ღვინით მკურნალობის ხალხური ტრადიციები საქართველოში
(ენოთერაპია)

ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით, ერთ_ერთ უძველეს ნატურალურ სამკუნალო საშუალებად საქართველოში ყურძნის ღვინო ითვლებოდა. ცნობილია, რომ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ქართველმა ხალხმა შექმნა მევენახეობა_მეღვინეობის ორიგინალური კულტურა. მევენახეობას იმდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მინიჭებული, რომ ქვეყნის მთად და ბარად დაყოფა მისი გავრცელების არეალზე იყო ორიენტირებული (ვახუშტი ბაგრატიონი). ვაზი იყო საქართველოს ეკონომიკური სიძლიერის წყარო, ამიტომ შემოსეული მტერი პირველ რიგში ვაზს ჩეხავდა ქვეყნის დასაუძლურებლად. ვაზის კულტთან, ჭურის თავთან და მარანთანაა დაკავშირებული საკრალური ხის მითოლოგიური სახე საქართველოში. შემთხვევითი არც ის უნდა იყოს, რომ წმინდა ნინო ვაზის ჯვრით ხელში უქადაგებდა ქართველებს ქრისტეს რჯულს, ხოლო ერთი ქართული ლეგენდის მიხედვით, ღმერთმა ადამიანი, ვაზის ცრემლებით მოზელილი მიწისაგან შექმნა ვენახის მოსავლელად. ისიც ცნობილია, რომ ძველ ცივილიზებულ სამყაროში, სადაც კი არსებობდა ვაზის კულტურა, ღვინის სამკურნალოდ გამოყენებას უძველესი ტრადიცია აქვს. Hჰომეროსი ,,ილიადაში~ იხსენიებს ორ მეომარ ექიმს _ მახაონსა და პალადირს, რომლებიც დაჭრილებს ღვინოს ასმევდნენ, აგრეთვე ღვინით უმუშავებდნენ ჭრილობებს.
ცნობილი რომაელი ექიმი კლავდიუს გალენა დაჭრილი გლადიატორების სამკურნალოდ ღვინის ხსნარში დასველებულ საფენებს იყენებდა.
ბუნებრივია, რომ ვაზისა და ღვინის კლასიკურ ქვეყანაში, საქართველოშიც, ღვინის სამკურნალოდ გამოყენების ტრადიციას საუკუნოვანი ფესვები გააჩნია, რასაც ადასტურებს როგორც ეთნოგრაფიული მასალა, ისე წერილობითი წყაროები. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქართულ ხალხურ მედიცინაში ღვინით მკურნალობა მევენახეობის გავრცელების ზოლშია მოქცეული, თუმცა ვაზის კულტურა არც მთის მოსახლეობისთვის იყო უცხო _ მათ ბარში ჰქონდათ ვენახები - ,,ხატის ვენახები~.
ქართულ ხალხურ მედიცინაში ღვინოს მრავალმხრივი დანიშნულება ჰქონდა. იგი გამოიყენებოდა როგორც პროფილაქტიკური, მასტიმულირებელი და სამკურნალო საშუალება მრავალი სხვადასხვა სახის (ბავშვთა ასაკში გავრცელებული ზოგიერთი სახის დაავადებების _ ,,სიმჭლე~, ,,საყმაწვილო~; გინეკოლოგიური, ტრამვული, თერაპიული და სხვ.) დაავადებათა სამკურნალოდ, როგორც ცალკე ისე სხვა ინგრედიენტებთან (რთული შემადგენლობის წამლებში) ერთადაც. Aასევე მრავალფეროვანია ღვინით მკურნალობის სპექტრი ძველი ქართული სამედიცინო ხელნაწერების მიხედვითაც.
ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით, ღვინოს მცირე დოზებით აძლევდნენ ადამიანს უმადობისა და სისუსტის დროს. უძველეს წერილობით ცნობას, ღვინის ბიოგენური სტიმულატორად გამოყენების შესახებ ვხვდებით V საუკუნის ლიტერატურულ ნაწარმოებში _ ,,შუშანიკის წამება~. იაკობ ხუცესი სთხოვს შუშანიკს, რომ მან საკვებად ღვინოში ჩამბალი პური მიიღოს. ,,....მაშინ მივიღე მცირედ ღვინო და პური. Dდავალბე და მცირედ გემო იხილა~ (იაკობ ცურტაველი).
თუ ღვინის სმის კულტურას, მის სამკურნალოდ გამოყენების ხალხურ ცოდნასა და გამოცდილებას შევადარებთ კარაბადინებში აღწერილ ცნობებს, საინტერესო სურათს მივიღებთ: ეთნოგრაფიული მასალიდან ჩანს, რომ ხალხი ღვინის სასარგებლო თვისებებთან ერთად, მისი გადაჭარბებული სმის შედეგად გამოწვეულ უარყოფით მხარეებზეც ამახვილებს ყურადღებას, _,,გადამეტებული ღვინის სმა და ლოთობა თავად იწვევს სხვადასხვა დაავადებებს~_ო. იგივე თვალსაზრისია გატარებული კარაბადინში: ,,....თუ კაცი ცოტასა სვამს და ზომიერსა, კაცსა კარგა დააშუნდების, თუ კაცი ბევრსა სვამს mowed აწყენს და კაცი ღვინის თრიაქი (ლოტი) შეიქმნების~ (ბაგრატიონი). ან ,,მაგრამ თუ კაცი ბევრსა ღვინოსა სვამს, კაცსა აწყენს და ღვიძლს დაუკოდს, თავსა და ხელებს აუთრთოლებს, თუალთა ცრემლსა და წუწსა მოადენს~ (ბაგრატიონი). სამკურნალო წიგნში ვკითხულობთ ,,რასაცა კაცსა ანდაზითა ღუინო ესუას და თავი შეენახოს მისგან, სიმრთელე ჰქონდეს. თუ მერმე დაიწყოს ჭარბობა ღუინისა იმა ანდაზაზედა, რაცა პირველად სიმრთელე ყოფილიყოს, ისი ყუალა სენად და სნებად შეექნას~ (ფანასკერტელ-ციციშვილი).
Kკარაბადინების მიხედვით სხვადასხვა დაავადებების დროს ღვინო განსხვავებული წესით გამოიყენებოდა: ,,ღვინითა შეზილოს~ (მაგ. მალამო), ,,ღვინითა დაალბოს~, ,,ღვინო წყალსა გაურიონ~, ,,ორთქლი ღვინისაÁ~, ,,ცოატი ღვინო დიდსა წყალსა გაურიონ~ და სხვ.
ანალოგიურია ღვინის სამკურნალოდ გამოყენების გზები ხალხურ მედიცინაშიც. მკურნალობენ სუფთა ღვინით, წყალგარეული ღვინით, ღვინის ორთქლით_ინჰალაციით, ღვინოზე ცივად შეზელილი წამლით. ზოგიერთ დაავადებას, მაგ: ტრამვულს (ჭრილობა, მოტეხილობა დამწვრობა და სხვ.) ალკოჰოლიანი ღვინით მკურნალობდნენ, ზოგიერთს კი (ბავშვთა, გინეკოლოგიური, თერაპიული) ,,დადაღული~ ან ,,მოხარშული~ ღვინით. ხალხის დაკვირვებით ასეთი ღვინო სიმაგრეს (ალკოჰოლს) კარგავს, სხვა ყველა სასარგებლო თვისებას კი ინარჩუნებს. ,,დადაღული~ ღვინო მარტივი შემადგენლობის წამალია. ( თუ იმას არ ჩავთვლით, რომ თავად ღვინო არის მეტად რთული შემადგენლობის). ღვინოში ჩააგდებდნენ ნაღვერდალს, მისი ჩაქრობის შემდეგ ნახშირს გადააგდებდნენ, ხოლო ღვინოს დაალევინებდნენ წამლად. ,,მოხარშული~ ღვინო კი რთული წამლის შემადგენელი კომპონენტია, იგი არის ძირითადი ნივთიერება, რომელშიც სხვადასხვა დანამატებს ურევენ (დაავადების ხასიათიდან გამომდინარე).
აღსანიშნავია, რომ ხალხურ მედიცინაში უპირატესი გამოყენება შავ ღვინოს აქვს, მას უფრო მეტ სასარგებლო თვისებებს მიაწერენ. Kკარაბადინების მიხედვით კი სამკურნალოდ ყველანაირი ღვინო გამოიყენებოდა, უფრო კი ,,ძუელი ღვინო~. ,,წიგნი სააქიმოÁს~ მიხედვით სამკურნალო წამლები მზადდებოდა _ ,,ძუელითა ღვინითა~, ძნელისა ღვინისა ძუელისა~, ,,ღვინოÁ ესეი ყველაÁ~, ,,ყოველითა ღვინითა~, ,,ძალიანისა ღვინისა~, ,,კარგსა ღვინოÁსა~, ,,ღვინოისა წყალრეულსა~.... და სხვ.
ზაზა ფანასკერტელ_ციციშვილის კარაბადინში ვხვდებით ღვინოზე შემზადებული წამლის სხვადასხვა ფორმებს _მალამოს, ნახარშ წამალს, შესანახ აბებს, _ რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში წყალში გახსნილს აძლევდნენ ავადმყოფს. ხალხურ მედიცინაში კი შესანახი აბების დამზადების ტრადიცია არ არსებობდა.
განვიხილოთ ღვინის სამკურნალოდ გამოყენების ტრადიცია და მსგავსება_განსხვავება ხალხურ და წერილობით (კარაბადინების) მედიცინას შორის ზოგიერთი დაავადების მკურნალობის მაგალითზე. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ტრამვულ დაზიანებათა მკურნალობაში ღვინო ნატურალური (ალკოჰოლიანი) სახით გამოიყენებოდა. როგორც ხალხურ, ისე ტრადიციულ (კარაბადინების) მედიცინაში სამკურნალო საშუალებად ფართოდაა წარმოდგენილი ღვინის ძმარიც. Aასე მაგალითად: ჭრილობას, თუ ის ამავე დროს ,,გაღიზიანებული~ (ინფიცირებული) იყო ღვინის გარდა ძმრით ან მასზე დამზადებული ე.წ. ,,დაზელილი წამლით~, მკურნალობდნენ. აღნიშნული წამლით მკურნალობდნენ დამწვრობასაც. წამალი ცივად შეზელვის წესით მზადდება _ გარკვეულ სამკურნალო საშუალებებს (რასაც ხალხური მკურნალები საიდუმლოდ ინახავენ) მცირე_მცირე დოზებით ასხამდნენ ძმარს და ზელდნენ.
ჭრილობაზე აფენდნენ ღვინის ან ძმრის საფენებს (კომპრესს): ,,დაჩირქებულ ჭრილობაზე ჯერ წავუსმევდით ღორის ქონს და მერე ღვინის ან ძმრის საფენს დავაფენდით, რომ გაშრებოდა, გამოვუცვლიდით~,_ გადმოგვცემენ მთხრობელები.
კარაბადინების მიხედვითაც _ ,,ვინცა სამოსელი ძმარშიგა დაასოლვოს და დავაფენდით, რომ გაშრებოდა, გამოვუცვლიდით~_ გადმოგვცემენ მთხრობელები. კოდილზედა (ჭრილობაზე) გარდაკრას, იმა დაკოდილსა აღარ გაუსივებს და მართალსა რიგზედა ამყოფებს~ (ბაგრატიონი). ან ,,და თუ დაკოდილი თავზედ იყოს... მოიტანე ზარავანდი მუდარაჯი და დაჯეჭკე და ღვინოშიგა მოხარშეთ და კიდევ გაახმეთ, დანაყონ და გაცრან და დაკოდილზედა დააყარონ და მწოვედ კარგად უზამს~ (ბაგრატიონი).
ღვინის გამოყენებას ჭრილობების დასამუშავებლად ვხვდებით ბიბლიაშიც. მაგ: ქრისტეს იგავი კეთილსამარიელზე, როდესაც ის მომაკვდავ ადამიანს დაეხმარა ,,ზეთითა და ღვინით მოჰბანა ჭრილობები და შეუხვია~ (სახარება ლუკასი). A
ალკოჰოლი (სპირტი) თანამედროვე მედიცინაშიც ჭრილობების დასამუშავებელი ანტისეპტიკური ხსნარების მთავარი შემადგენელი ნაწილია.
ღვინო და ღვინის ძმარი განსაკუთრებით ფართოდ არის წარმოდგენილი დამწვრობის მკურნალობაში როგორც დაზიანებული, სეპტიკურად დასამუშავებელი ნივთიერება და როგორც წამალი. Dდამწვარს ,,პირველად ღვინოს, ან ღვინის ძმარს გადავასხავდით, რომ არ აპეპკილიყო~_ გადმოგვცემენ მთხრობელები. ამავე დანიშნულებით გამოიყენებოდა შავ ღვინოში მოზელილი სიმინდის ფქვილის ცომი, რომელსაც დააფენდნენ დამწვარზე და გაშრობისთანავე უცვლიდნენ, ან ასველებდნენ ღვინით. აღსანიშნავია, რომ დამწვარი არედან სხვა სამკურნალო საშუალებების მოსაცილებლად ღვინოს იყენებდნენ. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დამწვრობის სამკურნალო ,,დაზელილ წამალს~ ამზადებდნენ ძმარზე ან ღვინოზე.
ლეჩხუმში საველე ეთნოგრაფიული მუშაობის დროს ცნობილი სახალხო მკურნალების სვანიძეების შთამომავლისაგან ჩავიწერეთ დამწვრობის სამკურნალო, ღვინის ძმარზე ცივი შეზელვით დამზადებული წამალი, რომლის შემადგენლობაშიც შედის _ მურდასაკი/მურდასანგი/Plumbum oxudalum/ ტყვიის ჟანგი, ძმარი, ზეითუნის ზეთი, კვერცხის გული, თეთრი დამწვარი შაბი. სვანიძეების ოჯახში დაცული გადმოცემის მიხედვით მათ სამკურნალო საქმიაობა თურმანიძეებისაგან შეუსწავლიათ (ბურდული) უნდა აღინიშნოს, რომ ლეჩხუმელი სახალხო მკურნალების _,,დალაქების~_ სამედიცინო ცოდნა აშკარად ატარებს კარაბადინების გავლენის კვალს (ბურდული).
დამწვრობის სამკურნალოდ ძმრისა და ღვინის გამოყენება დამოწმებულია ძველ ქართულ სამედიცინო ხელნაწერებშიც. ,,ვინცა ამა ჭადრისა ქერქი ძმარშიგა მოხარშოს და დამწვარზედა დაიდვას და ან მარტო ძმარი შეიცხოს, დამწვარსა ხორცსა გაამთელებს~ (ბაგრატიონი). ხალხური მედიცინა ღვინოს მოტეხილობის მკურნალობაშიც იყენებს, შავ ღვინოში ხარშავენ მცენარე საროს /Symphytum caucasium/ ძირებს და აღნიშნული წამლით მკურნალობდნენ. ასევე წყალ_ღვინისა და დანაყილი ნიგვზის შერევით ამზადებდნენ ნაღრძობის სამკურნალო წამალსაც.
უნდა აღინიშნოს, რომ ხალხური ენოთერაპიული მკურნალობის ტრადიციები საქართველოში დღესაც ცოცხალია. ცნობილია, რომ მოქმედი ,,ექიმბაშები~

წამლის დამზადების ტექნოლოგიას საიდუმლოდ ინახავენ, მაგრამ ზოგჯერ მაინც ხდება წამლის შემადგნლობის ნაწილობრივი გამხელა. ასე მაგ: იმერეთში ცნობილი ,,გაფრინდაშვილების საყმაწვილო წამალი~ (,,საყმაწვილო~_ბავშვობის ასაკის ფსიქო_ნერვული დაავადება) _ წყალ_ღვინისა და სამკურნალო მცენარეთა (რომელიც არ გაამხილეს) ნახარშს წარმოადგენს. ასევე ღვინოზე მზადდებოდა საქართველოში ,,საყმაწვილო სენის~ სამკურნალოდ განთქმული ,,პაჭკორიების წამალი~.
საველე ეთნოგრაფიული მუშაობისას დავაფიქსირეთ აგრეთვე ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში გავრცელებული მძიმე დაავადების ,,სიმჭლის~//,,გოჟოს~ ღვინით მკურნალობა. ასეთ ბავშვს (რომელიც აღარ იზრდება, კუნთები მოდუნებული და მომჩვარული აქვს, ახასიათებს სიგამხდრე, უმადობა, ყვითლდება და სხვ.) ღვინოში სხვადასხვა სამკურნალო მცენარეების ნახარშის აბაზანებით მკურნალობდნენ.
ახლო წარსულში, იმერეთში ,,ექიმბაშები~ სხვადასხვა (თერაპიული და გინეკოლოგიური) დაავადებების სამკურნალოდ შავ ღვინოზე ,,დადუღების~ წესით ამზადებდნენ ძვირად ღირებულ წამლებს, რომლებშიც ღვინის გარდა მრავალი სხვა სამკურნალო ნივთიერება შედიოდა. როგორც გადმოგვცეს სხვადასხვა გინეკოლოგიური (უშვილობა, კლიმაქსური მოვლენები და სხვ.) დაავადების სამკურნალოდ ავადმყოფს 9 ლიტრი წამალი უნდა დაელია ოცდაერთ დღეში. (1991 წელს სამი ლიტრი წამალი 90 მანეთ იღირდა, მიუხედავად ამისა ექიმბაშებს ბევრი პაციენტი ჰყავდათ).
მოხერხდა მშობიარობის შემდგომი ,,მუცლის ტკივილის~ დასაამებელი, ღვინოზე დამზადებული წამლების შემადგენლობის ჩაწერა: _ ა) ღვინოს მოადუღებდნენ და ნივრით შეაზავებდნენ; ბ) 2 ჭიქა ღვინოში მოხარშავდნენ ერთ ჩაის კოვზ კვლიავის /ჩარუმ ცარვი/ თესლს, ადუღებდნენ 15_20 წუთს.
უშვილობის სამკურნალოდ კარაბადინებშიც ღვინოზე დამზადებული წამლებია მოწოდებული, ოღონდ წამლის ფორმაა განსხვავებული. ნახარშის მაგიერ კეთდება კვერები, აბები (თხილისხელა), რომელიც თანამედროვე გინეკოლოგიური სანთლების ანალოგიურად გამოიყენებოდა. ასე მაგ: ..აიღე მური და კუჭუმბრა და კინა, ამათგანი _ თუითონაწილი, დანაყენ და დაგალენ და შეზილენ ღუინითა და შექენ კუერი თუითო მუტყლის წონა, და გაახმე ჩრდილსა, და ოდეს დააბანოს წესისაგან, იკმიოს მით~ (ფანასკერტელი).
ან, ქალი რომ არ ფეხმძიმდება _ ,, ....ამის წამალი ესე არის: მოიტანე თხის თირკმლის ქონი, გაადნონ და გაწურონ, და მოიტანე უშარი, რომე სპარსნი დანაი ჩადირსა (უმი კევი მ.ბ.) ეძახიან და ძველი ღვინითა სქლად გააყენე, რომე მალამოსავითა შეიქნას, და მერე ამა თხის თირკმლის ქონითა კარგად და მაგრად მოზილონ, და იმავე რიგად ერთი თხილის ოდენი გუნდა შექმნას... ~ (ბაგრატიონი).
ხალხურ მედიცინაში ღვინოზე ნახარში წამლები გამოიყენებოდა შინაგანი დაავადებების- ,,მუცლის ტკივილის~, ღვიძლის და სხვ. დაავადებების სამკურნალოდაც....სამ ლიტრ შავ ღვინოში მოხარშავდნენ ერთ კილოგრამ მაყვლის ძირებს, ხარშვით დაიყვანდნენ ერთ ლიტრზე და ჭამის წინ 100 გრამს ასმევდნენ ავადმყოფს.
ღვიძლის სამკურნალოდ კარაბადინებში ღვინოზე დამზადებული ნახარში წამლებია მოწოდებული (ფანასკერტელი).
ალოეს და მაისის უცეცხლო თაფლს შეურევდნენ თანაბარი რაოდენობით (600_600 გრ.), დაუმატებდნენ სამსუფრის კოვზ არყის ხის /Bეტულა/ კვირტს და სამ ლიტრ შავ ღვინოს (ხვანჭკარა). აღნიშნული წამალი ღვინოზე ცივად დაყენების წესით მზადდება. Dაკეპილ ალოეს და სხვა ინგრედიენტებს ჩაყრიან ღვინოში და ბნელ და გრილ ადგილზე დადგამენ.
სხვადასხვა სახის დაავადებების სამკურნალო ნახარშ წამლებში იცვლება ,,ღვინოზე დასადუღებელი~ (ღვინოში მოხარშული) მცენარეები: კვლიავი; ბროწეულის /pinica grenatum/ კანი; ასკილის /Roza canina/ და ლეღვის /fikus carica/ ყლორტები; მაყვლის /Rubus/ ძირები; ალოე და სხვა. ჩამოთვლილი მცენარეები ტკივილგამაყუჩებელ და სამკურნალო თვისებებს შეიცავენ (წუწუნავა). ყურის ტკივილის დასაამებლად ღვინის ორთქლით ინჰალაციურ მკურნალობას მიმართავდნენ. ნაღვინარ დოქში ჩაასხამდნენ ადუღებულ წყალს და მტკივან ყურს მის ორთქლზე გაიჩერებდნენ, შემდეგ თბილად შეიხვევდნენ.
ღვინო გამოიყენებოდა კბილის ამოღების დროს როგორც ასეპტიკური გამოსავლები საშუალება. ღვინოში მოხარშული ბროწეულის ქერქის ნახარში კი, კბილის ტკივილის სამკურნალო საშუალება იყო.
ზაზა ფანასკერტელის კარაბადინში ვკითხულობთ _ ,,სხუა წამალი კბილისა, რომე იძვროდეს და ჯანგი ეკიდებოდეს _ აიღე: ტენცო (პიტნა) და ღუინითა კარგად ადუღე. ისი ღუინო პირშიგა დაიჭიროს და ერგოს~. წინამდებარე სტატიაში განვიხილეთ მხოლოდ მცირე ნაწილი ღვინით მკურნალობის ტრადიციისა საქართველოში, თუმცა, როგორც წარმოდგენილი მასალიდანაც ჩანს, ღვინოს როგორც ხალხურ, ისე ტრადიციულ (კარაბადინების) მედიცინაში გამოყენების ფართო სპექტრი ჰქონდა და დღესაც აქვს. თანამედროვე მეცნიერული გამოკვლევების მიხედვითაც ღვინის ბიოქიმიური სტრუქტურა რთული კომპლექსია და მრავალ სამკურნალო თვისებებს შეიცავს. მას აქვს ბაქტერიოციდული და ანტიტოქსიკური თვისებები, ამიტომ ერთ_ერთი საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა. ღვინო, როგორც მასტიმულირებელი, სამკურნალო და პროფილაქტიკური საშუალება მოწოდებულია სხვადასხვა დაავადებების (შინაგანი, მალარია, გულ_სისხლძარღვთა და სხვ.) დროს. აქედან გამომდინარე ხალხურ მკურნალობაში ღვინის ზემოაღნიშნული მიზნით გამოყენება, ქართული ტრადიციული და სალხური მედიცინის მიღწევათა რიგში დგება.

 



სტატიის ავტორი - მედეა ბურდული;
მასალა აღებულია წიგნიდან - საისტორიო კრებული ,,მესხეთი~, ტ.VIII_IX, თბილისი_ახალციხე, 2007წ, გვ.24_35.
მასალა ადაპტირებულია მარინა იტრიაშვილის მიერ სპეციალურად საიტისთვის www.dzeglebi.ge

 


megobari saitebi

   

01.10.2014