ნათარგმნი ჰიმნოგრაფია
(საცნობარო ნარკვევი)

ძველი ქართული სასულიერო მწერლობის ერთ-ერთი დარგი ჰიმნოგრაფია ანუ სასულიერო პოეზია ორ ნაწილად იყოფა: 1. ლიტურგიკული ჰიმნოგრაფია, რომელიც ქრისტიანული ღვთისმსახურების ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია და 2. არალიტურგიკული ანუ ისეთი პოეზია, რომელშიც გამოხატულია მორწმუნე ავტორის პირადი დამოკიდებულება სხვადასხვა წმინდანებისა და დღესასწაულებისადმი, ისტორიული ფაქტებისა საკუთარი სულიერი განცდებისადმი, ამიტომ ასეთ პოეზიას სამოძღვრო – მოთხრობითი პოეზიასაც უწოდებენ.


ლიტურგიკული ჰიმნოგრაფია

ქრისტიანული ღვთისმსახურება აღმოცენებისთანავე მოიცავდა პოეტურ ნაწილსაც – ძველი აღთქმის ჰიმნებს ე.ი. ფსალმუნურ საგალობლებს, რომლებიც ქრისტიანობამ მემკვიდრეობით მიიღო ებრაული ღვთისმსახურებისაგან.
ფსალმუნის საგალობლები, ძველი და ახალი აღთქმის წიგნების საკითხავებთან და ლოცვებთან ერთად შეადგენდა პირველდაწყებითი ქრისტიანული ღვთისმსახურების რეპერტუარს. მომდევნო საუკუნეებში ღვთისმსახურება თანდათან მდიდრდებოდა ახალი მასალით, მათ შორის პოეტურ-საგალობელი ელემენტებით: გაჩნდა საკუთრივ ქრისტიანული ჰიმნები, ძირითადად ერთსტროფიანი საგალობლები, რომელიც დაერთვოდა ფსალმუნურ საგალობლებს, დაედებოდა მას, ამიტომ მიიღო მან ,,დასდებელის” ანუ დასადებელის სახელწოდება. საკითხავები ძველი და ახალი აღთქმის ბიბლიური წიგნებიდან, რომელიც ,,ლექციონარის” სახელით გახდა ცნობილი, ძირითადი შევსება და გადამუშავება განიცადა მაშინ, როდესაც მას ჟამისწირვებთან ერთად მიემატა ამ რიტუალთან დაკავშირებული პოეტური მონოსტროფებიც და პოეტური დასდებლებიც. უძველესი ლექციონარი არის ე.წ. ხანმეტი ლექციონარი, რომელიც ჩამოყალიბდა დაახლოებით V-VI საუკუნეების მიჯნაზე. მასში ჯერ კიდევ არ არის სავარაუდებელი ჟამისწირვები თავის პოეტური მონოსტროფებით. VI საუკუნიდან პალესტინის მონასტრულ ცხოვრებაში მტკიცედ მოიკიდა ფეხი პოეტურმა ტროპარებმა, რომლებმაც ასახვა პოვეს ლექციონარშიც. ალბათ VI საუკუნის მანძილზე უნდა ჩამოყალიბებულიყო ლექციონარის ის რედაქცია, რომელიც საფუძვლად დაედო უძველესი იადგარის ცალკე კრებულად გამოყოფას და რომლის პოეტური მასალა მთლიანად და უცვლელი სახით გადავიდა უძველეს იადგარში. VI საუკუნის დასასრულისთვის პალესტინაში უკვე გავრცელებული იყო 9 ოდიანი ბიბლიური კანონი პოეტური ტროპარებით.
ლექციონარი და იადგარი ერთად შეიცავდნენ იერუსალიმური ღვთისმსახ-ურებისათვის სავალდებულო თითქმის ყველა ელემენტს. ამრიგად, პირველი ჰიმნოგრაფიული კრებული, რომელსაც იადგარი ეწოდა, ის საგალობელთა კრებულია, რომელიც გამოეყო ლექციონარს. ისევე როგორც ლექციონარს, უძველეს იადგარსაც ჩვენამდე მოღწეულ იადგარებთან (IX-X სს. ნუსხები)
შედარებით უფრო მცირე მოცულობის კალენდარული წრე უნდა ჰქონოდა. ამ დროიდან 4-5 საუკუნის მანძილზე (VI-X სს.) საგრძნობლად იცვალა თავდაპირველი სახე.
Sin. 11, X საუკუნის ხელნაწერის მინაწერმა შემოგვინახა უძველესი ბერძნული ჰიმნოგრაფიული კრებულის სახელწოდება ,,ტროპოლოგიონი” და მისი ქართული შესატყვისი ,,იადგარი”. ,,ტროპოლოგიონი” სახელწოდების მიხედვით წარმოადგენდა პოეტური ტროპარების შემცველი ჰიმნოგრაფიულ კრებულს. ასეთივე უნდა ყოფილიყო უძველესი იადგარიც იმ დროისათვის, როდესაც იგი იერუსალიმურ ლექციონარს გამოეყო. მისი შევსება სტიქარონებითა და ჰიმნოგრაფიული კანონით ანუ ცხრაოდიანი ანუ გალობიანი საგალობლით შემდეგში, თანდათანობით უნდა მომხდარიყო.
იადგარის გამოყოფით ლექციონარის მასალა ორად გაიყო: ლექციონარებში დარჩა საკითხავები ე.ი. მისი ძირითადი ნაწილი და მხოლოდ დასაწყისები პოეტური ტროპარებისა, ხოლო გამოყოფილი ჰიმნოგრაფიულ კრებულებში პოეტური ტროპარების, ჟამისწირვის მონოსტროფების და დასდებლებისა (და მისი სახეობები - ,,უფალო ღაღატყავსა”, ,,ოÃითა”, ,,წარდგომანი” და ა.შ.) სრული ტექსტები. იადგარში წარმოდგენილ ამ მასალას VI-VII საუკუნეებს უნდა დამატებოდა ჰიმნოგრაფიული კანონი, საგალობელი, რომელიც ცხრა გალობისაგან ანუ ოდისაგან შედგებოდა. ჩვენამდე მოღწეული იადგარის არც თუ მცირერიცხოვანი IX-X საუკუნის პალესტინურ-სინური წარმომავლობის ხელნაწერებში ჰიმნოგრაფიული კანონი ტროპარ-სტიქარონების მრავალგვაროვნებით არის წარმოდგენილი (კანონს უძღოდა საკუთრივ სტიქარონები და ,,უფალო ღაღატყავსა”, ხოლო ბოლოში ერთვოდა და ,,აქებდითსა”).
ჰიმნოგრაფიული კანონი სტრუქტურულად წარმოადგენდა საგალობელთა კრებულს, რომელიც აერთიანებდა ცხრა გალობას ანუ ოდას, რომელთა სახელწოდებანი და დასაწყისი სიტყვები აღებული იყო ბიბლიური წიგნებიდან: რვა ოდა – ძველი აღთქმის წიგნებიდან (,,უგალობდითსა”, ,,მოიხილესა”, ,,განძლიერდისა”, უფალო მესმასა”, ,,ღამითგანსა”, ,,ღაღატყავსა”, ,,კურთხეულ არსა”, ,,აკურთხევდითსა”), ხოლო მეცხრე – ახალი აღთქმიდან (,,ადიდებითსა” – ლუკას სახარებიდან. მათ შესახებ უფრო ვრცლად ქვემოთ). იადგარი, რომელსაც ჩვენ მოღწეული IX-X საუკუნეების ხელნაწერებით ვიცნობთ, მოიცავს მთელი წლის დღეების უძრავ დღესასწაულთა ე.ი. კალენდარულ დღეებზე დალაგებული დღეების საგალობლებს და ასევე მოძრავი ანუ მარხვა-ზატიკის დღეთა საგალობლებსაც. საგალობლებს, ე.ი. კანონის თვითოეულ გალობას, ასევე სტრიქონებსაც თავში ერთვის ტროპარი, რომელიც განსაზღვრავს საგალობელი ტექსტის რიტმს და მელოდიას ანუ ,,Ãმას”, და რომელსაც ძლირისპირი (ბერძნ. ირმოსი) ეწოდება. ძლისპირების სრული ტექსტები წარმოდგენილია კრებულებში ,,ძლისპირნი”, ხოლო საგალობლების დასაწყისებში მითითებულია მხოლოდ ,,Ãმა” და ძლისპირის დასაწყისი. აქვე აღვნიშნავთ, რომ უძველესი დროიდან საგალობლები 4 ხმაზე იყო აგებული, ხოლო VIII საუკუნეში მათ კიდევ ოთხი ხმა ე.წ. გვერდითი (ბერძ. პლაგალუსი) ხმებიც დაემატა (ამ რეფორმას ხან იოანე დამასკელს მიაწერენ, ხან კოზმან იერუსალიმელს).
ჰიმნოგრაფიული კრებულის შემდეგი ეტაპი არის ე.წ. I რედაქციის ,,თუენი”, რომელიც პალესტინურ გარემოში, იერუსალიმელ მოღვაწეთა ქართულ წრეში უნდა ჩამოყალიბებულიყო იადგარის, კერძოდ მისი სათვეო ნაწილის საფუძველზე ე.ი. შეიცავდა
ჰიმნოგრაფიულ საგალობლებს მთელი წლის უძრავ დღესასწაულთა კალენდრის მიხედვით, რომელშიც ქართული მასალა მეტი მოცულობით იყო წარმოდგენილი, ვიდრე იადგარებში. იადგარებისგან განსხვავებით მას არ ჰქონდა მარხვა-ზატიკის მოძრავ დღესასწაულთა განგების ნაწილი. განსხვავება იყო ისიც, რომ ამ რედაქციის თვენში ხსენებათა და დღესასწაულთა კალენდარი უფრო სრული იყო და თვეების მიხედვით ყოველდღიური ღვთისმსახურების მასალას შეიცავდა. I რედაქციის თვენი შუალედური რგოლი იყო იადგარისა და გიორგი მთაწმიდელის მიერ თარგმნილი და ჩამოყალიბებული თვენებს შორის, ამასთანავე გარდამავალი საფეხური იერუსალიმურ და კონსტანტინეპოლურ ღვთისმსახურების წესებს შორის და შეიცავს ღვთისმსახურების ორივე ტრადიციის თვალნათლივ ელემენტებს. მისი ჩამოყალიბების თარიღად X-XI საუკუნეების მიჯნა არის მიჩნეული.
გიორგი მთაწმიდელის ,,თუენი” ჰიმნოგრაფიული საგალობლების ყველაზე სრული და სრულყოფილი კრებულია, რომლის უდიდესი ნაწილი ბერძნული ენიდან ითარგმნა, ხოლო ნაწილი საგალობლებისა გიორგიმ მზამზარეული სახით გადმოიტანა იადგარებიდან, რომელსაც ,,ქართულს” უწოდებს და I რედაქციის თვენებიდან, თუმცა ამ უკანასკნელის მასალა ამოწმებს ბერძნულ წყაროებთან. და საგალობლების ავტორების სახელებსაც უწერს ბერძნული თვენების (,,მენაიოანის”) მიხედვით. გიორგი მთაწმიდელის თვენის, ამ უზარმაზარი მოცულობის კრებულის ძირითადი მახასიათებელია ის, რომ მან თავის კრებულში (უფრო სწორად თვეების მიხედვით წარმოდგენილ კრებულებში), რომელშიც წარმოდგენილია მთელი წლის, თორმეტივე თვის ყოველ დღეზე შესაბამისი დღესასწაულისადმი მიძღვნილი საგალობლების მთელი ციკლი (ჰიმნოგრაფიული კანონი თავისი სტიქარონების მრავალფეროვნებით), მან ყოველ დღეზე უფრო ზუსტად იმ დღეს წარმოდგენილ ზოგჯერ რამდენიმე ხსენებასთან, თავი მოუყარა და თარგმნა ყველა ჰიმნოგრაფიული კანონი თავისი მრავალრიცხოვანი სტრიქონებით, რასაც კი მიაკვლია სხვადასხვა რედაქციის ბერძნულ ,,მენაიონებში”, რომელიც კი ამ წმინდანის ან დღესასწაულის ხსენების დღისათვის იყო დაწერილი. ასე გაჩნდა გიორგის თვენებში ერთ დღეზე რამდენიმე ჰიმნოგრაფიული კანონი და მრავალი (ზოგჯერ ათზე მეტი) სხვადასხვა ფორმის სტრიქონ-ტროპარები. გიორგი მთაწმიდელის ,,თუენის” გამორჩევა სხვა საგალობელთა კრებულიდან კიდევ ერთი ნიშნითაც შეიძლება: ყველა ჰიმნოგრაფიულ კრებულში აუცილებლად არის წარმოდგენილი სტიქარონი - ,,წარდგომაÁ” (ლ. ჯღამაია), რაც ადრინდელ ჰიმნოგრაფიულ კრებულში იშვიათად გვხვდება.
ერთი ნიშანდობლივი ფაქტიც: ,,ჩემთა გალობათა შინა თავთა (ე.ი. აკროსტიქებს) ნუ ეძებ ...მე სიტყუანი (ე.ი. შინაარსი) მინებნ და არა წითელი ასონი”. ჩანს ბერძნული აკროსტიქების შეთავსება ტექსტის შინაარსთან თარგმანში შინაარსის ხარჯზე უნდა მომხდარიყო, ამიტომ გიორგიმ შინაარსი ამჯობინა და აკროსტიქებზე უარი თქვა (თუმცა რამდენიმე მაგალითი აკროსტიქის თარგმნისა მაინც გვხვდება – მაგ: იოანე დამასკელის ქრისტეშობის საგალობელი). გიორგი მთაწმიდელის ანდერძები, რომლებიც ,,თუენის” სხვადასხვა კრებულებს ერთვის, მრავალ საინტერესო ფაქტს გვიხსნის, რაც სამეცნიერო ლიტერატურეს ადრინდელ მკვლევარებთა შორის ხანგრძლივი კამათის საგანი იყო. დავასახელებთ მხოლოდ ორს: ცნობები ,,მეხური” საგალობლებისა (მუსიკალურ ნიშნებიანი საგალობლები) და ,,მეხელების” (მათი ავტორების) შესახებ გიორგის ანდერძის (
Yer. 98) მიკვლევამდე გაურკვეველი რჩებოდა. ასევე, საკამათო იყო, თუ რა მასალა თარგმნა ეფთვიმე მთაწმიდელმა სექტემბრის თვიდან. გიორგის ბიოგრაფი გიორგი მცირე წერს, რომ გიორგი მთაწმიდელმა ,,სრულ-ყო თუÀ სეკტენბერი, რომელიც თითო გალობით პირველ მამასა ეფთÂმეს ეთარგმნა (ძეგლები, II, 127). დღეისათვის ეს კრებული უცნობია (მხოლოდ ვარაუდია, რომ ეფთვიმეს თარგმანი უნდა იყოს Sin. 5, X s. ხელნაწერში). გიორგი მცირის ცნობაზე ადრე გიორგიმ თავის ნადერძში აღნიშნა (Yer. 110). მას ეფთვიმეს რამდენიმე თარგმანი მითითებული აქვს თავის თვენში (ოღონდ იქ ეს თარგმანი წარმოდგენილია გიორგისავე დამატებებით). გიორგი მთაწმიდელის თვენებმა ხვჳჳჳს. შესწორებები განიცადა და დამატებებით შეივსო რუსულ მასალასთან მისი შეჯერების შედეგად (ანტონ I, ალექსი მესხიშვილი). ათონური ზოგიერთი ქართული ხელნაწერი თვენის ისეთ კრებულს წარმოადგენს, რომელიც მხოლოდ სტიქარონების ჯგუფის საგალობლებს შეიცავს (Ath. 73/58; Ath. 65; Ath. 66). მათი ცალკე კრებულად არსებობა მიუთითებს, რომ გიორგი მთაწმიდელმა, ვიდრე თვენის საბოლოო სახეს ჩამოაყალიბებდა, თარგმნა თვენის შედგენილობისათვის აუცილებელ კომპონენტთა ცალკე არსებული ბერძნული კრებულები, მთელი წლის სტიქარონები, რომელიც აერთიანებს მცირე ფორმის საგალობლებს – უფალო ღაღატყავსა, აქებდითსა, საკუთრივ სტრიქონებს და წარდგომაÁ-ს მასალას, ხოლო შემდეგ გაანაწილა ეს მასალა თვენში ჰიმნოგრაფიულ კანონებზე.AAth. 52-ის ანდერძში ის ლაპარაკობს სოფიაწმიდის სტიქარონთა კრებულზე. აქვე აღნიშნავთ, რომ ჩვენს მიერ შედგენილ ჰიმნოგრაფიულ თხზულებათა ბიბლიოგრაფიაში გიორგის თვენის ყველა ჰიმნოგრაფიული კანონისა და მისი თანმხლები სტრიქონების მთარგმნელად ყველგან გიორგი მთაწმიდელი გვყავს დასახელებული, რაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მთლად ზუსტი არ არის იმის გათვალისწინებით, რომ გიორგიმ ზოგიერთი კანონის მასალა მზამზარეული სახით გადმოიტანა თავის თვენში იადგარებისა და I რედაქციის ,,თუენებიდან”, რომელთა გამოყოფა საკითხის საბოლოოდ შესწავლამდე ვერ მოვახერხეთ.

არალიტურგიკული ჰიმნოგრაფია

სახელწოდებინაც ჩანს, რომ ამ პოეზიას არ ჰქონდა ლიტურგიკული დანიშნულება. მას კ. კეკელიძე სამოძღვრო-მოთხრობით პოეზიას უწოდებს. ამ პოეზიაში გამოიყოფა ორი ნაკადი: ჰაგიოლოგიურ-კალენდარული, რომელიც ეფუძნება ქართული ცხრაპერიოდიან ეორტალოგიურ წელიწადის საეკლესიო დღესასწაულთა და წმინდანთა ხსენების კალენდარს და ბიბლიოლოგიურისტორიული, რომელიც მოგვითხრობს ბიბლიურ და ისტორიული ფაქტების შესახებ. ფორმისა და სალექსო საზომით იგი იამბიკურია, თუმცა მასში არის აგრეთვე რითმოვანი ლექსის საწყისებიც. შინაარსით იგი მრავალფეროვანია და ძირითადად გამოხატავს ავტორის პირად გრძნობებს, ემოციებს და დამოკიდებულებას აღწერილისადმი. იამბიკური ჰიმნოგრაფიის ძეგლები, როგორც ორიგინალური, ასევე ნათარგმნი წარმოდგენილია ძველი ქართული ხელნაწერების თითქმის ყველა ფონდში. ამჯერად ჩვენ მხოლოდ ნათარგმნ იამბიკურ პოეზიას შევეხებით. იამბიკო არის ძველი ბერძნული პოეზიის სალექსო ზომა, რომელიც ეყრდნობა ორმარცვლიან ტერფთა (იამბთა) გარკვეულ რაოდენობას. ეს ურითმო ლექსი სტროფულ სისტემაზეა აგებული. თითოეული ტაეპი შეიცავს 12 მარცვალს, ტაეპი გატეხილია ორ არათანაბარ (5 და 7 მარცვლიან) ნაწილად. იამბიკო ძირითადად 5 ტაეპიანია (შეიძლება შეგვხვდეს 5-ზე მეტი ტაეპიანი იამბიკოც, თუ ამას მოითხოვს აკროსტიქი).
ქართული ორიგინალური იამბიკური პოეზია X საუკუნიდან ჩნდება, ხოლო ბერძნულს უძველესი ისტორია აქვს. ბერძნული იამბიკური პოეზიის ქართული თარგმანები შეიცავდა როგორც ლიტურგიკულ იამბიკოებს, ასევე არალიტურგიკულსაც. იამბიკო მხოლოდ სასულიერო პოეზიის საზომია, განსაკუთრებით, სამოძღვრომოთხრობითი პოეზიისა.
ბიზანტიური სასულიერო პოეზია მდიდარია არალიტურგიკული პოეზიით. სხვადასხვა ავტორთა ამ პოეზიის ნიმუშები დამოუკიდებელი კრებულებისა და ხელნაწერების სახით არსებობენ, ხოლო ქართულად თარგმნილია ცალკეული თხზულებები. ცნობილია იამბიკოთა ისეთი თარგმანები, რომელიც ძირითად თხზულებასთან ერთად არის თარგმნილი და არა სპეციალურად (მაგ. ,,ამბერკის საფლავსა ზედა წარწერილი”, თარგმნილია ამ წმინდანის მეტაფრასულ ცხოვრებასთან ერთად, გრიგოლ ღვთისმეტყველისა ,,მუÃლედი აღრიცხუაÁ წმიდათა წიგნთა” და ამფილოქე იკონიელის ,,იამბიკო სელევკიოსის მიმართ”, რომელიც შეტანილია ,,დიდ სჯულის კანონში” და თარგმნილია არსენ იყალთოელის მიერ, არის ბიბლიური კანონიკური წიგნების ჩამონათვალი იამბიკურად). კ. კეკელიძე XIII საუკუნის I ნახევარში თარგმნილად მიიჩნევს გრიგოლ ღვთისმეტყველის პოეზიას, იოანე ოქროპირის იამბიკოს, იოანიკ მონაზონის იამბიკოებს. საკუთრივ იამბური პოეზიით დაინტერესება ხდება პეტრიწონული სალიტერატურო სკოლაში, რომლის წამომწყები იაონე პეტრიწი ჩანს. მან გალექსა იამბიკოთი იაონე სინელის კლემაქსი (ეფთვიმე მთაწმიდელის თარგმნილი პროზაული ტექსტი) სახელწოდებით ,,სათნოებათა კიბე”, ასევე მან იამბით თარგმნა გალექსილი კალენდარის სამი თვე (რომელიც გააგრძელა არსენ ბულმაისიმის ძემ და დაამთავრა ანტონ I-მა). ცხადია ქართველ მთარგმნელებს ბერძნული არალიტურგიკული პოეზიიდან აინტერესებდათ არა მხოლოდ ის, რაც ერთვოდა კრებულებს, არამედ საკუთრივ მაღალმხატვრული პიროვნული რელიგიური ემოციებისა და დოგმატურ-მორალური საკითხების შემცველი ჰიმნები (იხ. ხელნაწ.
S 2568). ,,სწორედ ეს ნაწილი სხვა მცირე იამბიკოებთან ერთად შეადგენს ე.წ. ფილოსოფიური პოეზიას, რომლითაც ელინოფინური სალიტერატურო სკოლის მიმდევანრი იყვნენ დაინტერესებულნი. ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით ისინი ეპოქის ლიტერატურულ გემოვნებას და მოთხოვნილებებს გამოხატავენ” . სამოძღვრო-მოთხრობითი პოეზიით დაინტერესება საკმაო წყვეტილის (XIV-XVIII სს.) შემდეგ შეინიშნება ანტონ I შემოქმედებაში, რაც პეტრიწის იდეების გაცოცხლებას უნდა უკავშირდებოდეს.

 

ჰიმნოგრაფიული კრებულები

იადგარი (სპარს. `ხსოვნა”, `სახსოვარი”) _ ძველი ქართული ლიტურგიკულ-ჰიმნოგრაფიული კრებულის სახელწოდება. კრებულში წარმოდგენილია ღვთისმსახურებაში დაწესებული საეკლესიო დღესასწაულთა და წმინდანთა ხსენების საგალობლების რამდენიმე ფენა, რომელთაგან თავდაპირველი ჰიმნოგრაფიის საწყისებთან მიდის. ამ კრებულში წარმოდგენილია ბიზანტიური ჰიმნოგრაფიის იერუსალიმური პერიოდის ლიტურგიკული პრაქტიკა V-VIII საუკუნეებში. ქართულ ნათარგმნ იადგარებში შემორჩენილია ეს ლიტურგიკული პრაქტიკა, რაც აღარ ჩანს ბერძნულ ხელნაწერებში და დაიკარგა ალბათ იმ მიზეზით, რომ პალესტინური ღვთისმსახურების პრაქტიკა X საუკუნეში შეცვალა კონსტანტინეპოლურმა პრაქტიკამ და ამ პრაქტიკის ამსახველმა ხელნაწერებმა. ამდენად ქართულმა თარგმანმა შეიძლება აღადგინოს იერუსალიმური ღვთისმსახურების უძველესი სახე.
იადგარის უძველესი კრებულები, რომლებიც ხელნაწერებშია წარმოდგენილი, IX-X საუკუნეებისაა. მათგან უძველესად ითვლება ე.წ. ჭილ-ეტრატის იადგარი _ 2123 IX ს. დანარჩენი ნუსხები ხს. სხვაადსხვა მონაკვეთშია გადაწერილი: სინის მთის ხელნაწერები იადგარის ნუსხების სოლიდური რაოდენობას წარმოადგენენ:
Sin. 18, X ს. I ნახევარი; Sin. 40, X ს.; Sin. 41, X ს.; Sin. 34, 956წ., და კიდევ XI საუკუნის 11 ხელნაწერი.
ამათ გარდა იელისა და წვირმის (დაცულია სვანეთის ფონდებში), აგრეთვე. ზემოდასახელებული ჭილ-ეტრატის იადგარი (
H2123) ყველა პალესინურ-სინური წარმოშობისაა და ჩამოტანილია საქართველოში. და ბოლოს ცნობილი მიქელ მოდრეკილის იადგარი, შედგენილი 979-988 წლებში. (S 425). იადგარის ზემოდასახელებული პირველი 5 ხელნაწერზე დაყრდნობით და დანარჩენი ნუსხების გათვალისწინებით გამოიცა `უძველესი იადგარი” _ იადგარის პირველსახის აღდგენის მიზნით (ელ. მეტრეველი, ც. ჭანკიევი, ლ. ხევსურიანი, თბ, 1980 (912 გვ.) სწორედ ამ გამოცემის მიხედვით სქემატურად წარმოვადგენთ იადგარის სტრუქტურას: იადგარი იწყება 25 მარტით, ხარების დღესასწაულის საგალობლებით, რომელიც წარმოდგენილია: დასადებლებით `უფალო ღაღატყავსა ÃმაÁ ბ”; `ოხითა, ÃმაÁ გგვერდი”, შემდეგ მოდის ცხრაოდიანი ჰიმნოგრაფიული კანონი, კანონს მოსდევს სტრიქონები: `აქებდითსა, ÃმაÁ ბ”, `ოხითა ÃმაÁ ბ გი̃”, `ფსალმუნი̃, ÃმაÁ გ”, `დასდებელი”, `ალელუაÁ, ÃმაÁ დ გი̃”, `Ãელთა ბანისაÁ ÃმაÁ ა გი̃”, `სიწმიდისაÁ”. გრძელდება 25 იანვრით, ქრისტეს შობის დღესასწაულით, სადაც ჰიმნოგრაფიულ კანონს წინ უძღვის უამრავი `იბაკოÁ”, `დასდებელი”, `ფსალმუნი”, `ალელუაÁ”, ხოლო კანონის თითქმის თითოეულ გალობასთან წარმოდგენილია `სხუანი”. კანონს მოსდევს `აქებდითსა” + 3 `სხუანი”, `ოხითა” და კიდევ რამდენიმე `დასდებელი” და ა.შ. მთელი წლის გამოკრებილ დღესასწაულებზე საგალობლები დაახლოებით მსგავსი სტრუქტურით არიან წარმოდგენილნი. კალენდარულ თანმიმდევრობაში ჩამატებულია მოძრავი დღესასწაულების საგალობლები (განცხადების ზატიკი, დღეთა მიხედვით დაწყებული `დღესა გ”, დამთავრებული `დღესა À”-თი დიდი მარხვის – დაწყ. `Ãორცის აღებასა”, დამთავრებული `მესამე შაბათს ლაზარეისი”-თ; აღდგომის დღესასწაულის საგალობლები, დაწყებული `ბზობით”, `აღვსებასა” `ამაღლებაÁ” _ `მარტვილიით” დამთავრებული) კალენდარული ნაწილის შემდეგ ერთვის `იბაკონი და წარდგომანი” სხვადასხვა დღესასწაულებზე, `დასდებელნი აღდგომისანი” რვავე ხმისა, `დასდებელნი შესუენებულთანი ყოველთა Ãმათა”. ეს არის იადგარის ძირითადი ნაწილის სტრუქტურა.
გამოცემის დამატებით ნაწილში წარმოდგენილია: I `დასდებელნი აღდგომისანი ÃმაÁ ა̃”, II `დასდებელნი მარიამობისანი”, III `დასდებელნი წმიდისა საბაÁსნი” (5 XII).
ძლისპირი (ბერძ. `ირმოსი~) _ ქართული სახელწოდება ბერძნული `ირმოსისა”, რომელიც წარმოადგენს ჰიმნოგრაფიული კანონის შემადგენელ ნაწილს, მისი თითოეული გალობის (ოდის) პირველ ტროპარს, რომლის ფუნქციაა, გვაჩვენოს ის მელოდიურ-რიტმული მოდელი, რომლის მიხედვითაც იგალობება ჰინოგრაფიული კანონის თითოეული გალობა (ოდა). ე.ი. კანონის 9 გალობიდან თითოეულს აქვს თავისი ძლისპირი. საკუთარი ძლისპირი აქვს თითოეულ სტიქარონს, რომელიც გალობას ერთვის. მაშასადამე, ძლისპირი პიველი ტროპარია იმ სერიიდან, რომელიც ახლავს კანონის ყოველ გალობას.
ძლისპირები შედის კრებულში, რომელსაც ქართულად `ძლისპირნი და ღმრთისმშობლისანი” ეწოდება, რადგან აქ თავმოყრილია გალობანისა და სტიქარონების ძლისპირები და მათი შესატყვისი ღვთისმშობელის ტროპარები. კრებულის ასეთი კომბინირებული შედგენილობა და თვით სახელწოდება მხოლოს ქართულისათვის არის დამახასიათებელი, რადგან ბერძნულ კრებულებში ისევე, როგორც სლავურსა და რუსულში, მხოლოდ ძლისპირებია თავმოყრილი და კრებულსაც `ირმოლოგიონი” ეწოდება.
`ძლისპირნი და ღმრთისმშობლისანი” შემონახულია X საუკუნით დაწყებული XIX საუკუნეში დამთავრებულ ხელნაწერებში, ზოგში დამოუკიდებელი კრებულების სახით, ზოგჯერ კი ასეთი კრებული იადგარისა და სადღესასწაულოს ნაწილია. X-XI საუკუნეების ხელნაწერებში `ძლისპირნი და ღმრთისმშობლისანი” იადგარების ნაწილია, ხოლო მოგვიანო დროის ხელნაწერებში _ დამოუკიდებელი კრებული. მისი ცალკე კრებულად გამოყოფა ამ კრებულში მასალის ზრდამ გამოიწვია. ქართულ კრებულებში ისევე როგორც ბერძნულ `ირმოლოგიონებში” ძლისპირები გაწყობილია ხმებზე და გალობებზე. ხმების აღნიშვნა ორივეგან ერთნაირია, ხოლო გალობანისა ე.ი. ოდებისა _ განსხვავებული. ქართულმა ჰიმნოგრაფიულმა კანონმა შემოგვინახა გალობათა უძველესი სახელწოდებანი, რომლებიც, როგორც ჩანს, დროთა განმავლობაში დაკარგა ბერძნულმა. ქართული `ძლისპირნი და ღმრთისმშობლისანისა” და სადღესასწაულოს გვიანდელ ხელნაწერებში ეს სახელწოდებანი რიცხვითი აღნიშვნითაა შეცვლილი. `ძლისპირნი და ღმრთისმშობლისანი” შეისწავლა და ცალკე წიგნად გამოსცა ელ. მეტრეველმა (თბილისი, 1971, 0127+276 გვ.).
პარაკლიტონი (ბერძ. `პარაკლიტიკოს” _ ნუგეშისმცემელი) _ ლიტურგიკული საგალობლების კრებული, რომელიც შეიცავდა რვა ზმაზე გაწყობილ სადაგი დღეების (ორშაბათი-შაბათი) საგალობლებს, ასევე რვა ხმაზე გაწყობილ კვირა დღეების საგალობლების კრებულს ოქტოიხოსი (ბერძნ. ე.ი. რვა ხმათა წიგნი) ეწოდებოდა. იერუსალიმის ეკლესიის ღვთისმსახურების ამ ორი წიგნის სტრუქტურამ ქართულ სინამდვილეში განსხვავებული სახე მიიღო: ოქტოიხოსში მოათავსეს პირველი ოთხი, ძირითადი ხმის საგალობლები _ როგორც კვირა დღეებისა, ასევე სადაგი დღეებისაც და მან მიიღო სახელწოდება `Ãმანი”, ხოლო `პარაკლიტონში” შევიდა ოთხი დამატებითი, გვერდითი, ანუ პლაგალური (ბერძ.) ხმის საგალობლები, რის გამოც მას ეწოდა `გუერდნი”. ოთხ ძირითად ხმას VIII საუკუნიდან დაემატა ოთხი დამატებითი ხმა (იოანე დამასკელის რეფორმა), ამიტომ არ ჩანს `გვერდითი” ხმები უძველეს იადგარებში ე.ი. პარაკლიტონის მასალა.
მართალია, `გვერდითი” ხმის ზოგი საგალობელი ქართულად IX-X საუკუნეებში ითარგმნა, მაგრამ პარაკლიტონის ვრცელი და საბოლოო რედაქცია გიორგი მთაწმიდელმა (XI ს.) თარგმნა და დამკვიდრდა ქართული ღვთისმსახურების პრაქტიკაში. გიორგისეული თარგმანით `პარაკლიტონში” I ხმის საგალობლები ასეა განლაგებული: კვირა დღეს _ აღდგომის საგალობლები, გალობანი სამებისაანი და ღმრთისმშობლისანი, წართულნი ორშაბათს _ მთავარანგელოზთა; გალობანი ღმრთისმშობლისანი, სინანულისანი და წმიდათანი; სხუანი მთავარანგელოზთანი; სამშაბათს – ნათლისმცემლისა; გალბანი ღმრთისმშობლისანი სერობისად; სინანულისანი და წმიდათანი; სხუანი ნათლისმცემლისანი. ოთხშაბათს _ ღმრთისმშობლისა და ჯვარისა; გალობანი ღმრთისმშობლისანი სერობად; ჯუარისანი და წმიდათანი; სხუანი ღმრთისმშობლისანი. ხუთშაბათს _ მოციქულთანი, გალობანი ღმრთისმშობლისანი; სხუანი ღმრთისმშობლისანი; მოციქულთანი. პარასკევს _ ჯუარისა; გალობანი ღმრთისმშობლისანი; სხუანი ღმრთისმშობლისანი. შაბათს _ წმიდათა და სულთა; გალობანი ღმრთისმშობლისანი სერობად; სულისანი და წმიდათანი; სხუანი მოწამეთანი; წინასწარმეტყუელთა და მოწამეთანი; სხუანი სულისანი (
A 93, 1r-48v). სხვა ხმების საგალობლებიც ამგვარადვეა განლაგებული. პარაკლიტონის ბოლო რედაქცია მოგვცა ანტონ I-მა (XVIII ს.), რომელსაც გიორგის თარგმანი უსწორებია ბერძნულ-სლავური პარაკლიტონების მიხედვით (დაიბეჭდა 1712 წ., თბილისში).
`მარხვანი~ – ეწოდება ჰიმნოგრაფიულ კრებულს, რომელშიც თავმოყრილია დიდმარხვის პერიოდის საგალობლები ე.ი. საეკელსიო წელიწადის მოძრავი დღეებისა მეზვერისა და ფარისევლის კვირიდან დაწყებული აღდგომამდე. ამ კრებულის ქართულ ღვთსიმსახურებაში დამკვიდრებამდე (XI ს.), რომლის თარგმანი ჯერ ეფთვიმე მთაწმიდელმა შეასრულა (მოკლე რედაქცია), ხოლო შემდეგ _ გიორგი მთაწმიდელმა (სრული რედაქცია), მანამდე დიდმარხვის საგალობლები ჯერ ქართულ ლექციონარში შედიოდა, ხოლო შემდეგ _ ძველი და ახალი რედაქციის იადგარებში.
`მარხვანის” სპეციფიკას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მარხვის `გალობანი” ანუ ჰიმნოგრაფიული კანონი შეიცავს არა 9 ან 8 გალობას, არამედ მხოლოდ სამს _ VIII და IX ყველა მათგანი, ხოლო მესამე გალობა დამოკიდებულია იმაზე, თუ შვიდეულის რომელი დღის საგალობელია ის: ორშაბათს _ II გალობას (ე.ი. 2,8,9), სამშაბათს _ III გალობას (3,8,9) და ა.შ. შაბათს _ მე-7 გალობას (7,8,9). ამიტომ მარხვანს უწოდებენ `ხუედრსაც” (იხ.) და სამსაგალობელსაც (ტრიდიონს). ქართულ ღვთისმსახურებაში დამკვიდრებული `მარხვანის” რედაქცია უკავშირდება კონსტანტინეპოლის სტუდიელთა მონასტერში თოედორე სტუდიელის (IX ს.) მიერ შემუშავებულ რედაქციას, რომელშიც საბაწმიდელ ჰიმნოგრაფთა საგალობლებიც არის შეტანილი. თარგმანი გიორგი მთაწმიდელმა შეასრულა (
A 500, 1042 w.). `მარხვანი”, რომელშიც ანდრია კრიტელის `დიდი კანონიც” არის შეტანილი, მესამედ ანდრიას შრომა უთარგმნია არსენ იყალთელს დავით აღმაშენებელის ბრძანებით, ხოლო ქართულ კილოზე გაუწყვია იოანე ქართლის კათალიკოსს, რადგან ბერძნული გალობა არ ეწყობოდა ქართულს (Sin. 70; Paris. 5). XV-XVI საუკუნეებში ქართულად უთარგმნიათ `მარხვანის” იერუსალიმური რედაქცია, ხოლო XVIII `მარხვანი” შესწორდა სლავური თარგმანის მიხედვით და დაიბეჭდა 1741 წელს.
ზატიკი _ ლიტურგიკულ-ჰიმნოგრაფიული საგალობლების კრებული, რომელშიც შეტანილია აღდგომისა და ბრწყინვალე შვიდეულის დღესასწაულთა საგალობლები. ეს საგალობლების კრებული, როგორც ვხედავთ, აგრძელებს `მარხვანის” საგალობლების ციკლს და წარმოადგენს მის ანტიპოდს, რადგან `მარხვანში” შესულია სინანულის, ცოდვების გამოსყიდვის შინაარსის საგალობლებს, ხოლო `ზატიკის” საგალობლები გადმოგვცემენ დღესასწაულის, სიხარულის განწყობას. თავდაპირველად `მარხვანისა” და `ზატიკის” საგალობლები შეტანილი იყო ერთ წიგნში, რომელსაც `ხუედრნი” ეწოდებოდა. მოგვიანებით ამ წიგნის საგალობლები დაახ. XI საუკუნიდან გაიყო ორ წიგნად: ერთში შევიდა დიდმარხვის საგალობლები და ეწოდა `მარხუანი”, ხოლო აღდგომის ციკლის საგალობლების კრებულს - `ზატიკი” (კ. კეკელიძის აზრით ეს ტერმინი წარმოდგება სპარსული `აზატისაგან” (თავისუფალი), რაც ლიტურგიკის ენაზე ნიშნავს თავისუფალ, უქმე დღეს, დღესასწაულს. ამ ორი წიგნის ძველი სახელწოდება `ხუედრნი” (იხ.) დარჩა როგორც ლიტურგიკული ტერმინი _ საგალობლების ერთი ჯგუფის სახელწოდება.
თვენი _ ჰიმნოგრაფიული საგალობლების კრებული, რომელიც შეიცავს მთელი წლის საგალობლებს დალაგებულს თვეების მიხედვით (აქედან სახელწოდება) კალენდარული დღეების თანმიმდევრობით. თვენი ძველი საგალობელთა კრებულის _ იადგარის მემკვიდრეა. თუკი იადგარებში საგალობლები დღესასწაულთა შერჩეულდღეებში გვხვდება, `თვენში” ყველა კალენდარულ დღეზეა წარმოდგენილი. ე.ი. თვენი ყოველდღიური ღვთისმსახურებისათვის არის გათვალისწინებული. ზემოთქმულიდან გამომდინარე `თვენების” ხელნაწერები თვეთა არათანაბარ რაოდენობას შეიცავენ: ზოგ ხელნაწერში სამი თვის მასალაა წარმოდგენილი, ზოგში _ ერთისა ან ორისა.
იადგარიდან გამომდინარე `თვენები”, სანამ გიორგი მთაწმიდელის თარგმანში საბოლოო შინაარსს შეიძენდნენ, მანამდე შუალედური თვენების კრებულები არსებობდა, რომელსაც ფილოლოგიურ მეცნიერებაში `თვენების” I რედაქციას უწოდებენ. ამ თვენებში წლიური კალნდრის ყოველ დღეზე თითო ჰიმნოგრაფიული კანონი, ე.ი. ცხრა (ან რვა) გალობისაგან შემდგარი `გალობანი” (ჰიმნოგაფიული კანონი) იყო წარმოდგენილი, ხოლო გიორგი მთაწმიდელმა თითოეულ ხსენების დღეზე რამდენიმე კანონი წარმოადგინა, რომლეიც მან თარგმნა ბიზანტიური თვენების (ბერძ. `მენაიონი”) სხვადასხვა კრებულებიდან იმავე დღესასწაულისადმი მიძღვნილი, სხვადასხვა ავტორებისა. ასე რომ, გიორგის `თვენში” ერთ დღეზე ორიდან-ხუთამდე განსხვავებულ ჰიმნოგრაფიულ კანონს შეხვდებით.
გიორგი მთაწმიდელის რედაქციის თვენის” თითოეული `გალობანი” (ანუ ჰიმნოგრაფიული კანონი) ასეთი სტრუქტურისაა: კანონს წინ უძღვის: სტიქრონი უფალო ღაღადყავსა, ძლისპირი (დასაწყისი სიტყვა), სტიქრონების ოთხი სტროფი (შეიძლება მას მოსდევდეს `სხუÁ” ე.ი. სხვა სტიქრონი, ან სტიქარონები), წარდგომაÁ, ერთსტროფი ანუ გალობა (მასაც ხშირად ახლავს `სხუÁ” ე.ი. სხვა წარდგომანიც). აქვე ვიტყვით, რომ `წარდგომაÁ” (იხ.) გულანების შემდეგ იგი მხოლოდ გიორგის რედაქციის `თვენში” გვხვდება. I რედაქციის თვენში იგი არ ფიგურირებს. ე.ი. ამით გიორგის თვენი ყოველთვის ადვილი ამოსაცნობია (იხ. ლ. ჯღამაია, გიორგი მთაწმიდელის თვენი (სექტემბერი), თბილისი, 2007, გვ. 12-14). `წარდგომაÁ” უშუალოდ კანონის წინაა, მას მოსდევს ჰიმნოგრაფიული კანონი, დაწყებული პირველი გალობით (`უგალობდითსა”) და დამტავრებული მეცხრე გალობით (`ადიდებდითსა”), ხოლო მთავრდება ბოლოს დართული სტიქრონებით (`აღვივსენითსა” და `აქებდითსა”).
გიორგი მთაწმიდელმა გარდა უშუალოდ ბერძნულიდან ნათარგმნი მასალისა, რომელიც თვენების (`მენაიონის”) სხვადასხვა კრებულებიდან აიღო, მან გამოიყენა ზოგიერთი ადრე თარგმნილი საგალობელი იადგარებიდან და I რედაქციის თვენებიდანაც (მათ შორის რამდენიმე ორიგინალურიც) და ყოველივე ეს შეიტანა თავის `თუენში”. სექტემბრის თვენში, რომელიც მასზე წინ ეფთვიმე მთაწმიდელმაც თარგმნა (კანონი, მხოლოდ თითო გალობით), გიორგიმ ეფთვიმეს თარგმანებიც (მცირეოდენი დამატებებით) შეიტანა.
კონდაკი _ საეკლესიო საგალობლის სახეობა, რომელიც შემუშავებულია ბიზანტიელი ჰიმნოგრაფის რომანოზ მელოდოსის (VI ს. I ნახევარი) მიერ. კონდაკი ჰიმნოგრაფიული კანონის წინამორბედია, მაგრამ განსხვავება მათ შორის შინაარსობრივია. კონდაკი პოეტური ჰომილიაა და შედგება 18-20 ერთნაირი სტრუქტურის სტროფისაგან. დასაწყისში წარმოდგენილია მოკლე ტროპარი _ პროიმიონი (ბერძ.), რომელიც 2-3 სტროფისაგან შედგება. კონდაკი და პროიმიონი ერთმანეთს რეფრენით უკავშირდება. კონდაკის ჟანრის აყვავება მოდის VI-VII საუკუნეებზე. შემდგომ მას ცვლის ჰიმოგრაფიული კანონი. ამ პერიოდიდან იწყება (VII ს.) კონდაკის მელოდიის განვითარება და სტროფების რაოდენობის შემცირება. კანონში კონდაკი პირველი სტროფით, საკუთრივ კონდაკი და იკოსი, რომლებიც თავსდებიან კანონის VI გალობის (ოდის) შემდეგ. სრული სახით კონდაკი შემორჩენილია მხოლოდ ღვთისმშობელის `დაუჯდომელში” (აკათისტოში). შემონახულია იგი აგრეთვე ტრიოდიონში (სამფსალმუნში, სამსაგალობელში). კონდაკი სრულდება დიდმარხვის მეხუთე შაბათს ცისკარზე. თანამედროვე მნიშვნელობით კონდაკი არის რიტმიკულ-ანტიფონური ერთსტროფიანი საგალობელი, რომელიც ჩაერთვის კანონის VI გალობის შემდეგ (იკოსის მსგავსად). იგი სრულდება ჩვეულებრივ რომელიმე დღესასწაულის ღვთისმსახურების დროს.
ჟამნი _ იხ. `ლიტურგიკულ კრებულებში”.
`სტიქარონნი საწელიწდონი დღესასწაულისანი, რომელნი თთუეთაცა თანა სწერიან”_ ეს არის სტიქრონთა (იხ.) ლიტურგიკული კრებული, რომელშიც შეტანილია გიორგი მთაწმიდელის მიერ თარგმნილი `თუენიდან” ამოკრებილი სტიქარონები.
`სავედრებელ გალობათა” წიგნი _ ასე ეწოდება სპეციალური პარაკლისების კრებულს, რომელშიც შესულია სავედრებელი ან სამადლობელი ლოცვების გარკვეული წრე, და საგალობლები კერძოდ: 1. საახალწლო, 2. სწავლის დაწყენისა, 3. მეფისა და ერისა, 4. ბრძოლის დაწყების წინ, 5. ავადმყოფისა, 6. სამადლობელი, 7. უწვიმრობისა, 8. ავდრის დროს, 9. წარღვნის დროს, 10. მგზავრობის წინ, 11. გემით მგზავრობის წინ, 12. ზღვის საბრძოლო ნავის კურთხევის დროს, 13. სამხედრო დროშის კურთხევის დროს, 14. სამხედრო საჭურველის კურთხევის დროს, 15. ხომალდის კურთხევის დროს, 16. ჭის ამოთხრისა და წყლის პოვნის დროს, 17. ახალი ჭის კურთხევის დროს, 18. ქრისტეს შობის დღეს, 19. `საშინელი სრვისა”.
სხვადასხვა პარაკლისებზე სათქმელი საგალობლები წერია სამღვდელო ლოცვანში და სავედრებელ გალობათა წიგნში (გამოც. 1889 წ.).
სტიქარონების კრებული. ათონის მთის რამდენიმე ქართულ ხელნაწერში
(Ath.73/58; Ath.65; Ath.66), რომელთაც `თუენი~ ეწოდება, წარმოდგენილია მთელი წლის მხოლოდ სტიქარონები, რომელიც გიორგი მთაწმიდელს უთარგმნია, ასევე მხოლოდ სტიქარონების შემცველი ბერძნული კრებული, რომელსაც გიორგი ანდერძში `სოფიაწმიდის სტიქარონებს~ უწოდებს. აქედან ჩანს, რომ `თუენები~ საბოლოო ჩამოყალიბებამდე გიორგის ნათარგმნი ჰქონდა სტიქარონთა ყველა სახის საგალობლები და თვენში ისინი შეიტანა ჰიმნოგრაფიულ კანონებზე დასართავად (ზოგი მათგანი _ საკუთრივ სტიქარონები, `უფალო ღაღატყავსა~ უძღვის კანონს, ხოლო `აღვივსენითსა~ და `აქებდითსა~ _ კანონს მოსდევს).



სტატიის ავტორი – ენრიკო გაბიძაშვილი;
სტატია აღებულია წიგნიდან – „შრომები“, IIIტ, თბილისი, 2011წ.

 

 



megobari saitebi

   

01.10.2014