ქართველთა ეთნონიმები და ეთნოგრაფიულ ერთეულთა აღმნიშვნელი ტერმინები

ეთნოგენეზსა და ეთნიკურ ისტორიასთან მჭიდროდაა დაკავშირებული ეთნოსის სახელწოდება, ანუ მეცნიერული ტერმინი რომ ვიხმაროთ, ეთნონიმი, რომელიც ორი კატეგორიისა: თვითსახელწოდება (ენდოეთნონიმი) და გარესახელწოდება (ეგზოეთნონიმი). ეთნონიმი ეთნიკური იდენტობის გამომხატველი ტერმინია. ეთნონიმს ეთნოსის ერთ-ერთ ნიშნადაც მიიჩნევენ, ე. ი. ყოველი ეთნონიმის ქვეშ გარკვეული ეთნიკური ერთობა იგულისხმება.
ქართველთა აღმნიშვნელი თვითსახელწოდებაა ქართველი (მხ. რ.) და ქართველები (მრ. რ). ამ ეთნონიმით ქართველ ხალხს, აფხაზებს გარდა, სხვა არავინ არ იცნობს. აფხაზები ქართველებს აქართუას უწოდებენ. ქართველთა აღმნიშვნელი ენდოეთნონიმი საქართველოს ერთ-ერთ ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარესთან _ ქართლთანაა დაკავშირებული, მისგან მომდინარეობს. ქართული საისტორიო ტრადიციით ქართლის სახელწოდება კი ქართველთა ლეგენდარული მამამთავრის _ ქართლოსის სახელიდან წარმოსდგება. `ქართლი~ ჯერ ეწოდებოდა მთას, რომელზედაც სახლობდა ქართველთა ეთნარქ-ეპონიმი. ლეონტი მროველის მიხედვით, `და ესე ქართლოს მოვიდა პირველად ადგილსა მას, სადა შეერთÂის არაგÂ მტკუარსა, და განვიდა მთასა მას ზედა, რომელსა ეწოდების არმაზი. და პირველად შექმნა სიმაგრენი მას ზედა, და იშენა მუნ ზედა სახლი, და უწოდა მთასა მას სახელი თავისა თÂსისა ქართლი. და ვიდრე აღმართებამდე მუნ-ზედა კერპი არმაზისი ერქუა მთასა მას ქართლი, და მის გამო ეწოდა ყოველსა ქართლსა ქართლი, ხუნანითგან ვიდრე ზღუამდე სპერისა~ (ქც 1955: 8). ქართულ ისტორიოგრაფიაში ამ პუნქტის სახელწოდება დაკავშირებულია დასავლურქართულ ტერმინთან `ქართა~ (მოღობილი ადგილი). ქართას კი ეთნონიმ `ქართს~ უკავშირებენ. ბუნებრივია, ქართველი თავდაპირველად, მართლაც, ქართლის მკვიდრ მოსახლეობას აღნიშნავდა, რომელიც შემდეგ თანდათან გაერთიანებული საქართველოს მთელ მოსახლეობაზე გავრცელდა. სხვა შეხედულებით, იმის გამო, რომ ეთნონიმი `ქართი~ არც ერთ წყაროში დადასტურებული არ არის, `სინამდვილეში უნდა არსებულიყო ეთნონიმი `ქართუ~ (უმარცვლო უ-ნით), რასაც ამოწმებს მეგრელთა მიერ აღმოსავლელქართველთა სახელწოდება _ `ქორთუ~. ამდენად, ქართველთა თავდაპირველი თვითსახელწოდება `ქართუ-ელ-ი~ იყო. დასახლებული პუნქტის სახელწოდების (ტოპონიმის) ქვეყნის სახელწოდებაზე გავრცელება გასაზიარებელია, რადგან ანალოგიური შემთხვევები მსოფლიოს სხვადასხვა ხალხის ეთნიკური ისტორიიდან საყოველთაოდ ცნობილია. რაც შეეხება ტოპონიმის _ `ქართა~ თუ `ქართუ~ საერთო-ქართველური სიტყვით ეტიმოლოგიზირებას, იგი დამაჯერებულობას მოკლებული არაა. ივანე ჯავახიშვილის მიხედვით ქართლი კარდუდან (ქალდიდან, ხალდიდან) მომდინარეობს, რაც მხოლოდ ფონეტიკურ მსგავსებას ემყარება. ამ შეხედულებას მეცნიერთა გარკვეული ნაწილი დღესაც იზიარებს, უფრო მეტიც _ მიაჩნიათ, რომ `ქართლი~ და `ქართუელი~ ურარტულ-კავკასიური ღვთაების ქალდის (ხალდის, ქართუს, კარდუს) სახელიდან არის მიღებული (ფუტკარაძე 2005). მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ ეთნონიმის და ქვეყნის სახელწოდების ღვთაების სახელიდან წარმოება-მიღების ანალოგიური შემთხვევა სხვაგან დადასტურებული არ არის. გამოთქმულია ვარაუდი, რომ ქართლელთა თავდაპირველი განსახლების არეალი დღევანდელი ქვემო ქართლის ტერიტორია იყო, რომ რეალურ-ისტორიულად ქართლი საქართველოს ეს ისტორიული მხარე იყო, ხოლო `სხვა დანარჩენი ქართლი ეს იყო პოლიტიკური ქართლი, საკუთრივ ქართლის ტომის ინიციატივით კლარჯეთ-სამცხე-ჯავახეთის და კახეთ-კუხეთის ტომთა ქართიზაცია-ასიმილაციის შედეგი~. ბუნებრივია, ტერმინის _ ქართლი განვრცობა პოლიტიკურ მომენტებთან იყო დაკავშირებული, სხვადასხვა ქართული (ქართველური) მოდგმის მოსახლეობის ერთ სახელმწიფოში გაერთიანება-თავმოყრასთან (სხვაგანაც ერთი მოდგმის, ეთნოსის წარმომადგენლები ტომობრივ სახელწოდებებს ატარებდნენ).
მაგრამ არავითარი საფუძველი არა გვაქვს კლარჯელების, სამცხელების, ჯავახების, კახების და კუხების არაქართული წარმომავლობა ვამტკიცოთ. იგივე შეიძლება ითქვას დასავლეთ საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ქართული და ქართველური ტერიტორიული ერთეულის შესახებ. საისტორიო ლიტერატურაში ხშირადაა საუბარი ქართების (ქართველების) მიერ ზანების (მეგრელ-ჭანების) და სვანების ქართიზაციის შესახებ. მეცნიერის მიერ მოხმობილი სიტყვები `ქართიზაცია-ასიმილაცია~ კი სწორედ ამას გულისხმობს. საქართველოს მთელი ისტორიის მანძილზე ყველა ქართული ტომი, ისტორიულ-ეთნოგრაფიული ერთეული, ტერიტორიული დანაყოფი არა მარტო ენობრივი, კულტურულ-ისტორიული თვალსაზრისით, არამედ წარმომავლობითაც ერთიანი ქართული ეთნოსის შემადგენელი ნაწილი იყო. (1815 წელს შავი ზღვის გარშემო _ ტრაპიზონიდან ანაპამდე სომეხმა მინა მედიჩმა იმოგზაურა. ის კოლხეთის მკვიდრებს ივერებს და მეგრელებს ერთ, მთლიან ხალხად თვლის, რომლებსაც ერთი ენა, ერთიანი ყოფა და ერთი რელიგია აქვთ.). საუკუნეების განმავლობაში მთელ ქვეყანას `ქართლი~ ეწოდებოდა, მის მკვიდრ ყველა ეთნიკურ ქართველს _ ქართველი. თუმცა ერთგვარ უხერხულობას ის ჰქმნიდა, რომ ქართლის სახელწოდებას პარალელურად ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეც ატარებდა. ამ უხერხულობის მოხსნის შედეგი ის იყო, რომ ერთიან ქვეყანას (X საუკუნის დასაწყისიდან. შესაძლოა უფრო ადრეც) მისმა მკვიდრებმა, სრულიად ბუნებრივად, საქართველო უწოდეს. ქვეყნის ახალი სახელწოდება კი ეთნონიმიდან _ ქართველი წარმოიქმნა.
`ქართველი~ ხომ ყველას _ საქართველოს ნებისმიერ მხარეში მკვიდრის აღმნიშვნელი იყო. ხოლო ვინც თავდაპირველად ქართლის მკვიდრი ანუ `ქართველი~ იყო, მას ყველა ქართველისაგან, საქართველოს სხვადასხვა ეთნოგრაფიულ და გეოგრაფიულ ერთეულებში მკვიდრი ქართველების გასამიჯნავად ქართლელი ეწოდა. სამართლიანადაა შენიშნული მეცნიერთა მიერ, რომ ეს ტერმინი შედარებით გვიანდელი წარმონაქმნია. თუმცა აღნიშნული ორი სახელწოდების _ `ქართველი~ და `ქართლელი~ _ არც ერთმანეთისაგან სინონიმურ გამოყენებას გამორიცხავენ. ბუნებრივია, საქართველოს ყველა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარის წარმომადგენელს კვლავ შენარჩუნებული ჰქონდა ადრინდელი სახელწოდება (თემონიმი). ეს ბუნებრივია, რადგან შუა საუკუნეების ტრადიციული ყოფა ისტორიულად ჩამოყალიბებული ეთნოგრაფიული თავისებურებების ნიველირებას არ იწვევდა. ეთნოგრაფიულ და დიალექტურ სხვაობას, თავისებურებებს, უპირველეს ყოვლისა, ბუნებრივ-გეოგრაფიული გარემო განაპრობებდა.
ქართულ საისტორიო წყაროებში სახელწოდება `ქართლის~ შესახებ ზემოთ აღნიშნულისაგან განსხვავებილი ცნობაცა გვაქვს დაცული. ესაა `მოქცევაÁ ქართლისაÁს~ ავტორის შემდეგი სიტყვები: ალექსანდრე მაკედონელს ქართლში ლაშქრობისას თან ჰყოლია არიან-ქართლის მეფის ძე აზო, რომელსაც იმპერატორმა საჯდომად მცხეთა უბოძა.
ჩვეულებრივ, ქვეყანას გამაერთიანებელ სახელწოდებას ის მხარე აძლევს ხოლმე, რომელიც გამაერთიანებლის როლში გამოდის. მაგრამ, ჩვენს შემთხვევაში, ხ საუკუნის ბოლოს, გამაერთიანებელი ქართლი არ ყოფილა. ინიციატივა გაერთიანების შესახებ აფხაზთა სამეფოსაგან (დასავლეთი საქართველო) და ტაო-კლარჯეთის სამეფოსაგან (სამხრეთ-დასავლეთი საქართველო) მოდიოდა. ისინი `ქართლსა ზედა~ დასაუფლებლად იბრძოდნენ. გაერთიანებული ქვეყნის სახელად ქართლის გამოყენება კი იმას უნდა განეპირობებინა, რომ ქართული საისტორიო ტრადიციის თანახნად ქართლში საქართველოს სხვა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები ჯერ კიდევ მეფეების აზოსა და ფარნავაზის დროს (და შემდგომ პერიოდებშიც, მაგალითად, ვახტანგ გორგასლის ეპოქაში) შედიოდნენ და იმ პოლიტიკური ერთეულის მკვიდრნიც `ქართველებად~ იწოდებოდნენ. აქ არ შეიძლება არ გავიხსენოთ დავით მუსხელიშვილის მიერ შემჩნეული სტრაბონის ერთი სტრიქონი, `ზოგიერთნი მათ (სვანებს) იბერებს უწოდებენ~. თუმცა X საუკუნეში გამაერთიანებელი აფხაზების (დასვლეთ ქართველების) სახელი ეგზოეთნონიმში (გარესახელწოდებაში) მაინც აისახა. ეთნონიმის _ ქართველი შესახებ აუცილებლად უნდა აღინიშნოს შემდეგი: თავდაპირველად ის საქართველოს ყველა იმ მკვიდრს აღნიშნავდა, რომელიც წარმოშობით, სისხლით ანუ `ნათესავით~ ქართველი იყო. შემდეგ ქართველად ჩაითვალა ყველა, ვინც ქრისტიანი იყო. წარმოშობით ეთნიკური არაქართველი ქართველად ითვლებოდა, თუ ის ქრისტიანობას აღიარებდა. ამ თვალსაზრისით ტიპური ქართველი იყო ეთნიკური არაბი აბო. მაგრამ უკვე მალევე, XII საუკუნიდან ეთნონიმი `ქართველი~ საქართველოს სახელმწიფოს ყველა მკვიდრს ეწოდებოდა. ეთნონიმ ქართველის შესახებ არსებობს სხვა შეხედულებაც, რომელიც უარყოფს `ქართუელის~ `ქართლისაგან~ წარმომავლობას.
თავდაპირველად `ქართლი~ ყოფილა არა ქვეყნის, არამედ ხალხის სახელი. `იყო ქვეყანა ქართÂ და მასზე მოსახლე კოლექტივს ეწოდებოდა ქართლი~. აღნიშნული მოსაზრებით, თავდაპირველად `ქართუელი||ქართველი~ არა ეთნიკურ ერთობას, არამედ ქართების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მოსახლეებს, ზოგჯერ არაქართსაც მიესადაგებოდა.
დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა კი თავდაპირველად ეგრისელებად იწოდებოდა, რომელსაც ძველი ბერძნული კოლხიდელები შეესატყვისებოდა. აღმოსავლეთ საქართველოს (აგრეთვე სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს) კი იგივე ძველი ბერძნები იბერიას და მის მკვიდრებს იბერებს (იბერიელებს) უწოდებდნენ, რომელიც გვიან XVIII საუკუნეში ქართველებმა ივერიის სახით გააცოცხლეს. 1790 წლის ხელშეკრულებას, რომელიც საქართველოს სამეფო-სამთავროების მესვეურებმა დადეს, ეწოდება `ტრაქტატი ივერიელთა მეფეთა და მთავართაგან დამტკიცებული~.... საბუთში ხაზი ესმის ქვემო ივერიელთა (დასვლეთ ქართველების) და ზემო ივერიელთა (აღმოსავლეთ ქართველების) ერთმორწმუნეობას, საერთო ენის მქონებლობას, სისხლით ნათესაობას, საერთო ისტორიის მქონებლობას (ისტორიის მახსოვრობას). ტერმინები _ ჳბერია და იბერები და კოლხიდა და კოლხები ადრებიზანტიური ხანის საისტორიო ლიტერატურაშიც იხმარება. თავდაპირველად კულხა (კოლხა), ურარტული წყაროების მიხედვით, ჭოროხის აუზსა და კოლა-არტაანის მხარეში ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ გაერთიანებას ეწოდებოდა. ძვ. წ. VIII საუკუნისათვის `კულხას~ გაერთიანება შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთის გარდა, მის აღმოსავლეთ სანაპიროსაც მოიცავდა. ბერძნულ წყაროებში კოლხეთის ქვეყანა პირველად ძვ. წ. VIII საუკუნეში მოიხსენიება. სამართლიანადაა შენიშნული, რომ კოლხეთი შემკრებლობითი ისტორიულ-გეოგრაფიული ცნება იყო. კოლხების ქვეშ ანტიკური ავტორები არა მხოლოდ დიოსკურია-ცხუმსა და აფსაროს-ჭოროხს შორის მკვიდრ მოსახლეობას გულისხმობდნენ, არამედ მათ ჩრდილოეთითა და სამხრეთით განსახლებულ მრავალ ტომს: ჰენიოხებს, კოლებს, სანიგებს, სანებს//ჭანებს, კორაქსებს, ბექირებს, ბიძერებს, მარებს და სხვა. სხვადასხვა ავტორთა ცნობით, კოლხები აფსაროს-ჭოროხის სამხრეთ-დასავლეთით ვრცელ ტერიტორიაზე _ ტრაპეზუნტის იქითაც მკვიდრობდნენ.
შემდეგდროინდელ _ გვიანანტიკურ და ბიზანტიურ ლიტერატურაში დასავლეთ საქართველოს ლაზიკის სახელით იცნობენ, ხოლო მის მცხოვრებთ, ლაზებს უწოდებენ. IV_V საუკუნეების ავტორებთან ლაზები ზოგადად დასავლეთ საქართველოს მოსახლეობაა. ფლავიუს არიანეს სიტყვებით, `ლაზები~ `კოლხთა~ მერმინდელი სახელწოდებაა.
დღეს ლაზების პარალელურ ტერმინად ჭანებიც გამოიყენება, მაგრამ როგორც აშკარად ირკვევა, თავდაპირველად ჭანები სხვანი იყვნენ და ისინი ლაზების სამხრეთით მკვიდრობდნენ. ლაზებთან ერთად ბიზანტიურ წყაროებში დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე იხსენიებიან: აფსილები (ქართული წყაროების _ აფშილები), აბაზგები (ქართული წყაროების _ აფხაზები). ესენი თუ ზღვის სანაპიროს მკვიდრნი იყვნენ და კოდორის ჩრდილოეთით ცხოვრობდნენ, ზღვიდან მოშორებით მისიმიანები, სვანები და სკვიმნიელები არიან მოხსენებულნი. მეცნიერებს დადგენილიაქვთ, რომ მისიმიანელები კოდორის ხეობაში მცხოვრები სვანები არიან (მისიმიანი სვანთა თვითსახელწოდების მუშვანის ბერძნული ფორმაა). რაც შეეხება `სკვიმნიას~, ის დღევანდელი ლეჩხუმის ბერძნული სახელწოდება იყო. IX საუკუნიდან კი დასავლეთ საქართველოს ბიზანტიური წყაროები აბასგიას და მის მკვიდრთ აბასგებს უწოდებენ. დასვლეთ საქართველოს აფხაზეთად სახელდება იმან განაპირობა, რომ მის გამაერთიანებლად აფხაზთა სამეფო გამოვიდა. `IX-X საუკუნეების ბიზანტიურ წყაროებში დასვლეთ საქართველო ფიგურირებს აბაზგიის სახელწოდებით და როდესაც ამ წყაროებში გვხვდება ტერმინი აბაზგია და ეთნონიმი აბაზგი, უნდა გვახსოვდეს, რომ აქ საკუთრივ აფხაზეთი, ე. ი. კოდორის ჩრდილოეთით მდებარე ოლქი კი არ იგულისხმება, არამედ აფხაზთა ქართული სახელმწიფო~. ხოლო XI საუკუნიდან ბიზანტიური წყაროები ტერმინ აბაზგიას მთელ საქართველოს და ეთნონიმ აბაზგს გაერთიანებული ქართული სამეფოს ყველა მცხოვრებს უწოდებდნენ. ამ ეთნონიმით ქართველები ბიზანტიურ წყაროებში იმპერიის დაცემის ბოლომდე _ XV საუკუნემდე მოიხსენიებდნენ. მხოლოდ VIII საუკუნის წინადროინდელი ამბების თხრობისას ეთნონიმ აბაზგში ეთნიკური აფხაზი იგულისხმება, რომლებიც დღევანდელი აფხაზეთის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ მონაკვეთში მკვიდრობდნენ. შემდეგ კი მხოლოდ და მხოლოდ ქართველების აღმნიშვნელი იყო.
აშკარაა, რომ ეთნონიმი აბაზგი (აფხაზი) დროის სხვადასხვა მონაკვეთში შინაარსს იცვლიდა _ ჯერ გაფართოვდა მისი მნიშვნელობა, შემდეკ კი გვიან შუა საუკუნეებში კვლავ დავიწროვდა. იგივე მდგომარეობა გვაქვს სპარსული წყაროების მიხედვითაც. `ერთხანს მთელი საქართველოს მომცველმა ტერმინმა `აფხაზეთმა~, ჯერ ლიხის მთის გადაღმა, ხოლო შემდეგ იქიდან კიდევ უფრო შორს, ერთიანი საქართველოს უკიდურეს დასავლეთისაკენ გადაინაცვლა~. სხვათა შორის, XVI საუკუნის ოსმალური წყაროებითაც `აფხაზეთის ქვეყანად~ სოხუმს იქით ტერიტორია იწოდებოდა.
აღნიშნული დროიდან კი აფხაზთა სახელს თურქულ დოკუმენტებში ეთნონიმი აბაზა ცვლის. XIX საუკუნის დასაწყისის ავტორი მინა მედიჩი დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე აფხაზებს საერთოდ არ ასახელებს. ის მათ აბაზებს უწოდებს და ქართველებსა და აბაზებს შორის საზღვრად მდინარე კოდორს ასახელებს.
თუმცა XIII_XV საუკუნეებში ბიზანტიურ ლიტერატურაში საქართველოს მკვიდრნი კვლავ იბერებადაც იწოდებიან. ქვეყნის სახელწოდება `იბერია~ ძველ ბერძნულ წყაროებში აღმოსავლეთ საქართველოს ანუ ქართული წყაროების ქართლს მიესადაგებოდა. შესაბამისად იგივე ითქმის იბერიელისა და ქართლელის ურთიერთმიმართებაზე. `კავკასიელი იბერების პირველი ხსენება ძვ. წ. IV_III საუკუნეების ავტორის მეგასთენეს `ინდიკაში~ გვხვდება~. მართალია, იბერია და იბერიელები, ისევე როგორც კოლხიდა და კოლხები ქართველთა ძველი ეგზოეთნონიმები ანუ გარესახელწოდებები იყო, მაგრამ ქართულ მეცნიერებაში სხვა შეხედულებაც არსებობს, რომლის მიხედვითაც ის შეიძლება მდ. იორს (ივრის ხეობას) უკავშირდებოდეს (დავით მუსხელიშვილი). ჩვენ უფრო გასაზიარებლად მიგვაჩნია ის მოსაზრება, რომ ქართველთა ეს ოდინდელი აღმნიშვნელი ეგზოეთნონიმი, რომელიც ჩვენთვის ბერძნული და რომაული წყაროებით არის ცნობილი, თავდაპირველად ძველ სემიტურ ენებში, უფრო კონკრეტულად ფინიკიელებში უნდა გაჩენილიყო, რაც მდინარის, ზღვის გადაღმა ქვეყანას, ადგილს ნიშნავდა. ბიზანტიურ წყაროებში ზოგჯერ იბერია მხოლოდ ტაო-კლარჯეთს აღნიშნავდა. ეს ბუნებრივიცაა, რადგან საქართველოს სამხრეთ-დასავლეთი მონაკვეთი ხომ ქართველთა სახელმწიფოებრიობის, კულტურისა და ცივილიზაციის ერთ-ერთი უმთავარესი კერა იყო. შემდეგ კი იბერია და იბერიელები ერთიან საქართველოს და მის მკვიდრ ეთნოსს აღნიშნავდა. სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ `ძველი ბერძნები და რომაელები კავკასიის იბერებს აღიქვმდნენ არა მხოლოდ ეთნიკურ-ტომობრივი, არამედ ეთნოკულტურულ და პოლიტიკურ ერთობადაც; ხანდახან ამ ტერმინით იბერიის სამეფოს სახლის წარმომადგენელს, ან კიდევ უმაღლეს სასულიერო პირებსაც მოიხსენიებდნენ~. სრულიად სამართლიანად ბიზანტიურ წყაროებში საქართველოს სხვადასხვა სახელწოდებებით მოხსენიება იმ პოლიტიკური ცვლილებებითაა ახსნილი, რომლებიც დროთა განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ხდებოდა.
არაბებისათვის ქართველები ჯურზანის ეთნონიმით არიან სახელდებულნი, რაც, თავის მხრივ, სირიული გურზანიდან მომდინარეობს. სპარსულად საქართველოს აღმნიშვნელი სახელწოდებები _ ვრკან და გურგან `მგლის ქვეყანას~ ნიშნავდა, რაც გმირობისა და სიძლიერის სიმბოლო იყო. შუა საუკუნეების არაბულ ნარატიულ წყაროებში ქართველები აბხაზის სახელწოდებითაც არიან სახელდებული. იგივე შეიძლება ითქვას იმავე პერიოდის სპარსულ ლიტერატურაზეც, რაც, თავის მხრივ, განპირობებული იყო იმით, რომ ქართველ მეფეთა ტიტულატურა იწყებოდა ასე: `მეფე აფხაზთა (ე.ი. დასავლეთ ქართველთა), ქართველთა~.... ჯურზანიდან გაჩნდა ქურჯი, ქურჯიდან _ გურჯი, რითაც დღეს ქართველები მახლობელი აღმოსავლეთის მუსლიმურ ქვეყნებში არიან ცნობილნი, მაგალითად, თურქეთში. საინტერესოა, რომ ქართველთა აღმნიშვნელი ეთნონიმიდან _ ქურჯი არის მიღებული მამაკაცისა და ქალის საკუთარი სახელები ქურჯი და ქურჯია, რაც ლამაზის სინონიმიც იყო. მეცნიერებს ისიც შენიშნული აქვთ, რომ საქართველოს თანამედროვე სახელწოდება `ჯურჯია~გგეორგია-ს არაბულ ფორმას წარმოადგენს.
ძველი სომხებისათვის ქართველები ვირკები იყვნენ, ხოლო თანამედროვე სომხები ვრაცს უწოდებენ. X_XV საუკუნეების სპარსული საისტორიო წყაროები საქართველოს გორჯესთანს უწოდებენ, ხოლო ქართველებს _ გორჯიანს. თურქებისთვის საქართველო გურჯისტანი, ხოლო ქართველები გურჯები არიან. ამასთანავე, თურქული წყაროებისათვის არც საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული სახელწოდებებია უცხო. მაგალითად, ქართლს ისინი ქაირთილს უწოდებდნენ, კახეთს _ ქიახეთს, ქახითს,, იმერეთს _ აჩიკბაშს ან ბაშიაჩუკს, სამეგრელოს _ მეგრილს, ოდიშს. გურჯიდან არის მიღებული რუსული გრუზინ, რომელიც თავდაპირველად გამოითქმოდა როგორც გურზი. ეს ტერმინი რუსულ მატიანეებში XVI საუკუნიდან ჩნდება, უფრო ადრე კი ისინი ქართველთა აღსანიშნავად ობეზს გამოიყენებდნენ. სრულიად სამართლიანად შენიშნულია, რომ `რუსული ტერმინი ობეზ ეტიმოლოგიურად უკავშირდება აბაზგ, აფხაზ სახელწოდებას, სავსებით შესაძლებელია, რომ იგი აბაზა-საგან ან აბაზინი-საგან წარმოიშვა, მაგრამ შინაარსობრივად საქართველოსა და ქართველებს აღნიშნავდა~. თუმცა XV_XVI საუკუნეების რამდენიმე ნუსხაში ივერ, ივერსკაია ზემლია და ივერსკიც გვხვდება. `1406 წლის ხელნაწერში კი ტერმინი `ავერ~ განმარტებულია როგორც `ობეზ~-ის იდენტური ტერმინი”. ეთნონიმი `გრუზია~, `გრუზინი~ სხვადასხვა ხალხებში, განსაკუთრებით სლავურ ენებში, რუსული ენიდან გავრცელდა.
გერმანულ წყაროებში საქართველოს `გეორგიენ~-ს უწოდებენ, ინგლისურენოვანში _ ჯორჯიან, ფრანგულენოვანში _ ჟეორჟი, იტალიურში _ ჯორჯა, ხოლო ესპანურში _ ხეორხეია. ამის შესაბამისად ქართველებს გერმანულად ეწოდებოდათ გეორგიერ, ინგლისურად _ ჯორჯიანზ, ფრანგულად _ ჟეორჟიენ, იტალიურად _ ჯორჯანი და ესპანურად _ ხეორხიანოს.. ქართველების და საქართველოს აღმნიშვნელი ახალი ევროპული ტერმინები გგგგეორგიან და გეორგია-ს წარმოშობა სპარსულ-ირანულ გურჯი და ჯურჯი-საგან დღეს საყოვეთაოდ აღიარებულია. ისინი ევროპის ქვეყნებში XIII საუკუნიდან უკვე მყარად იყო ფეხმოკიდებული.
უნდა აღინიშნოს, რომ მეცნიერები ქართველთა აღმნიშვნელ ევროპულ ეთნონიმებს ბერძნულ სიტყვას `გეორგიოს~ უკავშირებენ, რაც მიწის მუშაკს, მიწათმოქმედს აღნიშნავს. ამტკიცებენ, რომ ეს გამოიხატება იმაშიც, რომ საქართველო წმინდა გიორგის ქვეყანაა, სადაც ეს წმინდანი ყველაზე პოპულარულია და რომ წმინდა გიორგი საქართველოს მცველია. ასეთი ეტიმოლოგია პირველად დე ვიტროს აქვს მოცემული: `ამ ხალხს ქართველები (გეორგიანი) ჰქვია, ვინაიდან, სხვა წმინდანებზე მეტად, უდიდესი მოწიწებით ეთაყვანებიან, აღმერთებენ და ღირს ყოფენ წმინდა გიორგის, რომელსაც მიიჩნევენ მცველად და მფარველად თავიანთ ბრძოლაში ურწმუნოთა წინააღმდეგ, მსგავსად ბაირაღისა.~ ეს მოსაზრება XVIII საუკუნის დასაწყისში დააყენეს ეჭვსქვეშ. ფერდინანდ დე ტროლოს მოსაზრებით, ქართველებს ეს სახელწოდება წმინდა გიორგიმდე ადრე ჰქონდათ. მან თავის მხრივ ეთნონიმი ბერძნულ სამყაროს დაუკავშირა _ ცნობილია, რომ `გეორგიოს” მიწათმომომქმედს აღნიშნავს. მართალია, წმინდა გიორგის კულტი საქართველოში მართლაც ყველაზე პოპულარულია, საქართველო უძველესი და განვითარებული მიწათმოქმედების ქვეყანაა, მაგრამ მეცნიერები ამ შეხედულებას დღეს ფაქტობრივად არ იზიარებენ. ქართველებისა და საქართველოს აღმნიშვნელი ახალი ევროპული ტერმინების გეორგიან და გეორგია-ს წარმოშობა სპარსულ-არაბულ გურჯი და ჯურჯი-საგან დღეს საყოველთაოდ აღიარებულია.
მეზობელი ჩრდილოეთ კავკასიელი ხალხები ქართველებს უპირატესად `გურჯიდან~ მიღებული ეთნონიმებით მოიხსენიებენ.ჶ მაგრამ, როგორც ირკვევა, ხუნძები თავდაპირველად ქართველ მთიელებს `მოსოქს~, `მოსოხს~ უწოდებდნენ. ეს საყურადღებო მონაცემია, რაც მეცნიერებს შორს მიმავალი და საყურადღებო დასკვნის გამოტანის საშუალებას აძლევს. `მოსოხ~ ხომ ერთ-ერთი სამხრეთ-დასავლური დიდი ქართული ერთობის `მესხების~ სახელი იყო. ჩაჩნებისათვის ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფები ფშავლები და ხევსურები `შუო~-დ და `ფხიე~-დ არიან სახელდებულნი, ხოლო იგივე ჩაჩნები მოხევეებს `ბენოი~-ს სახელით მოიხსენიებენ. ყარაჩაელებისათვის სვანების აღმნიშვნელი ტერმინი `ებზელი~ იყო, ბალყარელებისათვის _ `ტაუებზე~. საერთოდ, ბალყარელები ქართველებს `ებზეს~ უწოდებდნენ, ყაბარდოელები კი _ ეთნონიმს `სონას~. `სონა~ `სვანი~-დან არის მიღებული.
თანამედროვე ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფების სახელწოდებებს სანამ შევეხებით, მოკლედ შეიძლება იმ ტომობრივი ერთეულების შესახებ ვისაუბროთ, რომლებიც ძველ საისტორიო წყაროებში არიან დასახელებულნი. ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ძვ. წ. XII საუკუნის ასურულ და VIII საუკუნის ურარტულ ლურსმნულ წყაროებში მოხსენებული არის დაიაენის და დიაოხის ქვეყნები. მეცნიერთა სამართლიანი დასკვნით, დაიანელები და დიაოხები იგივე ძველბერძნულ წყაროებში მოხსენიებული ტაოხები არიან. ტაოხები კი სხვა არაფერია თუ არა შუასაუკუნეების სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტაოს მკვიდრნი _ ტაოელები.
ასურულ და ურარტულ ლურსმნულ წარწერებში არის დასახელებული `კილხის~ _ `კულხას~ (`კოლხას~) ქვეყანა. ამ სახელწოდებებსაც ბერძნულ-რომაულ წყაროებში მოხსენიებულ კოლხებისა და კოლხეთის სახელწოდებებთან აიგივებენ. კულხა-კოლხა დაიაენი-დიაოხის ჩრდილოეთით, შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეში მდებარეობდა.
ურარტულ წყაროებში დასახელებულ `ზაბახას~ შუა საუკუნეების ქართული ეთნოგრაფიული მხარის ჯავახეთის სახელთან აიგივებენ, რომელიც საქართველოს ამ პროვინციის სამხრეთით მდებარეობდა. ძველ ბერძნულ წყაროებში არაერთგზის დასახელებული მოსხების სახელწოდებას უშუალო კავშირი აქვს სამხრეთ-დასვლეთ საქართველოს ტერიტორიაზე განსახლებულ მესხებთან. საყურადღებოა, რომ ანტიკურ ავტორთა მონაცემებით, მოსხები არა ცალკე ეთნოსი, არამედ იგივე იბერები, მათი განუყოფელი ნაწილია: `მოსხები არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ კულტურულადაც იბერები არიან, იბერთა ეთნოკულტურულ არეალში შემოდიან~.
ზემოთ არაერთგზის მოხსენიებული კოლხეთისა და კოლხელების ქართული სახელწოდება ეგრისი და ეგრისელები იყო, რომლისაგანაც მიღებულია ტერმინები სამეგრელო და მეგრელები. უფრო ადრე კი წერილობით ძეგლებში სა-ეგრ-ო და მ-ეგრ-ი გვხვდება. ეგრისი (ეგრი) ანტიკურ წყაროებში ლაზიკად იწოდებოდა. ისევე როგორცსხვა არაერთ გეოგრაფიულ სახელწოდებას, ეგრისსაც ვიწრო და ფართო მნიშვნელობა ჰქონდა. ვიწრო მნიშვნელობით ის მდინარეების რიონსა და ეგრისწყალს შორის მოქცეულ ტერიტორიას ეწოდებოდა, ხოლო ფართო მნიშვნელობით მთლიანად დასავლეთ საქართველოს მიესადაგებოდა. VIII საუკუნიდან ფართოდ გაგებულ ეგრისს აფხაზეთი ჩაენაცვლა, რაც როგორც ზემოთაც აღინიშნა, პოლიტიკური ფაქტორით იყო გამოწვეული. უფრო მოგვიანებით აფხაზეთს დასავლეთ საქართველოს მნიშვნელობით იმერეთი ჩაენაცვლა, რომელსაც ასევე ორგვარი _ ვიწრო და ფართო გაგება ჰქონდა. ვახუშტი ბაგრატიონი ამის შესახებ წერდა: `ქვეყნისა ამის სახელნი არიან საერთოდ სამი: პირველად ეგრისი, მეორედ აფხაზეთი, მესამედ იმერეთი~. (XX საუკუნის ეთნოგრაფიული მონაცემებით, მთლიანად დასავლეთი საქართველო აღმოსავლეთ საქართველოს მკვიდრთათვის იმერეთი იყო, ხოლო აქ მცხოვრები ქართველები იმერლებს წარმოადგენდნენ. XIX საუკუნის დასაწყისის ავტორი მინა მედიჩი აღნიშნავდა, რომ მეგრელების ქვეყანა იმერეთია, რომელიც გადაჭიმულია ფაზისიდან დიდ კავკასიონამდე. საერთოდ, თავდაპირველად საქართველო იმიერ და ამიერ მხარეებად იყოფოდა. იმერნი თუ დასავლეთ საქართველოს ყველა მკვიდრს ეწოდეოდა, ამერნი აღმოსავლეთ საქართველოს ყველა ეთნოგრაფიული ჯგუფის აღმნიშვნელი იყო). შუა საუკუნეების ქართულ წერილობით ძეგლებში სამეგრელოს ნაცვლად ძირითადად ტერმინი ოდიში გამოიყენებოდა. ოდიშის მკვიდრნი კი ოდიშართა სახელით მოიხსენიებოდნენ. ვახუშტი ბატონიშვილი ერთ ადგილას ქართველთა ამ ეთნოგრაფიული ჯგუფის წარმომადგენლებს ორმაგი სახელწოდებით _ `ოდიშარნი მეგრელნი~ მოიხსენიებს. გვიან შუასაუკუნეებში ოდიშის (სამეგრელოს) საზღვრები თანდათანობით შეიკვეცა. ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან საზღვარმა ჯერ კოდორიდან კელასურზე გადმოინაცვლა, შემდეგ _ ღალიძგაზე და ბოლოს _ ენგურზე. ენგურსა და ღალიძგას შორის ტერიტორიას სამურზაყანოს სახელი საკმაოდ გვიან _ XVIII საუკუნის დასაწყისიდან ეწოდა. თუმცა, გვიან შუა საუკუნეებში აფხაზთა და ჩრდილოეთ კავკასიელთა თარეშის მიუხედავად, სამურზაყანოს ტერიტორიაზე ქართული მოსახლეობა არასოდეს არ შეცვლილა. საყურადღებოა, რომ მეგრელთა სვანური სახელწოდება არის ზანარ. ხოლო მეგრელ-ჭანებს ბერძნული წყაროები სანებსაც უწოდებენ. სანი სწორედ ზანარის შესატყვისი სახელწოდეებაა. სანები ხშირად გაიგივებულნი არიან, როგორც მაკრონებთან, ასევე ჭანებთან. არნოლდ ჩიქობავას სამართლიანი შენიშვნით, `ზანი~ მეგრელსაც მიესადაგებოდა და ჭანსაც. მეცნიერებაში გამოთქმულია საყურადღებო მოსაზრება, რომ `ჰენიოხი არის იგივე ჭანი (ტომობრივადაც და ენობრივადაც), ჰენიოხთა ტომის მეგრულ-ჭანურ სახელწოდებას `ჭანი~ ენობრივი კანონზომიერებით შეესაბამებოდა სვანური `ჰენი~ და ქართული `წენი~. ტრაპიზონის იმპერიის მოსახლეობის დიდ ნაწილს ჭანები შეადგენდნენ. გვიან ტერმინ `ჭანს~ `ლაზი~ ჩაენაცვლა. საყურადღებოა, რომ `ქართლის ცხოვრების~ ჩანართში, რომელიც ანდრია მოციქულის ქადაგებას ეხება ტრაპიზონი მეგრელთა სოფლადაა მოხსენიებული: `მოვიდა ... ანდრია ქალაქად ტრაპიზონად, რომელ არს სოფელი მეგრელთა~, ე. ი. ქართული წყაროები ფაქტობრივად ლაზ-ჭანებსა და მეგრელებს ერთმანეთისაგან არ ანსხვავებდნენ.
ერთ-ერთი უძველესი ქართველური ტომი იყო სასპერების ტომი. სასპერები, გარდა ჭოროხის ხეობისა, მდ. ევფრატის სათავეებშიც ცხოვრობდნენ. ზოგიერთი მეცნიერი სასპერებს ტაოხებთან აიგივებს. სხვა შეხედულებით სასპერები მეგრულ-ჭანურ ერთობასთან იყვნენ დაკავშირებულნი. ტ. ფუტკარაძის შეხედულებით, რაც ჩვენ უფრო გასაზიარებლად მიგვაჩნია, სასპერები კოლხებისაგან განსხვავდებოდნენ და ისინი უფრო იბერებთან იყვნენ დაკავშირებულნი. II საუკუნის ავტორი კლავდიოს პტოლემაიოსი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე `სუანოკოლხებს~ ასახელებს. მათი განსახლების არეალი დღევანდელი აფხაზეთის ტერტორიის ჩრდილო-დასვლეთი მონაკვეთი იყო. ივანე ჯავახიშვილის მოსაზრებით, სუანოკოლხები სვანებისა და მეგრელების შერევის შედეგად წარმოქმნილი ქართველური ერთობა იყო. საქართველოს აწ გამქრალ ეთნოგრაფიულ ერთეულებს შორის შეიძლება დავასახელოთ:

I. ჰერები, რომლებიც საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ პროვინცაში _ ჰერეთში იყვნენ განსახლებულნი. დღეს ჰერეთი ძირითადად საინგილოსთან ასოცირდება, მაგრამ X_XV საუკუნეებში ჰერეთი თანამედროვე შიდა კახეთსა და გაღმა მხარის ტერიტორიებსაც მოიცავდა. XV საუკუნემდე კახელები და ჰერები ხშირად ერთი სახელწოდებით _ ჰერკახნი _ მოიხსენიებიან. XV საუკუნიდან ჰერეთი და ჰერები საერთოდ აღარ იხსენიებიან. ორივე ტერმინი კახეთმა და კახელებმა გადაფარეს.
II. წანარები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში თერგის ხეობაში, თანამედროვე ხევის ტერიტორიაზე მკვიდრობდნენ. მათი უშუალო მემკვიდრეები ქართველთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული ჯგუფი მოხევეები არიან. წანარებმა დიდი როლი ითამაშეს VIII_IX საუკუნეებში კახეთის სამთავროს წარმოქმნაში. კახეთის სამთავროს წარმოქმნის შემდეგ წანარები ისტორიის სარბიელიდან ქრებიან. ისინი კახეთის მთისწინეთსა და ბარში ესახლებიან. წანართა ჯგუფური გადმოსახლება რომ მოხდა კახეთის მთისწინეთ-ბარში ამის მაჩვენებელია ისიც, რომ როგორც ისტორიულ-ეთნოგრაფიული ჯგუფი ქრებიან ისტორიის სარბიელიდან. დღევანდელი თერგის ხეობა რომ ისტორიული წანარეთია ჩანს იქიდანაც, რომ ოსები მოხევეებს `შანას~ უწოდებენ.
ჯ. გვასალიას სამართლიანი შენიშვნით `შანა~ გამოძახილია სწორედ `წანა-სანასი~. `მოქცევაÁ ქართლისაÁში~ ნახმარია ტერმინი `წანარეთისა Ãევსა~. დროთა განმავლობაში `წანარეთის Ãევი~-დან `წანარეთი~ დაიკარგა და მივიღეთ `ხევი~. ისტორიოგრაფიაში მიჩნეულია, რომ წანარები სვანებთან ახლოს მდგომი ქართველური ერთობა იყო.
III. დვალები ქართლის მთიანეთში მკვიდრობდნენ. `ისტორიანი და შარავანდედთანის~ ავტორი დვალებს სხვა ქართველ მთიელებთან ერთად (მოხევეები, ცხრაზმელები, ხადელები, ცხავატელები, ჭართალელები, ერწოთიანელები) მოიხსენიებს. დვალებით განსახლებული ტერიტორია ახლა საქართველოს ფარგლებს გარეთაა. ის რუსეთის ფედერაციაში შედის. ქართლის ლიახვის ხეობიდან და მთის რაჭიდან დვალეთში თერთმეტი შესასვლელი იყო. გვიან შუა საუკუნეებში დვალების დიდი ნაწილი საქართველოს სხვადასხვა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეში გადასახლდა, ადგილზე დარჩენილები კი აქ ოსთა მიგრაციის გამო ოსურ ეთნიკურ გარემოში გაოსდა. დვალები განსახლებულნი იყვნენ აგრეთვე ლიახვის ხეობის სათავის ცხრა მთურ პატრა სოფელში, რომელსაც ქართული წყაროები მაღრან-დვალეთს უწოდებენ. დვალები პირველად ანტიკურ წყაროებში I_II საუკუნეებში არიან მოხსენიებულნი.
IV. დვალების მსგავსად აღარ არსებობს თრიალელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული ჯგუფი, რომლებიც თრიალეთში (დღევანდელი წალკის რაიონი) მკვიდრობდნენ. თრიალეთი მოსახლეობისაგან XVIII საუკუნის მეორე ნახევარში დაიცალა.
V. გვიან შუა საუკუნეებიდან წერილობით ძეგლებში აღარც ფხოველები გვხვდებიან. ფხოვი შემდგომდროინდელი ფშავისა და ხევსურეთის ერთობლივი სახელწოდება იყო. საქართველოს ეს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე ფშავად და ხევსურეთად XIII საუკუნეში დაიშალა. თამარ მეფის ეპოქაში, XIII საუკუნის ათიან წლებში ფხოველები ცენტრალურ ხელისუფლებას აუჯანყდნენ. მთაში წესრიგის დასამყარებლად სამეფო ხელისუფლებას სამი თვე დასჭირდა. ივანე მხარგრძელმა (ამირსპასალარ-ათაბაგმა) აჯანყება სასტიკად ჩაახშო. ჩვენი თვალსაზრისით, სწორედ აღნიშნული დროიდან _ XIII საუკუნიდან უნდა მომხდარიყო ფხოვის ფშავისა და ხევსურეთის რეგიონებად განცალკევება. ვფიქრობთ, სამეფო ხელისუფლებამ ბართან უფრო ახლოს მდებარე შემდეგდროინდელი ფშავის ნაწილი დაიმორჩილა, ხევსურეთისა კი _ ვერა. ამის დამადასტურებელი უნდა იყოს ფშავში ცენტრალური სალოცავების _ `ლაშარის ჯვრისა~ და `თამარის ხატის~ გამართვა (გაჩენა). ხევსურეთში მსგავსი სახელწოდების სალოცავი არ არის. ამავე დროს, ერთიანი ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარის ორ ნაწილად გათიშვაში დიდი როლი ითამაშა სოციალური განვითარების სხვადასხვაობამ. ბართან შედარებითი სიახლოვის გამო, ფშავში სოციალური და რელიგიური თვალსაზრისით ნოვაციები ინერგებოდა. ხევსურეთი კი ამ თვალსაზრისით უფრო კონსერვატიული იყო.
VI. ხადელები თეთრი არაგვის ხეობის ზემო წელში _ ხადას ხეობაში ცხოვრობდნენ.
VII. ცხავატელების სამკვიდრებელი თეთრი არაგვის ხეობა იყო. ის შავი და თეთრი არაგვის შეერთების ადგილიდან (დღევანდელი ფასანაური) ხადამდე ვრცელდებოდა. შუა საუკუნეებში ხადისა და ცხავატის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეების გაერთიანების შედეგად მთიულთა ეთნოგრაფიული ჯგუფი ჩამოყალიბდა.
VIII. თორელები თორში, დღევანდელი ბორჯომის რაიონში ცხოვრობდნენ. ქართულ წყაროებში თორელნი ხშირად მესხებთან და `შავშ-კლარჯ-ტაოელებთან~ ერთად არიან მოხსენიებულნი. ისტორიული ბედუკუღმართობის გამო, თორელები ფაქტობრივად გაქრნენ. XIX საუკუნიდან თორი ძირითადად ზემო იმერეთიდან გადმოსახლებულმა მოსახლეობამ მოაშენა.
IX. თაკვარელები თაკვერის მკვიდრნი იყვნენ. თავდაპირველად მოიცავდა დღევანდელ რაჭასა და ლეჩხუმს, შემდეგ კი _ მხოლოდ ამ უკანასკნელს. ასე რომ, თაკვარელები შემდგომდროინდელი ლეჩხუმელების ადრინდელი სახელწოდებაა. ვჳ საუკუნეში პროკოპი კესარიელი ლეჩხუმს სკვიმნიას უწოდებდა.
X. კამბეჩოვანელები _ თანამედროვე ქიზიყის ძველი სახელი კამბეჩოვანია. ბუნებრივია, თავის დროზე კამბეჩოვანში მოსახლე ქართველები კამბეჩოვანელებად მოიხსენიებოდნენ. კამბეჩოვანი უაღრესად გამჭვირვალე ქართული ტოპონიმია. ვახუშტი ბაგრატიონის სიტყვებით, `ამას ეწოდა პირველ კამბეჩოვანი, კამბეჩთა სიმრავლისათვის~. სტრაბონი კამბეჩოვანს კამბისენეს ფორმით იხსენიებს. მხარის სახელწოდება პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ის თავიდანვე, ყოველ შემთხვევაში, ძველი და ახალი წელთაღრიცხვების მიჯნაზე ქართული `ქვეყანა~ იყო. ძველი კამბეჩოვანელები ანუ თანამედროვე ქიზიყელები, როგორც ჩანს, ცალკე ეთნოგრაფიული ჯგუფი იყო, რომლებიც ჰერების მსგავსად კახელებთან იქნენ ასოცირებულნი. ერთგვარი ეთნოგრაფიული თავისებურება ქიზიყელებს დღემდე აქვთ შენარჩუნებული.
XI. სუჯები ივრის ხეობაში დღევანდელ გარე კახეთში ცხოვრობდნენ. ადრე შუა საუკუნეებიდან სუჯები უკვე აღარ იხსენიებიან.
XII. წილკნელები _ მოხსენიებულნი არიან ქართლის გაქრისტიანების ამბებთან დაკავშირებით. მიაჩნიათ, რომ წილკანი შემდეგდროინდელი ხადაა. ეს მოსაზრება დამაჯერებლობას მოკლებულია. მიგვაჩნია, რომ წილკანელები ფშავის არაგვის ხეობაში, თანამედროვე წინაფშავში მოსახლეობდნენ.
XIII.. მარგველნი არგვეთის ანუ მარგვეთის ისტორიული მხარის მკვიდრნი იყვნენ, რომელიც მოიცავდა დღევანდელი ზემო იმერეთის, ოკრიბის, თერჯოლის და ბაღდადის რაიონებს. მარგველებსა და თაკუერის მოსახლეობას ვახტანგ გორგასლის დროს ცალკე ერისთავი ჰყოლიათ. VIII საუკუნეში მარგველთა ერისთავები იყვნენ დავიტ და კონსტანტინე.
XIV. ყვარელელები ივრის ხეობაში მოსახლე ქართველ მთიელთა სახელწოდება იყო. მოხსენიებულნი არიან `მოქცევაი ქართლისაი~-ში: `და მოუწოდა მთეულთა, ჭართალელთა და ფხოველთა და წილკანელთა და უქადაგა სარწმუნოება ქრისტეისი. ხოლო მათ განუყარეს თავი დდდა ერისთავმან მცირედ წარჰმართა მახვილი, და შიშითა მოსცნეს კერპნი მათნი დალეწად. და გარდავიდა ერწუდ და დადგა ჟალეთს, დაბასა ედემს, და ნათელ-სცა ერწუ-თიანელთა. და ყუარელთა ესმა ესე და გარდაკრბეს თოშთა, რომელნი უკანაისკნელ იპოვნეს~. `ყუარელთა~ თემი და `ქვეყანა~ სრულიად სამართლიანად ლოკალიზებულია ივრის ხეობის ზემო წელში, თიანეთიდან ჩრდილოაღმოსავლეთით, სადაც დღესაც არსებობს სოფელი (XX საუკუნის 40-იანი წლებიდან _ ნასოფლარი) ყვარა, რომელიც აღნიშნული `ყუარელთა~ `ქვეყნის~ ცენტრი უნდა ყოფილიყო. ივრის ხეობაში ყვარელთა ეთნოგრაფიული ჯგუფი სოფელ ლიშოდან ზემოთ ივრის `კუდებამდე~ მოსახლეობდა.E
XV. ცხრაზმელებად შუა საუკუნეების საისტორიო წყაროებში ქსნის ხეობაში მცხოვრები მთიელები მოიხსენიებოდნენ. X საუკუნიდან ცხრაზმისხეველებად გარდა ქსნისხეველებისა, ლეხურას, მეჯუდას და პატარა ლიახვის ხეობათა მკვიდრნიც იწოდებოდნენ.
XVI. სომხითარნი გვიანდელი შუა საუკუნეების ქვემო ქართლელთა პარალელური სახელწოდება იყო, თუმცა სომხითი ქვემო ქართლს მთლიანად არ მოიცავდა. სომხით-საბარათიანოდ ბარათაშვილთა სათავადოს მოიხსენიებდნენ. სამართლიანად მიიჩნევენ, რომ გვიან შუა საუკუნეებში `სომხითისა~ და `სომხითართა~ ცნებების დავიწროვება ქვემო ქართლის პოლიტიკურ ვითარებაში მომხდარმა ცვლილებებმა განაპირობა.
ქვემო ქართლელებისათვის სომხითართა სახელწოდების გადატანა იმასაც უნდა განეპირობებინა, რომ საქართველოს ეს ძირძველი მხარე გვიან შუა საუკუნეებში მონოფიზიტი ანუ სომხურ-გრიგორიანული სარწმუნოების ქართველებით იყო დასახლებული. სომხითარებს პირველად XIV საუკუნის ისტორიკოსი ჟამთააღმწერელი იხსენიებს. ქვემო ქართლის აღნიშნულ ტერიტორიას ანუ სომხური წყაროების გუგარქს სომხური წყაროები `ვრაც-დაშტს~ (ქართველთა ველი) უწოდებდნენ.
თანამედროვე საქართველო ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეებად იყოფა, შესაბამისად ამ მხარეების მოსახლენი, როგორც ერთიანი ქართველი ერის წარმომადგენლები ეთნოგრაფიული ჯგუფის ამა თუ იმ სახელწოდებას ატარებდნენ. ეს ეთნოგრაფიული ჯგუფებია: ქართლელები; კახელები (ადრე შუა საუკუნეებში ცალცალკე მოიხსენიებოდნენ `კახები~ და `კუხები~), ქიზიყელები (ჩვეულებრივ მათ კახელთა ლოკალური ჯგუფის წარმომადგენლებად განიხილავენ, თუმცა გარკვეულწილად, მათ ყოფითი და დიალექტური თავისებურერები ახასიათებთ); ერწო-თიანელნი (ლეონტი მროველი პირველად იხსენიებს ქრისტიანობის გავრცელებასთან დაკავშირებით); ფშავლები; ხევსურები; თუშები; მოხევეები; მთიულები; გუდამაყრელები (ზოგჯერ შეცდომით გუდამაყრელებს მთიულებს მიათვლიან. ჭართალელებთან, ფხოველებთან, წილკანელებთან ერთად პირველად მოხსენიებულნი არიან ქრისტიანობის გავრცელებასთან დაკავშირებით. გუდამაყრელებს VII საუკუნის `სომხური გეოგრაფიაც~ მოიხსენიებს); იმერლები; რაჭველები; ლეჩხუმელები; სვანები; მეგრელები; გურულები; აჭარლები (ჟამთააღმწერელი ერთ ადგილას აჭარელებს `მაჭარელნის~ სახელით მოიხსენიებს. შდრ.: `მდვალი~, `მრაჭველი~, `მსვანი~, `მეგრნი~-`მეგრელნი~, `მარგუელი~); ჯავახები; მესხები (სხვათა შორის, სახელწოდებას `მესხნი~ ვიწრო და ფართო მნიშვნელობა ჰქონდა. ვიწრო მნიშვნელობით ის მხოლოდ სამცხის მკვიდრთ აღნიშნავდა, ფართო გაგებით კი _ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ყველა ეთნოგრაფიული ჯგუფის მომცველი იყო ანუ ისტორიული ზემო ქართლის მკვიდრებს მიესადაგებოდა. ამას ვახუშტი ბაგრატიონიც ხაზგასმით აღნიშნავდა _ `ამ ადგილებთა და ქუეყანათა კრებით ეწოდა მესხნი~). აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ ხანდოელები და ჭართალელები. შეცდომით ხანდოელებსა და ჭართალელებს მთიულებს მიაკუთვნებენ, რაც არც ეთნოგრაფიული მონაცემებით და არც საისტორიო წყაროებით დასტურდება. XVII_XVIII საუკუნეების დოკუმენტებში `ხანდო~ და `ხანდოელები~, `ჭართალი~ და `ჭართლელნი~ცალკ-ცალკე არიან მოხსენიებულნი. XVI საუკუნიდან თანამედროვე საქართველოს საზღვრებს გარეთ _ თურქეთის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოექცნენ: შავშელები; კლარჯელები (კლარჯეთი და კლარჯელები ლეონტი მროველთან უკვე ფარნავაზის მეფობისას იხსენიებიან); ტაოელები; ერუშეთელები; არტაანელები (არტაანი თავის მხრივ ორ ნაწილად _ `ზენა არტაანად~ და `ქუენა არტაანად~ იყოფოდა); კოლაელები; თურქეთის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მკვიდრობენ ლაზებიც (ჭანები). ლაზების მხოლოდ მცირე ნაწილი ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე. ქართველთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული ჯგუფები თურქეთის სახელმწიფოს ტერიტორიაზე დღეისათვის ფაქტობრივად დეეთნიზებულნი არიან. ეთნიკური ქართველობა და ქართული ენა აქა-იქ კუნძულეობრივად არის შემორჩენილი. მაგალითად იმერხევი და ლივანა (ლიგანა) შეიძლება დავასახელოთ. იმერხევი ისტორიულ შავშეთში შედიოდა. აქ დღეს ქართულად დაახლოებით ოცი სოფლის მოსახლეობა ლაპარაკობს. რაც შეეხება ლივანას (ლიგანი, ნიგალი) ის ჭოროხის ხეობის ქვემო დინებაზე მდებარეობს და კლარჯეთის ნაწილი იყო. მხოლოდ ლივანას მცირე ნაწილია დარჩენილი საქართველოს შემადგენლობაში. სხვათა შორის, შავშეთ-იმერხევში შეკრებილი ეთნოგრაფიული მასალებით, ქალაქ ართვინის თავდაპირველი სახელწოდება `ლივანა~ ყოფილა. გარკვეულ ტერიტორიულ ერთეულებად იყოფოდა ტაოც. ესენი იყო იმიერ-ტაო, ამიერ-ტაო, თორთომი (აქ არის თორთუმის შთამბეჭდავი ციხის ნანგრევები, ოშკისა და ხახულის ტაძრები), პარხალი, რომელსაც ვახუშტი ბაგრატიონი სხვანაირად ტაოს-კარსაც უწოდებდა. პარხალი `ტაოს-კარად~ ლაზეთის მხრიდან უნდა ყოფილიყო. კოლას ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარის შესახებ უნდა ითქვას, რომ ის მტკვრის სათავეებში მდებარეობდა. სახელწოდება `კოლა~ `კოლხადან~ მიღებულად მიაჩნიათ. საქართველოს საზღვრებს გარეთ აზერბაიჯანის სახელმწიფოში ცხოვრობენ ინგილოები (ძველი ჰერების შთამომავალნი), ირანში _ ფერეიდნელი ქართველები, რომლებიც XVII საუკუნის დასაწყისში კახეთიდან იძულებით გადასახლებულთა შთამომავლები არიან.


სტატიის ავტორი – როლანდ თოფჩიშვილი;
მასალა აღებულია წიგნიდან – „საქართველოს ეთნოგრაფია/ეთნოლოგია“, თბილისი, 2010წ.

 


megobari saitebi

   

01.10.2014