა მამებს შესწევთ უნარი განკურნონ ავადმყოფი, ეს მათი მოვალეობაცაა.
უნდა აღინიშნოს, რომ ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებებში მრავლად ვხვდებით სხვადასხვა დაავადებათა აღმნიშვნელ ტერმინებს, და უფრო მეტად მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ეს ავადმყოფობები დღესაც ამ სახელწოდებითაა ცნობილი. Mმაგ: _ ეშმაკეული, თანდაყოლილი ნაკლი (სიყრუე, სიმუნჯე), სისხლისდენა, სენი ტეხისაი//ნიკრისი, ცოფი, სახადი//მჯდომი//კურთხეული. (,,კურთხეულ უწოდიან, ხოლო ძველად ჰქვიან სატალი~, ს.ს. ორბელიანის განმარტებით სატალი სენია, მუცელა მომსრველი). ზოგიერთი დაავადების სიმპტომები კი ისეა აღწერილი რომ ადვილია დადგენა რა ავადმყოფობაზეა საუბარი, ასე მაგ; ,,..მყის წინაშე ყოველთასა დაეცა კაცი იგი უხმოდ მდებარე დაგარდმოაგდო ენაი განსივებული საშინელითა.. დაგორვიდა~ (ზარზმელი) ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით, სვანეთში დამოწმებულია ძვლის ტეხვისა და სახსრების დაავადების სახელი ტეხშობ//ტეხიშ, მკურნალობის ერთ_ერთი საშუალებაა მისი სახელობის სალოცავში გარკვეული სამკურნალო რიტუალის ჩატარება. საერთოდ სამკურნალო რიტუალების (ღამისთევა, მსხვერპლშეწირვა და სხვ.) დამახასიათებელი იყო და დღესაც არის ქართულ ეთნოგრაფიულ ყოფაში. Aაღნიშნული ძეგლები ჩვენთვის საინტერესოა იმდენად, რამდენადაც სპეციალური სამედიცინო ხელნაწერები (კარაბადინები) გვაქვს მხოლოდ XI საუკუნიდან, მანამდე არსებული სიცარიელის შესავსებად სხვა წყაროებთან (არქეოლოგიური. Uუცხოური, ზეპირსიტყვიერება და სხვ.) ერთად ჰაგიოგრაფიული ძეგლებიც მნიშვნელობვან როლს ასრულებს. განსაკუთრებით ეს ითქმის, როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, ,,შუშანიკის წამებაზე~. ვფიქრობთ ეს გამოწვეული უნდა იყოს იმით, რომ იგი ანტიკური ხანის ბოლო ძეგლია, აგრძელებს ანტიკური ხანის ტრადიციას მედიცინაში, (თუნდაც ჰიპოკრატე გავიხსენოთ როდესაც იგი კოლხეთს აღწერს დიდ ყურადღებას აქცევს გეო_კლიმატურ პირობებს და მიუთითებს, რომ მაცხოვრებლები დაავადებულნი არიან მალარიით აქ არსებული ჭაობების გამო) და მედიცინა ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ ქრისტიანული შეხედულებების გავლენის ქვეშ მოქცეული, როდესაც ჯანმრთელობა_დაავადება ძირითადად ღმერთის ნება_სურვილით აიხსნება. იაკობ ხუცესიც სრულად გადმოსცემს იმ პერიოდის, V საუკუნის, საქართველოში არსებულ სამედიცინო შეხედულებებს. Eეს თავისუფლება შემდგომი ხანის ავტორებს (ი. საბანისძე, გ. მერჩულე) უკვე აღარ აქვთ, თუმცა იშვიათად, მაგრამ მაინც არის ,,გაპარული~ ე.წ. რაციონალური შეხედულებები დაავადების გამომწვევ მიზეზებზე, მაგ: გ. მერჩულესთან ასეთად აღიარებულია გადამეტებული მარხულობა და შრომა. Aაღნიშნულ ძეგლებში დაფიქსირებულია მკურნალობის საფასურის გადახდა, რაც ხალხურ მედიცინაში შემაგრებულია იმით, რომ ,,უფასო მკურნალობას შედეგი არ მოაქვსო~. საფასურის გადახდა იმითიცაა მნიშვნელოვანი, რომ ეს პროფესიული საქმიანობის ერთ_ერთი მნიშვნელოვანი მომენტია.
სტატიის ავტორი – მედეა ბურდული;
მასალა აღებულია ჟურნალიდან – ,,გულანი~, #1, ახალციხე, 2009წ, გვ. 24_34, სსიპ ახალციხის ინსტიტუტი.
|