ტიბერიუსის აღმოსავლური პოლიტიკა და პოლემონიდთა სამეფო
ძვ.წ. I ს. 60-იან წლებში მახლობელ აღმოსავლეთში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. პომპეუსის ძლევამოსილი ლაშქრობის შედეგად წინა აზიაში ახალი საერთაშორისო-პოლიტიკური წესრიგი დამყარდა. თითქმის მთელი მცირე აზია რომის პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოექცა. მითრიდატული პონტოს ვრცე¬ლმა შავიზღვისპირა მონარქიამ არსებობა შეწყვიტა და მისი მცირეაზიური სამ¬ფ¬ლო¬ბელოები რომის პროვინციად გამოცხადდა. პონტოს სამეფოს შემადგენლობაში შემავალი აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი, ისტორიული კოლხეთი ცალკე პოლიტიკური ერთეულის სახით დაექვემდებარა რომს. პომპეუსმა იბერიისა და არმენიის სამეფოები რომის ვასალურ, ე.წ. ,,მეგობარ და მოკავშირე" ქვეყნებად გამოაცხადა. მთლიანად რომის პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოექცნენ კაპადოკიისა და კომაგენის სამეფოებიც, სირია კი უშუალოდ რომის პროვინციულ სისტემაში იქნა ჩართული (App., Mith., 106, 114-118). პომპეუსის მიერ აღმოსავლეთში შექმნ¬ილმა მმართველობის სისტემამ დიდხანს ვერ იარსება. მარკუს ანტონიუსმა, პართი¬ასთან დაწყებული პერმანენტული დაპირისპირების პირობებში [იხ.: 5], ძვ. წ. I ს. 40-იანი წლების მიწურ¬უ¬ლს უარი თქვა ამ სისტემაზე და საკუთარი სურვ¬ილ¬¬ის მიხედვით შეცვალა მახლობელი აღმოსავლეთის პოლიტიკური რუკა. მან ხელახლა აღადგინა პომპეუსის მიერ გაუქმებული რამდენიმე სამეფო და პართ¬ია¬სთან საზღვრის უსაფრთხოების დაცვა მის მმართველებს დააკისრა [9, 74; 16, 308]. სხვათა შორის, აღდგენილ იქნა პონტოს სამეფოც, რომლის მეფედ დაინიშნა კილიკიის ყოფილი დინასტი პოლემონ ლაოდიკელი. ძვ.წ. 35/33 წწ. ანტონ¬იუსმა გაწ¬ეული სამსახურის სანაცვლოდ პოლემონს მცირე არმენია და კოლ¬ხეთიც გადასცა [6, 203-2009; 16, 308-313]. ანტონიუსის მმართველობის დროს პოლემ¬ონ¬ის პონტოს სამეფოს შემადგენლობაში, კოლხეთისა და მცირე არმენიის გარდა, შედი¬ო¬და მდინარეების ლიკოსისა და ირისის აუზის მიწები, აღმ¬ოსავ¬ლეთ ფაზემ¬ონ¬იტ¬იდა, ამასია, ამისო, ფარნაკია და ტრაპეზუნტი შავიზღვი¬სპირეთის ნაწილთან ერთად [6, 209]. პოლემონიდური პონტო აღმოსავლეთის ერთ-ერ¬თი უძლიე¬რესი მონარქია და რომაელთა საიმედო მოკავშირე იყო.
ავგუსტუსის (ძვ.წ. 27- ახ. წ. 14 წწ.) მმართველობის დროიდან რომი სტრატ¬ეგი¬¬ულ თავდაცვაზე გადადის. ავგუსტუსმა უარი თქვა აღმოსავლეთში აქტიურ საგარეო-პოლიტიკურ კურსზე და რომის გავლენის გაძლიერებას დიპლომატიური გზით შეეცადა. ავგუსტუსის პრინციპატის დროს რომის აღმოსა-ვლ¬ური პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად იქცა ძლიერი ანტიპარ-თი¬ული პლაცდარმის შექმნის მიზნით მთელი შავიზღვისპირეთის ერთი ხელისუფ¬ლე¬ბის ქვეშ გაერთიანება. ამ იდეის განსახორციელებლად ავგუსტუსმა ბოსფორის სამეფოც პო¬ლემონს გადასცა. რომაელთა დახმარებით პოლემონი ძვ.წ. 14 წ. ბოსფორის ტახტზეც ადის და დროებით აერთიანებს პონტოსა და ბოსფორს (Dio Cass., LIV, 24, 4). თუმ¬ცა, საბოლოოდ პონტო-ბოსფორის გაერთიანებული სამეფოს შექმის ცდა მარცხით დასრულდა და ძვ.წ. 8 წ. პოლემონის დაღუპვის შემდეგ, ბოსფორი ჩამოშორდა პონტოს სამეფოს (შტრაბო, XI, 2, 11; 12, 105; 16, 309). ამ უკანასკნელის ოფიციალურ მემკვიდრედ ითვლ¬ებ-ოდა პოლემონის უფროსი, ძვ.წ. 11/10 წ. დაბადებული ვაჟი, მაგრამ მისი მცირეწლოვანების გამო, ქვეყანას რეგენტის რანგში დედამისი _ ანტონიუსის შვილიშვილი პითოდორისი განაგებდა [7, 72-73]. სტრაბონის ცნობით, `უკანასკნელად პოლემ¬ონს ჰქონდა კოლხიდა, ხოლო როდესაც ის მოკვდა, მისი მეუღლე პითოდორისი ფლობდა, მეფობდა კოლხებზე, ტრაპეზუნტზე, ფარნაკიაზე და ზემოთ მცხოვრებ ბარბაროსებზე~ (Strabo, XI, 2,18). გარკვეული პოლიტიკური მოსაზრების გამო, ავგუსტუსი არ ჩქარობდა პითოდორისის დედოფლად დამტკიცებას. ძვ.წ. 3/2 წ. მან პითოდორისი პონტოს დედოფლად ცნო მხოლოდ იმ პირობით, რომ იგი ცოლად გაჰყვებოდა კაპადოკიის მეფე არქელაოსს [Strabo, XI, 3, 29; 7, 73; 21, 486]. ამ ქორწინებით ავგუსტუსმა ბოსფორში მარცხის სანაცვლოდ გარკვეულწილად დიპლომატიური კომპენსაცია მიიღო, რამდენადაც რომის აღმოსავლეთ საზღვარზე მაინც შეიქმნა ძლიერი ანტიპართიული პლაცდარმი _ პონტო-კაპადოკიის გაერთიანებული სამეფო [7, 73; 16, 327]. ამდენად, პითოდორისი ოფიციალუ¬რად გამოცხადდა პონტოს მეფედ, ხოლო მისი ვაჟი, პოლემონ I-ის პირდაპირი მემკვიდრე იქცა კერძო პირად, რომელიც ეხმარებოდა დედას ვრცელი სახელმწიფოს პონტოური ნაწილის მართვაში. ასეთი პარადოქსული სიტუაცია შეიქმნა იმის გამო, რომ ავგუსტუსის გადაწყვეტილებით არქელაოსი ითვლებოდა კაპადოკიის მეფედ, ხოლო პითოდორისი მართავდა პონტოს და ამდენად, მეუღლეებმა შეინარჩუნეს ტანაბარი უფლებები და დამოუკიდებლობა საკუთარ დომენში [7, 73; 16, 327].
ავგუსტუსის გარდაცვალების შემდეგ, რომის ერთპიროვნული მმართველი გახდა ტიბერიუსი (14-37 წწ.), რომელმაც მემკვიდრეობით მიიღო უზარმაზარი, მაგრამ პრობლემებითა და პოლიტიკური კრიზისით გადაღლილი სახელმწიფო. ახალგაზრდა იმპერიის თითქმის კატასტროფული მდგომარეობა, მონათა ხშირი აჯანყებები და არმიის არასაიმედოობა განაპირობებდა ტიბერიუსის როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკის ხასიათს [17, 89]. ტიბერიუსი ერთგულად ასრულებს ავგუსტუსის მიერ მისი მემკვიდრეებისათვის დაბარებულ ანდერძს _ დაკმაყოფილდნენ იმპერიის არსებული საზღვრებით (Tac., Ann., I,11; Dio Cass., LVI, 33,5; Suet., Aug., 21,2). იგი უარს ამბობს აქტიურ საგარეო პოლიტიკაზე და ადრე დამორჩილებულ ქვეყნებში რომის პოზიციების გაძლიერებითა და მათი შემომტკიცებით კმაყოფილდება.
ამ პრინციპებით ხელმძღვანელობს ტიბერიუსი აღმოსავლეთის საკითხშიც, თუმცა იგი აქ შედარებით აქტიურად მოქმედებს და ფაქტიურად ცვლის კიდეც აღმოსავლეთში ავგუსტუსის მიერ შექმნილ მდგომარეობას. როგორც აღვნიშნეთ, პითოდორისისა და არქელაოს კაპადოკიელის ქორწინების შემდეგ პონტო-კაპადოკია დროებით გაერთიანდა. მაგრამ, თუ ამ აქციას ავგუსტუსის მხრიდან წინააღმდეგობა არ შეხვედრია, მიუღებელი გახდა ტიბერიუსის აღმოსავლური პოლიტიკისათვის. გარდა ამისა, ძალზე გაიზარდა არქელაოსის ძალა, რომელმაც რომისაგან დამოუკიდე¬ბელი საგარეო პოლიტიკის გატარებაც სცადა [11, 50]. 17 წ. იგი გამოძახებულ იქნა რომში და სენატის მიერ ბრალდებული მალევე გარდაიცვალა (Tac., Ann., II,42; Dio Cass., LVII, 15,7; Strabo, XII, 1,4; Suet., Tib., 37,3). კაპადოკიის მსგავსად უმმართველებოდ დარჩნენ სხვა მცირეაზიური სამეფოებიც. იმავე ხანებში გარდაიცვალნენ კილიკიის მეფე ფილოპატორ II და კომაგენის მეფე ანტიოქოს III. კომაგენასა და კილიკიაში მღელვარებები დაიწყო, ხოლო მძიმე გადასახადებისაგან შეწუხებული სირია და იუდეა გაბედულად ითხოვდნენ მათ შემცირებას (Tac., Ann., II,42). პართიაში კი, ჯერ კიდევ ავგუსტუსის მმართველობის ბოლოს, არტაბან III-მ (13-38 წწ.) ტახტიდან ჩამოაგდო რომაელთა კანდიდატი ვონონი, რომელმაც მოახერხა სომხეთში გამეფება, მაგრამ არტაბანმა აიძულა იგი აქედანაც გაქცეულიყო. ვონონი იძულებული გახდა სირიის ლეგატისათვის შეეფარებინა თავი (Tac., Ann., 2-4) რომაელთა აღმოსავლურ სამფლობელოებს რეალურად დაემუქრა პართელთა შემოსევის საფრთხე. ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში აღმოსავლეთში იგზავნება ტიბერიუსის ძმისწული გერმანიკი. 17 წ. გაუქმებულ იქნა კაპადოკიის, კილიკიისა და კომაგენის ბუფერული სამეფოები. ისინი რომაულ პროვინციებად გამოცხადდა (Tac., Ann., II,42; Strabo, XII, 1,4; Suet., Tib., 37,3; Cal., 1,2). გერმანიკმა ახალ პროვინციებში სწრაფად დაამყარა წესრიგი და 18 წ. მცირე რაზმით შევიდა პართელთა გავლენის სფეროში მყოფ სომხეთში, რომლის ტახტზეც აიყვანა პოლემონ პონტოელის ვაჟიშვილი ზენონი, არტაშესის სახელით (Tac., Ann., II, 56). პართიის მეფე არტაბან III-ს რომაელებისათვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. მან სურვილიც კი გამოთქვა პირადად შეხვედროდა გერმანიკს და მხოლოდ მისი წინამორბედისა და მეტოქის ვონონის სირიიდან გაძევება ითხოვა (Tac., Ann., II, 58). გერმანიკი დათანხმდა ამ თხოვნაზე, რის შემდეგაც ამ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა დროებით გაუმჯობესდა.
ჩვენ არ ვიცით თუ რა მდგომარეობა იყო ტიბერიუსის მმართველობის დროს კოლხეთსა და პონტოს სამეფოში. ამ უკანასკნელის პოლიტიკური სტატუსის შესახებ წყაროებში არავითარი ცნობა არ არის დაცული და ამიტომ იგი მკვლევართა შორის აზრთა სხვადასხვაობას იწვევს.
ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ ტიბერიუსმა კაპადოკიის, კილიკიისა და კომაგენის სამეფოებთან ერთად პონტოს სამეფოც გააუქმა [22, 1176], მკვლევართა ნაწილის აზრით კი, 22/23-38 წწ. შორის პოლემონის პონტო რომაელთა სამეურვეო ქვეყნად (`სეკვესტრად~) იყო გამოცხადებული [23, 145-147; 1, 102-116].
როგორც ზემოთ ვნახეთ, 17 წ. პონტო-კაპადოკიის დროებითი ერთიანობა დაიშალა, კაპადოკია პროვინციად გამოცხადდა, პონტოს სამეფოს კი, მართალია, მცირეაზიული სამფლობელოები ჩამოაჭრეს [13,309], მაგრამ მთლიანად მის ანექსიაზე არცერთი წყარო არაფერს გვეუბნება. მართალია, ამ დროს აღმოსავლეთში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის შესახებ წერილობითი წყაროების მონაცემები საკმაოდ მწირია, მაგრამ მათ არ გამორჩენიათ არც კაპადოკიის გაუქმება, არც კომაგენისა და კილიკიის მეფეთა გარდაცვალება და მათი სამფლობელოების პროვინციულ სისტემაში ჩართვა, ამიტომ ტიბერიუსს პონტოს სამეფო რომ გაეუქმებინა, ეს ფაქტი აუცილებლად აისახებოდა წერილობით წყაროებში. მით უმეტეს, რომ პოლემონიდების პონტო აღმოსავლეთის ერთ-ერთი უძლიერესი სამეფო იყო და მისი გაუქმება მნიშვნელოვანი მოვლენა იქნებოდა.
გარდა ამისა, როგორც თ. თოდუა აღნიშნავს, 18 წ. ტიბერიუსის მიერ სომხეთის ტახტზე პოლემონ I-ის ვაჟის ზენონის აყვანა აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ ამ დროს პონტოსა და რომის ურთიერთობა წინანდებურად მშვიდობიანი იყო და პონტოს სამეფოს სტატუსს ცვლილება არ განუცდია [19, 78; 3,31].
ასე რომ, 17 წ. ტიბერიუსის მიერ ვასალურ სამეფოთა პრაქტიკულად გაუქმების შემდეგაც, პონტოს სამეფოსა და მის შემადგენლობაში მყოფი კოლხეთის დამოკიდებუ¬ლება რომზე უცვლელი რჩება და ისინი კვლავ ძველი პოლიტიკური სტატუსით სარგებლობენ. თუ რამდენ ხანს გაგრძელდა ასეთი მდგომარეობა, ძნელი სათქმელია. მკვლევართა ნაწილის აზრით, 17 წ. მოვლენების შემდეგ პოლემონის პონტოს სამეფოს სტატუსი მალევე შეიცვალა და მისი ტერიტორია რომაელთა მეურვეობის ქვეშ მოექცა. ამ დებულების საყრდენია პონტოური ნუმიზმატიკური ძეგლები. ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში თ. რეინაკმა ყურადღება გაამახვილა პოლემონ I და პითოდორისის ქალიშვილის ანტონია ტრიფაინას სახელით მოჭრილ მონეტებზე, რომლებიც ატარებდა მეფობის წლებს Iძ (=17) და IH (=18) და მათზე დაყრდნობით ივარაუდა 22/23 წწ. პონტოს მმართველის პითოდორისის გარდაცვალება და ტიბერიუსის მიერ მისი სამფლობელოს `სეკვესტრად~ გამოცხადება [23, 147].
უკანასკნელ ხანებში ანალოგიურ დასკვნამდე მივიდა პროფ. თ. დუნდუაც, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ მისი მსჯელობა რადიკალურად განსხვავდება თ. რეინაკის მსჯელობისაგან. ჩვენ აქ არ შევუდგებით ამ მონეტების ვრცელი ანალიზის გადმოცემას. აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ თ. დუნდუას აზრითაც, ანტონია ტრიფაინას სახელით მოჭრილი Iძ და IH თარიღიანი მონეტები იმის მაჩვენებელია, რომ იგი თავის დედოფლობას აითვლის არა 38/39 წლებიდან, როცა თავის შვილთან, პოლემონთან ერთად რეალურად მოდის ქვეყნის სათავეში, არამედ უფრო ადრეული დროიდან, და პითოდორისის გარდაცვალებისა და მისი ზეობის ქვედა ზღვარი არის პონტოური წელიწადი X. 22 წ. _ X. 23 წ. [1, 111-114; 2, 72-79].
ამ ნუმიზმატიკური მონაცემებისა და სტრაბონის ცნობის გათვალისწინებით მკვლევარები ასე გადმოგვცემენ პონტოს პოლიტიკურ ისტორიას: პითოდორისს სამი შვილი ჰყავდა პოლემონისაგან. შუათანა _ ზენონი 18 წლიდან სომხეთის მეფეა, ქალიშვილი ანტონია ტრიფაინა, თრაკიის ოდრისთა სამეფოს მმართველის _ კოტისის მეუღლე, დაახლ. 19 წელს დაქვრივდა, ხოლო პითოდორისის უფროსი ვაჟი (თ. რეინაკის აზრით, მას მამის სახელი ერქვა _ კ.ფ.) `კერძო პირი იყო და დედასთან ერთად განაგებდა ქვეყანას~ (Strabo, XII, 3,29) სტრაბონი პითოდორისის უფროს შვილზე წარსულში ლაპარაკობს. ამრიგად, იმ დროისათვის, როდესაც `გეოგრაფია~ გამოვიდა, იგი გარდაცვლილია. პითოდორისის ერთადერთი მემკვიდრე ანტონია ტრიფაინა და მისი მცირეწლოვანი შვილებია. პითოდორისის გარდაცვალების სავარაუდო თარიღი და ანტონიას ზეობის ქვედა ზღვარი არის 22/23 წწ., მაგრამ 19 წ. მეუღლის დაღუპვის შემდეგ, ანტონია ტრიფაინამ კიზიკში დაიდო ბინა, სადაც ლივიას ქურუმი გახდა. მან ბევრი რამ გააკეთა ქალაქის აყვავებისათვის. ტრიფაინა პონტოში მხოლოდ 38/39 წწ. თავის შვილთან ერთად ბრუნდება. აშკარაა, რომ 22/23-38 წწ. ქვეყანა რომის სამეურვეო ტერიტორიაა სრულწლოვანი მამაკაცი მემკვიდრეების არარსებობის გამო [1, 112-113; 2, 78-79].
პონტოს ტახტის მემკვიდრე სრულწლოვანი მამაკაცების არარსებობა და სამეფო ტახტის ერთადერთ მემკვიდრედ ანტონია ტრიფაინას მიჩნევა მხოლოდ სტრაბონის ზემოთმოყვანილ ცნობაზე დაყრდნობით, ძნელია. სტრაბონის გამომცემლებთან ის ადგილი, რომელიც პითოდორისის უფროს ვაჟიშვილს ეხება, სხვადასხვანაირად არის ნათარგმნი. მაგ., `გეოგრაფიის~ სტრატანოვსკისეულ თარგმანში პითოდორისის უფროს ვაჟიშვილზე აწმყოშია საუბარი [18, 522], გარდა ამისა, ზოგიერთ მკვლევართან, იგი გაიგივებულია წყაროებში მოხსენიებულ (Jos. Flav., AJ., XX, 7,3) კილიკიის ნაწილის დინასტთან პოლემონთან, რომლის სახელიდან აშკარად ჩანს, რომ ეს პიროვნება პონტოს სამეფო ოჯახის წარმომადგენელია [11, 53].
ჩვენი აზრით, 18/19 წწ. (ე.ი. სტრაბონის მიერ `გეოგრაფიის~ გასრულების დროს) [8, 4] პითოდორისის უფროსი ვაჟი ცოცხალი რომ არის, ამაზე არაპირდაპირ მიუთითებს ის ფაქტიც, რომ 18 წ. ტიბერიუსმა სომხეთის ტახტზე აიყვანა პითოდორისის შუათანა შვილი ზენონი. ამ დროისათვის მისი უფროსი ძმა და ტახტის მემკვიდრე გარდაცვლილი რომ ყოფილიყო, ტახტის მემკვიდრეობის უფლება ზენონზე იქნებოდა გადასული. ასეთ შემთხვევაში კი ტიბერიუსი მას როგორც პონტოს მომავალ მეფეს, სომხეთის ტახტს არ მისცემდა, რადგანაც ზენონის სომხეთში გამეფება პერსპექტივაში პონტოსა და სომხეთის ერთი პიროვნების ხელში გაერთიანებას გამოიწვევდა. განა იმავე ხანებში ტიბერიუსმა სწორედ იმის გამო არ ჩამოაშორა ხელისუფლებას არქელაოს კაპადოკიელი, რომ მის ხელში პითოდორისთან ქორწინების შედეგად გაერთიანდა პონტო-კაპადოკია და რომისათვის არასასურველ ძლიერებას მიაღწია? ასე რომ, სომხეთში გამეფებულ ზენონ-არტაშესს არ შეეძლო პრეტენზიები ჰქონოდა პონტოს სამეფოზე, რადგანაც ცოცხალი იყო მისი უფროსი ძმა, რომელიც ითვლებოდა პონტოს ტახტის კანონიერ მემკვიდრედ.
ერთი სიტყვით, სტრაბონის მიერ პონტოს სამეფო ოჯახის აღწერის დროისათვის, პითოდორისის უფროსი ვაჟი ცოცხალია და, როგორც ჩანს, სწორედ ის არის წყაროებში დაფიქსირებული მარკუს ანტონიუს პოლემონი, რომელიც მოგვიანებით კილიკიის ნაწილის დინასტი ხდება [4,15]. მკვლევართა აზრით, პითოდორისის უფროსი ვაჟი, რომელსაც მამის სახელი ერქვა, რომაელებმა დანიშნეს კილიკიის სატაძრო ქალაქ-სახელმწიფოს ოლბას უმაღლეს ქურუმად, რომელიც იმავდროულად ითვლებოდა ოლბას გარშემო მცხოვრები კენატებისა და ლალასების ტომთა გაერთიანებების დინასტად _ `ტოპარქოსად~ [14, 70; 16, 332]. ამას ადასტურებს შემორჩენილი მონეტები ამ დინასტის სრული სახელით `მარკუს ანტონიუს პოლემონი~, უმაღლესი ქურუმისა და დინასტის ტიტულებით და მმართველობის წლებით 10 და 11, რომლებიც გ. ჰილმა დამაჯერებლად მიაკუთვნა ტიბერიუსის პრინციპატის ხანას და გამოთქვა მოსაზრება, რომ ისინი ეკუთვნოდა პოლემონ I-ის უფროს ვაჟს [იხ. 14, 70; 16, 332]. ა. ბარეტმა კი აჩვენა, რომ ეს მონეტები მოჭრილ იქნა ახ.წ. 17/18 წწ. შემდგომ, დაახლოებით 27/28 და 28/29 წწ., რის შემდეგაც 36 წ. მოხდა ოლბიის თეოკრატიის ძირეული რეორგანიზაცია და მისი სამონეტო ემისია სრულიად შეიცვალა [20, 442-444. შდრ. 24, 926-932]. ამდენად, არავითარი საფუძველი არ არსებობს იმისათვის, რომ პითოდორისის უფროსი ვაჟი არ იქნეს გაიგივებული ქ. ოლბას მომავალ მმართველთან [16, 332. შდრ. 1, 157, შენ. 36].
მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სტრაბონთან მოხსენიებული პოლემონ I-ის უფროსი ვაჟი არის შემდგომში ოლბას ქურუმი და კილიკიის ნაწილის დინასტი, იზიარებს პროფ. ი. საპრიკინიც, რომელმაც უკანასკნელ ხანებში დაწვრილებით განიხილა ჩვენთვის საინტერესო პონტოური ნუმიზმატიკური მასალები [16, 328-335]. გარდა ამისა, მან ქ. კიზიკში ტრიფაინასა და მისი შვილების პატივსაცემად მიღებული დეკრეტების ანალიზის შედეგად გაარკვია, რომ ტრიფაინა დაქვრივების შემდეგ მართალია, ლივიას ქურუმი გახდა, მაგრამ კიზიკში არ ცხოვრობდა, არამედ მხოლოდ პერიოდულად სტუმრობდა ამ ქალაქს და საპატიო ლიტურგიას ასრულებდა [16, 330-331]. როგორც ზემოთ ვნახეთ, თ. რეინაკისა და თ. დუნდუას მიერ პონტოს `სეკვესტრად~ გამოცხადების შესახებ გამოთქმული მოსაზრების ქვაკუთხედს წარმოადგენს ის, რომ 19/20 წწ. პითოდორისის უფროსი ვაჟი გარდაცვლილია, ხოლო ტრიფაინა 19 წ. შემდეგ კიზიკშია და იგი სამშობლოში ბრუნდება მხოლოდ 38 წ. [23, 146-147; 1, 113-114]. ამდენად, ი. საპრიკინი არ იზიარებს არც ერთ ამ არგუმენტს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მისი აზრითაც 22-38 წწ. პონტო სამეურვეო ქვეყანაა. მკვლევარი შემდეგნაირად გადმოგვცემს პონტოს ისტორიას ჩვენთვის საინტერესო ხანაში: ახ.წ. 17/18 წ. არქელაოსის გარდაცვალების შემდეგ, პითოდორისი დაბრუნდა პონტოში, სადაც აქამდე თითქმის ოცი წლის მანძილზე ქვეყანას მართავდა მისი უფროსი ვაჟი, პოლემონ I-ის კანონიერი მემკვიდრე, რომელსაც მამის სახელი ერქვა. მას არ ჰქონდა მეფის ტიტული და სანამ პითოდორისი არქელაოსთან ქორწინებაში იმყოფებოდა, და ერთმანეთს უთავსებდა პონტოს დედოფლობას, ოჯახურ მოვალეობასა და კაპადოკიის ნომინალურ მმართველობას, პოლემონი ითვლებოდა დედის თანაშემწედ. პითოდორისის პონტოში დაბრუნების შემდეგ, დედა-შვილის თანამმართველობა უკვე საჭირო აღარ იყო, ამიტომ რომაელებმა პოლემონს უბოძეს კილიკიაში მდებარე თეოკრატიული ქალაქ-სახელმწიფო ოლბა, რომელიც ითვლებოდა პოლემონიდთა საგვარეულო მამულად, საიდანაც დაიწყო ამ გვარის აღზევება და ხანგრძლივი მეფობა. პოლემონი დაინიშნა ოლბას უზენაეს ქურუმად და დინასტად, რასაც მოწმობს მისი სახელით (`მარკუს ანტონიუს პოლემონი~) მოჭრილი მონეტები [16, 332]. 22/23 წ. პითოდორისის გარდაცვალების შემდეგ, პონტოს ტახტი მის პირდაპირ მემკვიდრეს და სამეფო ოჯახის უფროს წარმომადგენელს პოლემონს ეკუთვნოდა, მაგრამ იგი ამ დროისათვის უკვე ფლობდა ოლბას. ამასთან, პოლემონის პონტოს მეფედ დანიშვნას შეიძლებოდა ურთიერთობა გაერთულებინა ბოსფორთან, რომელიც ითვლებოდა პოლემონ I-ის სამფლობელოდ და ამდენად, მის უფროს ვაჟსა და მემკვიდრეს შეეძლო მასზე პრეტენზია განეცხადებინა. რომაელებმა კი, როგორც ჩანს, ასპურგის ბოსფორში მეფობა მას შემდეგ ცნეს, რაც ამ უკანასკნელმა მათგან მიიღო იმის გარანტია, რომ მისთვის არ ჩამოერთმიათ მეფობა და ბოსფორის საკითხი არ გადაეწყვიტათ პოლემონ I-ის მემკვიდრეთა სასარგებლოდ. შექმნილ სიტუაციაში ტიბერიუსისათვის საუკეთესო გამოსავალი იყო პონტოს ტახტის კანონიერი მემკვიდრის _ პოლემონის, ოლბაში, საგვარეულო მამულში დატოვება, ხოლო პონტოში ძალაუფლება მან ნომინალურად გადასცა პოლემონის უმცროს დას ანტონია ტრიფაინას, ისე, რომ იგი ოფიციალურად არ ცნო პონტოს დედოფლად, მაგრამ შეუნარჩუნა კოტის თრაკიელთან ქორწინებით მიღებული სამეფო ტიტულატურა, ქვეყანას კი რეალურად მართავდნენ რომის ნაცვლები, რომლებიც ითვლებოდნენ ტრიფაინას მწირეწლოვანი შვილების მეურვეებად [16, 333].
ამრიგად, პონტოური ნუმიზმატიკური მასალის განხილვისას, მკვლევართა (თ. რეინაკი, თ. დუნდუა, ი. საპრიკინი) მსჯელობა რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაგრამ პოლემონიდთა სამეფო ოჯახის წევრების (პოლემონი, ანტონია ტრიფაინა) მოღვაწეობისა და მათი პირადი ცხოვრების სხვადასხვაგვარად გადმოცემის მიუხედავად, ყველა მათგანის საბოლოო დასკვნა მაინც ერთნაირია _ პონტოს სამეფო 22/23-38 წწ. რომაელთა მეურვეობის ქვეშ არის მოქცეული. ამ მოსაზრების სისწორეს გარკვეულწილად ისიც ადასტურებს, რომ ანალოგიური პრაქტიკა ტიბერიუსის დროს შემოღებულ იქნა თრაკიაშიც, სადაც რომაელი მეურვე დაენიშნათ ოდრისთა მეფის კოტისისა და ანტონია ტრიფაინას მცირეწლოვან შვილებს [10, 49; 15, 144-145; 21, 513-514; 25, 645].
ასე რომ, როგორც ჩანს, 22/23 წწ. პოლემონიდთა სამეფო უშუალოდ რომის პროტექტორატის ქვეშ იყო მოქცეული. თუმცა, ტიბერიუსის გარდაცვალების შემდეგ, კალიგულას (37-41) პრინცეპსობისას რომის აღმოსავლური პოლიტიკა კვლავ შეიცვალა და პონტოში აღდგენილ იქნა პოლემონიდთა მმართველობა.
გამოყენებული ლიტერატურა
1. თ. დუნდუა. კოლხეთი, იბერია და პონტოს სამეფო ნუმიზმატიკური მასალე¬ბ¬ის მიხედვით, თბ., 1993.
2. თ. დუნდუა. ქართული ეთნოკულტურული ევოლუცია და დასავლეთი ნუმიზმ¬ატი¬კური მასალების მიხედვით, თბ., 1997.
3. თ. თოდუა. რომაული სამყარო და საქართველოს შავიზღვისპირეთი, სადი-სე¬რ¬¬ტაციო ნაშრომი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხ¬ის მოსაპოვებლად /ხელნაწერის უფლებით/, თბ., 1995.
4. კ. ფიფია. დასავლეთ საქართველოს ურთიერთობა რომთან ახ. წ. I საუკუ-ნ¬ე¬ში. – საისტორიო ძიებანი, II, თბ., 1999, გვ. 8-26.
5. კ. ფიფია. პართია-რომის ურთიერთობა ძვ.წ. I ს. შუახანებში და ,,პოლი-ტიკ¬ური დუალიზმის'' სისტემის შექმნა წინა აზიაში. – კავკასიის მაცნე, XII, 2005, გვ 67-70.
6. კ. ფიფია. ანტონიუსის აღმოსავლური პოლიტიკა და კოლხეთი. _ საისტო-რ¬იო ძიებანი, VII, თბ., 2004, გვ. 203-210.
7. კ. ფიფია. ავგუსტუსის აღმოსავლური პოლიტიკა და პოლემონიდური პონტ¬ოს სამეფო. _კავკასიის მაცნე, XII, 2005 გვ, 71-74.
8. თ. ყაუხჩიშვილი. სტრაბონის გეოგრაფია. ცნობები საქართველოს შესახებ. თბ., 1957.
9. Е.С. Голубцова. Северное Причерноморье и Рим на рубеже нашей эры. М., 1951.
10. Т. Д. Златковская. Мёзия в I и II веках н.э. М., 1951.
11. О.В. Кудрявцев. Провинция Каппадокия в системе римской Восточной политики (17 72 гг.). - Вестник древней истории, 1955, №2, с. 48-72.
12. В.В. Латышев. ПONTIKA. Изборникь научныхь и критических статей по исторiи, археологии, географии и эпиграфикъ Скифii. СПБ., 1909.
13. М.И. Максимова. Античные города Юго-Восточного Причерноморья, М.-Л., 1956.
14. Г.А. Периханян. Храмовые объединения Малой Азии и Армении (IV в. до н.э. - III в. н.э.), М., 1959.
15. С.Ю. Сапрыкин. Пифодорида – царица Фракии. – Вестник древней истории, 1984, №2, с. 141-153.
16. С.Ю. Сапрыкин. Понтийское царство. М., 1996.
17. В. С. Сергеев. Принципат Тиберия. – Вестник древней истории 1940, №2, с. 78-95.
18. Страбон. География. Перевод, статья и комментарий Г.А. Стратановского. Л., 1964.
19. Т. Т. Тодуа. Колхида в составе Понтийского царства. Тб., 1990.
20. A. Barret.Polemo II of Pontus and M.Antonius Polemo. – Historia, 1978, Bd. 27, 3, p. 438-454.
21. D. Magie. Roman rule in Asia Minor , vol. I (Text), Princeton, New Jersey, 1950.
22. T.B. Mitford. Cappadocia and Armenia Minor. – Aufstieg und Niedergang der Romischen Welt, II, 7, 2, 1975.
23. Th., Reinach. L’histoire par les Monnaies, Paris, 1902.
24. R.D. Sullivan. Dynasts in Pontus. – Aufstieg und Niedergang der Romischen Welt, 1980, Bd. II, t.7, 2, p. 924-935.
25. The Cambridge Ancient History. vol. X, Cambr., 1963.
სტატიის ავტორი – კახაბერ ფიფია. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
სტატია გამოქვეყნდა კრებულში _ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაცნე, III, თბილისი, 2009 წ.
|