qarTuli welTaRricxva

ქართული წელთაღრიცხვა ემყარება სამყაროს შექმნიდან 5604 წლიან პერიოდზე და 532 წლიან ციკლზე, რომელსაც ეწოდებოდა “დიდი ინდიქტიონი”. 532 წლიანი წრე თავის მხრივ, ეყრდნობოდა მზისა და მთვარის ციკლებს და ქრისტიანებს ემსახურებოდა მთავარი დღესასწაულის - აღდგომის განსაზღვრაში. ყოველი 532-წლიანი ციკლის შემდეგ ხდებოდა როგორც მზის, ასევე მთვარის ციკლის დამთხვევა და მეორდებოდა წლის ერთი და იგივე დღეები.
სამყაროს შექმნიდან ქრისტეს შობამდე ქართველები ითვლიდნენ 10 ასეთ წრებრუნვას (5604:532 = 10 და 284 წელს) ასე რომ ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისი (ქრისტეშობიდან) მოდის მე-11 ინდიქტიონის 284 წელზე, რომელიც, თავის მხრივ სრულდება ჩვენი წელთაღრიცხვის 248 წელს (532-284=248), მე-12 ინდიქტიონი სრულდება 780 წელს (248+780), მე-13 - 1312 წელს, მე-14 კი დასრულდა 1844 წელს.
ქართული წყაროები იყენებენ მხოლოდ ორ უკანასკნელ ინდიქტიონს (ქორონიკონს) - მე-13 და მე-14. ამგვარად, თუ საუბარი მიდის მოვლენებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა მე-13 ინდიქტიონის განმავლობაში, საჭიროა ინდიქტიონის თარიღს მივუმატოთ 780, ხოლო მე-14 ინდიქტიონს - შესაბამისად 1312.



სტატიის ავტორი – ნ. ნაკაშიძე
მასალა აღებულია წიგნიდან – «ПАМЯТНИКИ ГРУЗИНСКОЙ ИСТОРИЧЕСКОЙ ЛИТЕРАТУРЫ»,  თბილისი,  1976წ.
ტექსტი რუსულიდან თარგმნა მაია შალაშვილმა

 

 


 


megobari saitebi

   

01.10.2014