ცენტრალური კავკასიის ეთნიკური ისტორიისათვის
(დვალეთი)

ეთნოგრაფიული მეცნიერების ძირითადი წყარო, როგორც ცნობილია, ხალხში შეკრებილი ეთნოგრაფიული მასალებია. ამასთანავე, ცნობილია ისიც, რომ, როგორც ისტორიული მეცნიერება, ეთნოგრაფია მხოლოდ საკუთრივ ეთნოგრაფიული მასალით როდი კმაყოფილდება. იგი დასაბამიდანვე მისდევდა სხვადასხვა სახის საისტორიო წყაროების გამოყენებასაც. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით ღირებულია XIX საუკუნეში რამდენჯერმე ჩატარებული მოსახლეობის კამერალური აღწერის მასალები და 1880 წლის საოჯახო სიები (სს). ამჯერად ჩვენს ყურადღებას იპყრობს ეს უკანასკნელი, 1886 წელს თბილისის გუბერნიის (აღმოსავლეთი საქართველო) საოჯახო სიები, რომლებიც დაცულია საქართველოს სსრ ცენტრალურ სახელმწიფო საისტორიო არქივში.
რუსეთის იმპერიის სახელმწიფო საბჭოსა და იმპერატორის ბრძანებით 1886 წლის 24 თებერვალს გადაწყდა ამიერკავკასიისა და ჩრდილოეთ კავკასიის ზოგიერთი რეგიონისათვის საოჯახო სიებს შედგენა. საოჯახო სიების შედგენის ძირითადი მიზანი იყო: ა) სამხედრო სამსახურში გასაწვევ პირთა ზუსტი აღრიცხვა; ბ) მოსახლეობის სოციალური და ეროვნული შემადგენლობის დაზუსტება და გ) კომლთა საგადასახადო შესაძლებლობების განსაზღვრა. საოჯახო სიების  შედგენა დაიწყო 1886 წლის მაისში და დამთავრდა იმავე წლის ბოლოს.
სს-ში შეტანილია ყველა დასახლებული პუნქტი. ნაჩვენებია ამა თუ იმ დასახლებულ პუნქტში მოსახლე ოჯახების სულთა შემადგენლობა. შესაბამისად, დაჯამებულია სოფლის (ქალაქის) კომლთა და სულთა რაოდენობა, მამრობით და მდედრობით სქესთა ცალ-ცალკე ჩვენებით. 1886 წელს საოჯახო სიები შეიცავს გრაფებს, რომლებშიც ფიქსირებულია თითოეული პირის ასაკი, ეთნიკური მიკუთვნელობა (народность), სარწმუნოება, საოჯახო სალაპარაკო ენა (язык домашний), განათლება, კომლთა ძირითადი სამეურნეო საქმიანობა. ამასთანავე, ყურადღება აქვს მიქცეული მოსახლეობის გადაადგილების საკითხებს. მოსახლეობის მიგრაცია სს-ში ძირითადად ფიქსირებულია უკანასკნელი კამერალური აღწერიდან (1873 წ.). ნაჩვენებია მიგრაციის ფორმაც. როგორც ჩანს, სს სათანადო ორგანოებისათვის მუდმივად სამუშაო დავთრებს წარმოადგენდა, რადგან შენიშვნების გრაფაში შეტანილია შემდეგდროინდელი ცვლილებები კომლთა მონაცემების შესახებ. 1886 წლის საოჯახო სიების სტატისტიკური მონაცემები, აღწერის ჩატარებიდან შვიდი წლის შემდეგ, ცალკე წიგნადაც გამოვიდა. 1886 წლის საოჯახო სიების დედნების მეცნიერულ დამუშავებასა და შესწავლას არაერთი თვალსაზრისით აქვს ღირებულება, რადგან გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები, ბუნებრივია, ვერ ასახავდა სრულად იმ სოციალურ, სამეურნეო და ეთნიკურ მომენტებს, რომლებსაც მათში იპოვის მკვლევარი. მკვლევარს შეუძლია საოჯახო სიებიდან ამოიღოს მისთვის სასურველი მასალა: 1. დემოგრაფია (მოსახლეობის რაოდენობა; სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურა; საქართველოს სხვადასხვა რეგიონებს შორის – მთა, მთისწინეთი, ბარი; ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციები; მოსახლეობის განსახლების სიხშირის დადგენა დასახლებული და დაუსახლებელი ადგილების ჩვენებით), 2. მოსახლეობის ეროვნული და რელიგიური შემადგენლობა; 3. მოსახლეობის სოციალური შემადგენლობა; 4. ეთნიკური პროცესები; 5. მოსახლეობის მიგრაცია; 6. გვარსახელების ეთნოგრაფია; 7. საოჯახო ყოფა; 8. სამეურნეო სფერო; 9. ტოპონიმები... წინამდებარე წერილში აქ ჩამოთვლილ საკითხთაგან მხოლოდ ზოგიერთს შევეხებით.
ეროვნული შემადგენლობის განსაზღვრისას მკვლევარს ერთგვარი სიფრთხილე სჭირდება, რადგან ზოგჯერ ძნელია ენდო გრაფას, რომელშიც აღნიშნული პიროვნების ამა თუ იმ ეროვნებისადმი კუთვნილებაა აღნიშნული. ეს განსაკუთრებით ითქმის ქართველ გრიგორიანებზე, ქართველ მაჰმადიანებსა და ქართველ კათოლიკეებზე. ქართველი მონოფიზიტები (გრიგორიანები) ხშირ შემთხვევაში სომხური ეროვნებისადმი არიან მითვლილი. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი აზრი აღმწერთა მიერ სარწმუნოებრივ მომენტზეა გადატანილი. თუ ქართველი, მართლმადიდებლური რწმენის გარდა, აღიარებდა სხვა სარწმუნოებას, ის მოსახლეობის შეხედულებით ქართველი აღარ იყო. ასე მოინათლნენ სომხებად აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, ფრანგებად (და სომხებად) – კათოლიკე ქართველები სამცხე-ჯავახეთში, ინგილოებად – მაჰმადიანი ქართველები ისტორიულ ჰერეთში, თურქებად – მაჰმადიანი ქართველები სამხრეთ-დასავლეთში საქართველოში. როგორც აღვნიშნეთ, ზოგჯერ კათოლიკე ქართველები, სს-ის მიხედვით, სომხებად არიან წარმოდგენილნი ალბათ იმის გამო, რომ როგორც ცნობილია, მათ რომის პაპის მიერ დამტკიცებული ჰქონდათ სომხურენოვანი რიტი (ტიპიკონი) და დამორჩილებული იყვნენ სომხური კათოლიკური ეკლესიისადმი. ამით იყო განპირობებული, რომ ქართველი კათოლიკეების ("ფრანგების") გვარსახელებს ზოგჯერ სომხური ძირები ჰქონდა.
ისტორიულად საქართველოში (უმეტესწილად ქალაქებში) ცხოვრობდნენ სომხები, რომლებიც თავიანთი ეროვნული სარწმუნოების _ გრიგორიანული ქრისტიანობის მიმდევრები იყვნენ. ცნობილია, რომ საქართფელოში (განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში) მონოფიზიტური ქრისტიანობა გავრცელდა ქართველთა შორისაც და ჩამოყალიბდა ქართველ გრიგორიანთა თავისებური ჯგუფი, 3 საოჯახო სიების მიხედვით, ქართველი გრიგორიანები (რა თქმა უნდა სომხებთან ერთად) ქართლ-კახეთის არაერთ სოფელში გვხვდებიან. რა მონაცემებით ვადგენთ, რომ გრიგორიანული სარწმუნოების მიმდევართა ნაწილი ქართველია? პირველ რიგში გასათვალისწინებულია გრაფა "язык домашний". ამ გრაფის მიხედვით კი არაიშვიათად სომხური ეროვნებისა და გრიგორიანური სარწმუნოების რიგი ოჯახებისათვის შინაურულ სალაპარაკო ენას "ქართული" წარმოადგენს. მაგრამ ამ მომენტს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ შეიძლება ჰქონდეს, რადგან ბევრი სომხისათვისაც ამ პერიოდში დედაენა ქართულია. ეს ერთი, მეორე – ქართულ გვარსახელებზე დაკვირვება.
ხშირად, ყოველგვარ ეჭვს გარეშე, ქართული გვარსახელების მატარებელნი სომხებად არიან მიჩნეულნი. მესამე – ზოგჯერ გრიგორიანული სარწმუნოებისა და სომხური გვარსახელის მატარებელი მეორე (ქართული) გვარსახელითაც არის მოხსენიებული. მეორე ანუ ძველი გვარსახელით პიროვნებათა მოხსენიება საოჯახო სიების დიდ პლუსად მიგვაჩნია. ამით შესაძლებლობა გვეძლევა ვიკვლიოთ როგორც ეთნიკური პროცესები, ისე კონკრეტული გვარსახელების ისტორია. ეთნოგრაფიული მასალა მიუთითებს, რომ საოჯახო სიებში მოხსენიებული მეორე გვარსახელი ძველი გვარსახელია, რომლის შეცვლაც ფეოდალური და კაპიტალისტური პერიოდის საქართველოში, გარკვეული მიზეზების გამო, იშვიათად არ ხდებოდა.
გორის მაზრის ვარიანის საზ-ის სოფ. ახალდაბაში, სხვადასხვა გვარის ქართველებთან ერთად მოსახლეობდნენ პაპუაშვილები, თათრიშვილები, ნაცვლიშვილები, თანდილაშვილები, გიორგაშვილები, კუტიშვილები, ჯავახიშვილები. 4 ჩამოთვლილ გვართა წარმომადგენლები სომხური ეთნიკური ფენისადმი არიან მიკუთვნებული, ჩვენი ღრმა რწმენით, სარწმუნეობრივი მომენტის გამო. აღნიშნული გვარსახელების მატარებელნი იმავე საოჯახო სიების მიხედვით საქართველოს სხვა რეგიონებშიც არიან განსახლებულნი და ყველანი ქართველებს ეკუთვნიან. ამასთანავე, გიორგაშვილი წარმოშობით სომეხი რომ იყოს, ის იქნებოდა არა გიორგაშვილი, არამედ გეურქაშვილი. ახალდაბაში ასეთია სულ 29 კომლი, საერთოდ, 1886 წელს სს-ით შეიძლება გამოთვლა, თუ რამდენი კომლი, გვარი, სული არის ჩამოცილებული ხელოვნურად ქართულ ეთნოსს და მექანიკურად სხვა ეთნოსზე, ამ შემთხვევაში სომხურზე მიწერილი.
საოჯახო სიების მიხედვით მკვეთრად სომხური ეთნიური სურათია ნაჩვენები ქართლის სოფ. ახალქალაქში. ეს არცაა გასაკვირი, რადგან გარკვეულ მიკრორაიონში ახალქალაქი ვაჭრობისა და ხელოსნობის ცენტრს წარმოადგენდა. ცნობილია, რომ ახალქალაქში სომხები დაასახლა როსტომ მეფემ (1632-1658). ახალქალაქის სომხური გვარსახელების ჩამოთვლას აქ არ შევუდგებით. მაგრამ უნდა დავასახელოთ ზოგიერთი "სომხური" გვარსახელი: მამასახლისიშვილი, ქვრივიშვილი, ხუციშვილი, მეზურნიშვილი, გოგინაშვილი, ოქრომჭედლიშვილი, ჩალაშვილი, ტატანაშვილი, აბუაშვილი, გაბრიელიძე, წევრიანაშვილი, მჭედლიშვილი, ნასყიდაშვილი, ივერიანოვი, ფირალიშვილი, გოდერძაშვილი, მამაცაშვილი (254-8-1654).
ჩამოთვლილ გვარსახელებს ქართული ძირები აქვთ. ეთნოგრაფიული მასალებითაც ისინი გრიგორიანი ქართველები იყვნენ და ბოლოს 1818 წელს კამერალურ აღწერაში მათი უმეტესობა ეროვნებით ქართველია (254-1-542). 1830 წლის კამერალურ აღწერაში კი ახლაქალაქელი გოზალიშვილები მეორე გვარით (წერეთელი) არიან მოხსენიებული (254-1-1244, გვ. 24-32). მაგრამ ერთ გარემოებასაც უნდა გაესვას ხაზი, რომ ახალქალაქში არამცირედი რაოდენობით ჩანს ნამდვილი სომხური ფენაც. საოჯახო სიებით სომხებსაც ეთნიკური პროცესების მნიშვნელოვანი გავლენა განუცდიათ ქართულ სამყაროში და მათი საოჯახო სამეტყველო ენა ქართული გამხდარა.
გორის მაზრის სოფ. ბერბუკში მოსახლეობდნენ გიგაურები (254-3-1655). საოჯახო სიებით გიგაურები, სომხურ-გრიგორიანული სარწმუნოების გამო, სომხური ეთნოსისადმი არიან მიკუთვნებული. ეთნოგრაფიული მონაცემებითაც სოფელში მათ სომხებს ეძახდნენ. გადმოსახლებული კი არიან ქსნის ხეობის სოფ. ძეგლევიდან, სადაც ადრე არაგვის ხეობის მთიდან იყვნენ მოსული. ბორჯომის ხეობის სოფ. ბერისაყდარში (254-3-1660) ძირითადი მოსახლეობა სომხები იყვნენ. მაგრამ აქ მკვიდრობდნენ ქართველებიც (სანდაძე, მოსიაშვილი, ვერხვიაშვილი და სხვ.), რომლებიც საოჯახო სიებით მიკუთვნებული არიან სომხური ეთნოსისადმი.6 ამასთანავე, ისიც ხაზგასასმელია, რომ ვერხვიაშვილების ერთი კომლი თუ სომხურ-გრიგორიანული სარწმუნოების მიმდევარი და ეროვნებით "სომეხია", მეორე – მართლმადიდებელი და ქართველია.
გორის მაზრის სოფ. ვაყაში (254-3-1662) სომხური ეთნოსისადმი არიან მიკუთვნებული იმედაშვილები, მამულაშვილები, მეკარიშვილები... გრაკალში – პაპიაშვილები, გოგინაშვილები, დურგლიშვილები, ტატიაშვილები (254-3-1663); დიდ გარეჯვარში – თუშიშვილები, მუნჯიშვილები; დირბში – კულუმბეგაშვილები (ამ გვარის წარმომადგენლები საერთოდ ოსები არიან), დოლიაშვილები, მოძმანაშვილები, თეთრუაშვილები, ქოთუაშვილები, ბერიანაშვილები, პაატაშვილეები (254-3-1667)... ზემო რეხში – კაკიტაშვილები, მამუკელაშვილები, ქარელიშვილები, კაბულაშვილები (ეს გვარიც ოსურია... 254-3-1674); ტყვიავში _ ქარელები, მერაბაშვილები, გიგუაშვილები, ხაბაზიშვილები (245-3- 1706) და მრავალი სხვა.
ერთგვარ გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს ქ. ცხინვალის აღწერა, რომელშიც ზოგჯერ სომხურ-გრიგორიანული სარწმუნოების მიმდევრები ქართული ეთნოსისადმი არიან მიკუთვნებული. მაგალითად, ხოჯაბაევი, ნალბანდიშვილი, ბუტაური (254-3-1717). პირველი ორი გვარსახელის შესახებ არაფრის თქმა არ შეგვიძლია, მესამე (ბუტაური) კი ქართული გვარია, რომლის წინაპრებიც დაბლობში შიდა ქართლის მთიანეთიდან იყვნენ ჩამოსული. ს. კავთისხევში, სომხურ-გრიგორიანული რწმენის გამო, სომხური ეროვნებისადმი არიან მიკუთვნებული: ნანიკაშვილები, ქსოვრელები (1830 წ. აღწერით ქსოვრელების ნაწილი მართლმადიდებელია, ნაწილი _ გრიგორიანი; 254-1-12-46, გვ. 76-93. 1818 წ. აღწერით კი ყველა ქსოვრელი ქართველია. 254-1-544, გვ. 158-164); ირემაშვილები, ტუშურაშვილები, ბასიაშვილები, ბიჭიკაშვილები... (254-3-1725); ქვახვრელში – ბერიკაშვილები, პაპიაშვილები, გოგოლაშვილები, მათიაშვილები, ხუციშვილები, გიგოლაშვილები...
სომხური ეთნიკური ელემენტი მოსახლეოდა ქსნის ხეობის სოფ. ახალგორშიც. სომხური ეთნოსის გაჩენა ახალგორში, ჩვენი დაკვირვებით, XV საუკუნეში უნდა მომხდარიყო. 7 ძირად სომხებთან ერთად ახალგორში მოსახლეობდნენ ისეთი გვარებიც, რომლებიც სომხური ეთნოსისადმი კონფესიური მიკუთვნებულობის გამო არიან მიწერილი. ასეთ გრიგორიან ქართველებს შორის შეიძლება დავასახელოთ: მზარეულოვი, ბურდინოვი, მეარაყოვი, კაკილოვი, კიკოლაშვილი, ხუბაშვილი (ძირად ოსი), ხოცუელიშვილი, ბერიაშვილი, ლოსეურაშვილი, გათენაშვილი, გელიაშვილი, დათიაშვილი, გრემელაშვილი, ცაგარელი. ეთნოგრაფიული მასალებითაც ჩამოთვლილი გვარები ქართველები არიან, რომლებმაც გარკვეული მიზეზების გამო, მიიღეს სომხურ-გრიგორიანული სარწმუნოება და შესაბამისად მიეკუთვნენ სომხურ ეროვნებას. მაგალითად, გათენაშვილის ადრინდელი გვარი გიგაური ყოფილა. ამასთანავე, გათენა მამაკაცის უძველესი ქართული სახელია. ამ ძირზე გვარსახელი გათენეთი (გათენაძე) XIII საუკუნის სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში (ჭოროხის ხეობა) გვხვდებოდა.
ქართველი გრიგორიანების ჩამოთვლა 1886 წელს საოჯახო სიების მიხედვით შეიძლება გაგვეგრძელებინა აგრეთვე თბილისის, თელავის, სიღნაღის მაზრებიდან. ამჟამად გვინდა ყურადღება გავამახვილოთ სომხური ეთნოსისადმი მიკუთვნებული იმ გვარსახელებისადმი, რომლებიც მეორე გვარსახელებითაც არიან მოხსენიებული. როგორც ზემოთაც აღვნიშნავთ, ფრჩხილებში მითითებული მეორე გვარსახელები ადრინდელ გვარებს წარმოადგენენ. მეორე გვარით პიროვნების მოხსენიება დამახასითებელი იყო XIX საუკუნეში თითქმის ყველა კამერალური აღწერისათვის, რა თქმა უნდა, თუ ასეთი მეორე (ანუ ძველი) გვარსახელი ჰქონდათ. ხშირად ეთნოგრაფიული მასალა (გადმოცემა გვარის სადაურობა-წარმომავლობის შესახებ) და დოკუმენტური მონაცემები ერთმანეთს ემთხვევა. ავიღოთ მაგალითად თბილისის მაზრის სოფელი ახალსოფელი (25-3-1606), სადაც მოსახლე კაზაროვების ერთ ნაწილს მიწერილი აქვთ: «он же Матиашвили», "მეორე ნაწილს «он же Мартиашвили», სოფელ კუმისში (254-3-1616) მკვიდრობდა Кекелов (он же Алавердашвили)». კუმისის მოსახლეობის დიდი ნაწილი ქართველები იყვნენ (გრიგორიანული რწმენის გამო კი სომხებად არიან ჩაწერილი). ამ შემთხვევაში თავად გვარსახელები მიუთითებენ თავიანთ ეთნიკურ ქართველობას: ბაბალაშვილი, გურასპაშვილი (შდრ. გურასპაული), საყვარელაშვილი, მათურაძე (შდრ. ოიკონიმი მათურა ფშავში და გვარსახელი მათურელი), თათარაშვილი, გზირიშვილი, გარსევანოვი, ხოსიტოვი, გურამოვი, ძამიევი, ჟუჟიაშვილი, ტეტიაშვილი, კახელაშვილი, ქობულაშვილი, ოლქიაშვილი, დედალაშვილი, ნინიაშვილი, სოზიაშვილი, მაისურაძე, საყევაროვი, კახუროვი, როსტიაშვილი... პატარა ენაგეთში (254-3-1629): «Грикурашвили (он же Мествиришвили)»; სართიჭალაში – «Степанов (он же Гарсиашвили)»; სანიორეში – «Оханашвили (он же Оркодашвили)»; «Саркисашвили (он же Кикуашвили)»; ყანდაურაში – «Кузанашвили (он же Гамткицулашвили)»; ჩუმლაყში – Демуров (он же Менабдишвили)» (254-3- 1782, 1603); ანანურში (დუშეთის მაზრა) – «Степанов (он же Мухашвили)».
ზემოთ მიმოხილული მასალით, ვფიქრობთ, ქართველ გრიგორიანთა არსებობა ეჭვს არ უნდა იწვევდეს. თუმცა ასეთი ჯგუფების არსებობა საქართველოში ეჭვს ქვეშაა დაყენებული ზოგიერთი ავტორის მიერ. მაგალითად. პ. მურადიანი წერს, «... каким-то образом нужно доказать само существование «общности грузин-григориан». Это понятие было придумано в начале нашего столетия под воздействием определенных настроений в Грузинском буржуазном обществе». თუმცა იმავე ნაშრომის სხვა გვერდზე ვკითხულობთ: “Известно, что бывали случаи, когда армяне-монофизиты переходили в лоно халкедонистов, а грузины становились «армянами» (т.е. монофизитами»). ამასთანავე უნდა ითქვას, რომ აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ სოფელში არსებულ საფლავის ქვათა ეპიტაფიების ორენოვანი (ქართულ-სომხური) წარწერები იმავე ავტორს აძლევს საშუალებას დაასკვნას, რომ ამ სოფლებში ორენოვანი სომეხი მოსახლეობა მკვიდრობდა. ჩვენი მხრით დავძენთ, რომ ორენოვანი (ქართულ-სომხური) ეპიტაფიები ამის დამადასტურებელი არაა. ეთნოგრაფიული მასალებით, იმ სოფლებში, რომლებზედაც პ. მურადიანი მიუთითებს, ორენოვანი სომეხი მოსახლეობა არ ყოფილა. აქ მხოლოდ ქართველი გრიგორიანები ცხოვრობდნენ, რომელთა მშობლიური ენა ქართული იყო და უცნობი იყო მათთვის სომხური ენა. მეორეც, იმავე ეთნოგრაფიული მასალებით (რომლებსაც საოჯახო სიები მხარს უჭერს) სომხური ენა არ იცოდნენ თვით ნამდვილად სომხებმაც. ასეთი არაერთი მაგალითის მოტანა შეგვეძლო. რაც შეეხება საფლავის ქვათა ორენოვან ეპიტაფიებს, ანგარიშგასაწევია, რომ ისინი კეთდებოდა სომხური გრიგორიანული ეკლესიის ინიციატივით და აქტიური მონაწილეობით. დაბოლოს, უნდა ითქვას, რომ მართალია, მთელი შუა საუკუნეების მანძილზე საქართველოში სომხური მოსახლეობა იყო, და შესაბამისად, ქართველი გრიგორიანებიც, მაგრამ ამ უკანასკნელთა რაოდენობის ზრდა განსაკუთრებით იგრძნობა XIX საუკუნეში. შუა ხანებიდან (არაერთი მაგალითი შეიძლებოდა მოგვეტანა XIX ს. სხვადასხვა პერიოდის კამერალური აღწერებიდან, რომლებშიც ესა თუ ის გვარები ჯერ მართლმადიდებლებად და ქართველებად, შემდეგ კი გრიგორიანებად და სომხებად არიან ჩაწერილი). საქართველოში XIX საუკუნეში ქართველი გრიგორიანების ზრდა, ჩვენი აზრით, დაკავშირებული უნდა იყო, ქვეყანაში კაპიტალისტური ურთიერთობის სწრაფ ზრდასა და 1811 წლიდან საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის დაკარგვასთან. როგორც აღვნიშნეთ, 1886 წელს სს მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენდნენ მოსახლეობის მიგრაციის კვლევისათვის. 12 გადაადგილების ყველა შემთხვევას სს-ში აღნიშნავდნენ. ამჯერად გვინდა ყურადღება მივაქციოთ ოსთა შიდა ქართლის მთიდან შიდა ქართლის ბარში გადასახლების შემთხვევებს. საოჯახო სიები მიუთითებენ, რომ ოსების შიდა ქართლის ბარში ჩამოსახლება ძირითადად მოხდა XIX საუკუნის შუა ხანებიდან. განსაკუთრებით 60-80-იან წლებში. აშკარად ჩანს დასახელებული ეთნიკური ერთეულის ჯგუფური გადასახლებები აღნიშნული მიმართულებით. საოჯახო სიებში ზუსტი ჩვენებაა მოცემული იმისა, თუ მთის ამა თუ იმ სოფლიდან ბარის რომელ სოფელში გადასახლდნენ ოსების ოჯახები. მთის სოფლების აღწერისას მიწერილი აქვთ სად გადასახლდნენ, დროებით არიან წასული თუ მიდმივად. დროებით საცხოვრებლად წასულების უმეტესობა კი მუდმივად საცხოვრებლად რჩებოდნენ.
მოვიტანოთ რამდენიმე მაგალითი: დღევანდელი ქარელის რ-ის სოფ. ბანში სს-ით ათი კომლი ოსი მკვიდრობდა. სს-ის მიხედვით ისინი ყველანი მიგრანტები იყვნენ, რომლებიც მოსულან ლიახვის ხეობის ზემო წელის სხვადასხვა სოფლებიდან. 10 ოჯახიდან ორი ოჯახი ჩამოსახლდა "15 წლის წინ" (ე.ი. 1871 წ.), დანარჩენები "11 წლის წინ" (ე.ი. 1875 წ.), "12 წლის წინს (ე.ი. 1874 წ.), "10 წლის წინ" (ე.ი. 1876 წ.), 8 წლის წინ" (ე.ი. 1878 წ.) და სხვა (254-3-1655). სოფ. კოშკიდან (დიდი ლიახვის ხეობა, დღ. ჯავის რ-ნი), რომელშიც საოჯახო სიებით 169 კომლი ცხოვრობდა, ბარის სხვადასხვა სოფელში მიგრირებულა 112 კომლი (254-3-1681). სოფ. ზადიდან (დღ. ცხინვალის რ-ნი) შიდა ქართლის ბარის სხვადასხვა სოფელში გადასახლებულა 75 ოჯახი (254-3-1674). 46 კომლიდან 20 კომლი გადასახლებულა სოფ. დამწვარიდან.
საყურადღებოა, რომ შიდა ქართლის მთისა და ბარის სოფლებში დასახლებული ოსები უმეტესაც ხიზნის კატეგორიით არიან მოხსენიებული. მიგრაციული პროცესებისა და ეთნიკური ისტორიის კვლევის თვალსაზრისით საინტერესოა, რომ 1886 წლისათვის დღევანდელი სამხრეთ ოსეთის აო-ის ცენტრში _ცხინვალში და ერთ-ერთ რაიონულ ცენტრში ახალგორში არ მოსახლეობდნენ ოსი ეროვნებისანი (254-3-1117, გვ. 1-40; 254-3- 1790, გვ. 1-64).
ისტორიულად მიმდინარე ეთნიკური პროცესების კვლევის თვალსაზრისით ინტერესმოკლებული არ უნდა იყო ზოგიერთი სხვა მასალის მოტანაც. 1886 წლის საოჯახო სიებიდან უთუოდ კვლევის ამ ორბიტაში ექცევა ის, რომ საქართველოში მოსახლე ყველა ოსის გვარსახელი  შვილი ფორმანტით იყო გაფორმებული, გარდა თრუსოს ხეობის ოსებისა. თრუსოელი ოსების გვარსახელების ფუძე ძირითადად _ოვ (-ევ) სუფიქსს ირთავდა. მაგრამ თრუსოს სს სხვა მხრივ იძლევა მასალას ისტორიულად მიმდინარე ეთნიკური პროცესების გამოსავლენად. სოფ. ალმასიანში (ბაზალიანში) მოსახლე ზაგაშვილებს მართალია ეროვნება "ოსი" აქვთ მიწერილი, მაგრამ მათი «язык домашний» ქართულია. სს-ით ორენოვანია სოფ. კარატკავის მოსახლეობა (ქართული და ოსური). იგივე შეიძლება ითქვას სოფ. ქეთრისის მკვიდრებზეც. სოფ. მნის მცოხრებლებს კი «язык домашний»-ის გრაფაში ქართული აქვთ მიწერილი. რაც შეეხება ოქროყანას (მოსახლეობდნენ: გუდიევები, ბიბილოვები, არჯინოვები, ბიდაგოვები, ზაგალოვები, კაკაევები), თავდაპირველად აღმწერს «народность»-ის გრაფაში «осетины» "ჩაუწერია, მაგრამ შემდეგ გადაუშლია და იმავე ხელით ზემოდან დაუწერია «грузины». «язык домашний» -ს გრაფაში კი «грузинский и осетинский» (254-3-1816). ასევე ორენოვანია სოფლების სივრათას, რეხის, სუათისის, ტეფეს, ცოცოლდის, შევარდენის მოსახლეობა. სოფ. თოლგოთის მკვიდრი (ფიტაროვებს და თაყაევებს) «язык домашний» გრაფაში ქართული უწერიათ.
საყურადღებოა, რომ საოჯახო სიებით კარგად ჩანს, იმერეთის მოსახლეობის მიგრაცია შიდა ქართლში, რომელიც განსაკუთრებით ინტენსიური ყოფილა XIX საუკუნის შუა ხანებში, თუმცა პროცესი ჯერ კიდევ XVII-XVIII საუკუნეებში იყო დაწყებული. საოჯახო სიებიდან ირკვევა, რომ გვიან, XIX საუკუნის 80-90-იან წლებში, 900-იანი წლების დასაწყისში, მიგრანტი იმერეთის მოსახლეობის ნაწილი უკან უბრუნდებოდა თავდაპირველ საცხოვრისს. ჩვენთვის ჯერ უცნობია ამ უკნანდაბრუნება-გადასახლების მიზეზი, რასაც ალბათ საველე კვლევა-ძიება დაადგენს. საოჯახო სიებიდან ერთი რამ ცხადად ჩანს, რომ იმერეთიდან ქართლში გადმოსახლებულთა ნაწილი კვლავ აგრძელებდა თავდაპირველ საცხოვრისთან კავშირს (ოჯახი მთლიანად არ გადმოსახლდებოდა) გარკვეული ხნის განმავლობაში.
სს-დან ჩანს, რომ ინტენსიური იყო დასავლეთ საქართველოს, განსაკუთრებით რაჭისა და ლეჩხუმის მაზრების მოსახლეობის მიგრაცია აღმოსავლეთ საქართველოში, უფრო სწორად თბილისის საგარეუბნო სოფლებსა და მსხვილ დასახლებულ პუნქტებში. მათი უმრავლესობა ახალ საცხოვრისში დროებით მცხოვრებლებად არიან გატარებული. შენიშვნების გრაფა კი მიუთითებს ამ კატეგორიის მოსახლეობის უმეტესი ნაწილის მუდმივად საცხოვრებლად დარჩენაზე. დასავლეთ საქართველოს აღნიშნული რეგიონებიდან აღმოსავლეთ საქართველოში მოსახლეობის მოსვლის თავდაპირველი ფორმა "დროებით სამუშაოზე სიარული" უნდა ყოფილიყო.
განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ახალციხის, ახალქალაქის მაზრებისა და ზაქათალის ოკრუგის მასალები. ახალციხისა და ახალქალაქის მაზრების ქართველი კათოლიკეების გვარსახელებს თუ დავაკვირდებით, აშკარად გამოიყოფა სამი ტიპის გვარსახელები: ა. ქართულფუძიანი, ბ. სომხურფუძიანი, გ. თურქულფუძიანი. საერთოდ, ეს გვარები, უმეტეს შემთხვევაში – ოვ (-ევ) სუფიქსითაა გაფორმებული. ეროვნება ყველას ქართველი აქვს მიწერილი, სარწმუნოება – სომხურ-კათოლიკური, «язык домашний» – ქართული. ქართული ძირებით არიან: ნებიეროვი, დათებოვი, გოკიელოვი, ბეთანოვი, ბერიძე, ფირალოვი, მეფისოვი, ფეიქაროვი, ხარისჭაროვი, ხუციანოვი, მესარკოვი... არაქართული ძირებით: კევორკოვი, ნაზაროვი, ხოჯევანოვი, აკამოვი, სეხპოსოვი, ხითაროვი... ზემოთაც გვქონდა ნათქვამი და აქაც გავიმეორებით, რომ სომხური ძირებით ქართველ კათოლიკეთა გვარსახელების წარმოქმნა დაკავშირებულია იმასთან, რომ ისინი სომხურ-კათოლიკურ ეკლესიას ექვემდებარებოდნენ და არა ლათინურ-კათოლიკურს. სომხურ-კათოლიკურ ეკლესიას კი სომხური ტიპიკონი ჰქონდა დადგენილი, რაც ქართველ კათოლიკეთა წრეში ჯერ სომხური სახელებისა და შემდეგ სომხურძირიანი გვარსახელების გავრცელებას იწვევდა. სომხური და თურქული ძირებით წარმოდგენილი გვარსახელები, რა თქმა უნდა, მეორეული მოვლენაა და ყველა ასეთ გვარსახელს თავდაპირველი გვარი უეჭველად ჰქონდა. მაგალითად, ხითარიშვილის ძირი – გვარი თამარაშვილი ყოფილა. ქ. ახალციხის გარდა, საოჯახო სიების მიხედვით სომხურ-კათოლიკური მრწამსის ქართული მოსახლეობა გვხვდებოდა სოფლებში: არალში, ვალეში, უდეში, ვარგავში, ხიზაბავრაში (ორი უკანასკნელი სოფელი ახალქალაქის მაზრაში შედიოდა). არალის ქართველი კათოლიკეების გვარები: აფრიამოვი, ფეიქაროვი, ჩაგიევი, ტატალოვი, ჩილინგაროვი, თათეოზოვი, კაჭკაჭოვი, მარტიროზოვი, თომაშვილი, გრიქორაშვილი, ნადირაძე, პეტრეშვილი, ტატეშვილი...
ვალეში ცხოვრობდნენ როგორც მართლმადიდებელი ქართველები, ისე ქართველი კათოლიკეები: გოზალოვი, ზაქაროვი, არუთინაშვილი, გიგოლაშვილი, ნასყიდოვი, მელქონაშვილი, ატენოვი, ჩიტიშვილი, გაბელაშვილი, ჯაფოშვილი, მალვენოვი, სარიანოვი, დავიდოვი, გაბრიელოვი, ნიკოშვილი, ბეჩიტაძე. სოფ. უდეს ქართველ კათოლიკეთა გვარებია: მამულოვი, პეტროევი, მაისუროვი, კაზაროვი (он же Гзиришвили), გოგილოვი, ფაცხოვი, პოღოსოვი, ბალახოვი, ობოლოვი, მამასახლისოვი, ყულიჯანოვი, კეჟეროვი, ვართანოვი (он же Абуладзе), ბაღდოევი (он же Абуладзе), ლაღიევი, ზაზაევი, აბულაძე, ანტონაშვილი, პარუნაშვილი, ჭილაშვილი...
1886 წელს საოჯახო სიებით სოფ. ვარგავში კათოლიკე ქართველების მშობლიური ენა ქართულია, მაგრამ «народность»-ის გრაფაში მათ სომხური უწერიათ. ეს გვარებია: ლაზაროვი, დათაევი, შეშაბერიძე, თამაზოვი, დავლეშერიძე (მხოლოდ ამ უკანასკნელს აქვს მიერილი "ქართველი"). ოფიციალურად გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებით სოფ. ხიზაბავრას მოსახლეობა (137 კომლი, 1,274 სული) სომხებადაა მიჩნეული.16 საოჯახო სიების დედნის მიხედვით კი ხიზაბავრას მოსახლეობა ქართველი კათოლიკეები იყვნენ. ოფიციალურად დაბეჭდილმა დოკუმენტმა კი სხვა სურათი მოგვცა. ეს გამონაკლისი როდია.
ახალციხის მაზრა XIX საუკუნეში ძირითად მაჰმადიანური იყო. სს გვაძლევს საშუალებას გავარკვიოთ აღნიშნული მაზრის მაჰმადიან მოსახლეობაში, რომელი სოფლების მოსახლეობაა ქართული. ქართველებს «народность»-ის გრაფაში მიწერილი აქვთ ქართველი, სარწმუნოება – მაჰმადიანურ-სუნიტური და «язык домашний» – თურქული, ხან კი ქართული და თურქული.
მაჰმადიან ქართველებს ზოგჯერ ქართული გვარებიც აქვთ მიწერილი. 1886 წლისათვის ახალციხის მაზრაში ორენოვანი იყო  სოფლის მოსახლეობა, რომლებშიც შემდეგი ქართული გვარსახელებია ფიქსირებული: ჩხოკიძე, ტატაძე, ცხადაძე, მამუკაშვილი, ბაზაძე, ზეთიაშვილი...
გამაჰმადიანებული ქართველი მოსახლეობა, რომელთა «язык домашний» თურქული იყო, 1886 წელს საოჯახო სიებით, ახალციხის მაზრაში 51 სოფელში მკვიდრობდა. სს-დან ისიც ჩანს, რომ, მართალია, ზოგიერთი სოფლის მოსახლეობა ყოველმხრივ თურქებადაა გატარებული (ეროვნება, ენა, სარწმუნოება), მაგრამ ჩანს, რომ ასეთი "თურქები" ზოგჯერ ქართველებს წარმოადგენდნენ. ასეთი სოფლებია კამზა, მხე, დიდი ხოპსი. ორი ქართული გვარსახელი (თურმანიძე, აბაზაშვილი) ამოვიკითხეთ პატარა სმადაში. მხოლოდ სხვათაშორის მიწერილი ეს ქართული გვარები გვაგულისხმებინებს, რომ ამ სოფლის მოსახლეობა ძირად ქართული იყო. მესხეთის ქართველ მაჰმადიანთა შორის შეიძლება გადასახელოთ შემდეგი გვარები: თავდგირიძე, დუნუკაძე, წულუკიძე, გოლოთიძე, აფაქიძე, დედულაძე, კარწელაშვილი, ჩახოშვილი, გვახიძე, გვარაძე, მაკარიძე, პაიკიძე, სადინაძე, სადუნაძე, კიკიაძე, მოსიძე, ჯავახაძე, დვალიშვილი, ყიფიანი... პრივილეგირებული წოდებიდან: ერისთოვი, მუხრანსკი, პეპინოვი, გიორგწმინდაძე, ამილახვარი, ლორთქიფანიძე, ვაჩნაძე, სანიკიძე...
ეთნიკური პროცესების კვლევის თვალსაზრისით საყურადღებო უნდა იყოს ამონაწერი სოფ. კლდის საოჯახო სიებიდან. აქ გვხვდება "რაჯაბ ბიძინ ოღლი ტატიძე" და “ხალილ ბიძინ ოღლი ტატიძე", რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქართველ მაჰმადიანებში ჯერ კიდევ იყო ტრადიცია ქართული სახელების დარქმევისა. ჩანს, სოფ. კლდეში გამაჰმადიანება-გათურქების პროცესი შედარებით ახალდაწყებული იყო. გამაჰმადიანება-გათურქების ახლად დაწყებული პროცესის შესახებ მიუთითა ნ. მარმაც: «Сейчас за ручьем Гигадзис-Цкали в селе Дасабоме живет Мамуд Ахмед-оглы Джарбидзе, грузин-мусульманин, который утверждает, что дед его был священником при церкви». 18 აქვე ისიც გვინდა აღვნიშნოთ, რომ 1595 წელს თურქეთის ხელისუფალთა მიერ ფისკალური მიზნით შედგენილ "გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში" შეტანილ ოჯახის უფროსთა სახელები და მამის სახელები ქართულქრისტიანულია. მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში გვხვდება თურქული სახელები. 1886 წელს საოჯახო სიებში ჩანს ქართველი მაჰმადიანების თურქეთში გადასახლების შემთხვევები და სომეხთა თურქეთიდან გადმოსახლება (ადრე დაწყებული პროცესის გაგრძელება). მთლიანად თურქეთში გადასახლებულა ს. კოლათხევის მოსახლეობა (254-3-1843); უდესა და ურაველის საზოგადოებებიდან 1880-იან წლებში თურქეთში მიგრირებულა 37 კომლი (254-31852). ქართველთა გასომხების შემთხვევები შეინიშნება ახალქალაქის მაზრაში. მაგალითად, სოფ. ტურცხში, სადაც სომეხი კათოლიკეები მკვიდრობდნენ, გვხვდება გვარსახელები აშკარად ქართული ძირებით: ხუციევი, ილიაძე, ოქროევი... საოჯახო სიებში ეს გვარები ეროვნებით და ენით სომხებად არიან ჩაწერილი (254-3-1892, გვ. 1-49).
უნდა აღინიშნოს, რომ საოჯახო სიებში ახალციხის ზოგიერთი ქართული გვარი გვარსახელთა მაწარმოებელი უძველესი ქართული სუფიქსით (–ეთ, –ათ) გვხვდება.  მაგალითად პეტრეთი, გულიჯანათი... ამ ფორმანტით ქართული გვარსახელების წარმოება საქართველოს ზოგიერთ კუთხეში დღემდეა შემორჩენილი (ოფიციალური –ძე და –შვილი-ს ნაცვლად ხალხურ სამეტყველო ენაში აღნიშნული სუფიქსი იხმარება). სამცხეში თამარაშვილის ნაცვლად იტყვიან თამარათი, ხევში ავსაჯანიშვილის ნაცვლად – ავსაჯანეთი, ფშავში მუშატშვილის ნაცვლად –მუშტათი და სხვ.
ოფიციალურად გამოქვეყნებული მონაცემებით ახალქალაქის მაზრაში ქართველების რაოდენობა 20.455-ით განისაზღვრება. საოჯახო სიები დედნის მიხედვით კი ერთგვარად სხვანაირი სურათი ჩანს. არაერთგზისი გამოანგარიშებით ქართველთა რაოდენობა ახალციხის მაზრაში 1886 წელთან შედარებით მეტი ყოფილა _ 23.995 სული. ცხადია, წინა წლებში ეს რიცხვი უფრო დიდი იქნებოდა, რადგან საოჯახო სიებში ვერ მოხვდა თურქეთში გახიზნულ-გადასახლებული ქართველობა. პროცენტული რაოდენობის მიხედვით ქართველი მართლმადიდებლები მთელი ქართული მოსახლეობის 19,3 პროცენტს შეადგენდნენ, ორენოვანი ქართველიმაჰმადიანები (რომლებიც ეთნიური პროცესების თვალსაზრისით შუა გზაზე იყვნენ გაჩერებული) – 19,4 პროცენტს, თურქულენოვანი ქართველი მაჰმადიანები – 43,2 პროცენტს, ქართველი კათოლიკეები – 18,1 პროცენტს.
1886 წელს საოჯახო სიებით ზაქათალის ოკრუგში (საინგილო, ისტორიული ჰერეთი) მოსახლეობდნენ როგორც მართლმადიდებელი, ისე გამაჰმადიანებული ქართველები. ამ უკანასკნელთ «народность»-ის გრაფაში უწერიათ ქართველთა ადგილობრივი ეთნოგრაფიული ჯგუფის სახელწოდება "ინგილო", რომელთა «язык домашний» ქართული იყო. მართლმადიდებელი ქართველები საოჯახო სიებში გვარსახელებით არიან ჩაწერილი, რასაც ვერ ვიტყვით მაჰმადიან ქართველებზე.
ზემოთ მიმოხილული მასალით, ვფიქრობთ, ქართველ გრიგორიანთა არსებობა ეჭვს არ უნდა იწვევდეს. თუმცა ასეთი ჯგუფების არსებობა საქართველოში ეჭვს ქვეშაა დაყენებული ზოგიერთი ავტორის მიერ. მაგალითად. პ. მურადიანი წერს, «... каким-то образом нужно доказать само существование «общности грузин-григориан». Это понятие было придумано в начале нашего столетия под воздействием определенных настроений в Грузинском буржуазном обществе». თუმცა იმავე ნაშრომის სხვა გვერდზე ვკითხულობთ: “Известно, что бывали случаи, когда армяне-монофизиты переходили в лоно халкедонистов, а грузины становились «армянами» (т.е. монофизитами»). ამასთანავე უნდა ითქვას, რომ აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ სოფელში არსებულ საფლავის ქვათა ეპიტაფიების ორენოვანი (ქართულ-სომხური) წარწერები იმავე ავტორს აძლევს საშუალებას დაასკვნას, რომ ამ სოფლებში ორენოვანი სომეხი მოსახლეობა მკვიდრობდა. ჩვენი მხრით დავძენთ, რომ ორენოვანი (ქართულ-სომხური) ეპიტაფიები ამის დამადასტურებელი არაა. ეთნოგრაფიული მასალებით, იმ სოფლებში, რომლებზედაც პ. მურადიანი მიუთითებს, ორენოვანი სომეხი მოსახლეობა არ ყოფილა. აქ მხოლოდ ქართველი გრიგორიანები ცხოვრობდნენ, რომელთა მშობლიური ენა ქართული იყო და უცნობი იყო მათთვის სომხური ენა. მეორეც, იმავე ეთნოგრაფიული მასალებით (რომლებსაც საოჯახო სიები მხარს უჭერს) სომხური ენა არ იცოდნენ თვით ნამდვილად სომხებმაც. ასეთი არაერთი მაგალითის მოტანა შეგვეძლო. რაც შეეხება საფლავის ქვათა ორენოვან ეპიტაფიებს, ანგარიშგასაწევია, რომ ისინი კეთდებოდა სომხური გრიგორიანული ეკლესიის ინიციატივით და აქტიური მონაწილეობით. დაბოლოს, უნდა ითქვას, რომ მართალია, მთელი შუა საუკუნეების მანძილზე საქართველოში სომხური მოსახლეობა იყო, და შესაბამისად, ქართველი გრიგორიანებიც, მაგრამ ამ უკანასკნელთა რაოდენობის ზრდა განსაკუთრებით იგრძნობა XIX საუკუნეში. შუა ხანებიდან (არაერთი მაგალითი შეიძლებოდა მოგვეტანა XIX ს. სხვადასხვა პერიოდის კამერალური აღწერებიდან, რომლებშიც ესა თუ ის გვარები ჯერ მართლმადიდებლებად და ქართველებად, შემდეგ კი გრიგორიანებად და სომხებად არიან ჩაწერილი). საქართველოში XIX საუკუნეში ქართველი გრიგორიანების ზრდა, ჩვენი აზრით, დაკავშირებული უნდა იყო, ქვეყანაში კაპიტალისტური ურთიერთობის სწრაფ ზრდასა და 1811 წლიდან საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის დაკარგვასთან. როგორც აღვნიშნეთ, 1886 წელს სს მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენდნენ მოსახლეობის მიგრაციის კვლევისათვის. 12 გადაადგილების ყველა შემთხვევას სს-ში აღნიშნავდნენ. ამჯერად გვინდა ყურადღება მივაქციოთ ოსთა შიდა ქართლის მთიდან შიდა ქართლის ბარში გადასახლების შემთხვევებს. საოჯახო სიები მიუთითებენ, რომ ოსების შიდა ქართლის ბარში ჩამოსახლება ძირითადად მოხდა XIX საუკუნის შუა ხანებიდან. განსაკუთრებით 60-80-იან წლებში. აშკარად ჩანს დასახელებული ეთნიკური ერთეულის ჯგუფური გადასახლებები აღნიშნული მიმართულებით. საოჯახო სიებში ზუსტი ჩვენებაა მოცემული იმისა, თუ მთის ამა თუ იმ სოფლიდან ბარის რომელ სოფელში გადასახლდნენ ოსების ოჯახები. მთის სოფლების აღწერისას მიწერილი აქვთ სად გადასახლდნენ, დროებით არიან წასული თუ მიდმივად. დროებით საცხოვრებლად წასულების უმეტესობა კი მუდმივად საცხოვრებლად რჩებოდნენ.
მოვიტანოთ რამდენიმე მაგალითი: დღევანდელი ქარელის რ-ის სოფ. ბანში სს-ით ათი კომლი ოსი მკვიდრობდა. საოჯახო სიების მიხედვით ისინი ყველანი მიგრანტები იყვნენ, რომლებიც მოსულან ლიახვის ხეობის ზემო წელის სხვადასხვა სოფლებიდან. 10 ოჯახიდან ორი ოჯახი ჩამოსახლდა "15 წლის წინ" (ე.ი. 1871 წ.), დანარჩენები "11 წლის წინ" (ე.ი. 1875 წ.), "12 წლის წინს (ე.ი. 1874 წ.), "10 წლის წინ" (ე.ი. 1876 წ.), 8 წლის წინ" (ე.ი. 1878 წ.) და სხვა (254-3-1655). სოფ. კოშკიდან (დიდი ლიახვის ხეობა, დღ. ჯავის რ-ნი), რომელშიც საოჯახო სიებით 169 კომლი ცხოვრობდა, ბარის სხვადასხვა სოფელში მიგრირებულა 112 კომლი (254-3-1681). სოფ. ზადიდან (დღ. ცხინვალის რ-ნი) შიდა ქართლის ბარის სხვადასხვა სოფელში გადასახლებულა 75 ოჯახი (254-3-1674). 46 კომლიდან 20 კომლი გადასახლებულა სოფ. დამწვარიდან.
საყურადღებოა, რომ შიდა ქართლის მთისა და ბარის სოფლებში დასახლებული ოსები უმეტესაც ხიზნის კატეგორიით არიან მოხსენიებული. მიგრაციული პროცესებისა და ეთნიკური ისტორიის კვლევის თვალსაზრისით საინტერესოა, რომ 1886 წლისათვის დღევანდელი სამხრეთ ოსეთის აო-ის ცენტრში _ცხინვალში და ერთ-ერთ რაიონულ ცენტრში ახალგორში არ მოსახლეობდნენ ოსი ეროვნებისანი (254-3-1117, გვ. 1-40; 254-3- 1790, გვ. 1-64).
ისტორიულად მიმდინარე ეთნიკური პროცესების კვლევის თვალსაზრისით ინტერესმოკლებული არ უნდა იყო ზოგიერთი სხვა მასალის მოტანაც. 1886 წლის საოჯახო სიებიდან უთუოდ კვლევის ამ ორბიტაში ექცევა ის, რომ საქართველოში მოსახლე ყველა ოსის გვარსახელი  შვილი ფორმანტით იყო გაფორმებული, გარდა თრუსოს ხეობის ოსებისა. თრუსოელი ოსების გვარსახელების ფუძე ძირითადად _ოვ (-ევ) სუფიქსს ირთავდა. მაგრამ თრუსოს სს სხვა მხრივ იძლევა მასალას ისტორიულად მიმდინარე ეთნიკური პროცესების გამოსავლენად. სოფ. ალმასიანში (ბაზალიანში) მოსახლე ზაგაშვილებს მართალია ეროვნება "ოსი" აქვთ მიწერილი, მაგრამ მათი «язык домашний» ქართულია. სს-ით ორენოვანია სოფ. კარატკავის მოსახლეობა (ქართული და ოსური). იგივე შეიძლება ითქვას სოფ. ქეთრისის მკვიდრებზეც. სოფ. მნის მცოხრებლებს კი «язык домашний»-ის გრაფაში ქართული აქვთ მიწერილი. რაც შეეხება ოქროყანას (მოსახლეობდნენ: გუდიევები, ბიბილოვები, არჯინოვები, ბიდაგოვები, ზაგალოვები, კაკაევები), თავდაპირველად აღმწერს «народность»-ის გრაფაში «осетины» "ჩაუწერია, მაგრამ შემდეგ გადაუშლია და იმავე ხელით ზემოდან დაუწერია «грузины». «язык домашний» -ს გრაფაში კი «грузинский и осетинский» (254-3-1816). ასევე ორენოვანია სოფლების სივრათას, რეხის, სუათისის, ტეფეს, ცოცოლდის, შევარდენის მოსახლეობა. სოფ. თოლგოთის მკვიდრი (ფიტაროვებს და თაყაევებს) «язык домашний» გრაფაში ქართული უწერიათ.
საყურადღებოა, რომ საოჯახო სიებით კარგად ჩანს, იმერეთის მოსახლეობის მიგრაცია შიდა ქართლში, რომელიც განსაკუთრებით ინტენსიური ყოფილა XIX საუკუნის შუა ხანებში, თუმცა პროცესი ჯერ კიდევ XVII-XVIII საუკუნეებში იყო დაწყებული. საოჯახო სიებიდან ირკვევა, რომ გვიან, XIX საუკუნის 80-90-იან წლებში, 900-იანი წლების დასაწყისში, მიგრანტი იმერეთის მოსახლეობის ნაწილი უკან უბრუნდებოდა თავდაპირველ საცხოვრისს. ჩვენთვის ჯერ უცნობია ამ უკნანდაბრუნება-გადასახლების მიზეზი, რასაც ალბათ საველე კვლევა-ძიება დაადგენს. საოჯახო სიებიდან ერთი რამ ცხადად ჩანს, რომ იმერეთიდან ქართლში გადმოსახლებულთა ნაწილი კვლავ აგრძელებდა თავდაპირველ საცხოვრისთან კავშირს (ოჯახი მთლიანად არ გადმოსახლდებოდა) გარკვეული ხნის განმავლობაში.
სს-დან ჩანს, რომ ინტენსიური იყო დასავლეთ საქართველოს, განსაკუთრებით რაჭისა და ლეჩხუმის მაზრების მოსახლეობის მიგრაცია აღმოსავლეთ საქართველოში, უფრო სწორად თბილისის საგარეუბნო სოფლებსა და მსხვილ დასახლებულ პუნქტებში. მათი უმრავლესობა ახალ საცხოვრისში დროებით მცხოვრებლებად არიან გატარებული. შენიშვნების გრაფა კი მიუთითებს ამ კატეგორიის მოსახლეობის უმეტესი ნაწილის მუდმივად საცხოვრებლად დარჩენაზე. დასავლეთ საქართველოს აღნიშნული რეგიონებიდან აღმოსავლეთ საქართველოში მოსახლეობის მოსვლის თავდაპირველი ფორმა "დროებით სამუშაოზე სიარული" უნდა ყოფილიყო.
განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ახალციხის, ახალქალაქის მაზრებისა და ზაქათალის ოკრუგის მასალები. ახალციხისა და ახალქალაქის მაზრების ქართველი კათოლიკეების გვარსახელებს თუ დავაკვირდებით, აშკარად გამოიყოფა სამი ტიპის გვარსახელები: ა. ქართულფუძიანი, ბ. სომხურფუძიანი, გ. თურქულფუძიანი. საერთოდ, ეს გვარები, უმეტეს შემთხვევაში – ოვ (-ევ) სუფიქსითაა გაფორმებული. ეროვნება ყველას ქართველი აქვს მიწერილი, სარწმუნოება – სომხურ-კათოლიკური, «язык домашний» – ქართული. ქართული ძირებით არიან: ნებიეროვი, დათებოვი, გოკიელოვი, ბეთანოვი, ბერიძე, ფირალოვი, მეფისოვი, ფეიქაროვი, ხარისჭაროვი, ხუციანოვი, მესარკოვი... არაქართული ძირებით: კევორკოვი, ნაზაროვი, ხოჯევანოვი, აკამოვი, სეხპოსოვი, ხითაროვი... ზემოთაც გვქონდა ნათქვამი და აქაც გავიმეორებით, რომ სომხური ძირებით ქართველ კათოლიკეთა გვარსახელების წარმოქმნა დაკავშირებულია იმასთან, რომ ისინი სომხურ-კათოლიკურ ეკლესიას ექვემდებარებოდნენ და არა ლათინურ-კათოლიკურს. სომხურ-კათოლიკურ ეკლესიას კი სომხური ტიპიკონი ჰქონდა დადგენილი, რაც ქართველ კათოლიკეთა წრეში ჯერ სომხური სახელებისა და შემდეგ სომხურძირიანი გვარსახელების გავრცელებას იწვევდა. სომხური და თურქული ძირებით წარმოდგენილი გვარსახელები, რა თქმა უნდა, მეორეული მოვლენაა და ყველა ასეთ გვარსახელს თავდაპირველი გვარი უეჭველად ჰქონდა. მაგალითად, ხითარიშვილის ძირი – გვარი თამარაშვილი ყოფილა. ქ. ახალციხის გარდა, საოჯახო სიების მიხედვით სომხურ-კათოლიკური მრწამსის ქართული მოსახლეობა გვხვდებოდა სოფლებში: არალში, ვალეში, უდეში, ვარგავში, ხიზაბავრაში (ორი უკანასკნელი სოფელი ახალქალაქის მაზრაში შედიოდა). არალის ქართველი კათოლიკეების გვარები: აფრიამოვი, ფეიქაროვი, ჩაგიევი, ტატალოვი, ჩილინგაროვი, თათეოზოვი, კაჭკაჭოვი, მარტიროზოვი, თომაშვილი, გრიქორაშვილი, ნადირაძე, პეტრეშვილი, ტატეშვილი...
ვალეში ცხოვრობდნენ როგორც მართლმადიდებელი ქართველები, ისე ქართველი კათოლიკეები: გოზალოვი, ზაქაროვი, არუთინაშვილი, გიგოლაშვილი, ნასყიდოვი, მელქონაშვილი, ატენოვი, ჩიტიშვილი, გაბელაშვილი, ჯაფოშვილი, მალვენოვი, სარიანოვი, დავიდოვი, გაბრიელოვი, ნიკოშვილი, ბეჩიტაძე. სოფ. უდეს ქართველ კათოლიკეთა გვარებია: მამულოვი, პეტროევი, მაისუროვი, კაზაროვი (он же Гзиришвили), გოგილოვი, ფაცხოვი, პოღოსოვი, ბალახოვი, ობოლოვი, მამასახლისოვი, ყულიჯანოვი, კეჟეროვი, ვართანოვი (он же Абуладзе), ბაღდოევი (он же Абуладзе), ლაღიევი, ზაზაევი, აბულაძე, ანტონაშვილი, პარუნაშვილი, ჭილაშვილი...
1886 წელს საოჯახო სიებით სოფ. ვარგავში კათოლიკე ქართველების მშობლიური ენა ქართულია, მაგრამ «народность»-ის გრაფაში მათ სომხური უწერიათ. ეს გვარებია: ლაზაროვი, დათაევი, შეშაბერიძე, თამაზოვი, დავლეშერიძე (მხოლოდ ამ უკანასკნელს აქვს მიერილი "ქართველი"). ოფიციალურად გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებით სოფ. ხიზაბავრას მოსახლეობა (137 კომლი, 1,274 სული) სომხებადაა მიჩნეული.16 საოჯახო სიების დედნის მიხედვით კი ხიზაბავრას მოსახლეობა ქართველი კათოლიკეები იყვნენ. ოფიციალურად დაბეჭდილმა დოკუმენტმა კი სხვა სურათი მოგვცა. ეს გამონაკლისი როდია.
ახალციხის მაზრა XIX საუკუნეში ძირითად მაჰმადიანური იყო. სს გვაძლევს საშუალებას გავარკვიოთ აღნიშნული მაზრის მაჰმადიან მოსახლეობაში, რომელი სოფლების მოსახლეობაა ქართული. ქართველებს «народность»-ის გრაფაში მიწერილი აქვთ ქართველი, სარწმუნოება – მაჰმადიანურ-სუნიტური და «язык домашний» – თურქული, ხან კი ქართული და თურქული.
მაჰმადიან ქართველებს ზოგჯერ ქართული გვარებიც აქვთ მიწერილი. 1886 წლისათვის ახალციხის მაზრაში ორენოვანი იყო  სოფლის მოსახლეობა, რომლებშიც შემდეგი ქართული გვარსახელებია ფიქსირებული: ჩხოკიძე, ტატაძე, ცხადაძე, მამუკაშვილი, ბაზაძე, ზეთიაშვილი...
გამაჰმადიანებული ქართველი მოსახლეობა, რომელთა «язык домашний» თურქული იყო, 1886 წელს საოჯახო სიებით, ახალციხის მაზრაში 51 სოფელში მკვიდრობდა. სს-დან ისიც ჩანს, რომ, მართალია, ზოგიერთი სოფლის მოსახლეობა ყოველმხრივ თურქებადაა გატარებული (ეროვნება, ენა, სარწმუნოება), მაგრამ ჩანს, რომ ასეთი "თურქები" ზოგჯერ ქართველებს წარმოადგენდნენ. ასეთი სოფლებია კამზა, მხე, დიდი ხოპსი. ორი ქართული გვარსახელი (თურმანიძე, აბაზაშვილი) ამოვიკითხეთ პატარა სმადაში. მხოლოდ სხვათაშორის მიწერილი ეს ქართული გვარები გვაგულისხმებინებს, რომ ამ სოფლის მოსახლეობა ძირად ქართული იყო. მესხეთის ქართველ მაჰმადიანთა შორის შეიძლება გადასახელოთ შემდეგი გვარები: თავდგირიძე, დუნუკაძე, წულუკიძე, გოლოთიძე, აფაქიძე, დედულაძე, კარწელაშვილი, ჩახოშვილი, გვახიძე, გვარაძე, მაკარიძე, პაიკიძე, სადინაძე, სადუნაძე, კიკიაძე, მოსიძე, ჯავახაძე, დვალიშვილი, ყიფიანი... პრივილეგირებული წოდებიდან: ერისთოვი, მუხრანსკი, პეპინოვი, გიორგწმინდაძე, ამილახვარი, ლორთქიფანიძე, ვაჩნაძე, სანიკიძე...
ეთნიკური პროცესების კვლევის თვალსაზრისით საყურადღებო უნდა იყოს ამონაწერი სოფ. კლდის საოჯახო სიებიდან. აქ გვხვდება "რაჯაბ ბიძინ ოღლი ტატიძე" და “ხალილ ბიძინ ოღლი ტატიძე", რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქართველ მაჰმადიანებში ჯერ კიდევ იყო ტრადიცია ქართული სახელების დარქმევისა. ჩანს, სოფ. კლდეში გამაჰმადიანება-გათურქების პროცესი შედარებით ახალდაწყებული იყო. გამაჰმადიანება-გათურქების ახლად დაწყებული პროცესის შესახებ მიუთითა ნ. მარმაც: «Сейчас за ручьем Гигадзис-Цкали в селе Дасабоме живет Мамуд Ахмед-оглы Джарбидзе, грузин-мусульманин, который утверждает, что дед его был священником при церкви». 18 აქვე ისიც გვინდა აღვნიშნოთ, რომ 1595 წელს თურქეთის ხელისუფალთა მიერ ფისკალური მიზნით შედგენილ "გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში" შეტანილ ოჯახის უფროსთა სახელები და მამის სახელები ქართულქრისტიანულია. მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში გვხვდება თურქული სახელები. 1886 წელს საოჯახო სიებში ჩანს ქართველი მაჰმადიანების თურქეთში გადასახლების შემთხვევები და სომეხთა თურქეთიდან გადმოსახლება (ადრე დაწყებული პროცესის გაგრძელება). მთლიანად თურქეთში გადასახლებულა ს. კოლათხევის მოსახლეობა (254-3-1843); უდესა და ურაველის საზოგადოებებიდან 1880-იან წლებში თურქეთში მიგრირებულა 37 კომლი (254-31852). ქართველთა გასომხების შემთხვევები შეინიშნება ახალქალაქის მაზრაში. მაგალითად, სოფ. ტურცხში, სადაც სომეხი კათოლიკეები მკვიდრობდნენ, გვხვდება გვარსახელები აშკარად ქართული ძირებით: ხუციევი, ილიაძე, ოქროევი... საოჯახო სიებში ეს გვარები ეროვნებით და ენით სომხებად არიან ჩაწერილი (254-3-1892, გვ. 1-49).
უნდა აღინიშნოს, რომ საოჯახო სიებში ახალციხის ზოგიერთი ქართული გვარი გვარსახელთა მაწარმოებელი უძველესი ქართული სუფიქსით (–ეთ, –ათ) გვხვდება.  მაგალითად პეტრეთი, გულიჯანათი... ამ ფორმანტით ქართული გვარსახელების წარმოება საქართველოს ზოგიერთ კუთხეში დღემდეა შემორჩენილი (ოფიციალური –ძე და –შვილი-ს ნაცვლად ხალხურ სამეტყველო ენაში აღნიშნული სუფიქსი იხმარება). სამცხეში თამარაშვილის ნაცვლად იტყვიან თამარათი, ხევში ავსაჯანიშვილის ნაცვლად – ავსაჯანეთი, ფშავში მუშატშვილის ნაცვლად –მუშტათი და სხვ.
ოფიციალურად გამოქვეყნებული მონაცემებით ახალქალაქის მაზრაში ქართველების რაოდენობა 20.455-ით განისაზღვრება. საოჯახო სიები დედნის მიხედვით კი ერთგვარად სხვანაირი სურათი ჩანს. არაერთგზისი გამოანგარიშებით ქართველთა რაოდენობა ახალციხის მაზრაში 1886 წელთან შედარებით მეტი ყოფილა _ 23.995 სული. ცხადია, წინა წლებში ეს რიცხვი უფრო დიდი იქნებოდა, რადგან საოჯახო სიებში ვერ მოხვდა თურქეთში გახიზნულ-გადასახლებული ქართველობა. პროცენტული რაოდენობის მიხედვით ქართველი მართლმადიდებლები მთელი ქართული მოსახლეობის 19,3 პროცენტს შეადგენდნენ, ორენოვანი ქართველიმაჰმადიანები (რომლებიც ეთნიური პროცესების თვალსაზრისით შუა გზაზე იყვნენ გაჩერებული) – 19,4 პროცენტს, თურქულენოვანი ქართველი მაჰმადიანები – 43,2 პროცენტს, ქართველი კათოლიკეები – 18,1 პროცენტს.
1886 წელს საოჯახო სიებით ზაქათალის ოკრუგში (საინგილო, ისტორიული ჰერეთი) მოსახლეობდნენ როგორც მართლმადიდებელი, ისე გამაჰმადიანებული ქართველები. ამ უკანასკნელთ «народность»-ის გრაფაში უწერიათ ქართველთა ადგილობრივი ეთნოგრაფიული ჯგუფის სახელწოდება "ინგილო", რომელთა «язык домашний» ქართული იყო. მართლმადიდებელი ქართველები საოჯახო სიებში გვარსახელებით არიან ჩაწერილი, რასაც ვერ ვიტყვით მაჰმადიან ქართველებზე.

ორიოდე სიტყვა უნდა ვთქვათ თიანეთის მაზრის საოჯახო სიებზე. არაერთგზის ერწო-თიანეთში ხევსურეთიდან მიგრირებული ცოლ-ქმრული წყვილი არაკანონიერადაა მიჩნეული, შესაბამისად – მათი შვილებიც (253-3-1752, 1739, 1747...). ვფიქრობთ, ამ მასალას ვრცელი კომენტარი არ სჭირდება. ხევსურეთიდან ერწო-თიანეთში გადმოსახლებულნი ჯვარს არ იწერდნენ ქრისტიანულ ეკლესიაში და არც ბავშვებს ნათლავდნენ. ხევსურული წეს- ჩვეულების მიხედვით, ისინი კანონიერი ცოლ-ქმარი და კანონიერი შვილების მშობლები იყვნენ. აღნიშნულიდან აშკარად ჩანს მთიელთა ქრისტიანობისადმი დამოკიდებულება. მიგრანტები ახალ გარემოში, გარკვეულ ხანს ინარჩუნებდნენ მთისათვის დამახასიათებელ ზოგიერთ ყოფით (ამ შემთხვევაში სოციალურ-რელიგიურ) ელემენტებს. ხევსურეთისათვის დამახასიათებელი აღნიშნული ყოფითი მომენტი კარგად ჩანს აგრეთვე ხევსურეთსა და ახალ საცხოვრისში (მაგალითად, ერწო-თიანეთში) მათთვის დამახასიათებელი ანთროპონიმური მასალით. მხედველობაში გვაქვს საკუთარი სახელები. სახელები კი ეთნოგრაფიული კვლევისათვის საყურადღებო მასალას წარმოადგენს. 1886 წელს საოჯახო სიებით ხევსურეთსა და მიგრანტ ხევსურებში ფაქტიურად არ გვხვდება ქრისტიანული კანონიზებული სახელები (იშვიათი გამონაკლისია გიორგი და ივანე). საქართველოს აღნიშნულ ისტორიულ-ეთნოგრაფიულ რეგიონში ძირითადად გავრცელებული იყო ძველი ქართული სახელები (გვხვდება მეზობლად მცხოვრები ვაინახების სახელებიც). შეიძლება ჩამოვთვალოთ ზოგიერთი მათგანი (მამაკაცის სახელები): ახალა, ბაბუა, ბიჭური, ბეკო, ბაჭია, გაგა, გამახელა, გელა, ვეფხვია, ია, იმედა, კურდღელა, მინდია, ნადირა, უშიშა, უმცრუა, ფშაველა, შუა, ძაღლიკა, წიქა, ცისკარა, ჭრელა, ხატულა, ჯოყოლა, ჯარია; (ქალის სახელები): ბერდედა, ბუბა, განძა, დედიქალა, კმარა, მზექალა, მთიურა, მზია, მინდა, ნათია, ნანა, სამძიმარა, ქალთათა, შუქია და მრავალი სხვ.
საოჯახო სიებით ფშავში ერთგვარად სხვაგვარი სურათი გვაქვს. აქ, არაერთგზის, მამაკაცები ორი სახელით არიან წარმოდგენილი: ერთი ოფიციალური ქრისტიანული და მეორე ადგილობრივი (ძვ. ქართული) სახელით. ქრისტიანულ სახელებს ფრჩხილებში არაქრისტიანული სახელები აქვთ მიწერილი. ეთნოგრაფიული მასალებით, აქ ეს უკანასკნელი იხმარებოდა.
ორიოდე სიტყვით გვინდა შევეხოთ კიდევ შემდეგ ეთნოგრაფიულ საკითხს, რომელზედაც საოჯახო სიებში მკვლევარი ფასეულ მასალას იპოვის. სს-ის მიხედვით შეიძლება 1886 წელს აღმოსავლეთ საქართველოში დიდი ოჯახების რაოდენობის გამოთვლა. ასევე გარკვევა იმისა, თუ რომელ რეგიონში სჭარბობდა დიდი ოჯახები. საოჯახო სიებით კლასიკური ტიპის დიდი ოჯახები უფრო ბარში შეინიშნება. ამავე დროს, დიდი ოჯახები, მასში შემავალ სულთა რაოდენობის მიხედვით, განსხვავებას ამჟღავნებს სხვადასხვა გეოგრაფიულ რეგიონებში (მთა, მთისწინეთი, ბარი) და ეთნოგრაფიულ პროვინციებს შორის. ამ თვალსაზრისით მთისწინეთი ერთგვარ საშუალო რგოლს წარმოადგენდა მთასა და ბარს შორის. ბარში თუ არაიშვიათად იყო შემთხვევები, როდესაც დიდ ოჯახში 40-50 სული ცხოვრობდა (მაგალითად, 57 სული დავითვალეთ სოფ. მარტყოფში გ.ი. სამჭკუაშვილის დიდი ოჯახში _ 254-3-1626, გვ. 27-39), მთაში ეს რიცხვი იშვიათად აჭარბებს 18-20 სულს. მთისწინეთი კი, როგორც აღვნიშნეთ, ამ მხრივ გარდამავალ საფეხურს, საშუალო რგოლს წარმოადგენდა. სს-ით ხევსურეთში არ ჩანს დიდი ოჯახები, თუ არ ჩავთვლით სოფ. მუცუში ქავთარ ჭინჭარაულის ოჯახს, რომელშიც 23 სული მკვიდრობდა (254-3-1746, გვ. 70-71). ამ ორმოციოდე წლის წინ ხევსურეთის სოფ. გარბანში 12-სულიანი დიდი ოჯახი (რომელშიც ცოლშვილიანი ძმები ერთად ცხოვრობდნენ) დაუდასტურებია ი. ჭყონიას. ჩვენი ეთნოგრაფიული მასალებით, დიდი ოჯახი ყოფილა არდოტის თემში XX საუკუნის დასაწყისში. მაგრამ უნდა ითქვას, რომ დიდი ოჯახების ეს რაოდენობა თვისობრიობაში ვერ გადადის. თითებზე ჩამოსათვლელი იყო დიდი ოჯახები ფშავშიც. ისინი ძირითადად შეინიშნება წინაფშავში, სადაც ფშავლები ბუდე-ფშავიდან იყვნენ მიგრირებული XV-XVI საუკუნეებში. თუშეთში დიდი ოჯახები ძირითადად იმ სოფლებში ჩანს, რომლებშიც, საოჯახო სიების მიხედვით, განვითარებული იყო გადარეკვითი მეცხვარეობა. იმასაც უნდა გაესვას ხაზი, რომ დაბლობში ჩამოსახლებულ ხევსურებში უკვე შეინიშნება ტენდენცია დიდ ოჯახად ცხოვრებისა. ერწო-თიანეთში მიგრირებულ ხევსურებს შორის არაერთი და ორი შემთხვევაა აღნიშნული ორი ცოლ-შვილიანი ძმის ერთად ცხოვრებისა. ხევსურეთში კი ორი დაოჯახებული ძმის ერთად ცხოვრება დასტურდება იმ შემთხვევაში, როდესაც ერთ-ერთ მათგანს შვილები არა ჰყავს. ხევსურეთში დიდი ოჯახების არარსებობა ამ რეგიონის საზოგადოებრივი და სამეურნეო ყოფის თავისებურებებით უნდა აიხსნას. ვფიქრობთ, დიდი ოჯახების არარსებობას აქ განაპირობებდა ურთიერთდახმარების თავისებური ფორმა და მეურნეობის ფართოდ განვითარების შეზღუდულობა. მხედველობაში მისაღები უნდა იყოს, აგრეთვე, მთის ამ კუთხისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური დემოგრაფიული სიტუაცია. ამ მხრივ კვლევის წარმართვა ალბათ აღნიშნული თეზისის სისწორეში დაგვარწმუნებს. საოჯახო სიებში შესაძლებელია საყურადღებო მონაცემების მოძიება საქორწინო ასაკის შესახებაც. თვალის ერთი გადავლებითაც ნათლად ჩანს, რომ აღმოსავლეთ საქართველოს მთაში (განსაკუთრებით ხევსურეთში) ხშირად 25-28 წლის მამაკაცები დასაქორწინებელნი იყვნენ.
თიანეთის მაზრაში შედიოდა მეზობელი ჩეჩნეთ-ინგუშეთის ტერიტორიის გარკვეული ნაწილი, სულ 11 სოფელი. საოჯახო სიებში ვაინახები გვარსახელებით არიან მოხსენიებული, რაც იშვიათი შემთხვევაა მაჰმადიანური სამყაროსათვის. ყოველივე ეს მიუთითებს, რომ ჯერ კიდევ მაჰმადიანობის მიღებამდე, კავკასიის ამ ხალხში გავრცელებული იყო გვარსახელები (ჩვენი აზრით, ესენი იყო არა გვარსახელები, არამედ გვიანდელი გვარები, რომლებიც შემდგომ პერიოდში გვარსახელებად გადაიქცნენ). ჩაჩნებში გავრცელებული გვარსახელები იყო ალბაკაური, აშიგაური, ბარჩაული, ბადურგაული, ბაკაშაური, გადუმაური, დადიგაური, ზანტაური, კარსამაული, მუხაური, ხაიაური... გვარსახელები წარმოდგენილია საქართველოს მთის გვარსახელებისათვის დამახასიათებელი – ურ (-ულ) სუფიქსით, რაც ვაინახებსა და ქართველ მთიელთა ისტორიულად არსებული ეთნოკულტურული ურთიერთობების მიმანიშნებელი უნდა იყოს.
ასეთია მოკლედ ის ისტორიულ-ეთნოგრაფიული საკითხები, რომლებსაც 1886 წელს საოჯახო სიებში იპოვის მკვლევარი. ზემოთ მხოლოდ ნაწილობრივ და ფრაგმენტალურად შევეხეთ ზოგერთ საკითხს. არანაკლებ საყურადღებო მონაცემები მოიპოვება XIX საუკუნის კამერალური აღწერების მასალებში, რომელთა შესწავლა და საოჯახო სიებთან შედარება შესაძლებლობას იძლევა თვალი გავადევნოთ რიგ ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საკითხებს მთელი XIX საუკუნის მანძილზე.




სტატიის ავტორი - როლანდ თოფჩიშვილი;
მასალა აღებულია წიგნიდან -  „ეთნოისტორიული ეტიუდები“, წიგნი I, თბილისი, 2005 წ.

 


megobari saitebi

   

01.10.2014