ლეჩხუმი ძველ ქართულ და ბერძნულ ისტორიულ წყაროებში იხსენიება ჯერ „სკვიმნიის“, შემდეგ „თაკვერის სახელწოდებით. „თაკვერი რომელ არს ლეჩხუმი“ - ნათქვამია „ქართლის ცხოვრებააში“.
საქართველოს ყველა კუთხე გამოირჩევა თავისი ისტორიული წარსულით. ამ მხრივ ძალზედ საინტერესოა მისი ულამაზესი მხარე ლეჩხუმი, რასაც ადასტურებს ცაგერის ისტორიულ მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატების სიმრავლე. ლეჩხუმის უძველესი ისტორიის შესახებ მსჯელობა შეიძლება იმ არქეოლოგიურ მასალებზე დაყრდნობით, რომელიც ლეჩხუმის ტერიტორიაზეა ნაპოვნი. ეს მიუთითებს, რომ ლეჩხუმი ძველი კოლხური კულტურის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.
ცაგერის ვარლამ მახარობლიძის სახელობის ისტორიული მუზეუმი დაარსდა 1937 წელს. მის დაარსებას საფუძველი ჩაუყარა მხატვარმა, პედაგოგმა და საზოგადო მოღვაწემ ვარლამ ბესარიონის ძე მახარობლიძემ. მუზეუმის ექსპონატების დიდი ნაწილი სწორედ მის მიერ არის მოძიებული და შეძენილი. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ექსპონატების დიდი ნაწილი შემთხვევით არის ნაპოვნი, თუ მხედველობაში არ მივიღებთ, 1962 წელს სოფელ ცხეთაში ჩატარებულ არქელოგიურ გათხრებს.
მუზეუმში დაცულია 10 000-მდე ექსპონატი, მათ შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ქვის, ბრინჯაოს, სპილენძის, ვერცხლის და ოქროს ნივთები. მუზეუმში ინახება ცნობილი ფოტოგრაფების დ. ერმაკოვის და ალ. როინიშვილის უნიკალური ფოტომასალა ლეჩხუმზე.
მძიმე წლებისა და გადატანილი ხანძრის მიუხედავად, მუზეუმის ძირითადი ფონდი შენარჩუნებულია.
ვიდრე ცაგერში მუზეუმი დაარსდებოდა, ლეჩხუმიდან დიდი რაოდენობით გაედინებოდა ძვირფასი საინტერესო ნივთები. მათგან ერთმა ნაწილმა ბინა დაიდო „ერმიტაჟში“ (სანკტ-პეტერბურგი), ეროვნულ მუზეუმში (თბილისი), ქუთაისისა და სენაკის მუზეუმებში.
ერმიტაჟში 40-ზე მეტი ნივთია დაცული, აქედან რამდენიმემ, ადგილი ჰპოვა ბრინჯაოს ექსპოზიციაში. თბილისის ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდში დაცულია მაცხოვრის და პატიოსანი თვლებით შემკული ღვთისმშობლის ჭედური ხატები. ამავე მუზეუმში ინახება ვაზის ხისაგან დამზადებული ეკლესიის კარები.
ცაგერის მუზეუმში დაცულ კოლექციებს შორის გამორჩეულია ბრინჯაოს განძი. ლეჩხუმის ტერიტორიაზე კარგა არის წარმოდგენილი ბრინჯაოს პერიოდი, რომელიც საკმაოდაა შესწავლილი. აღმოჩენილია ადგილზე ნაწარმი ბრინჯაოს განძები, რომლებიც შეიცავენ ხალასი ბრინჯაოს სამიწადმოქმედო და საბრძოლო იარაღებს, ჭურჭელს, ცხენის აღკაზმულობას, ხუროობის საოცრად დახვეწილ ინსტრუმენტებს, სასმისებს, სამკაულებს, საკულტო ნივთებს.
|
|
|
brinjaos culi Zv.w XIV-XIII |
brinjaos culi Zv.w XIV-XIII |
brinjaos culi Zv.w XIV-XIII |
|
|
|
brinjaos Toxi |
erCo-qarCiseburi Toxi |
erCo-qarCiseburi Toxi |
ლეჩხუმში სულ ბრინჯაოს ათი განძია დამოწმებული. ამათგან, სამი სოფელ ლაილაშიდან (ლაჯანურის ხეობა), ოთხი - სოფელ სურმუშიდან (ლაჯანურის ხეობა), ერთი ლაჯობას (ოყურეში, ცხენისწყლის ხეობა), ერთი - ჭიქელაშის მთაზე (ცხენისწყლის ხეობა), ერთი - სოფელ ხოჯში და ერთიც ლეხერაში (ლაჯანურის ხეობა).
ლეჩხუმის მთელ რიგ სოფლებში - ლაჭეპიტაში, თეთრ ღელეში, ოფიტარაში, ოყურეშში, მექვენაში, ხოჯში, ჭიქელაშსა და ლაილაშში (გოგიშის-სამჭედლევი) სპილენძის უამრავი გამოსავლებია დადასტურებული. დასახელებულ ადგილებში სპილენძის მადნის დამუშავებას იმავე ადგილებში ნაპოვნი საწარმოო ნარჩენები - წიდები, თიხის ფრაგმენტები და ბრინჯაოს ზოდები ადასტურებენ. მუზეუმში დაცულია ბრინჯაოს ზოდები, რომელთაგანაც უდიდესი 32 კგ-ს იწონის.
|
ori Serwymuli rgoli |
საგულისხმოა, რომ ლეჩხუმის ბრინჯაოს განძებში არის ორიგინალური ნივთები, რომელთაც ანალოგი არ მოეპოვებათ. ასეთებია: ხოჟის ცული, ოყურეშის განძიდან ცულ-საკაფი, საორხელო დანა, ცაგერას განძიდან სამკაული - ორი ერთმანეთზე შერწყმული რგოლი.
საერთოდ, ლეჩხუმის განძთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლია ცაგერას განძიდან ბრინჯაოს მხედარი, რომელიც დაცულია ცაგერის ისტორიულ მუზეუმში.
სპეციალისტები ყველაზე ადრინდელად მიიჩნევენ ლაილაშის განძს, ქრონოლოგიურად მას მოსდევს სურმუშის განძი. ისინი თარიღდებიან ძვ. წ XIV საუკუნის მიწურულითა და XIII საუკუნის დასაწყისით. დანარჩენი განძი განვითარებულ, გვიან ბრინჯაოს ხანას განეკუთვნება.
როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, თუ გავითვალისწინებთ ლეჩხუმის ბუნებრივ რესურსებსა და ცნობებს, ძველი სათამადნო და მეტალურგიული წარმოების ნაშთების შესახებ, ბრინჯაოს მრავალფეროვან და მეტყველ მასალას, მივალთ იმ დასკვნამდე, რომ ლეჩხუმი კოლხური ბრინჯაოს მეტალურგიის ერთ-ერთი მძლავრი კერათაგანი იყო.
ბრინჯაოს მხედარი ერთადერთი ქანდაკებაა ლეჩხუმში აღმოჩენილ ბრინჯაოს განძთაგან. იგი ნაპოვნია სოფელ ცაგერაში (რიონის ხეობა) 1938 წელს.
„ბრინჯაოს მხედრის თავსაბურის ფორმა ერთი შეხედვით, მოგვაგონებს კლასიკური პერიოდის ხეთური ხელოვნებისათვის ტიპიური მხედრების მუზარადს, უფრო გულდასმით დაკვირვება გვაიძულებს დავასკვნათ, რომ ეს ქუდი უახლოვდება ე.წ ფრიგიულ თავსაბურავს, რომელიც კარგადაა ცნობილი ნემრუდ - დაღის რელიეფზე და სკვითურ - ირანულ ხელოვნებაში. ელინისტურ რომაულ ხელოვნებაში ეს თავსაბურავი წარმოადგენს ღვთაება მითრას აუცილებელ ატრიბუტს.
|
|
brinjaos mxedari |
brinjaos dexviris xari |
ცაგერის მხედრის თავსაბურავი, ბერძნულ - რომაული ტიპის წამოსასხამი და ფართო სარტყელი მოწმობენ, რომ ეს ფიგურა უნდა მიეკუთვნოს ეპოქას, როდესაც ადრინდელი მხატვრული ტრადიცია ჯერ კიდევ ძლიერი იყო და მხოლოდ ცალკეული ატრიბუტების გადმოცემაში იგრძნობა ელინისტურ - ირანული კულტურისა და ყოფაცხოვრების გავლენა. ალბათ, ეს უნდა იყოს წარჩინებული პირის გამოსახულება, შესაძლოა მეფისაც, მაგრამ არა ღვთაებისა.
ცხენისა და მხედრის ზემოთ გარჩეული გამოსახულება ქრონოლოგიურად ემთხვევა რკინის ხანას და ემიჯნება ანტიკურ პერიოდს.“
საქართველოს არქეოლოგიას სოფელ დეხვირში შემთხვევით აღმოჩენილი ბრინჯაოსნხარის მცირე ზომის ქანდაკების სახით მნიშვნელოვანი არქეოლოგიური არტეფაქტი შეემატა, ხოლო ცაგერის ისტორიული მუზეუმი ახალი საინტერესო ექსპონატის მფლობელი გახდა [ნ. სულავა, ნ. კოპალიანი „ლეჩხუმი“, 2012 N7(14), დ. კოპალიანი „ლეჩხუმი“, 2012 N8(15)].
სოფელი დეხვირი (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტი, ცაგერის ქვაბული, ლასურიაშის თემი, მდ. ცხენისწყლის მარცხენა ნაპირი) ზღვის დონიდან დაახლოებით 900 მეტრზე მდებარეობს. სოფელში შემორჩენილია შუა საუკუნეების დეხვირის ციხის სამი კოშკის ნაშთი.
|
|
|
das. qarTuli culi Zv.w IX-VIII ss |
namglis piris fragmenti |
aR. qarTuli culi Zv.w IX-VIII ss |
ე.წ კოლხური ბრინჯაოს ნაწარმიდან ცნობილი ხარის არც ერთი ქანდაკება არ არის ერთმანეთის სრული ანალოგი, „დეხვირის ბრინჯაოს ხარიც“ განსხვავებულია და ამით უნიკალურიც.
დეხვირის ბრინჯაოს ხარის ფიგურა მსხვილ და ღონიერ ფეხებზე დგას, კუდი მოკლე აქვს, კისერი და დრუნჩი - მსხვილი, თვალები - მრგვალი და რელიეფურია, რქები - მსხვილი დაზემოთ აშვერილი, სიმაღლე 7 სმ. სიგრძე 7 სმ. იგი კარგ მდგომარეობაშია, დაფარულია მწვანე პატინით. ბრინჯაოს ხარი გვიანბრინჯაო - ადრერკინის ხანის კოლხური ბრინჯაოს კულტურის ე.წ. ზოომორფული მცირე პლასტიკის ერთ-ერთი შესანიშნავი ნიმუშია.
|
|
|
brinjaos samajuri Zv.w X-VIII ss |
brinjaos samajuri Zv.w X-VIII ss |
kavkasiuri sikili Zv.w X-VIII ss |
დეხვირის ბრინჯაოს ხარისაგან განსხვვებულად არის მოდელირებული ხარის ფიგურები და არ ჰგავს: ყობანიდან, ოლიას სამაროვნიდან, მცხეთიდან, სომხეთიდან, აფხაზეთიდან, დღნორისადან და მაღლაკიდან, რაჭიდან ცნობბილ ხარის ფიგურებს.
დეხვირის ხარის ანალოგიურად მოკლე კუდები აქვთ ცაიშის სამაროვანში აღმოჩენილ ხარის ფიგურებს.
ლეჩხუმის ეს აღმოჩენა კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ რეგიონის (მთიანი კოლხეთის) მნიშვნელოვან როლს კოლხური ბრინჯაოს კულტურაში.
|
xeTuri lagami Zv.w VIII s. |
დეხვირის ბრინჯაოს ხარის ქანდაკება „ცაგერას განძის“ საქვეყნოდ ცნობილ ბრინჯაოს მხედრის ქანდაკებასთან ერთად არა მარტო ცაგერის ისტორიული მუზეუმისთვის არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შენაძენი, არამედ, ზოგადად საქართველოს არქეოლოგიისათვისაც.
ბრინჯაოს უნიკალური ნივთები, რომელიც საქართველოს ტერიოტორიაზე გვხვდება, საკმაოდ მრავალრიცხოვანია. გარკვეულწილად ხდება ამ ნივთების შესწავლა მეცნიერულ დონეზე და შემდეგ მათი საზოგადოებისთვის გაცნობა. ამ მხრივ ლეჩხუმი ნაკლებ ყურადღებას იპყრობს, დიდი ხნის განმავლობაში არცერთი არქეოლოგიური კვლევა და ექსპედიცია არ ჩატარებულა, მხოლოდ შემთხვევითმა აღმოჩენილმა „დეხვირის ბრინჯაოს ხარმა“ მისცა ამის საშუალება არქეოლოგებს კვლავ დაბრუნებულიყვნენ ამ ადგილებში და დაეწყოთ ახლებური კვლევა... უკვე ბოლო ორო წელია ინტენსიური არქეოლოგიური სამუშაოები ტარდება ლეჩხუმში, კერძოდ სოფელ დეხვირში, სადაც არა ერთი საინტერესო მასალა წარმოჩინდა არქეოლოგების წინაშე და მომდევო წლებშიც თუ ექსპედიცია გაგრძელდება საინტერესო ნიმუშებს შემოგვთავაზებს.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. შ. ამირანაშვილი „ქართული ხელოვნების ისტორია“ თბ. 1971 წ.
2. ნუგზარ კოპალიანი „ვარლამ მახარობლიძის სახელობის ცაგერის ისტორიული მუზეუმი.“ (კატალოგი) 2009წ.
3. „ცაგერის ისტორიული მუზეუმის შრომები“ - ცაგერის მუნიციპალიტეტი, თბ 2014 წ.
1. სტატიის ავტორი – დარეჯან ჭაბუკიანი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის სტუდენტი. ხელმძღვანელი: ისტორიკოსი, ნინო ლაკვეხელიანი;
2. ფოტოების ავტორი - ნუგზარ კოპალიანი.
|