არნოლდ ჩიქობავა
დიდი ქართველი სწავლული და საზოგადო მოღვაწე

აკადემიკოსი არნოლდ ჩიქობავა განსაკუთრებული მოვლენაა ქართული მეცნიერებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ისტორიაში. მის სახელთან დაკავშირებული `იბერიულ-კავკასიური თეორია, წმინდა ენათმეცნიერული ღირებულების გარდა, დღემდე განიხილება როგორც კავკასიელი ხალხების ერთ-ერთი დამაკავშირებელი და გამაერთიანებელი ფაქტორი.
ტერმინებში `იბერიულ-კავკასიური ენები~ და `იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება~ მკვლევრები დღეს განსხვავებულ მნიშვნელობებს დებენ. პალეოკავკასიური (ანუ კავკასიის არაინდოევროპული, არასემიტური და არათურქული) ენების ჯგუფის გენეტიკურ ერთიანობას ჯერ კიდევ ნიკო მარი ამტკიცებდა; შემდგომ ივანე ჯავახიშვილმა უძღვნა ამ თეზისს ვრცელი გამოკვლევა. მაგრამ ეს დებულება ცალკე კონცეფციის სახით და `იბერიულ-კავკასიური თეორიის~ სახელწოდებით სწორედ არნოლდ ჩიქობავასთან ჩამოყალიბდა.
ამავე დროს, ქართულ საენათმეცნიერო სკოლაში ეს კონცეფცია ემყარება ცალკეული ჩრდილოკავკასიური ენის აღწერასა და სინქრონიულ შესწავლას. ამ სკოლის უდიდეს დამსახურებად უნდა მივიჩნიოთ სწორედ ის, რომ შესაძლებელი გახდა შესწავლილიყო პრაქტიკულად ყველა ჩრდილო-კავკასიური ენა და შექმნილიყო ცალკეული ენების აღწერითი გრამატიკები, ენებისა, რომელთა შორის, ამავედროს, ნათესაური, გენეტიკური კავშირები იქნა პოსტულირებული და ჩრდილო-კავკასიური ენები სამხრეთკავკასიურ (ქართველურ) ენებთან საერთო `იბერიულკავკასიურ ენათა ოჯახში~ იქნა გაერთიანებული.
მეცნიერთა სხვა ჯგუფი `იბერიულ-კავკასიურ ენებს~ განიხილავს როგორც საერთო არეალურ-ტიპოლოგიურ ჯგუფში შემავალ ჩრდილო და სამხრეთ კავკასიურ ენებს, რომელთა შორის მნიშვნელოვანი ფონეტიკურ-ფონოლოგიური და სტრუქტურულ-ტიპოლოგიური მსგავსება ვლინდება, რაც მათ საერთო კულტურულ არეალში ისტორიულ ურთიერთობასა და კავშირებს მოწმობს მრავალი საუკუნის მანძილზე. ორივე ეს თვალსაზრისი `იბერიულ-კავკასიურ ენებს~ შორის არსებულ ხანგრძლივ კულტურულ-ისტორიულ კავშირ-ურთიერთობებს გულისხმობს. ამ მხრივ ეს ენები უმდიდრეს მასალას აწვდის თანამედროვე ენათმეცნიერებას ისტორიულ-გენეტიკური თუ ისტორიულ-ტიპოლოგიური კვლევისათვის. უდიდესი ღვაწლი ამ თეორიული კვლევის საფუძვლების შექმნისა სწორედ არნ. ჩიქობავას ეკუთვნის იმ სკოლის ჩამოყალიბებისა და დამკვიდრებისათვის, რომელიც დღეს `ქართველ კავკასიოლოგთა სკოლის~ სახელწოდებით არის მთელ მსოფლიოში ცნობილი. ისევე როგორც ივ. ჯავახიშვილის მიერ თბილისის ეროვნული უნივერსიტეტის დაარსება იყო არა მხოლოდ უმაღლესი განათლების კერის აღორძინება საქართველოში, არამედ უმნიშვნელოვანესი ეროვნული აქტი ახალი ქართული დამოუკიდებელი სახელმწიფოსათვის მაღალი მეცნიერულ-კულტურული დონის უზრუნველსაყოფად, ასევე არნ.ჩიქობავას მიერ `იბერიულ-კავკასიური სკოლის~ შექმნა და მისი წარმატებით ფუნქციონირება არის წინაპირობა დღეს მრავალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური აქტის რეალიზაციისა, მათ შორის ე.წ. `საერთო კავკასიური სახლის~ შექმნისა, იმ უმნიშვნელოვანესი იდეის განხორციელებისა და საბოლოო დამკვიდრებისა, რასაც `მშვიდობიანი კავკასია~ და `კავკასიაში კულტურათა დიალოგი~ ეწოდება; ეს იდეა განიხილება დღეს მსოფლიოში როგორც ერთგვარი ანტითეზა დასავლეთში ფართოდ გავრცელებული კონცეფციისა `ცივილიზაციათა შეტაკების~ შესახებ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის კავკასიაშიც; სწორედ ეს ფაქტორები განსაზღვრავენ, არსებითად, დღეს `იბერიულ-კავკასიური თეორიის~ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და მეცნიერულ- პოლიტიკურ მნიშვნელობას.
არსებობს ენათმეცნიერების კიდევ ერთი დარგი _ შედარებით-ისტორიული ენათმეცნიერება, რომლის ჩვენს ქვეყანაში აღორძინებასა და დამკვიდრებაში არნ. ჩიქობავამ გადამწყვეტი როლი შეასრულა. ეს მოხდა ნიკო მარისეული `ენის შესახებ ახალი მოძღვრების~ წინააღმდეგ გალაშქრების შედეგად.
ნიკო მარი განსაკუთრებული მოვლენა იყო მეცნიერებაში საზოგადოდ და, კერძოდ, კავკასიოლოგიაში; ეს იყო სრულიად განსხვავებული `განზომილება~ მეცნიერების ისტორიაში; იგი სცილდება იმდროინდელი მეცნიერებისათვის დამახასიათებელ რაციონალისტურ ფარგლებს და შემოაქვს ახალი, ინტუიციურ დონეზე დამყარებული მეცნიერული `პარადიგმა~ (ამ ტერმინის თომას კუნისეული გაგებით).
მე მქონდა შემთხვევა სპეციალურად განმეხილა მარისეული `იაფეტური თეორიის~ ოთხელემენტოვანი ანალიზი სხვა ოთხელემენტოვან საინფორმაციო სისტემებთან კავშირში და აღმენიშნა, რომ ნიკო მარის `ოთხელემენტოვანი სისტემა~ ალოგიკურია ლინგვისტური ანალიზის თვალსაზრისით, და ამ მხრივ, არნ. ჩიქობავას მძაფრი კრიტიკა აღნიშნული მეთოდიკისა – მეტყველების ე.წ. პალეონტოლოგიური ანალიზისა – სავსებით კანონზომიერი და გამართლებული იყო; მაგრამ მარისეული `ოთხელემენტოვანი სისტემა~, ამისდა მიუხედავად, ღრმა შინაარსის მატარებელია ზოგადთეორიული და ზოგადფსიქოლოგიური თვალსაზრისით, როგორც კიდევ ერთი ცდა მეცნიერების ისტორიაში სინამდვილის აღწერისა `ოთხელემენტოვანი~ სიმბოლური საინფორმაციო სისტემის საშუალებით, რომელიც, თავის მხრივ, როგორც გაირკვა, საფუძვლად უდევს `გენეტიკური კოდის~ სტრუქტურას (მაშასადამე, ყოველივე `ცოცხალს~) და რომლის ცოდნა, როგორც ჩანს, ადამიანში ქვეცნობიერად არის მოცემული.
ამაში ვხედავ მე ნიკო მარის გენიალურ ინტუიციასა და განჭვრეტის უნარს, მიუხედავად იმისა, რომ მან ამით იმდროინდელი შედარებით-ისტორიული ენათმეცნიერება, რომელსაც დასავლეთში უკვე კლასიკური შედეგები ჰქონდა მოპოვებული სხვადასხვა ჯგუფის _ და განსაკუთრებით ინდოევროპული ენების – ისტორიული შესწავლის დარგში, ფაქტობრივად ჩიხში მოაქცია და ჩაახშო კიდევაც გარკვეული `იდეოლოგიური~ არგუმენტების მოშველიებით.
არნ. ჩიქობავას უდიდეს დამსახურებად ენათმეცნიერების ისტორიაში უნდა ჩაითვალოს ის, რომ იგი თავიდანვე წინ აღუდგა მარისეულ `ახალ მოძღვრებას~ და თვით იოსებ სტალინის მეცნიერულ პოლემიკაში ჩართვით შედარებით-ისტორიული ენათმეცნიერება მთელი იმდროინდელი `კავშირის~ მასშტაბით ნორმალური, მთელ მსოფლიოში აღიარებული გზით წარმართა.
მხოლოდ XX ს. 50-იანი წლებიდან, ენათმეცნიერების საკითხებზე ცნობილი დისკუსიის შემდეგ, დაიწყო ჩვენში შედარებით-ისტორიული ენათმეცნიერების აღმავლობა, რამაც არსებითად ხელი შეუწყო მთელი თეორიული ენათმეცნიერების შემდგომ განვითარებას.
დღეს საქართველოში შედარებით-ისტორიული ენათმეცნიერება უკვე უმაღლეს დონეზეა აყვანილი და გარკვეულ დარგებში თვით განსაზღვრავს ამა თუ იმ დისციპლინის განვითარების დონეს მსოფლიო მასშტაბით. ყოველივე ამის საწყისი არნ. ჩიქობავას მეცნიერულ მოღვაწეობასა და საქმიანობაში უნდა ვეძიოთ, ამით განისაზღვრება სწორედ არნ. ჩიქობავას ისტორიული როლი და წვლილი, რომელიც მან მსოფლიო ენათმეცნიერების განვითარებაში შეიტანა.
მაგრამ ეს სრულებით არ აკნინებს ნიკო მარს როგორც დიდ ქართველ მეცნიერ-ფილოლოგსა და მოაზროვნეს. თუ ჩვენ არნოლდ ჩიქობავას განვიხილავთ როგორც შედარებით-ისტორიული ენათმეცნიერების ამაღორძინებელს ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში, პირველ რიგში – რუსეთსა და საქართველოში, და `იბერიულ- კავკასიური ენათმეცნიერების~ შემქმნელს, ხოლო ივანე ჯავახიშვილს – როგორც საზოგადოდ ახალი ქართული მეცნიერების ფუძემდებელსა და სულისჩამდგმელს, ნიკო მარი უნდა დავაყენოთ ამ დიდ ქართველ მეცნიერთა სათავეში, როგორც იმდროინდელ რუსეთში მოღვაწე დიდი ქართველი მეცნიერი-ფილოლოგოსი, რომელმაც სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტსა და რუსეთის საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიაში საფუძველი ჩაუყარა XX საუკუნის დამდეგს ქართულ-კავკასიურ კვლევა-ძიებას, დასაბამი მისცა იმ დროისათვის მოწინავე ქართულ-კავკასიურ ფილოლოგიურ და ისტორიულ მეცნიერებას და შექმნა ბრწყინვალე კავკასიოლოგიური სკოლა, სადაც მრავალი გამოჩენილი ქართველი მეცნიერი აღიზარდა.
სწორედ ამას მოჰყვა შემდგომ ჩვენს ქვეყანაში ხსენებული დარგებისა და მათთან დაკავშირებული დისციპლინების განსაკუთრებული აღმავლობა და განვითარება;
სწორედ ამ ნიადაგზე აღმოცენდა უფრო გვიან ნიკო მარის უპირველესი მოწაფის – დიდი ივანე ჯავახიშვილის მიერ ქართული უნივერსიტეტის დაარსების შემდეგ, ქართველ მეცნიერთა ბრწყინვალე პლეადა, რომელთა შორის აკადემიკოსი არნოლდ ჩიქობავა ერთერთ ყველაზე გამორჩეულ და თვალსაჩინო ადგილს იმკვიდრებს.

ყველა აღწერილი ციხისაგან განსხვავებით, ჭაპალა XVIII საუკუნეშიც მოქმედი ციხეა. იგი მაშავერის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს სოფელ გოჩულოსთან, იქ სადაც იწყება მაშავერ-ქციის გაშლილი ველი. ყოველმხრივ იზოლირებულ, კლდოვან დიდ ბორცვზე აუშენებიათ იგი, თან მაქსიმალურად გამოუყენებიათ თხემის საკმაოდ ვრცელი ფართობი. ყველაზე მაღალ ადგილას ციტადელია, ბურჯებითა და კოშკებით გამაგრებული გალავნის შიგნით, სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთები ჩანს. კლდეში სამი უზარმაზარი ორმოა ამოჭრილი წყლის შესანახად. ციხის კედლების წყობა, ძალიან წააგავს თბილისის ნარიყალას კედლებს, რომელიც განვითარებული შუა საუკუნეების ხანას განეკუთვნება. ესაა „ფარდაგულად“ ნაგები ქვისა და აგურის ნარევი ბათქაშზე.

ანაკრეფ მასალაში უმეტესად იმავე ხანის მოჭიქული ჭურჭლის ნატეხები გვხვდება, მაგრამ არის უფრო ძველი ფრაგმენტებიც. ციხის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს ძალიან დიდი ნასოფლარია სამი ეკლესიის ნაშთით.

ჭაპალას იხსენიებს ვახუშტი, გიულდენშტედტი, სეხნია ჩხეიძე... ქართული საბუთების მიხედვით იგი სოლოღაშვილების სამკვიდროა. ამ საბუთებით ჩანს, რომ ჭაპალაში ყოფილა ციხე, სასახლე, წისქვილი, ვენახი ქვევრ-მარანი. ციხის მნიშვნელობას ზრდიდა გზები აქ რომ გადიოდა, ამ მხრივ აღსანიშნავია, ხიდები მაშავერაზე, რომლებიც სწორედ ციხის მიდამოებში გვხვდება. სახელწოდება „ჭაპალა“ გვიანდელია, ციხე კი აქ უფრო ადრე ყოფილა, ე.ი. მას სხვა სახელი ჰქონია. ირკვევა, რომ ესაა ქართულ და სომხურ წყაროებში კარგად ცნობილი ქაოზიანი-ქავაზინი, სამეფო ციხე, რომელიც შემდეგ ვარამ გაგელის გამგებლობაში შევიდა.

ამგვარს, და კიდევ ბევრ საინტერესო საკითხებს აყენებენ საქართველოს, კერძოდ კი, ქვემო ქართლის ციხეები, რომელთა გათხრა და შესწავლა არაერთ საინტერესო ეპიზოდს აამეტეველებს ჩვენი ისტორიისას.



სტატიის ავტორი - თამაზ გამყრელიძე, აკადემიკოსი. სიტყვა, წარმოთქმული არნ. ჩიქობავას დაბადების 100 წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო სხდომაზე;

დაიბეჭდა `ევროპის ლინგვისტური საზოგადოების აქტებში~.


 


megobari saitebi

   

01.10.2014